განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002399556
საქმე №3ბ/1591-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სს ,,ს----------–--------------’’
წარმომადგენელი - ს------------–---–--–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ლ----------–--ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - სს ,,ს----------–--------------ს’’-ს ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 2 284.48 (ორი ათას ორას ოხმოცდაოთხი და 48) ლარის გადახდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ერთის მხრივ ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა ( შემდგომში ,,შემსრულებელი’’) და მეორეს მხრივ სს ,,ს----------–--------------ს’’-ს შორის 2--------–-–-----------ს გაფორმებული იქნა №–--------------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაცვის პოლიცია იღებდა ვალდებულებას რ-------ის ობიექტების დაცვის თაობაზე, ასევე განეხორცილებინა ს----–---------–-------ის ს-----–----–-ით მომსახურება და ს--–-------ის ი-----–-ა (შემდგომი მომსახურება). ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად ,,დამკვეთს’’ უნდა გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური ყოველთვიურად, არასრული თვის შემთხვევაში მომსახურების ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო მომსახურების გაწეულ დღეთა პროპორციულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–-----------ის ხელშეკრულება №–---------------;
3.2.1 2----–-–-------------ს გაფორმებული №–---------------- ხელშეკრულების მიხედვით ანგარიშსწორება მიმწოდებალთან უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, არასრული თვის შემთხვევაში მოსახურების ღირებულება ანაზღაურდებოდა მომსახურებაგაწეულ დღეთა პროპორციულად, შესაბამისი თვის მიღება-ჩაბარების აქის (დედანი) შედგენიდან და შემსყიდველისათვის წარდგენიდან 20 საბანკო დღის განმავლობაში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2------–-–-----------ის ხელშეკრულება №–---------------;
3.2.2. სს ,,ს----------–--------------’’-ს ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ 2------–-–-----------ს გაფორმებული №–--------------- ხელშეკრულების საფუძველზე, 2----–-–------------–ის მდგომარეობით ერიცხება ი-----–-ის, 2----–-–------------ის თვის დებიტორული დავალიანება 2284,48 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–-------------–ის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ;
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.3.1. ს----------–--- ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის შესაბამისობა ს----------–--- კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ხოლო მე-3 ნაწილი კი განსაზღვავს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სასამართლომ განმარტა, დავის საგნის განსაზღვრა მთლიანად მოსარჩელის კომპეტენციაა, იგი განსაზღვავს სარჩელის შინაარსა და მოცულობას. ხოლო, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში. სარჩელის წარდგენის უფლების არსებობის შესახებ მოთხოვნა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერ პირის მიერ შემოტანილი სარჩელები, ანუ ხელი შეეშალოს იმას, რომ ნებისმიერ პირს ვის უშუალო კანონიერი ინტერესიც არ შელახულა არ შეეძლოს სარჩელის აღძვრა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წინააღმდეგ, ან მის მიღებაზე უარის თქმის ან ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის შემთხვევაში.
ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. როგროც აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის უფლებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო- სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით.
ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
3.3.2. ს----------–--- შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ პირველი მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განამრტა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ს----------–--- პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
სასამართლომ მიუთითა ს----------–--- ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო- სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის
251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება- მოვალეობების შინაარსს (სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2012წ. №ბს-
1394-1377(კ-11) განჩინება).
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და სს ,,ს----------–--------------ს’’-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
3.3.3. სასამართლომ, მოცემული სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისას განმარტა, თუ რას გულისხმობს არაჯეროვანი შესრულება: სამოქალაქო კოდექსის თავისებურება ის არის, რომ იგი მთლიანად შესრულებაზეა ორიენტირებული, მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა მისი შეუსრულებლობისთვის, ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს.
სასამართლომ განამრტა, რომ ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება (316.I), არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა (316.II). ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თუ არ არსებობს ვალდებულება, მაშინ არც შესრულება იქნება სახეზე. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (427). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს (კრედიტორის მოთხოვნის რელატიური ბუნება). სწორედ ასეთი მოქმედება (ან მოქმედებისაგან თავის შეკავება) წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს
სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება, ეს პრინციპი კერძო სამართლის უნივერსალური შეფასებითი კატეგორიაა და თანამედროვე სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელია კეთილსინდისიერების პრინციპის აღიარება. ამ პრინციპით კონკრეტდება ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ფარგლები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან ან ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს. კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში ზოგადად მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს. როგორც წესი, ვადა დადგენილია მოვალის ინტერესებისათვის. აღნიშნული უფლების შეზღუდვა მხოლოდ კრედიტორის ლეგიტიმური ინტერესის არსებობის შემთხვევაშია დასაშვები. კრედიტორი უფლებამოსილი არ არის ვადაზე ადრე მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალეს ყოველთვის შეუძლია ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულება. გამონაკლისს კრედიტორის პატივსადები ინტერესი წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ადგილის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა თუ არა, ასევე ადგილი ხომ არ ჰქონდა მოვალის მხრიდან შესრულების ვადაგადაცილებას, ან კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ვადის დარღვევას.
სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები (8.III). უფლება-მოვალეობა კეთილსინდისიერად განხორციელებულად ითვლება იქამდე, სანამ საწინააღმდეგო არ დადასტურდება, შესაბამისად, არსებობს კეთილსინდისიერი ქცევის პრეზუმფცია. კრედიტორი, უფლებამოსილია, ვალდებულების ძალით, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება (316.I), ხოლო კანონის ძალით — თავისი უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერება (316.II). ამდენად, მხარეებს ეკისრებათ, არამხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება, არამედ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ისე მოქცევა, რომ პატივი სცენ ერთმანეთის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. ამდენად, ვალდებულების კეთილსინდისიერი შესრულება გულისხმობს არამხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, არამედ ყველა იმ დამატებითი უფლება-მოვალეობების განუხრელად დაცვას, რაც ვალდებულების შინაარსიდან პირდაპირ არ მომდინარეობს, თუმცა, კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის გათვალისწინებით, იგულისხმება. აღნიშნული სტანდარტი კი სხვა არაფერია, თუ არა მეორე მხრის უფლებებისა და ინტერესების იმ ფარგლებში პატივისცემა, რა ფარგლებშიც კონტრაჰენტს მისი უფლებისა და მოვალეობების პატივსცემის გონივრული მოლოდინი ჰქონდა. გონივრულ მოლოდინს მიღმა სტანდარტი კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევად არ განიხილება.
3.3.4. სასამართლომ, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად განამრტა, რომ ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც როცა ერთ-ერთი მოთხიოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმრხივ გარიგებას, რა დროსაც სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მისი მიღება, მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარიგების დადება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა, ამდენად სადავოობის შემთხვევაში, გაქვითვა შესაძლებელია დავის გადაწყვეტის შემდგომ.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ განამრტა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ყოფილა დადასტურებული მოსარჩელე მხარის მიერ და ამდენად წარმოადგენდა რა სადავო ვალდებულებას, შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია შესაძლებელი იყო სასამართლო განხილვის გზით დადასტურებით, იმისათვის, რომ მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის ჩასათვლელად გამოეყენებინა თავისი უფლება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უნდა მოეთხოვა ასეთი გადაწყვეტილების მიღება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ფორმითა და წესით შესაბამისი სარჩელის (შეგებებული სარჩელის) წარდგენით. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხარეები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის ან განცხადების წარდგენის გზით დაიწყონ წარმოება კონკრეტული უფლებისა თუ ინტერესის დასაცავად, თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანასა და თუ რა ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებსა და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ს----------–--- სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 188-189-ე მუხლების შესაბამისად მოპასუხეს უფლება აქვს აღძრას შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ შესაბამისი მოთხოვნით და ის სასამართლოს მიერ მიღებული ქნება თუ: ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება. აღნიშულ ფაქტს განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად მოპასუხე მხარის მითითება უერთიერთგაქვითვასთან მიმართებაში ვერ იქნება გაზიარებული და დაკმაყოფილებული.
სასამართლომ, განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის რ-------ის ობიექტების დაცვა, ს----–---------–-------ის ს-----–----–-ით მომსახურება და ს--–-------ის ი-----–-ა (შემდგომი მომსახურება). ხოლო სს ,,ს----------–--------------“ თავს არიდებდა და არ იხდიდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დავალიანების თანხას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილდა - მოპასუხე სს ,,ს----------–--------------ს’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 284.48 (ორი ათას ორას ოხმოცდაოთხი და 48) ლარის გადახდა.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტს, რომელსაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად უთითებს და განმარტავს, რომ სს "ს----------–--------------ს" ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "დაცვის პოლიციის დეპარტამენტის" მიმართ 2----–-–-----------ს გაფორმებული N–--------------- ხელშეკრულების საფუძველზე, 2----–-–------------–ის მდგომარეობით ერიცხება ი-----–-ის, 2----–-–------------ის თვის დებიტორული დავალიანება 2 284,48 ლარი. ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში მიუთითა რომ მხარეები ფაქტობრივ გარემოებებს სადავოდ არ ხდიდნენ.
აპელანტი განმატავს, რომ აღნიშნულ პუნქტებში ასახული გარემოება წარმოადგენს გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას, ვინაიდან სს "ს----------–--- რ-------ის" შესაგებელი სრულად აგებული იყო იმ გარემოებაზე, რომ რ-------ას არანაირი დავალიანება სსიპ "დაცვის პოლიციის დეპარტამენტის" მიმართ არ გააჩნდა. სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არასწორად დადგენამ განაპირობა სსიპ "დაცვის პოლიციის დეპარტამენტის" სარჩელის დაკმაყოფილება და სწორედ აღნიშნული გარემოების გამო ასაჩივრებს რ-------ა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
სს "ს----------–--------------ს" მიაჩნია, რომ საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოიკვლევია საქმეში არსებული მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, მიიჩნევს რომ სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
სს "ს----------–--------------ს" (შემდგომში რ-------ა) მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის ნორმათა დარღვევით. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა სწორედ ის ნორმები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი. ამასთან სასამართლომ არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა მსგავსი კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით და ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ზედაპირულად მიიღო გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე, რის გამოც მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აპელანტი განმარტავს, რომ სს "ს----------–--------------სა" და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს" შორის 2----–-–-----------ს გაფორმებული N–-------- ხელშეკრულებით მხარეების შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე. ხელშეკრულების თანახმად, სსიპ "დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა" იკისრა არამხოლოდ ი-----–-ის ვალდებულება, არამედ, სს "ს----------–--- რ-------ის" ობიექტების დაცვისა და ს----–---------–------ის ს-----–----–-ის მომსახურებაც. ამავე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის 3.5.5. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი (სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) ვალდებულია უპირობოდ აანაზღაუროს ხელშეკრულების დანართი N2-ში აღნიშნულ ობიექტებზე შემსყიდველის მიერ აღმოჩენილი მატერიალური აქტივების დანაკლისი საბაზრო ფასის გათვალისწინებით და დაზიანებული ნივთის საბაზრო ღირებულება, გარდა "ფორსმაჟორული" სიტუაციით მიყენებული ზიანისა. ამავე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-9 მუხლის 9.1 ქვეპუნქტის თანახმად მიმწოდებელი (სსიპ "დაცვის პოლიციის დეპარტამენტი") ვალდებულია უპირობოდ აანაზღაუროს ხელშეკრულების დანართი N2-ში აღნიშნულ ობიექტზე შემსყიდველის მიერ აღმოჩენილი ქ---------ით გამოწვეული მატერიალური აქტივების დანაკლისი საბაზრო ფასის გათვალისწინებით და დაზიანებული ნივთის საბაზრო ღირებულება, გარდა "ფორსმაჟორული" სიტუაციებით მიყენებული ზარალისა. ამავე პუნქტის 9.2 ქვეპუნქტის თანახმად კი შემსყიდველი (ს----------–--------------) უფლებამოსილია უპირობოდ (უაქცეპტო წესით) გამოქვითოს მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხის 9.1 პუნქტში მითითებული მიზეზით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, მიმწოდებლისათვის წერილობითი პრეტენზიის წარდგენიდან ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ.
აპელანტი განმარტავს, რომ 2----–-–---------------ს, ხ-–----------–---------------------ში, რომელიც შედის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 9.1 პუნქტით გათვალისწინებულ დანართი N2-ით ჩამოთვლილ დასაცავი ობიექტების ნუსხაში (----, ადგილი ჰქონდა ქ---------ის ფაქტს, კერძოდ, დ--–------–----------–----------------დან დაუდგენელი პირების მიერ მოპარულ იქნა სხვადასხვა ფ---------–------ის შემცვლელი მარაგ ნაწილები. ქ---------ის ფაქტის შესახებ ს----------–--- რ-------იდან წერილობით ეცნობა დაცვის პოლიციის ხ-–----ის სამმართველოს და იმავე დღეს შედგა აქტი დაცვის პოლიციის წარმომადგენლის მონაწილეობით. აღნიშნულ ფაქტზე ამავე დღეს შსს ხ-–----ის რაიონული პოლიციის სამმართველოს მიერ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე N------------ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ქ---------ის, ანუ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) ფაქტზე.
აღნიშნული ქ---------ის შედეგად რ-------ისათვის მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა, 2----–-–----------------ის ა--------------–-----------–---–---------------–-- "------–---------------- მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად შეადგინა 1936 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 2284,48 ლარი. გამომდინარე აქედან, სს "ს----------–--------------ს" მხარეებს შორის 2----–-–-----------ს გაფორმებული N–-------- ხელშეკრულების პირობების თანახმად სრული უფლება ჰქონდა რ-------ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის თანხა უპირობოდ გამოექვითა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულებიდან.
ამასთან ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.1 და 9.2 პუნქტები, (რომლებზედაც მხარეების შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაფორმების დროს და სადავო არასოდეს გაუხდიათ) არ ეწინააღმდეგება ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლს და უფრო მეტიც გამომდინარეობს აღნიშნული მუხლიდან. კერძოდ, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახად, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. რ-------ა ეთანხმება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობის იმ ნაწილს, სადაც სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთ მოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხირვ გარიგებას, რა დროსაც სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მის მიღება, მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარიგების დადება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა. მხარეებს შორის 2----–-–-----------ის გაფორმებული N–-------- ხელშეკრულების 9.1 და 9.2 პუნქტებით გამოავლინა დაცვის პოლიციამ ნება, რომ თუ ქ---------ით გამოწვეული ზიანი წარმოიშობოდა, მოხდებოდა ურთიერთ მოთხოვნათა გაქვითვა (უპირობოდ). ამასთან, როგორც უკვე ზემოთ აღნიშნა, დაცვის პოლიციის წარმომადგენლის მიერ დადასტურდა ქ---------ის ფაქტი (რომლის მტკიცებულებებიც მოცემულია საქმეში), შესაბამისად დადასტურდა ზიანი და ზიანის მოცულობა სადავოდ არ გამხდარა დავის არცერთ ეტაპზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სს "ს----------–--- რ-------ის" მიერ, 2----–-–------------ის თვის მომსახურების ღირებულებიდან გამოქვითულ იქნა 20---–-–------------ში ხ-–----------–---------------------ში რ-------ისათვის ქ---------ით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, რამაც მთლიანობაში დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 2 284,48 ლარი.
აქედან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება უკანონოა, ის უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო არსებითად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, განჩინების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და აღნიშნავს შემდეგს:
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, ერთის მხრივ ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა ( შემდგომში ,,შემსრულებელი’’) და მეორეს მხრივ სს ,,ს----------–--------------ს’’-ს შორის 2--------–-–-----------ს გაფორმებული იქნა №–--------------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაცვის პოლიცია იღებდა ვალდებულებას რ-------ის ობიექტების დაცვის თაობაზე, ასევე განეხორცილებინა ს----–---------–-------ის ს-----–----–-ით მომსახურება და ს--–-------ის ი-----–-ა (შემდგომი მომსახურება). ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად ,,დამკვეთს’’ უნდა გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური ყოველთვიურად, არასრული თვის შემთხვევაში მომსახურების ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო მომსახურების გაწეულ დღეთა პროპორციულად.
სააპელაციო სასამართლო მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე მართებულად მიიჩნევს დავის სახელშეკრულებო-ვალდებულებით ნორმებზე მითითებით გადაწყვეტას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სწორი გამოყენებისა და შეფარდების საფუძველზე.
ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და ს----------–--- სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმავალი ნების გამოხატვის შედეგად და დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლითაც, მოსარჩელემ, სათანადო საფასურის სანაცვლოდ, ივალდებულა განეხორციელებინა მოპასუხის კუთვნილი ობიექტის დაცვა.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის დადებულია ნარდობის ხელშეკრულება.
პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე ხელშეკრულების მიხედვით ანგარიშსწორება მიმწოდებალთან უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, არასრული თვის შემთხვევაში მოსახურების ღირებულება ანაზღაურდებოდა მომსახურებაგაწეულ დღეთა პროპორციულად, შესაბამისი თვის მიღება-ჩაბარების აქის (დედანი) შედგენიდან და შემსყიდველისათვის წარდგენიდან 20 საბანკო დღის განმავლობაში.
სს ,,ს----------–--------------’’-ს ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ 2------–-–-----------ს გაფორმებული №–--------------- ხელშეკრულების საფუძველზე, 2----–-–------------–ის მდგომარეობით ერიცხება ი-----–-ის, 2----–-–------------ის თვის დებიტორული დავალიანება 2284,48 ლარი.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აპელირებს იმაზე, რომ მოსარჩელისთვის გადასახდელი თანხის გაქვითვა უნდა მოხდეს. აღნიშნულს ასაბუთებს იმით, რომ მხარეებს შორის 2----–-–-----------ის გაფორმებული N–-------- ხელშეკრულების 9.1 და 9.2 პუნქტებით გამოავლინა დაცვის პოლიციამ ნება, რომ თუ ქ---------ით გამოწვეული ზიანი წარმოიშობოდა, მოხდებოდა ურთიერთ მოთხოვნათა გაქვითვა (უპირობოდ). აპელანტი განმარტავს, რომ დადასტურდა ქ---------ის ფაქტი (რომლის მტკიცებულებებიც მოცემულია საქმეში), შესაბამისად დადასტურდა ზიანი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სს "ს----------–--- რ-------ის" მიერ, 2----–-–------------ის თვის მომსახურების ღირებულებიდან გამოქვითულ იქნა 20---–-–------------ში ხ-–----------–---------------------ში რ-------ისათვის ქ---------ით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, რამაც მთლიანობაში დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 2 284,48 ლარი.
პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვასთან დაკავშირებით და მიუთითებს ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლზე, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისას უნდა არსებობდეს ორი აუცილებელი წინაპირობა: ორივე პირი ერთმანეთისათვის ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც, ე.ი. ორივეს ერთმანეთის მიმართ უნდა ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება და ასევე დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. აღნიშნული ნორმის თანახმად, ეს ორი წინაპირობა უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ განხორციელდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე, მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულების გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ დავაზე არ ვრცელდება ეს უკანასკნელი ნორმის დანაწესი (442-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რადგან მოსარჩელე მხარს არ უჭერს გაქვითვას, ე.ი. არ არსებობს მისი ნება, რაც აუცილებელი პირობაა ამ ნორმით ურთიერთობის მოწესრიგებისათვის.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმრხივ გარიგებას, რა დროსაც სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მისი მიღება, მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარიგების დადება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა, ამდენად სადავოობის შემთხვევაში, გაქვითვა შესაძლებელია დავის გადაწყვეტის შემდგომ.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და სს ,,ს----------–--------------ს“ ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ მართებულად დააკისრა 2 284,48 ლარის გადახდა. თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. ყოველივე გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და თვლის, რომ წარმოდგენილი მოტივაცია არ ქმნის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება;
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ს----------–--- რ-------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ს----------–--- უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე: ილონა თოდუა