განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100118002574286
საქმე №1ბ/856-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: მ-----–--------–---–-----------------------
ადვოკატის: ნ-----------------–------
მსჯავრდებულის: ქ----–---------
თარჯიმნების: მ---------------–---–-------------------–-–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ქ----–--------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----------------–------ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ქ----–------------------------ მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ ე-------- მოქალაქე, პასპორტი №---------- ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ე--------------------------–----–--------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–---–------------- დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით, ქ----–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ქ----–-------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.
ქ----–--------, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
მსჯავრდებულ ქ----–-------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 ივლისიდან.
ქ----–-------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის;
მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა;
მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ---–--–----------------–-----–--------ის მიმდებარედ, ე-------- მოქალაქე ქ----–-------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, აშკარად დაეუფლა ს------- ა--------- მოქალაქე ა-–-----------------–------- კუთვნილ ფულად თანხას, კერძოდ, 4392,54 ლარს, ექვივალენტს 1800(ათას რვაასი) აშშ დოლარში, 350 (სამასორმოცდაათი) ქართულ ლარს და 227,5 ლარს, ექვივალენტს 350 (სამასორმოცდაათი) ა-------–------––-- ასევე 800 რეალად (520 ლარი) ღირებულ „--------ის ფირმის თეთრ მობილურ ტელეფონს და 350 აშშ დოლარად (855 ლარი) ღირებულ „--------ის ფირმის თეთრ ე.წ. „მ------------- აღნიშნული ქმედებით ს------- ა--------- მოქალაქეს - ა-–-----------------–------ მიადგა 6345 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქ----–--------- გამოძიებით დაუდგენელ დროს შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, საერთო წონით 1,1005 გრამს, რომელიც 2018 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 02:53 საათზე, ბრალდებულ ქ----–--------- დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მისი მარჯვენა ფეხსაცმლიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივნისის დადგენილებით, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ქ----–--------, 2018 წლის 11 ივლისს გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ და „ტრამადოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ქ----–--------- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----------------–------, რომლებმაც მოითხოვეს ქ----–--------- მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება და დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლა.
აპელანტის მტკიცებით, სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ვერ დასტურდება, რომ ქ----–--------- ჩაიდინა ძარცვა. მსჯავრდებულმა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში ახსნა 2018 წლის 11 ივლისს დაზარალებულ ა-–---------------- მომხდარი ინციდენტის მიზეზი. მისი განმარტებით, ა-–------------- ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, ვინაიდან ქ----–--------- უარი უთხრა მას სექსუალურ შეთავაზებაზე და ამიტომ განაცხადა პოლიციაში, რომ თითქოსდა მან წართვა თანხა, ტელეფონი და აიპადი.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულმა ქ----–---------, როგორც სააპელაციო, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში თავი არ ცნო დამნაშავედ ძარცვის ჩადენაში და განაცხადა, რომ იგი საქართველოში აპირებდა ტურისტული კომპანიის დაფუძნებას, რისთვისაც დედამ გადმოუგზავნა 2400 აშშ დოლარი. 2018 წლის ივლისის დასაწყისში, მ--------–---–-- მოედანზე შეხვდა მეგობარ ო------ რომელსაც თან ახლდა ს------- ა--------- მოქალაქე ს----------–------- რომელიც დაინტერესებული იყო სხვადასხვა ტურებით. ვინაიდან ს----------–------ არ ჰქონდა სასტუმროს ჯავშანი, ორი დღის განმავლობაში დარჩა მასთან სახლში. შემთხვევის დღეს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა ო------------------------–--------- ერთად, რა დროსაც ს----------–------- შესთავაზა სექსუალური ურთიერთობა. ვინაიდან მის ქვეყანაში მოქმედი წესებით, აღნიშნული ითვლება სირცხვილად, ს----------–------ მოიშორა ხელით, რის საპასუხოდაც დაზარალებულმა დაარტყა ხელი და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო მისი ძირს დაყრილი ნივთები აიღო თავად და აპირებდა სახლში წაღებას, რადგან თვლიდა, რომ ს------ ისევ მასთან მივიდოდა სახლში. იგი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს სახლში მისვლამდე. რაც შეეხება მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ფულად თანხას, აღნიშნული წარმოადგენდა მის საკუთრებას.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში
გამოკვლეული მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებენ მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ა-–-----------------–------- ჩვენების თანახმად, ბრალდებულ ქ----–----------- აკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა და მასთან ერთად გეგმავდა ექსკურსიის ტურების მოწყობას. 2018 წლის 11 ივლისს, ქ----–-------- გადასცა 300 აშშ დოლარი, მეორე დღეს ექსკურსიაზე წასვლის მიზნით, ამ ფაქტს ესწრებოდა მათი საერთო ნაცნობი - ო------ მიუხედავად თანხის გადაცემისა, საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა, რის გამოც ქ----–-------- იყო გაღიზიანებული. დაზარალებულმა ასევე განაცხადა, რომ 300 აშშ დოლარის გადაცემის დროს, ქ----–--------- დაინახა მის ჩანთაში არსებული ე.წ. „მედია პადი“ და ფულადი თანხა. აღნიშნულის შემდეგ ისინი გამოვიდნენ ქუჩაში, რა დროსაც მ--------–---–-- და ა----–-----–-- ქუჩების კვეთის მიმდებარედ ყოფნისას, ქ----–--------- დაარტყა ხელი. ა-–-----------------–------ მისი კუთვნილი ხელჩანთა დაუვარდა ძირს, საიდანაც ქ----–--------- ამოიღო „ჰუავეის“ ფირმის ე.წ. „მედია პადი“, ამავე ფირმის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა - ს------- ა--------- რეალი, ლარის და დოლარის კუპიურებით, რის შემდეგაც გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. დარტყმის შედეგად მცირე ოდენობის სისხლი წამოუვიდა, მაგრამ ტკივილი იგრძნო თუ არა არ ახსოვს. მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც დაახლოებით ნახევარ საათში დააკავეს ქ----–--------.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---------------------- განაცხადა, რომ 2018 წლის 11 ივლისს, ღამის საათებში, თანამშრომელ გ-----------–------–---–---- ერთად დ----- ა----–-----–-- გამზირზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიმართა ქალბატონმა. ეს უკანასკნელი უთითებდა ტ----------------- ქუჩაზე მიმავალ შავმაისურიან მამაკაცზე, რომელმაც ს------- ა--------- მოქალაქეს გასტაცა ე.წ. „მედია პადი“, მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა. სამართალდამცავებმა შეაჩერეს აღნიშნული მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა ქ----–--------. წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა თეთრი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და „ჰუავეის“ ფირმის ე.წ. „მედია პადი“. ქ----–--------- პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულ იქნა 1800 აშშ დოლარი, ლარის და უცხოური ვალუტის სხვადასხვა კუპიურები.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-----------–------–---–---
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-----–---------–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 11 ივლისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა დ----- ა----–-----–-- გამზირზე, რა დროსაც დახმარების მიზნით მიმართა ს------- ა--------- მოქალაქე ს----------–-------. იგი განმარტავდა, რომ მისმა ნაცნობმა - ქ----–--------- გასტაცა ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი და ე.წ. „მედია პადი“. ასევე, დაუდასტურა, რომ შემთხვევის დროს თავდამსხმელს დაუვარდა დროებითი მოწმობა, სადაც მითითებული იყო მისი მონაცემები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გ--------------–--–---–--------–-–------–----–---–-- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
ქ----–--------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ----–-------- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2018 წლის 12 ივლისს, 01:52 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას, მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა თეთრი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო სიმ-ბარათი ნომრით: +------------- ასევე - თეთრი „ჰუავეის“ ფირმის ე.წ. „მედია პადი“, რომელშიც მოთავსებული იყო სიმ-ბარათი ნომრით: 5--------- ლურჯი ჯინსის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო სიმ-ბარათი ნომრით: 5--------- პირადი ჩხრეკისას, ლურჯი ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ლარის სხვადასხვა კუპიურა და ხურდა ფული. ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან კი, 1800 აშშ დოლარი, 350 ლარი და უცხოური ვალუტის სხვადასხვა კუპიურა.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბრალდებულის სახით დაკავებული ე-------- მოქალაქე მ-------------------------- ქ----–--------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ჰუავეის“ ფირმის ე.წ. „მედია პადი“ და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. მოწმე ა-–-----------------–------ წარედგინა „ჰუავეის'' ფირმის თეთრი მობილური ტელეფონი, იმეიკოდებით: 8----------------------------------- რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი ნომრით: +------------- ასევე თეთრი „ჰუავეის“ ფირმის ე.წ. „მედია პადი“, იმეიკოდით: 3--------------- რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი ნომრით: 5-------- და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეიკოდებით: 3-------------------------------------- რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი ნომრით: 5--------- აღნიშნული ნივთები ამოცნობის მიზნით წარედგინა მოწმე ა-–-----------------–------, რა დროსაც მოწმემ მიუთითა „ჰუავეის“ ფირმის თეთრ მობილურ ტელეფონზე, იმეიკოდებით: 8----------------------------------- რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი ნომრით: +-------------- ასევე თეთრ, „ჰუავეის“ ფირმის ე.წ. „მედია პადზე“ იმეიკოდით: 3--------------- რომელშიც მოთავსებულია სიმ-ბარათი ნომრით: 5-------- და განმარტა რომ აღნიშნული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და „ჰუავეის“ ფირმის ე.წ. „მედია პადი“ არის მისი საკუთრება და ეს ის მობილური ტელეფონი და ე.წ. „მედია პადია“, რომლებიც მას 2018 წლის 11 ივლისს, გასტაცა მისმა ნაცნობმა - მ-------------------------- ქ----–---------. მოწმე ა-–----- ს----------–------- ასევე განმარტა, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი და ე.წ. „მედია პადი“ ამოიცნო ნივთების გარეგნული თვისებებით, ხოლო რაც შეეხება „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, არ არის მისი და არ იცის თუ ვისი საკუთრებაა იგი.
2018 წლის 25 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 12.07.2018 წელს, მოქალაქე ა-–-----------------–------- პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მტევნის მე-4 თითის მიდამოში ნაჭდევის სახით; ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ---–--------------–---–---
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ა-–----- ს----------–------- საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა 2018 წლის 11 ივლისს საღამოს საათებში მის მიმართ განხორციელებული ძარცვის დეტალები. მან ცალსახად მიუთითა, რომ მსჯავრდებულმა ქ----–--------- იცოდა მის ჩანთაში ფულადი თანხის და ე.წ. „მედია პადის“ არსებობის შესახებ, რის გამოც განიზრახა მისი გაძარცვა და ქუჩაში ყოფნისას ჯერ ხელი დაარტყა მას, ხოლო როდესაც კუთვნილი ხელჩანთა დაუვარდა ძირს, მსჯავრდებულმა იქიდან ამოიღო ე.წ. „მედია პადი“, მობილური ტელეფონი და ფული. ის გარემოება, რომ მოწმის სახით დაკითვისას დაზარალებულმა ზუსტად ვერ მიუთითა მის ჩანთაში არსებული თანხის ოდენობა, ვერ წარმოშობს მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს, ვინაიდან მან განაცხადა, რომ იმ (დაკითხვის) მომენტში აღარ ახსოვდა თანხის სრული ოდენობა, თუმცა მიუთითა, თუ რომელი ვალუტის კუპიურებს ფლობდა იგი და ასევე დაახლოებით რა თანხას შეადგენდა თითოეული ვალუტა საერთო ჯამში.
დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს დაზარალებულის ჩვენებას მსჯავრდებულის მხრიდან მის მიმართ ხელის დარტყმის ფაქტთან დაკავშირებითაც და ამით გამორიცხავს ქ----–--------- მიერ ძალადობის განხორციელებას, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. ა-–----- ს----------–------- განმარტა, რომ არ ახსოვს იმ დარტყმის მომენტში იგრძნო თუ არა ტკივილი, თუმცა ქ----–--------- ნამდვილად დაარტყა მას ხელი, რის შედეგადაც სისხლიც წამოუვიდა. ამ ნაწილში დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგითაც, რომელიც ადასტურებს დაზარალებულის სხეულზე ხანდაზმულობით საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღში განვითარებული დაზიანების არსებობის ფაქტს.
ა-–----- ს----------–------- მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ქ----–--------- გაღიზიანება გამოწვეული იყო მხოლოდ ბიზნესთან დაკავშირებით მათ შორის არსებული მოლაპარაკების ჩაშლით და სხვა სახის უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია. დაცვის მხარემ კი სააპელაციო პალატის წინაშე შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დაადასტურა, თუ რა განსაკუთრებული ღირებულების მქონე ინტერესი ამოძრავებდა ა-–-----------------–------ ქ----–--------- მიმართ, რომ სამართალდამცავების და სასამართლოს წინაშე უსაფუძვლოდ განეცხადებინა მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ.
ასევე დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის და ნივთების დათვალიერების ოქმებით. სამართალდამცავებმა სასამართლოს წინაშე დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების კანონის სრული დაცვით მიმდინარეობა და შესაბამისი ოქმების სისწორე. მოწმე ე-----–--------–-- მიუთითა უშუალოდ შემთხვევის შემდეგ დაზარალებულთან შეხვედრის დეტალებზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ მისმა ნაცნობმა - ქ----–--------- გასტაცა ფულადი თანხა, ე.წ. „მედია პადი“ და მობილური ტელეფონი. ხოლო მოწმეებმა მ---------------------- და გ-----------–------–---–-- შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიროტიაზე ახალგაზრდა ქალბატონის მითითებით შეაჩერეს ქ----–--------, რომლისგანაც ამოღებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი ნივთები და ფულადი თანხა. დათვალიერების ფარგლებში ა-–----- ს----------–------- გარეგნული მახასიათებლებით ამოიცნო მსჯავრდებულისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი და ე.წ. „მედია პადი“, როგორც თავის საკუთრება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადვოკატის აპელირებაზე შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოჩანაწერების, ასევე მოწმეების ხ----------------- და ვინმე „--------- წარმოუდგენლობასთან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ თითოეული ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების არარსებობის პირობებშიც, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა დაზარალებულ ა-–-----------------–-------თვის მობილური ტელეფონის, ე.პ. „მედია პადის“ და ფულადი თანხის წართმევაში ქ----–--------- ბრალდების დასადასტურებლად. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, წარმოედგინა მოწმეები როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, ბრალდების მხარემ სრულად უზრუნველყო იმ პირდაპირი ხასიათის უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ქ----–--------- ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. ასევე მის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით გამოყენებული იქნა სამართლიანი, მსჯავრდებულის და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების პროპორციული და ადეკვატური სასჯელი.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას ქ----–--------- მიმართ დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლის თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ არ არსებობს აღნიშნული საშეღავათო ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ნარკოტიკული საშუალების შენახვა წარმოადგენს დენად დანაშაულს და დამთავრებულად ითვლება ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების ამოღება, ანუ ამ დანაშაულის შეწყვეტა მიუთითებს დანაშაულის ჩადენისას წასწრებაზე, რაც გამორიცხავს პირის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის გავრცელებას.
შესაბამისად, მსჯავრდებულ ქ----–--------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ქ----–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით -5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ქ----–--------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ქ----–--------, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5.მსჯავრდებულ ქ----–-------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 ივლისიდან.
6.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ქ----–--------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ქ----–--------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, ორი ტელეფონი და პლანშეტი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
- ქ----–--------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რაც გადაგზავნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პირველ მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- სხდომის ოქმი, გადატანილი 01 (ერთ) ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი