განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
330100119003308343
ინსტანცია
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003308343

საქმე № 1ბ/214-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2020 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

 

თბილისის ვ---------------–--------------–- პროკურატურის პროკურორის ქ------- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ი-----–- ბ--–--–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----------------------

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:

 

ი-----–- ბ--–--–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ჯარიმა 3.000 (სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ჯარიმა 3.000 (სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ბ--–--–---–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ი-----–- ბ--–--–---–ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2019 წლის 18 ოქტომბრის 14 საათიდან და 00 წუთიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- ბ--–--–---–მა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. მანვე, ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მანვე, ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, მ---–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- ბ--–--–---–მა მისი ბრალდებულის სახის დაკავებისას, ძალადობის გამოყენებით, თბილისის პ---–-–---------------------------------------–--- სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებს, მათი საქმიანობის შეცვლის მიზნით, გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ სახის არეში ფეხის დარტყმით მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ამავე განყოფილების უფროსს ჯ------ კ--–--ეს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

2019 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, მ---–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- ბ--–--–---–მა მისი ბრალდებულის სახის დაკავებისას, ფეხის ჩარტყმით განზრახ დააზიანა დეტექტივ ლ---- ხ------–---–ის კუთვნილი, ,,ნისანის“ ფირმის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით C------, უკანა მარცხენა ფრთა და სატრანპორტო საშუალებას მოტეხა სარკე. ი-----–- ბ--–--–---–ის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვია 200 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2019 წლის 26 სექტემბრის, შემაკავებელი ორდერით ი-----–- ბ--–--–---–ს აკრძალული ჰქონდა ყოფილი მეუღლის - ნ------ მ------–---–ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და მასთან ნებიემიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 17 ოქტომბერს, საღამოს საათებში იგი მივიდა თბილისში, დ-------------------------------------–- მდებარე ნ------ მ------–---–ის საცხოვრებელ სახლთან და ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული ქმედებით ი-----–- ბ--–--–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვ---------------–--------------–- პროკურატურის პროკურორმა ქ------- გ-----–---–მა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. საჩივრის თანახმად, მართალია ი-----–- ბ--–--–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა გასათვალისწინებელია მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი და საშიშროება. თავდაპირველად მან ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა დანაშაული, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, გაუწია წინააღმდეგობა, ფიზიკური დაზიანება მიაყენა პოლიციის განყოფილების უფროსს და დააზიანა პოლიციის თანამშრომლის ავტომანქანა. შესაბამისად, ბრალდების მხარის მოსაზრებით, მისთვის ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენისთვის 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა აშკარად შეუსაბამოა მის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან და უგულებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მოთხოვნები. ი-----–- ბ--–--–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, არც აპელანტს და არც დაცვის მხარეს საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ვ---------------–--------------–- პროკურატურის პროკურორის ქ------- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი---- ბ----–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.

 

ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მოწმეების: ნ------ მ------–---–ის, ქ------- ტ--------------------------–---–-----------------–-----------------–-----------–------------–---–----------------------–---------------------–---------------–---–-----------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დაკვნით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–- ბ--–--–---–მა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, მანვე, ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, მანვე, ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

თბილისის ვ---------------–--------------–- პროკურატურის პროკურორის ქ------- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

დასახელებული მოთხოვნების გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოს სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება.

 

მათ შორის სასჯელის ინდივიდუალურობის პრინციპის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ი-----–- ბ--–--–---–ის მიმართ, სწორად დაადგინა პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოები. კერძოდ, სწორად მიუთითა, რომ შემამსუბუქებელ გარემოებებს წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მოინანიება. ი-----–- ბ--–--–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ამით ქმედითად აღიარა დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრის ხარსხთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას. ამასთან, დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა ზოგად მიდგომას, რაზეც ძირითადად უთითებს საჩივარში აპელანტი, არამედ კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკას.

 

მსჯავრდებულის პიროვნების, მათ შორის დანაშაულის ხასიათის და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნა სცილდება სამართლიანობის ფარგლებს. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ასევე მსჯავრდებულის წარსულის შეფასებაც. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ი-----–- ბ--–--–---–ი ნასამართლევი არ არის. ისეთი პირის მხრიდან კი, ვინც დანაშაული პირველად ჩაიდინა, რეციდივის მოლოდინი ნაკლებად სავარაუდოა და შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მხოლოდ მოსაზრების დონეზე. ამ მოცემულობის ფონზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საბოლოოდ, დანაშაულთა სავალდებულო შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დანიშნა პატიმრობა. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული, თუნდაც მოსაზრების დონეზე არსებული ვარაუდი ახალი დანაშაულის ჩადენის შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–- ბ--–--–---–ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 30 დეკემბრის, განაჩენი ი-----–- ბ--–--–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ვ---------------–--------------–- პროკურატურის პროკურორის ქ------- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის, განაჩენი ი-----–- ბ--–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ი-----–- ბ--–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000 (სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000 (სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ბ--–--–---–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ი-----–- ბ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2019 წლის 18 ოქტომბრის 14 საათიდან და 00 წუთიდან.

 

ი-----–- ბ--–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული სარკე, ჯ------ კ--–--ის კუთვნილი სათვალე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

აღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანიდან აღებული სუნის ნიმუშები, ხელის კვლები და ანაწმენდები, ი-----–- ბ--–--–---–ისგან აღებული სუნის, ნერწყვისა და ხელის კვლის ნიმუშები, ჯ------ კ--–--ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი