განაჩენი

სისხლის სამართლის 17.02.2020
საქმის ნომერი
330100119002988128
ინსტანცია
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119002988128

საქმე №1ბ/1905-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ხ-------------–---–---------------------------–---

ადვოკატის: ზ----------–-----

გამართლებულის: რ--------------–----

მონაწილეობით,ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ--------------–---- მიმართ - დაბადებული 1-----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ქ------–--------------–------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, რ--------------–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

რ--------------–---- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევის მცდელობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 05:45 საათზე, ფასეული ნივთების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დასაუფლებლად, რ--------------–---, წინასწარი შეთანხმებით, სხვა პირთან ერთად, ცდილობდა თ---–--–--------–---------ში მდებარე სასურსათო ჯიხურში შეღწევას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-------------–---–--- რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და რ--------------–---- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოში გამოკვლეული ორი პირდაპირი მოწმის დ----------–----------------------–---–-- ჩვენებებით უტყუარად დასტურდება რ--------------–---- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, რაც მოსამართლის მიერ არასათანადოდ იქნა შეფასებული და ამის საპირისპიროდ სრულად გაიზიარა რ--------------–---- მიერ შეთავაზებული, არარეალური ვერსია და მის მიმართ უსაფუძვლოდ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და აღნიშნავს, როდესაც სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ პირის ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ ორი მოწმის ჩვენებას და მით უმეტეს, ისინი ფაქტის უშუალო შემსწრენი არიან, მათი ჩვენებები უნდა იყოს ურთიერთშეთანხმებული და თანმხვედრი, უნდა აკმაყოფილებდეს მტკიცებულების უტყუარობის და საკმარისობის სტანდარტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 3 აპრილს თანამშრომელ დ----------–--------- ერთად ახორციელებდა პატრულირებას. დაახლოებით დილის 5-6 საათზე მ–--------- ქუჩის დასაწყისში, ჯიხურებთან გააჩერეს ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსულები დაღმართზე ჩადიოდნენ, დაახლოებით 30-50 მეტრის რადიუსში რკინაზე დარტყმის ხმა რომ გაიგონეს და მიხვდნენ, რომ, სავარაუდოდ, ადგილი უნდა ჰქონოდა ქურდობის ფაქტს. გაემართნენ იმ ადგილისაკენ, საიდანაც ხმა მოესმათ, რა დროსაც, მ–--------- და ა----–-- ქუჩების კვეთაზე მდებარე ერთ-ერთი ჯიხურის გამონგრეულ კედელთან, დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე, ხელოვნური განათების პირობებში, შენიშნეს ორი მამაკაცი, - ერთ-ერთი გამონგრეული ადგილიდან წელამდე იყო შემძვრალი ჯიხურში, მეორე კი რკინის მილით შესასვლელის გაფართოვებას ცდილობდა. მამაკაცებმაც მაშინვე შენიშნეს. დაუძახეს, რომ პოლიციელები იყვნენ და შეჩერებულიყვნენ, მაგრამ კედელთან მდგომმა მამაკაცმა მილი დააგდო, ჯიხურში ნახევრად გადამძვრალი კი გამოძვრა და კორპუსების მიმართულებით გაიქცნენ. დაედევნენ. დამნაშავე, რომელიც ჯიხურში შეღწევას ცდილობდა, გაექცათ, მეორეს კი, ბრალდებულს, დაახლოებით 200 მეტრში ახალნაწვიმარზე ფეხი დაუსხლტა და წაიქცა, რის შემდეგაც იგი ადგილზევე დააკავეს. დაკავებულს უფლებები განუმარტეს. მან აღიარა დანაშაული და ბოდიშსაც იხდიდა, რომ ქურდობა ჩაიდინა. დაკავებული, რომელიც რ--------------–--- აღმოჩნდა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ფაქტობრივად ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე დ----------–------ თუმცა მოწმეებს ჩვენებებს შორის გამოიკვეთა წინააღმდეგობა, კერძოდ, მოწმე გ-----------–---–- თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ ის მეწყვილესთან ერთად შემთხვევის ადგილსკენ მოძრაობდნენ მ–--------- ქუჩიდან დაღმართზე, ზემოდან ქვევით, ხოლო მოწმე დ----------–---- შემთხვევის ადგილთან მიმართებაში უჩვენებს მათი გადაადგილების განსხვავებულ მარშუტს, ა----–-- ქუჩაზე მდებარე შუქნიშნის მხრიდან, ქვემოდან ზევით, მ–--------- ქუჩის მიმართულებით.

პალატა აღნიშნულს იმიტომ მიიჩნევს არსებითი სახის წინააღმდეგობად, რომ მასზეა დამოკიდებული გ-----------–---–- და დ----------–---- რეალურად რამდენად შეძლებდნენ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების დანახვას ამ პირობებში, როგორც აღწერენ თავიანთ ჩვენებებში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტომასალით აშკარად ჩანს, რომ ა----–-- ქუჩის მხრიდან, ქვემოდან ზევით, მ–--------- ქუჩის მიმართულებით, იმ ჯიხურის უკანა მხარე, საიდანც რ--------------–--- ბრალდების მხარის მტკიცებით, თანამზრახველთან ერთად ცდილობდა შეღწევას, არ ჩანს. ასევე ვერ გამოჩნდებოდა ვერც გვერდითი ხედით, ვინაიდან სხვა ჯიხურები ეფარება და რასაც, თავის მხრივ არ უარყოფს დ----------–----ც.

2019 წლის 16 ივნისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე ამოღებული მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი არ ეკუთვნის რ--------------–---- და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს.

აღნიშნული ექსპეტიზის დასკვნა შესაბამისობაში არ მოდის მოწმეების დ----------–----სა და გ------–---–----- ჩვენებასთან, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილზე ამოღებული მეტალის საგანი სწორედ რ--------------–---- ეკავა ხელში.

რაც შეეხება აპელანტის პოზიციას, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე მტკიცებულებებს რა მოცულობით წარმოადგენს, მასზეა დამოკიდებული. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა მოცემულობა, რომლის მიხედვითაც 2019 წლის აპრილის თვეში დანიშნული ექსპერტიზა, დასკვნის სახით არც სააპელაციო სასამართლოში ყოფილა წარმოდგენილი და შესაბამისად, ამ დასკვნის სახით არც მტკიცებულებაა, რომელიც გარკვეულწილად გაამყარებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

პალატა განმარტავს, სასამართლო გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს არა იმდენად იმ კუთხით, რომ იზიარებს რ--------------–---- მიერ შემოთავაზებულ ვერსიას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ან რაიმე უპირატესობას ანიჭებს მას გ-----------–---–-სა და დ----------–----ს ჩვენებებთან მიმართებაში, არამედ იმ თვალსაზრისით, თუ ბრალდების მხარემ რამდენად ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგინა წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ორი პირდაპირი მოწმის ჩვენება ზემოაღნიშნული წინააღმდეგობებით და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ შეესაბამება ამ ორი მოწმის ჩვენებას. ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე კი პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას უტყურად და ეჭვისგამომრიცხავად დაასაბუთოს რ--------------–---- ბრალეულობა.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. რ---------------–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

4. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ რ--------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, რ--------------–---- უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

6. ნივთმტკიცებები:

- დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;

- რ--------------–---- ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები და ლითონის ნაჭერი - განადგურდეს.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი