განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002552061
საქმე №1/ბ-813-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის – გივი კაპანაძის
სახელმწიფო ბრალმდებლის – ა-----------ს
მსჯავრდებულის _ ბ----- ჩ------ს
გამართლებულის _ გ------- ბ------ის
ადვოკატების _ ი----- ჯ---–--ს, ი--- შ-----ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბ----- ჩ------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-----------–-------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა”ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა” და „გ“ ქვეპუნქტებით.
გ------- ბ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–--------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ზ----------------–----–----------------–------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა” და „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ----- ჩ------ს და გ------- ბ------ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 ივნისს, საღამოს საათებში, ბ----- ჩ------მ და გ------- ბ------ემ უკანონოდ შეაღწიეს ქ-----------–----------------------–- მდებარე გ----- შ-------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 245 ლარად ღირებულ ელექტროპერფერატორს ყუთით და 6 ცალი მეტალის კონსტრუქციის ბურღით, რითაც დაზარალებულ გ----- შ-------ს მიადგა 245 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო ბ----- ჩ------ს და გ------- ბ------ეს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:
გ------- ბ------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ბ----- ჩ------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებზე და იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ბ----- ჩ------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობის დრო _ 2019 წლის 05 ივნისიდან 2019 წის 06 ივნისის ჩათვლით.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ------- ბ------ის და ბ----- ჩ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილ, ქ-----------–---------------------–- მდებარე ა-----–--- ჩ------ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით №4-----------) 30000 ლარის ღირებულების წილს.
გამართლებულ გ------- ბ------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შავი ფერის ყუთი, პერფერატორი და 6 ბურღი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს, ხოლო სუნის ნიმუშები უნდა განადგურდეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ ჩათვალა, რომ გ------- ბ------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა არ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ----- ჩ------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ვინაიდან, გ----- შ-------ს მფლობელობა არ წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას და მიჩნეული უნდა იქნეს საცავად.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----------მ, რომელმაც ითხოვა გ------- ბ------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ბ----- ჩ------ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე და მესამე ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირება და მათთვის შესაბამისი სასჯელების დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
დაზარალებულმა გ----- შ-------მ განმარტა, რომ ქ-----------–---------------------------–- ააშენა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ბოლო სარემონტო სამუშაოები და შიდა მოპირკეთება, რის გამოც გააჩნია სხვადასხვა სარემონტო ხელსაწყოები, რომლებსაც იმავე სახლში ინახავს. ორსართულიანი სახლის პირველ სართულს გააჩნია ყველა ფანჯარა და კარი, რომლებსაც წასვლის წინ კეტავს, ხოლო სამუშაო ხელსაწყოებს ინახავს პირველი სართულის მისაღებ ოთახში. 2018 წლის 05 ივნისს პოლიციის თანამშრომლებისგან გაიგო, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან პერფერატორის ქურდობის ფაქტზე დაკავებული იყო ორი პირი. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები _ ჯ---- ლ------------, ი------- გ------ი, დ---------------ა და ნ--- ს-----ე, რომლებმაც დეტალურად აღწერეს თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა გ------- ბ------ის და ბ----- ჩ------ს დაკავება და პირადი ჩხრეკა. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ზ-----------–----------–------------------- ტერიტორიაზე გ------- ბ------ე და ბ----- ჩ------ შედიოდნენ მაღაზიებში და სთავაზობდნენ პერფერატორის შეძენას. ყველა მათგანმა სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს ორივე ბრალდებული აღიარებდა აღნიშნული ნივთის გ----- შ-------ს საცხოვრებელი სახლიდან ერთად მოპარვის ფაქტს. საქმეზე ასევე წარმოდგენილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელშიც დეტალურად აღწერილია შემთხვევის ადგილი _ საცხოვრებელი სახლი. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა გ------- ბ------ემ აღნიშნა, რომ მას ქურდობაში მონაწილეობა არ მიუღია და ბ----- ჩ------ს ეხმარებოდა პერფერატორის გაყიდვაში, რომელმაც უთხრა, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნოდა. რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე მის მიერ ბრალის აღიარებას, განმარტა, რომ ეს გამოწვეული იყო მეგობრის დახმარების სურვილით. სასამართლოში დაკითხვისას ბ----- ჩ------მაც უარყო ქურდობაში გ------- ბ------ის მონაწილეობა და განმარტა, რომ მის მიერ გამოძიების ეტაპზე გ------- ბ------ეზე, როგორც თანამონაწილეზე მითითება გამოწვეული იყო თავად გ------- ბ------ის პოზიციით, რომელმაც აჩვენა, რომ მასთან ერთად მონაწილეობდა პეფერატორის ქურდობაში. საქმეზე დაკითხული გამომძიებლის, ჯ----------------- ჩვენებით კი დადგენილია, რომ დაცვის მხარეს საქმის მასალები გაუცვალა ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომამდე, შესაბამისად, გამოკითხვის დროს ბრალდებულებს შეუძლებელია სცოდნოდათ ერთმანეთის პოზიცია, რაც აქარწყლებს გ------- ბ------ის და ბ----- ჩ------ს ჩვენებას, რომ მათ იცოდნენ ერთმანეთის ჩვენებები და ამიტომ აღიარებდნენ ბრალს. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს, ისინი არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები და მეზობლები, შესაბამისად, საქმის შედეგით დაინტერესებული პირები და მათი ჩვენებები არ არის სანდო. ამდენად, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაცვის მხარის ვერსია გ------- ბ------ესთან მიმართებაში, მით უმეტეს, ნაქურდალი ნივთი სწორედ მისგან იქნა ამოღებული.
რაც შეეხება ბ----- ჩ------ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებზე, განაჩენი ამ ნაწილში არის სრულიად დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას ბინასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ბინა არის ისეთი ნაგებობა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ და დროებით საცხოვრებლად, ანუ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, თუ რა დანიშნულება აქვს კონკრეტულ ნაგებობას. დაზარალებულმა გ----- შ-------მ კი სასამართლო პროცესზე ახსნა, რომ სახლი განკუთვნილია საცხოვრებლად და გარკვეული სამუშაოების დასრულებამდე იქ ინახავს ხელსაწყოებს.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ა-----------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო დაცვის მხარემ ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გ------- ბ------ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სასამართლოს გ------- ბ------ის მიერ ქურდობის ჩადენაში, კერძოდ:
დაზარალებულ გ----- შ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან ქ-----------–-----------------------–- ააშენა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც შემთხვევის დროისათვის დაუსრულებელი და საცხოვრებლად გაუმართავი იყო, თეთრი კარკასის მდგომარეობაში და მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ის და მისი ოჯახის წევრები კი სხვაგან ცხოვრობდნენ. აღნიშნულ სახლში შიდა სამუშაოებს თვითონ ასრულებდა და სამუშაო იარაღებსაც იქვე ინახავდა. შენობა იკეტებოდა რკინის კარით, თუმცა კარის კონსტრუქცია ისეთია, რომ შიგნით მოხვედრა პატარა ტანის ადამიანს შეეძლო კარის გაღების ან დაზიანების გარეშე, რადგან კარების ჭრილებში არ იყო ჩასმული ორმაგი მინა-პაკეტი. 2018 წლის 03 ივნისს, საღამოს, ხელსაწყოები შეინახა პირველი სართულის მისაღებ ოთახში, კარები გასაღებით დაკეტა და წავიდა. 2018 წლის 05 ივნისს პოლიციის თანამშრომლებმა აცნობეს, რომ ქ-----------–-----------------------–- მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდან მოპარული იყო ელექტროპერფერატორი ექვსი ცალი ბურღით და ქურდობის ფაქტზე დაკავებული იყო ორი პირი. დაზარალებულის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე ამოიცნო თავისი კუთვნილი ელქტროპერფერატორი, რომელიც 245 ლარად ჰქონდა შეძენილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი------- გ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ზ---------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 05 ივნისს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ჯ---- ლ------------სთან ერთად აწარმოებდა შემოვლას ზ-----------–--------–-------------- ტერიტორიაზე, რა დროსაც შეამჩნიეს ორი პიროვნება, რომლებსაც დაჰქონდათ შავი ფერის ყუთი, დადიოდნენ ბაზრის ტერიტორიაზე და მოვაჭრეებს თხოვდნენ მის ყიდვას, მაგრამ არავინ ართმევდათ. ვინაიდან მათი საქციელი საეჭვოდ მიიჩნიეს, მან და ჯ---- ლ------------მ შეაჩერეს ისინი, რა დროსაც იქვე იმყოფებოდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები დ----- ა--------- და ნ-----–---- ს-----ე. როგორც ადგილზე გაირკვა, აღნიშნული პიროვნებები იყვნენ ბ----- ჩ------ და გ------- ბ------ე. ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა შავი ფერის ყუთი. მათ შეკითხვაზე, თუ რა იდო ყუთში და ვის ეკუთვნოდა, დაიბნენ და უპასუხეს, რომ ეს ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო პერფერატორი, მათი არ იყო და ქ---------ს ქუჩაზე მდებარე სახლიდან მოიპარეს. ორივემ აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. ი------- გ------ის განმარტებით, მან დააკავა ბ----- ჩ------, რომელსაც ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ა---------ს მონაწილეობით ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან რაიმე ნივთი არ ამოღებულა. ჯ---- ლ------------ს მიერ დაკავებული იქნა გ------- ბ------ე, რომელსაც უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ--- ს-----ის მონაწილეობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა ყუთი, მასში მოთავსებული პერფერატორით და ექვსი ცალი ბურღით.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯ---- ლ------------მ, რომლის განმარტებით, ბ----- ჩ------მ და გ------- ბ------ემ აღიარეს, რომ ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთი მოპარული ჰქონდათ. ბ----- ჩ------მ განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი წამოიღეს მისი მეზობელის მშენებარე სახლიდან, სადაც არავინ ცხოვრობდა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა _ დ---------------ამ და ნ--- ს-----ემ.
მოწმე ჯ----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ზ---------------------–--------------–--- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. ი------- გ------ის პატაკის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება გ----- შ-------ს საცხოვრებელი სახლიდან პერფერატორის ქურდობის ფაქტზე. გამოძიების პროცესში მან გამოკითხა აღნიშნულ ფაქტზე დაკავებული პირები _ ბ----- ჩ------ და გ------- ბ------ე, რომლებმაც აღიარეს ჩადენილი დანაშაული, კერძოდ ის, რომ გ----- შ-------ს საცხოვრებელი სახლიდან ერთად მოიპარეს ყუთში მოთავსებული პერფერატორი ბურღებით.
ბრალდებულმა გ------- ბ------ემ გამოძიების ეტაპზე აღიარა დანაშაული, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, კატეგორიულად უარყო ქურდობის ჩადენის ფაქტი და ითხოვა გამართლება. მისი განმარტებით, პერფერატორის ქურდობაში მონაწილეობა არ მიუღია და მხოლოდ ეხმარებოდა თავის მეგობარს _ ბ----- ჩ------ს ბაზარში პერფერატორის ჩაბარებაში. აღნიშნული პერფერატორი შავი ფერის ყუთში იდო და ბ-----სი იყო. ფული არცერთს არ ჰქონდათ და ბ-----მ თქვა, რომ პერფერატორი გაეყიდათ. თვითონ არ დაინტერესებულა საიდან ჰქონდა ბ-----ს ეს ნივთი. ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ პერფერატორის ტარებაში და დაკავების მომენტში ამიტომ ეჭირა მას ხელში. პოლიციელებმა ჰკითხეს საიდან მოიტანეთო და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ნაქურდალი იყო. ამის შესახებ მან არაფერი იცოდა და იქ გაიგო, მაგრამ ბ-----სთან მეგობრობის გამო დაიბრალა, თითქოს, ქურდობის დროს ისიც მასთან ერთად იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ბ----- ჩ------მ თავი დამნაშავედ ცნო გ----- შ-------ს კუთვნილი პერფერატორის ქურდობაში და განაცხადა, რომ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მარტო მან, რა დროსაც გ------- ბ------ე არ ხლებია. მისი განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ-----------–---------------------–-, დაზარალებულ გ----- შ-------ს გვერდით, რომელიც იქ ახალი გადმოსულია. 2018 წლის 04 ივნისს, საღამოს საათებში, გ----- შ-------ს საცხოვრებელი სახლის რკინის კარების ჩარჩოს ჭრილიდან შეაღწია სახლში, საიდანაც მოიპარა პერფერატორი. ამის შემდეგ დაურეკა თავის მეგობარს _ გ------- ბ------ეს, რომელიც სამხედრო სამსახურიდან იყო დაბრუნებული და ამის აღსანიშნავად უნდოდათ სადმე შეკრება და დალევა. გ-------ს უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა პერფერატორი, გაეყიდათ იგი და აღებული ფულით დაელიათ. 2018 წლის 05 ივნისს შეხვდა მას და ერთად წავიდნენ ზუგდიდის ბაზრის ტერიტორიაზე პერფერატორის გასაყიდად, რომელზეც გ-------ს უთხრა, რომ მისი იყო. როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, პერფერატორი გ------- ბ------ეს ეჭირა ხელში. დაკავების მომენტში ძალიან შეშინდნენ და არარსებული რაღაცები ილაპარაკეს. გ------- ბ------ემ განაცხადა, რომ მასთან ერთად იყო ქურდობის დროს, რადგან მისი მეგობარია და არ უნდოდა მარტო მას აეღო თავზე დანაშაული. თვითონ კი იმიტომ დაასახელა იგი თანამონაწილედ, რომ გ-------ს თავად ჰქონდა ნათქვამი, რომ, თითქოს, თვითონაც მონაწილეობდა ქურდობაში. რეალურად ქურდობის დროს გ------- ბ------ე იქ არ ყოფილა და შიშის გამო თქვა ასე. გ-------მ დაიბრალა დანაშაული, რაც სინამდვილეში არ ჩაუდენია.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ------- ბ------ე დაკავებული იქნა 2018 წლის 5 ივნისს, 14:54 საათზე, ქ-----------–---–-----------------–---------–- მდებარე ც--------–-------------- ტერიტორიაზე. ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს მან მარჯვენა ხელიდან ნებაყოფლობით წარმოადგინა მოშავო ფერის პლასტმასის კონსტრუქციის ყუთი, კორპუსის წინა მხარეს არსებული მოწითალო ფერის უცხოენოვანი წარწერით „------, რომელშიც მოთავსებული იყო მოშავო-მორუხო ფერის პერფერატორი, კორპუსის მარჯვენა და მარცხენა მხარეს არსებული მოწითალო ფერის უცხოენოვანი წარწერით „------, შავი ფერის ელექტროსადენით და ექვსი ცალი მეტალის კონსტრუქციის ბურღი.
იმავე დროს და იმავე ადგილზე დაკავებული იქნა ბ----- ჩ------, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად რაიმე ნივთი არ ამოღებულა.
სასაქონლო ექსპერტიზის №1--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ელ. პნევმატური ბურღი „-------ის (ბურღებით), საბაზრო ღირებულება 2018 წლის 04 ივნისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 250 ლარს.
ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა გ----- შ-------მ ამოიცნო გ------- ბ------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პერფერატორი და განმარტა, რომ აღნიშნული პერფერატორი ყუთით და ბურღებით მოპარეს ქ.ზუგდიდში, ქ---------ს ქუჩა №2---–- მდებარე მისი კუთვნილი სახლიდან.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეფასებას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ------- ბ------ის მონაწილეობა დაზარალებულ გ----- შ-------ს კუთვნილი ელექტროპერფერატორის ქურდობაში, კერძოდ: გ------- ბ------ის ბრალდების ნაწილში პროკურორის პოზიცია ძირითადად ემყარება მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების _ ჯ---- ლ------------ს, ი------- გ------ის, დ---------------ას და ნ--- ს-----ის ჩვენებებს, რომელთა თანახმად, მათ დაინახეს, თუ როგორ დაატარებდნენ გ------- ბ------ე და ბ----- ჩ------ ელექტროპერფერატორს ზ-----------–--------–-------------- ტერიტორიაზე და ცდილობდნენ მის გაყიდვას, ხოლო დაკავებისას ორივე მათგანმა აღიარა, რომ აღნიშნული ნივთი ერთად ჰქონდათ მოპარული გ----- შ-------ს საცხოვრებელი სახლიდან. გ------- ბ------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად პროკურორი აგრეთვე მიიჩნევს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, რომლის თანახმად, გ----- შ-------ს საცხოვრებელი სახლიდან მოპარული ელექტროპერფერატორი გ------- ბ------ისგან იქნა ამოღებული. რაიონულმა სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში არ ქმნის საფუძველს გ------- ბ------ის დამნაშავედ ცნობისათვის მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებაში, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
მოცემულ შემთხვევაში გ------- ბ------ის მიერ ქურდობის ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება _ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, ჩატარებული პირადი ჩხრეკისას გ------- ბ------ეს აღმოაჩნდა მოპარული ელექტროპერფერატორი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მხოლოდ ის გარემოება, რომ გ------- ბ------ე დაკავებული იქნა ბ----- ჩ------სთან ერთად და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დაზარალებულ გ----- შ-------ს სახლიდან მოპარული ნივთი _ ელექტროპერფერატორი, არ ადასტურებს მის მიერ ამ ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტს, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულებით არ დგინდება მისი მონაწილეობა აღნიშნული ნივთის ქურდობაში, მით უფრო, მსჯავრდებულ ბ----- ჩ------ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების გათვალისწინებით, რომლის თანახმად, ელექტროპერფერატორის ქურდობა მან მარტომ ჩაიდინა, რაშიც გ------- ბ------ეს მონაწილეობა არ მიუღია.
რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების _ ჯ---- ლ------------ს, ი------- გ------ის, დ---------------ას, ნ--- ს-----ის და ჯ----------------- ჩვენებებს იმის თაობაზე, რომ გ------- ბ------ემ და ბ----- ჩ------მ აღიარეს გ----- შ-------ს საცხოვრებელი სახლიდან ელექტროპერფერატორის ერთად მოპარვის ფაქტი, ისინი ირიბი ხასიათისაა და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, ხსენებული მოწმეები დანაშაულის ჩადენის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებიან და მათი ჩვენებების შინაარსი ეფუძნება მათთვის თავად ბრალდებულების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლებმაც სასამართლოში საქმის განხილვისას კატეგორიულად უარყვეს ელექტროპერფერატორის ქურდობაში გ------- ბ------ის მონაწილეობა. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- ბ------ის მონაწილეობას ქურდობაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის გ------- ბ------ის ბრალეულობის დასადგენად და მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, არ არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გ------- ბ------ის გამართლების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის შეცვლისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა ბ----- ჩ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით მსჯავრდების შესახებ, რაც გულისხმობს ქურდობას, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ვინაიდან, არ დასტურდება, რომ ბ----- ჩ------მ დანაშაული ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბ----- ჩ------ ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, რომლის მიხედვით, ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაზარალებულ გ----- შ-------ს კუთვნილი ნაგებობა, საიდანაც ბ----- ჩ------მ მოიპარა ელექტროპერფერატორი, არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ბინას და სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიჩნეული საცავად, ვინაიდან, ბინა ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად. მოცემულ შემთხვევაში კი საუბარია მშენებარე, დაუსრულებელ ნაგებობაზე, რომელიც ქურდობის მომენტისათვის არ იყო ადამიანთა საცხოვრებლად გამიზნული და შესაბამისად, ბინად ვერ მივიჩნევთ.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ----- ჩ------სათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი გ------- ბ------ის და ბ----- ჩ------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი ბ----- ჩ------ს და გ------- ბ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ------- ბ------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.ბ----- ჩ------ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებზე.
5.ბ----- ჩ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
6.მსჯავრდებულ ბ----- ჩ------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 05 ივნისიდან 2019 წლის 09 ივნისის ჩათვლით.
7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ ბ----- ჩ------ს ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ბ----- ჩ------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
8.გამართლებულ გ------- ბ------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
9.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- ბ------ის და ბ----- ჩ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გ------- ბ------ის და ბ----- ჩ------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 15000-15000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ქ-----------–---------------------–- მდებარე ა-----–--- ჩ------ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით №4-----------) 30000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
10.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შავი ფერის ყუთი, პერფერატორი და 6 ცალი ბურღი დაუბრუნდეს დაზარალებულს, ხოლო სუნის ნიმუშები განადგურდეს, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
11.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
12.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/