განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003041663
საქმე №1ბ/94-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ვ---------------–---–ის
ადვოკატების - მ--–-------------ას, მ---–-----------–---ის
მსჯავრდებულების - ლ-–---------ის, თ--------–---ის
მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თ--------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 20 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №6----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ო------------–---------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ლ-–---------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 29 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №6----------, ნასამართლობის არმქონის, არასრული უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, მ--------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
ლ-–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ლ-–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ლ-–---------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
თ--------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ლ-–---------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად;
მანვე, ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად.
თ--------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 21 აპრილს, ღამის საათებში, თბილისში, ვახუშტის ხ----- ქვეშ მდებარე კლუბ ,,ხ-----“ ტერიტორიაზე, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ლ-–---------ემ გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, სახისა და სხეულის არეში ხელისა და ფეხის დარტყმით ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა მიაყენა ლ--------------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
ასევე, 2019 წლის 21 აპრილს, ღამის საათებში, თბილისში, ვახუშტის ხ----- ქვეშ მდებარე კლუბ ,,ხ-----“ ტერიტორიაზე, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თ--------–---მა და ლ-–---------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ------------–--ას, კერძოდ, ლ-–---------ემ სახის არეში დაარტყა ხელი, ხოლო თ--------–---მა თმა ძლიერად მოქაჩა. თ--------–---ის და ლ-–---------ის ქმედებების შედეგად, გ------------–--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ--------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისათვის - ლ-–---------ისა და თ--------–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ვინაიდან სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის დანაწესზე და განმარტა, რომ მსჯავრდებულების მიერ დანაშულის ჩადენა მოხდა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ამ საკითხზე ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა როგორც შესავალი, ასევე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ ლ-–---------ემ და თ--------–---მა დანაშაული ნამდვილად სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინეს. მართალია, მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, თუმცა, აპელანტის აზრით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სასჯელის დამამძიმებელი გარემოება, რომ აღნიშნული დანაშაული არის ძალადობრივი ხასიათის და დაზარალებულს მიადგა ფიზიკური ზიანი. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ლ-–---------ისა და თ--------–---ის მიმართ გამოყენებული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და შესაძლოა წამახალისებელიც კი გახდეს ახალი დანაშაულის ჩასადენად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულებმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მსჯავრდებულების - ლ-–---------ისა და თ--------–---ის აღიარებით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ლ-–---------ის დაკავების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ-–---------ემ და თ--------–---მა ნამდვილად ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მოთხოვნას მისი გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ-–---------ისა და თ--------–---ისათვის სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულებმა - ლ-–---------ემ და თ--------–---მა მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები განახორციელეს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა და სადავოდ მხარეებს არ გაუხდიათ. ამდენად, ლ-–---------ის და თ--------–---ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება სასჯელის ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.
ლ-–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ლ-–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ლ-–---------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
თ--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ლ-–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
ლ-–---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 8 მაისიდან - 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განჩინებით (#12/7533) ლ-–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 8.000 (რვა ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას - დ-------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, მ------------------------, საკადასტრო კოდით N0--1--1--0---0---0--5--
მსჯავრდებულ თ--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
მსჯავრდებულებს - ლ-–---------ეს და თ--------–---ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოთ პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულების მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ალადაშვილის სახელობის კლინიკის რენტგენოფირი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე