განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142220700105269
№1აგ/07-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მერაბ ჯორბენაძე
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
მაკა გველესიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ნ------ა კ------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის განაჩენით, ნ------ა კ------–--ე (დაბადებული 1983 წლის 8 აპრილს) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,108-ე მუხლით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ------ა კ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 26 აგვისტოდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. კ------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ასლანიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის განაჩენში:
ნ------ა კ------–--ეს ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.
ნ------ა კ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 19,108- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ------ა კ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 26 აგვისტოდან.
2020 წლის 29 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ ნ------ა კ------–--ის შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა.
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მსჯავრდებულ ნ------ა კ------–--ეს თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის განაჩენით, მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განაჩენით ნ------ა კ------–--ეს საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება (მნიშვნელოვანი ზიანი) ამოერიცხა და მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა - ვადით 3-დან 12 წლამდე და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის №2937-რს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლში განხორციელდა ცვლილებები, რომლის შესაბამისად, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, კვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვთას - ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შესაბამისად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ------ა კ------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული, ქურდობის ნაწილში შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია), ვინაიდან დღეს მოქმედი რედაქციით ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რაც ნასამართლეობის გაქარწყლების ვადის გამოთვლისას აუმჯობესებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი ამჟამად მოქმედი სანქციის ფარგლებშია, ამასთან დანიშნული სასჯელი ნ------ა კ------–--ემ სრულად მოიხადა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2012 წლის 24 აგვისტოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ------ა კ------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ნ------ა კ------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია).
დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ჯორბენაძე
მოსამართლეები: მ.ლომთათიძე
მ. გველესიანი