განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002668156
საქმე №3ბ/2337-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - და---- ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ნა---- ქლ----ე, და---- სა-------ე, ელ-----ა სა-------ე
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
აპელანტთა მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნა---- ქლ----ის, და---- სა-------ისა და ელ-----ა სა-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 სექტემბრის №01-129/ო ბრძანება და მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოსარჩელეებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №1255, №1256 და №1257 ბრძანებებით ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადაცო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზემოთხსენებული ბრძანებები და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთათვის დევნილი სტატუსის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება (ს. ფ. 38-50, 53-69)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, 2018 წლის 7 თებერვლის №01-01/07/3285 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: ცხოვრობდა თუ არა ნა---- ქლ----ე (პ/ნ: 62007003472) 1992 წლამდე მისამართზე: ქ. ზესტაფონი, ბიბილაშვილის ქ. №11-ში.
წერილის პასუხად, მოპასუხეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 31 ივლისის, MIA 6 18 01836725 მიმართვით გადაუგზავნა გამოკითხვის ოქმი ნა---- ქლ----ის საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით.
2018 წლის 27 ივლისის ბინაზე გამოცხადების შესახებ ოქმების თანახმად, ქ. ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11-ში მცხოვრებმა გიორგი მიქელაძემ და თინათინ ყურაშვილმა გამოკითხვის დროს განმარტეს, რომ ნა---- ქლ----ე იმყოფება ქ. თბილისში, მაგრამ მისამართი მათთვის უცნობია, ასევე დაადასტურეს, რომ 1992 წლამდე ნა---- ქლ----ე ნამდვილად ცხოვრობდა ქ. ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11- ში (ს. ფ. 175-176, 181-182, 184).
იძულებით გადაადგილებული პირი-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის თანახმად, 2013 წლის ნოემბერში დევნილთა რეგისტრაცია გაიარა ნა---- ქლ----ემ, რომელიც დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან და ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ქ. გაგრა, დ. ლესელიძე, კილასონიას ქ. №2ა. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წერილის მიხედვით ნა---- ქლ----ე, 1992 წლამდე ფაქტიურად ცხოვრობდა ქ. გაგრაში, დაბა ლესელიძეში, კილასონიას ქ. №2ა-ში.
ზემოთხსენებული სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და საკითხის დამატებითი მოკვლევა, წარმოების ფარგლებში ნა---- ქლ----ეს ჩაუტარდა გასაუბრება, სადაც მან აღნიშნა, რომ დაიბადა 1963 წელს ზესტაფონში, 1969-1980 წლებში სწავლობდა ზესტაფონის №2 საშუალო სკოლაში, 1987-1992 წლებში სწავლობდა ქ. თბილისში. 1993 წლის სექტემბერში დაოჯახდა ზესტაფონში. 1980-1986 წლებში მუშაობდა ლესელიძის სატყეო მეურნეობაში მუშად. ქ. გაგრაში, დაბა ლესელიძეში, კილასონიას ქ. №2ა-ში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად და აფხაზეთი და----ვა 1992 წლის ზაფხულში. 1992-2008 წლამდე ცხოვრობდა ზესტაფონში ბიძის საკუთრებაში. 2008 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში. აღნიშნავს, რომ მისი მშობლები დაახლოებით 1967 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად გაგრაში, თავად სწავლობდა ზესტაფონში, სკოლის დამთავრების შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად ლესელიძეში მშობლებთან. ზესტაფონში ცხოვრობდა მისამართზე: ბიბილაშვილის ქ. №11-ში. მისამართზე გადამოწმებისას მეზობელმა განმარტა, რომ ნა---- ქლ----ე ნამდვილად ცხოვრობდა ქ. ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11-ში 1992 წლამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ ნა---- ქლ----ე არ იყო ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით აფხაზეთთან დაკავშირებული, შესაბამისად როგორც მას, ასევე მის შვილებს - ელ-----ა და და---- სა-------ეებსაც ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი.
2018 წლის 6 სექტემბრის №01-2271/ს მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ნა---- ქლ----ის, და---- სა-------ისა და ელ-----ა სა-------ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე ბრძანების პროექტის მომზადების დავალების თხოვნით (ს.ფ. 123-126).
ზოგიერთი პირისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 სექტემბრის №01-129/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 6 სექტემბრის №01-2271/ს მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა ნა---- ქლ----ეს, და---- სა-------ეს და ელ-----ა სა-------ეს (ს. ფ. 24).
საქმეში წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების თანახმად, თინათინ ყურაშვილი და გიორგი მიქელაძე განმარტავენ, რომ 2018 წლის 27 ივლისს ქ. ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11-ში გამოცხადდა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - ზურაბ კოსინენკო და მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია - ცხოვრობდა თუ არა ნა---- ქლ----ე ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11- ში 1992 წლამდე, რაზეც განუცხადეს, რომ ნა---- ქლ----ე ნამდვილად ცხოვრობდა ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11-ში და იზრდებოდა ბებიასთან. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან გაგრაში, დაბა ლესელიძის სოფელ ხეივანში, ხოლო ომის შემდეგ იმყოფება ქ. თბილისში და ზუსტი ადგილსამყოფელი მათთვის უცნობია. ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია იქნა სანოტარო წესით (ს.ფ. 203-204)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად და რომელთანაც იგი დაკავშირებულია ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. მოსარჩელის განმარტებით, იგი სკოლის დამთავრების შემდეგ გადავიდა გაგრაში, მშობლებთან ერთად და 1992 წლის ზაფხულამდე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა გაგრა, დაბა ლესელიძე, კილასონიას ქ. №2ა.
სასამართლოს განმარტებით, ნა---- ქლ----ის სწავლის პერიოდის სხვადასხვა ქალაქებში გატარება, არ შეიძლება გაგებული იქნას იმგვარად, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სწორედ იქ იყო, სადაც განათლების მიღების მიზნით იმყოფებოდა, ამასთან მოპასუხის პოზიცია, ნა---- ქლ----ის ზესტაფონში დაოჯახებასთან დაკავშირებით, არ უკავშირდება სადავო პერიოდს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასამართლოსთვის საინტერესოა 1992 წლამდე ნა---- ქლ----ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, შესაბამისად 1992 წელს, მოსარჩელე მხარის დაოჯახების ადგილს დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის არანაირის სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით პირს დევნილის სტატუსი აღუდგება თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით კი პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ 2018 წლის 27 ივლისის ბინაზე გამოცხადების შესახებ ოქმებზე, რომელთა თანახმად, ქ. ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11-ში მცხოვრები გიორგი მიქელაძე და თინათინ ყურაშვილი განმარტავენ, რომ ნა---- ქლ----ე ნამდვილად ცხოვრობდა 1992 წლამდე ზემოთხსენებულ მისამართზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მნიშვნელოვანია თუ რა კითხვით მიმართეს ოქმის შემდგენმა ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოქალაქეებს, რა ინფორმაცია მიეწოდათ მათ და როგორი სიზუსტით შეადგინეს უფლებამოსილმა პირებმა ზემოთხსენებული დოკუმენტი.
სასამართლოს მითითებით, ბინაზე გამოცხადების ოქმები, ცალსახად ვერ დაადასტურებენ მოსარჩელის ქ. ზესტაფონში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, მით უფრო როდესაც საქმეში ასევე წარმოდგენილია იგივე პიროვნებების ახსნა-განმარტებები, რომელთა თანახმად, თინათინ ყურაშვილი და გიორგი მიქელაძე განმარტავენ, რომ 2018 წლის 27 ივლისს ქ. ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11-ში გამოცხადდა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - ზურაბ კოსინენკო და მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია - ცხოვრობდა თუ არა ნა---- ქლ----ე ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11-ში 1992 წლამდე, რაზეც განუცხადეს, რომ ნა---- ქლ----ე ნამდვილად ცხოვრობდა ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11-ში, სკოლის დამთავრების შემდეგ 1981 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან გაგრაში, დაბა ლესელიძის სოფელ ხეივანში, ხოლო ომის შემდეგ იმყოფება ქ. თბილისში და ზუსტი ადგილსამყოფელი მათთვის უცნობია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავოდ გამხდარი ბრძანება დაუსაბუთებელია. გარემოებები, რომელზე დაყრდნობითაც მოპასუხემ ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს უნდა ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი არ არის მკაფიო და ცალსახა. ამასთან მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, კერძოდ ახსნა-განმარტებები, რომელთა გამაქარწყლებელი სარწმუნო მტკიცებულებები მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 სექტემბრის №01-129/ო ბრძანება უკანონოდ იქნა მიჩნეული და იგი ბათილად იქნა ცნობილი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე - ნა---- ქლ----ისა და მისი შვილებისთვის - და---- სა-------ისა და ელ-----ა სა-------ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, გასაუბრების დროს ნა---- ქლ----ემ აღნიშნა, რომ დაიბადა 1963 წელს ზესტაფონში. 1969-80 წწ. სწავლობდა ქ. ზესტაფონის N2 საშუალო სკოლაში. 1986-92 წწ. სწავლობდა ქ. თბილისში ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში. 1992 წლის სექტემბერში დაოჯახდა ზესტაფონში. 1980-1986 წწ. მუშაობდა ლესელიძის სატყეო მეურნეობაში მუშად (გაფორმებული იყო სტაჟის გამო). აღნიშნა, რომ დ. ლესელიძე, კილასონიას ქ. N2ა-ში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად და აფხაზეთი და----ვა 1992 წლის ზაფხულში მეგობრებთან ერთად. 1992-2008 წწ. ცხოვრობდა ზესტაფონში ბიძის საკუთრებაში. 2008 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში. აღნიშნავს, რომ მისი მშობლები დაახლოებით 1967 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად გაგრაში. როცა მშობლები გადავიდნენ აფხაზეთში, თვითონ სწავლობდა ზესტაფონში და იზრდებოდა ბებიასთან (მამის დედასთან). სკოლის დამთავრების შემდეგ თვითონაც გადავიდა საცხოვრებლად ლესელიძეში მშობლებთან. ზესტაფონში ცხოვრების დროს ცხოვრობდა მისამართზე: ბიბილაშვილის ქ. N11.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიგზავნა წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღნიშნული უწყების Nსაპასუხო წერილით ადმინისტრაციულ ორგანოს გადმოეგზავნა ქ. ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. N11-ში გამოცხადების ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ ნა---- ქლ----ის მეზობლის განმარტებით, ნა---- ქლ----ე ამჟამად იმყოფება თბილისში. ხოლო ამავე პიროვნების განმარტებით, ნა---- ქლ----ე ნამდვილად ცხოვრობდა ქ. ზესტაფონი, ბიბილაშვილის ქ.11-ში 1992 წლამდე. აპელანტის მითითებით, სააგენტომ იმსჯელა საქმეში არსებულ გარემოებებზე და დაადგინა: ნა---- ქლ----ე დაიბადა ქ. ზესტაფონში, საშუალო განათლება მიიღო და დაოჯახდა ქ. ზესტაფონში. უმაღლესი განათლება მიიღო ქ. თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტროს N74194 წერილში აღნიშნული ინფორმაციის თანახმადაც იგი 1992 წლამდე ცხოვრობდა ზესტაფონში. შესაბამისად იგი არ ყოფილა აფხაზეთის ტერიტორიასთან დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ნა---- ქლ----ესთან მიმართებით არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები. ნათელია, რომ მოსარჩელეს არ უცხოვრია მუდმივად აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამის საპირისპიროდ კი სასამართლომ განმარტა, რომ ნა---- ქლ----ის სწავლის პერიოდის სხვადასხვა ქალაქებში გატარება, არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი სწორედ იქ იყო სადაც განათლების მიღების მიზნით იმყოფებოდა.
აპელანტის მითითებით, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი გაბათილების საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად და----ვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად და----ვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ”.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის ფაქტს, რამდენადაც პირი იძულებული უნდა იყოს და----ვოს სწორედ ის ადგილი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შინაარსზე. კერძოდ, საქმეში დაცულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის №01-01/07/3285 წერილი, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვა ინფორმაციის მოწოდება მისამართზე: ქ. ზესტაფონი, ბიბილაშვილის ქ. №11, 1992 წლამდე ნა---- ქლ----ის ცხოვრების შესახებ.
დადგენილია, რომ აღნიშნული წერილის პასუხად, მოპასუხეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 31 ივლისის, MIA 6 18 01836725 მიმართვით გაეგზავნა გამოკითხვის ოქმი ნა---- ქლ----ის საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 27 ივლისის ბინაზე გამოცხადების შესახებ ოქმების თანახმად, ქ. ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11-ში მცხოვრებმა გიორგი მიქელაძემ და თინათინ ყურაშვილმა გამოკითხვის დროს განმარტეს, რომ ნა---- ქლ----ე იმყოფება ქ. თბილისში, მაგრამ მისამართი მათთვის უცნობია, ასევე დაადასტურეს, რომ 1992 წლამდე ნა---- ქლ----ე ნამდვილად ცხოვრობდა ქ. ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11- ში (ს. ფ. 175-176, 181-182, 184).
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილია გიორგი მიქელაძისა და თინათინ ყურაშვილის ახსნა-განმარტებები, სადაც ისინი განმარტავენ, რომ 2018 წლის 27 ივლისს ქ. ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11-ში გამოცხადდა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - ზურაბ კოსინენკო და მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია - ცხოვრობდა თუ არა ნა---- ქლ----ე ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11- ში 1992 წლამდე, რაზეც განუცხადეს, რომ ნა---- ქლ----ე ნამდვილად ცხოვრობდა ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11-ში და იზრდებოდა ბებიასთან. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან გაგრაში, დაბა ლესელიძის სოფელ ხეივანში, ხოლო ომის შემდეგ იმყოფება ქ. თბილისში და ზუსტი ადგილსამყოფელი მათთვის უცნობია. ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია იქნა სანოტარო წესით.(ს. ფ. 203-204)
საქმეში წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებული პირი-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის თანახმად, 2013 წლის ნოემბერში დევნილთა რეგისტრაცია გაიარა ნა---- ქლ----ემ, რომელიც დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან და ბაზაში დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ქ. გაგრა, დ. ლესელიძე, კილასონიას ქ. №2ა. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წერილის მიხედვით ნა---- ქლ----ე, 1992 წლამდე ფაქტიურად ცხოვრობდა ქ. გაგრაში, დაბა ლესელიძეში, კილასონიას ქ. №2ა-ში.
ზემოთხსენებული დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ნა---- ქლ----ეს ჩაუტარდა გასაუბრება, სადაც მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაიბადა 1963 წელს ზესტაფონში, 1969-1980 წლებში სწავლობდა ზესტაფონის №2 საშუალო სკოლაში, 1987-1992 წლებში სწავლობდა ქ. თბილისში. 1993 წლის სექტემბერში დაოჯახდა ზესტაფონში. 1980-1986 წლებში მუშაობდა ლესელიძის სატყეო მეურნეობაში მუშად. ქ. გაგრაში, დაბა ლესელიძეში, კილასონიას ქ. №2ა-ში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად და აფხაზეთი და----ვა 1992 წლის ზაფხულში. 1992-2008 წლამდე ცხოვრობდა ზესტაფონში ბიძის საკუთრებაში. 2008 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში. აღნიშნავს, რომ მისი მშობლები დაახლოებით 1967 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად გაგრაში, თავად სწავლობდა ზესტაფონში, სკოლის დამთავრების შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად ლესელიძეში მშობლებთან. ზესტაფონში ცხოვრობდა მისამართზე: ბიბილაშვილის ქ. №11-ში. მისამართზე გადამოწმებისას მეზობელმა განმარტა, რომ ნა---- ქლ----ე ნამდვილად ცხოვრობდა ქ. ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქ. №11-ში 1992 წლამდე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ბინაზე გამოცხადების ოქმები, ცალსახად ვერ დაადასტურებენ მოსარჩელის ქ. ზესტაფონში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. სააპელაციო პალატა ბინაზე გამოცხადების ოქმებსა და ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული შინაარსობრივი წინააღმდეგობის გათვალისწინებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თუ რა კითხვით მიმართეს ოქმის შემდგენმა ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოქალაქეებს, რა ინფორმაცია მიეწოდათ მათ და როგორი სიზუსტით შეადგინეს უფლებამოსილმა პირებმა ზემოთხსენებული დოკუმენტი. ხსენებული ოქმებით შეუძლებელია ცალსახად გამოირიცხოს ის ფაქტი, რომ ნა---- ქლ----ე სადავო პერიოდში ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა და მუშაობდა ქალაქ გაგრაში, ვიდრე 1992 წლის შემოდგომაზე აფხაზეთში განვითარებუკლი მოვლენების შემდგომ ის იძულებით საცხოვრებლად არ გადაადგილდებოდა ქალაქ თბილისში, რამეთუ ხსენებული ოქმი არ ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ქალაქ ზესტაფონის მუდმივ მაცხოვრებელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავოდ გამხდარი ბრძანება დაუსაბუთებელია. გარემოებები, რომელზე დაყრდნობითაც აპელანტმა ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს უნდა ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი არ არის მკაფიო და ცალსახა. ამასთან მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, კერძოდ ახსნა-განმარტებები, რომელთა გამაქარწყლებელი სარწმუნო მტკიცებულებები მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომელიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, რითაც დადასტურდებოდა სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტების მართებულობა. ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა მოხდა შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, საკითხის სათანადო შესწავლის გარეშე, რაც ქმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თა---- გათვალისწინებულ საქმეებზე. შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე და---- ახალბედაშვილი