განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
160100118002626269
ინსტანცია
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002626269

საქმე №1ბ/1497-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

6 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: ზ-----–-----------------------------------

ადვოკატის: ე-–-----------–--–--

მსჯავრდებულის: ე-–------------------

თარჯიმნების: ა---------–-------------------------------------------------------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე-–------------------ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-–-----------–--–-- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–------------------ მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ--------–-------------------–---------–--- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენით, ე-–----------------- (დაუსწრებლად) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის და 3(სამი)თვის ვადით;

მსჯავრდებულ ე-–------------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვრა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ე-–------------------ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიაშნულ სასჯელი შუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით, 2(ორი)თვით და 7(შვიდი)დღით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით, ვ----------–---- (დაუსწრებლად) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის და 3(სამი)თვის ვადით;

მსჯავრდებულ ვ-----------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვრა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ვ-----------–---- , 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შსახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიაშნულ სასჯელი შუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით, 2(ორი)თვით და 7(შვიდი)დღით თავისუფლების აღკვეთა.

ე-–----------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2002 წლის 9 ივლისს, ვ----------–------------–------------------ წინასწარი შეთანხმებით, განიზრახეს ყაჩაღური თავდასხმის განხორცილება ფულის დაუფლების მიზნით. მათ ავტომანქანით ვ------------------------- რომელიც თხოვეს ჯ--–--–----------- ს----------–------------- საზღვრიდან, ე.წ. „---------–----- საბაჟოდან მ--------–-- რაიონის სოფელ ს------–--- ბაზრობაზე წამოიყვანეს ს--------- რესპუბლიკის მოქალაქეები - ა-–--------------------------–-------------- რათა მოეხდინათ გზაში მათზე ყაჩაღური თავდასმა. მ--------–-- რაიონის სოფელ ს------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ დანის მუქარით ა-–--------------- გასტაცეს 310 აშშ დოლარი, 12 000 სომხური დრამი და სამკაულები, ხოლო ს-----–------------- 410 აშშ დოლარი და სამკაულები, რის შემდეგაც მიიმალნენ.

მსჯავრდებული ე-–----------------- დაკავებული იქნა 2017 წლის 7 ოქტომბერს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე-–------------------ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-–-----------–--–--- რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ იკვეთება მსჯავრდებულის მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულების ა-–----------------------------–-------------- სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენებებით ირკვევა ის ფაქტი, რომ თვითონ მსჯავრდებული ე-–----------------- იყო ძალადობის მსხვერპლი და მას ყაჩაღობა არ ჩაუდენია, მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი საქმის მასალებში არ მოიპოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე რ------------- განაცხადა, რომ 2002 წლის მდგომარეობით მუშაობდა ტაქსის მძღოლად და მგზვარების გადაყვანას ახორციელებდა ს--------- საზღვრიდან სადახლოში მდებარე ბაზრამდე. ასევე, ე-–----------------- მუშაობდა სადახლოში ტაქსის მძღოლად. თავისი მოვალეობის შესრულებისას, როდესაც აპირებდა მგზავრების წამოყვანას ს------–--- მიმართულებით, ე-–------------------ მასთან მისულ ორ მგზავრზე, ქალბატონებზე, უთხრა, რომ ისინი მისთვის დაეთმო, რათა საწვავის ხარჯი მაინც გამოემუშავებინა. ვინაიდან მოწმეს ადგილი არ ჰქონდა, აღნიშნული მგზავრები დაუთმო ე-–------------------ როლებიც ჩასხდნენ მის ავტომანქანაში და ე-–--------- წაიყვანა. მას არ ახსოვს ამ დროს ე-–----------------- მარტო იმყოფებოდა, თუ მასთან ავტომანქანაში კიდევ იჯდა სხვა პირი. თვითონ ავტომანქანის მესაკუთრე, რომელსაც მართავდა ე-–-----------------, ამ უკანასკნელს არ გაჰყოლია და საბაჟო პუნქტზე დარჩა. აღნიშნული მოხდა ღამის პერიოდში. მოწმის განმარტებით, ის მეორე დილით შეხვდა ხსენებულ ქალბატონებს, რომლებისგანაც გაიგო, რომ ისინი მგზავრობისას დააყაჩაღეს. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების სისწორე და განმარტა, რომ იმ პერიოდში უკეთესად ახსოვდა მომხდარი ფაქტები.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ჯ--–--–---------- განაცხადა, რომ 2002 წლის 8 ივლისს, საღამოს საათებში ე-–----------------- მივიდა მასთან და მამამისს ავტომანქანის გასაღები სთხოვა, რათა მგზავრებს მომსახურებოდა და ცოტა ფული ეშოვა. ამ უკანასკნელმა კი მას(ჯ--–--–---------) გამოართვა გასაღები და ე-–-------- მისცა, ამასთან, მამამ უთხრა: ავტომანქანა ე-–-------- ეტარებინა, ხოლო თვითონ მის გვერდით მჯდარიყო. ისინი წავიდნენ ს--------- საზღვრის მიმართულებით, გზად შეხვდათ ვ----------–----, რომელიც ჩაჯდა მათ ავტომანქანაში და ს--------- საზღვართან ჩავიდა. მოწმე და ე-–----------------- კი გადავიდნენ ს--------- ტერიტორიაზე. იქ მგზავრები ვერ ნახეს, რის შემდეგაც ე-–--------- უთხრა, რომ დალოდებოდა, ცოტა ხანს გავიდოდა და 5-10 წუთში დაბრუნდებოდა, თუმცა მოწმეს მას შემდეგ ე-–----------------- არ უნახავს. თვითონ მეორე დილით გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და როდესაც სახლში დაბრუნდა, გაიგო, რომ მამამისი პოლიციელებს ჰყვდათ წაყვანილი. ჯ--–--–--------- მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაიგო მომხდარის შესახებ. მან ასევე პოლიციაში ნახა საკუთარი ავტომანქანა.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ა-–---------------- მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ეწევა სავაჭრო საქმიანობას და დაახლოებით 3 წელია, დადის საქართველოში, მ--------–-- რაიონის სოფელ ს------–--- ბაზრობაზე, საიდანაც საქონელი მიაქვს ქ. ე------–- გასაყიდად. 2002 წლის 8 ივლისს ის და მისი მეგობარი ს-----–------------- დაახლოებით 23:00 საათზე გამოვიდნენ ქალაქ ე---------- და ჩამოვიდნენ ს----------–------------- საზღვარზე - „ბ--------–--–--- სადაც დაახლოებით 5 საათზე შეხვდნენ ნაცნობ ბიჭს - რ------ რომელსაც სთხოვეს ს------–--- ბაზრობაზე მიყვანა. რ----მ უთხრა, რომ ვერ წაიყვანდა მათ, ვინაიდან მანქანა გაფუჭებული ჰყავდა და ის და მისი მეგობარი მიაცილა თავის ნაცნობებთან, თეთრი ფერის „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანასთან, რომლის საჭესთანაც იჯდა ახალგაზრდა აზერბიჯანელი ეროვნების პიროვნება. ა-–--------------- და ს-----–------------- ჩაჯდნენ აღნიშნულ ავტომანქანაში და გაემართნენ ს------–--- ბაზრობისკენ. საქართველოს საბაჟოზე, მესაზღვრეებთან შეჩერებისას მათთან მივიდა და მძღოლის გვერდით ავტომანქანაში ჩაჯდა ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ბიჭი. როგორც მიხვდა, ეს ბიჭი და ავტომანქანის მძღოლი ერთმანეთს იცნობდნენ. მესაზღვრეების მიერ პასპორტების დაბრუნების შემდეგ მათ გზა ბაზრობისაკენ განაგრძეს. სოფელ ს------–--- შესასვლელთან ავტომანქანამ ძირითადი გზიდან გადაუხვია დაზიანებულ გზაზე. მძღოლმა გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ გააჩერა მანქანა, გადავიდა და მანქანის უკან დადგა. მგზავრებმა იფიქრეს, რომ იგი ავტომანქანას ამოწმებდა. ცოტა ხანში გადავიდა მის გვერდით მჯდომი მამაკაციც. ისინი მანქანის უკან აზერბაიჯანულად საუბრობდნენ, რაც არ ესმოდათ ა-–---------------- და ს-----–-------------. აღნიშნულის შემდეგ საბაჟოდან გამოყოლილი მამაკაცი ჩაჯდა მანქანაში და ა-–---------------- და მის მეგობარს მოსთხოვა ფული და ძვირფასეულობა, ასევე ა-–--------------- სახეში ხელი დაარტყა და უთხრა, რომ არ ხუმრობდა, ავტომანქანის „ბარდაჩოკიდან“ ამოიღო დანა და გახსნილი ყელზე მიადო. ა-–---------------- მოატყუა, რომ მას ფული არ ჰქონდა. მის მეგობარ ს-----–---- შეეშინდა დანის და თავდამსხმელს მაშინვე მისცა 410 აშშ დოლარი, ვერცხლის საყურეები და ოქროს ბეჭედი. ამის დანახვაზე თავადაც გადასცა ჟილეტის ჯიბეში არსებული 310 აშშ დოლარი, 12000 სომხური დრამი და ვერცხლის საყურეები. ამ დროს მანქანაში ჩაჯდა მძღოლი, უთხრა თავდამსხმელს, რაც გასაკეთელბელი იყო, ხომ გააკეთე და ახლა თავი დაანებეო. აღნიშნულზე თავდამსხმელმა მძღოლს დაუწყო ყვირილი, რომ თუ მოინდომებდა, მასაც დაჭრიდა. შემდეგ ისინი მანქანიდან გადაიყვანეს და უთხრეს ბაზრობაზე მისასვლელად რკინიგზას გაყოლოდნენ. ასევე, იმ პირმა, რომელმაც ფული და სამკაულები წაართვათ, გააფრთხილა, რომ პოლიციაში არ მისულიყვნენ. ს-----–---- თან ჰქონდა ორი ჩანთა მასში არსებული ტანსაცმლით, რაც დატოვეს ავტომანქანაში და გაყვნენ რკინიგზას. როდესაც მიაღწიეს ს------–--- ბაზრობას, ა-–---------------- და ს-----–-------------- დაიწყეს რ----ს მოძებნა, ნახეს ნაცნობი ქალი და მოუყვნენ მომხდარის შესახებ. ს-----–------------- იცნობდა პოლიციის თანამშრომელს სახელად მ-------- და ასევე დაიწყეს მისი მოძებნა, რის შემდეგაც პოლიციელებმა წაიყვანეს განყოფილებაში.

გამოძიებას ანალოგიური ჩვენება მისცა დაზარალებულმა ს-----–--------------, რომლის ჩვენება ასევე გამოქვეყნებულის იქნა სააპელაციო სასამართლოში.

2002 წლის 9 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ავტომანქანა „----------- სახელმწიფო ნომრებით A------- რომლითაც მოხდა ყაჩაღური თავდასხმა ს--------- რესპუბლიკის მოქალაქეებზე - ა-–---------------- და ს-----–---------------- დათვალიერების შედეგად, ავტომანქის საბარგულში სხვადასხვა ნივთებთან ერთად აღმოჩენილი იქნა ორი პოლიეთილენის ფუთა, რომელშიც მოთავსებული იყო ქალის ბოლოკაბები და შარვლები, ასევე მანქანის ე.წ. „ბარდაჩოკში“ აღმოჩენილი იქნა სამზარეულოს დანა.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ე-–------------------ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ იგი მუშაობდა ტაქსის მძღოლად. შემთხვევის დღეს მიდიოდა ს-------–-- რა დროსაც გზაში შეხვდა ვ----------–---- და სთხოვა საზღვრამდე მიეყვანა. როდესაც ხიდთან მივიდნენ, ვ----------–---- ჩავიდა ავტომანქანიდან და თავად გადავიდა ს--------- საზღვრზე. იქ ნახა კლიენტები - ორი ქალბატონი, რომლებიც წამოიყვანა საქართველოში. როდესაც საქართველოს საზღვარზე გადმოვიდნენ, ვ----------–---- კვლავ შეხვდათ და უკან წამოყვანა სთხოვა. მანამდე მოლაპარაკებულები არ ყოფილან, რომ კვლავ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც დაახლოებით ნახევარი გზა გამოიარეს, ვ----------–----- დანა ამოიღო და ე-–----------------- მოუწოდა გაჩუმებულიყო, უთხრა, მე ვიცი, რასაც ვიზავო. ე-–------------------ მას უთხრა, რომ კლიენტებისთვის თავი დაენებებინა, რის გამოც ვ------- მისთვისაც უნდოდა დანის დარტყმა, დაემუქრა და მანქანა გააჩერებინა. მან ვერაფერი მოიმოქმედა, ვინაიდან ვ------- მასზე ფიზიკურად ძლიერიცაა და ეშინოდა. ამის შემდეგ ვ----------–----- ერთ ქალბატონს ხელი დაარტყა, ფული და ძვირფასეულობა წაართვა მათ და უთხრა მანქანიდან გადასულიყვნენ. ის სომხურად ესაუბრებოდა ქალბატონებს, უყვიროდა და აღიქვა, რომ ემუქრებოდა მათ. მოწმემ დაინახა ფული როგორ გამოართვა ვ-------- კლიენტებს, თუმცა ძვირფასეულობის გამორთმევის ფაქტი არ დაუნახავს. იგი რაღაც პერიოდი გადავიდა ავტომანქანიდან, მოგვიანებით ისევ ჩაჯდა და უთხრა ვ----------–----- რომ თავი დაენებებინა მათთვის. როდესაც მისი მგზვარები ავტომანქანიდან გადავიდნენ და წავიდნენ, 10-15 წუთის შემდეგ თვითონ ვ----------–----ც წავიდა და მოწმეს იგი აღარ უნახავს. ვინაიდან არ სურდა ვ----------–----სთვის ეჩივლა პოლიციაში, ე-–------------------ მანქანა გარკვეულ მანძილზე გადაადგილა, შემდეგ მესაკუთრეს დაურეკა, უთხრა ავტომანქანის ადგილსამყოფელი და თვითონ წავიდა საქართველოდან.

პალატა აანალიზებს რა, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენაში ე-–------------------ მსჯავრდებისათვის. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც ვ----------–----ს მიერ ჩადენილ ყაჩაღობაში ე-–------------------ მონაწილეობის ფაქტს დაადასტურებდა. სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მოწმეები არ არიან თვითმხილველი პირები იმ გარემოებებისა, რაც შემთხვევის ღამეს განვითარდა ე-–------------------ მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში. რაც შეეხება დაზარალებულების ჩვენებებს, სასამართლო სხდომაზე მოხდა მათ მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა, ვინაიდან მათი ადგილსამყოფელი არის უცნობი და შეუძლებელი იყო მათი სასამართლო სხდომაზე წარმოდგენა. საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ დაზარალებულები მსჯავრდებულზე არ მიუთითებენ, როგორც ყაჩაღობის ჩამდენ პირზე. ამდენად, ე-–------------------ მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათავლისწინებული ქმედების ჩადენა წარმოადგენს მხოლოდდამხოლოდ ბრალდების მხარის ვერსიას, რომელიც შესაბამისი არგუმენტებისა და მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ვერ მიიჩნევა დადგენილ ფაქტად.

საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ხოლო სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვისგამომორიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობასა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.

ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის - დანაშაულის შეუტყობინებლობის ნიშნებს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ობიექტური მხრივ, პასიურ ქცევაში - უმოქმედობაში გამოიხატება. იგი გულისხმობს ქმედების ჩადენას პირდაპირი განზრახვით, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ არ აცხადებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების შესახებ, რაც მან ნამდვილად იცის და სურს - არ მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის ცოდნის ნამდვილობას, რომ მზადდება დანაშაული. აღნიშნული გულისხმობს კონკრეტული სარწმუნო ინფორმაციის ცოდნას დანაშაულის ხასიათსა და შინაარსზე ან/და იმ პირზე, ვინც ამზადებს ან ჩაიდინა დანაშაული.

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულების ჩვენებას იმ ნაწილშიც, რომ მათი განმარტებით, ფულის და ძვირფასებულობის თავდამსხმელისათვის გადაცემის შემდეგ, ე-–----------------- ჩაჯდა ავტომანქანაში და მის ნაცნობს მიმართა - „ხომ გააკეთე რაც გინდოდა, ახლა თავი დაანება ამათო“. აღნიშნულ ჩვენებასთან შესაბამისობაშია მსჯავრდებულ ე-–------------------ ჩვენებაც, რომელიც არ უარყოფს ვ----------–----ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს და ადასტურებს, რომ მან მომხდარი ყაჩაღობის შესახებ არ შეატყობინა პოლიციას და ისე დატოვა საქართველოს ტერიტორია. აღნიშნული გარემოებები ცალსახად მიუთითებს, რომ ე-–------------------ წინასწარ იცოდა ვ----------–----ს დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ და მისთვის ხელი არ შეუშლია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისათვის არაფერი შეუტყობინებია.

პალატა ხაზს უსვამ იმ გარემოებას, რომ 2002 წლის ივლისის მდგომარეობით - ე-–------------------ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დროს, განზრახ დანაშაულს წარმოადგენდა შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ე-–------------------ათვის ბრალად წარდგენილი ქმედებაც იმ დროისათვის განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება მოექცა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში. მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ სამართლებრივ ასპექტზე, რომ ზოგადად დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც იცის, რომ მზადდებოდა დანაშაული, ისჯებოდა მსჯავრდებულის მიერ ქმედების ჩადენის დროსაც და ამჟამადაც. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ მასში, რომ მაშინ დასჯადი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების შეუტყობინებლობა, ხოლო ამ განაჩენის გამოტანისათვის დასჯადია, როგორც განსაკუთრებით, ისე მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების შეუტყობინებლობა. მოცემულ შემთხვევაში, შედარებით მსუბუქი კატეგორიის დანაშაულის მომზადების შეუტყობინებლობისათვის მსჯავრდება, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ე-–------------------ სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას არ იწვევს.

ამასთან, მის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირების კუთხით სააპელაციო პალატა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც „თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“, ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის რედაქციამ 2002 წლიდან დღემდე რამდენჯერმე განიცადა რედაქციული ცვლილება. 2002 წლის ივლისს მოქმედი რედაქციით აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებდა 5(ხუთი)წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბრის ცვლილებებით საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“ აღნიშნული სანქცია უფრო მსუბუქია, როგორც მანამდე ისე ამჟამად მოქმედ სანქციებზე და შესაბამისად, ე-–----------------- მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით -2006 წლის 29 დეკემბრის რედაქციით „შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება მძიმე დანაშაული“.

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა არ წარმოადგენს მისთვის ისეთი ახალი ბრალდების წარდგენას, რომელიც თვისობრივად ან შინაარსობრივად სცდება მისთვის წარდგენილ თავდაპირველ ბრალდებას. ქმედების კვალიფიკაციის შეცვლით არ ხდება რაიმე ახალი ფაქტობრივი გარემოების დადგენა. აღნიშნულით არ ირღვევა დაცვის მხარის უფლება, ვინაიდან, მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა ეხება მსჯავრდებულისათვის კარგად ცნობილი ფაქტების განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას და არა ისეთ დანაშაულში მის მსჯავრდებას, რომელიც მოწყვეტილია ბრალდების ფორმულირებაში ასახული ფაქტებისაგან და მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებებისაგან.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მსჯავრდებულის დაბადების მოწმობის და თავად მსჯავრდებულის დასტურის საფუძველზე, დაზუსტდა მისი სახელი და დაბადების თარიღი, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებული „--–------------------- და „-----–-–--------------- ნაცვლად პალატის განაჩენში მსჯავრდებულის სახელად მიეთითა „ე-–-----------------“, ხოლო დაბადების თარიღად „1----–-–--------------------

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენში, ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 536-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ე-–------------------ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ე-–------------------ მიმართ შევიდეს ცვლილება;

3. მსჯავრდებულ ე-–------------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია);

ე-–------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ე-–----------------- დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოდ, მოსახდელად განესაზღვროს 2(ორი)წლით, 7(შვიდი)თვით და 15(თხუთმეტი)დღით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ ე-–------------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 7 ოქტომბრიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ე-–------------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

6.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი