განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210015001197760
saqme #2/b-607
დამატებითი გადაწყვეტილება
saqarTvelos saxeliT
24 იანვარი 2020 წელი. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
თეიმურაზ სიხარულიძე
განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - გ----------–-----,წარმომადგენელი- ნ--------–------
აპელანტი /მოწინააღმდეგე მხარე - ბ-------–-----,წარმომადგენელი-ე----------–-----
აპელანტები /მოწინააღმდეგე მხარეები - რ------------------–----–---------------–-----,წარმომადგენელი-დ-----------–---
მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი- ა---------–---------
მოწინააღმდეგე მხარე - ზესტაფონის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი რ---–-------–---,წარმომადგენელი-შ--–-----–---
მესამე პირი _ მ----------–-----
დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
ბ-------–-----მ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეებად რ------------------–----–---------------–-----; ზესტაფონის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი რ---–-------–---, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითა და ითხოვა სამკვიდროს ვადის გაგრძელება, ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და მოპასუხეების რ----------–----------------–------------------–------ გამოსახლება მითითებული სამკვიდრო ქონებიდან;
დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირმა გ----------–-----მ სარჩელით ითხოვა ა) რ----------------------–-----ების სახელზე გაცემული 2007 წლის 04 დეკემბრის N--- სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა 1/3 ნაწილში: ბ) ზ----------–---–-------–---------------------ში მდებარე 50 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის 1/3 წილზე გ----------–----ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა (ს/კ 3------------------). გ). ასევე ითხოვა გ----------–----- ცნობილ იქნეს მემკვიდრე-მესაკუთრედ ზ-------------------------------–--------------–- მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ 3-----------.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ბ-------–----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 1/3 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს რ---–-------–---- მიერ რ----------------------–-----ების სახელზე 2007 წლის 4 დეკემბერს გაცემული N2-469 სამკვიდრო მოწმობა და მის საფუძველზე ქ-------------–---–-------–---------------ში მდებარე ბინაზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი (თ------–------------------------–------ თანასაკუთრება 1/3 ნაწილში ). ბ-------–----- ცნობილ იქნა 1998 წლის 1 ნოემბერს გარდაცვლილი ა---------–-–----ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (მდებარე ქ-------------–---–-------–------------------------------------------------) 1/3- ის ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ. მოპასუხეები: რ------------------–----–------------------–----- გამოსახლდნენ ხსენებული ბინის 1/3 ნაწილიდან. ამავე გადაწყვეტილებით გ----------–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული მოსარჩელე ბ-------–-----, მოპასუხეების თ------–------------------------–----------------–---- მიერ, ასევე მოსარჩელე გ----------–----ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით: ბ-------–-------------------–----------------------------–----–----------------–------, სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება ბ-------–----ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გ----------–----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ-------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს რ---–-------–---- მიერ რ------------------–----–--------------------–----ის მიმართ 2007 წლის 4 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 2-469 6/8დ -ნაწილში; გაუქმდეს აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრში რ------------------–----–--------------------–-----ს საკუთრების რეგისტრაცია ზ----------–---–-------–--------–---- ბინაზე 6/8 ნაწილში; ბ-------–----- ცნობილ იქნა 1998 წლის 1 ნოემბერს გარდაცვლილი ა---------–-–----ის დანაშთ სამკვიდრო ქონების მდ. ზ-------------–-------–--------------- (ს.კ. 3------------------ 5/8-დი ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; გ----------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი რ-----------------------–--------- სახელზე 2007 წლის 4 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა 6/8 ნაწილში და გ----------–----- ცნობილი იქნა ზ----------–---–-------–--------–----------ში მდებარე 50 კვ.მ. ბინის 1/8-დი ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. გ----------–----- ცნობილ იქნა ზ-------------------------------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს.კ. 3----------- 1/8-დი ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის 161-2015წ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე-დარჩა უცვლელი.
დადგენილია, რომ მითითებული გადაწყვეტილებით სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით მიიჩნევს, რომ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად: გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
დადგენილია, რომ ბ-------–-----, როგორც მოსარჩელე მხარე (იმავდროულად აპელანტი) მოითხოვდა მამკვიდრებლის ა---------–-–----ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ----------------–-------–------------------ -ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობას (იხ.ტ.1. ს.ფ.4-5; 30-32).
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ სადავო ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს; (ტ. 11).
დადგენილია, რომ ბ-------–----ის სარჩელზე მოპასუხე მხარეებს წარმოადგენენ რ----------–--------------–----------------–-----;
დადგენილია, რომ მითითებულ სარჩელთან დაკავშირებით ბ-------–-----მ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაიხადა 300 ლარი (დავის საგნის ღირებულების 3% (იხ. ტ.1. ს.ფ. 3)); ხოლო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემდგომ, გადაწყვეტილების გასაჩივრების პროპორციულად დავის საგნის ღირებულების 4%, 266 ლარის ოდენობით (იხ. ტ. 4. ს.ფ.253);
დადგენილია, რომ ბ-------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს რ---–-------–---- მიერ რ------------------–----–--------------------–----ის მიმართ 2007 წლის 4 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 2-469 6/8დ -ნაწილში; გაუქმდა აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრში რ------------------–----–--------------------–-----ს საკუთრების რეგისტრაცია ზ----------–---–-------–--------–---- ბინაზე 6/8 ნაწილში; ბ-------–----- ცნობილი იქნა 1998 წლის 1 ნოემბერს გარდაცვლილი ა---------–-–----ის დანაშთ სამკვიდრო ქონების მდ. ზ-------------–-------–--------------- (ს.კ. 3------------------ 5/8-დი ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; ანუ ბ-------–----- ცნობილი იქნა 6250 ლარის ღირებულების ქონების მესაკუთრედ (10000 : 8 * 5 = 6250 ლარს). შესაბამისად აღნიშნული თანხის 6250 ლარის 7% - 437.5 ლარის ოდენობით, ბ-------–----ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ რ----------–--------------–------------------–-----ს. (პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ბ-------–----ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ)
რაც შეეხება გ----------–----ის სარჩელთან დაკავშირებით საპროცესო ხარჯებს, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ----------–-----მ სარჩელით ითხოვა ა) რ----------------------–-----ების სახელზე გაცემული 2007 წლის 04 დეკემბრის N--- სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა 1/3 ნაწილში: ბ) ზ----------–---–-------–---------------------ში მდებარე 50 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის 1/3 წილზე გ----------–----ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა (ს/კ 3------------------). გ). ასევე ითხოვა გ----------–----- ცნობილ იქნეს მემკვიდრე-მესაკუთრედ ზ-------------------------------–--------------–- მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ 3-----------.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) პუნქტის თანახმად: დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა - ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სააპელაციო საჩივრისთვის . . დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.
დადგენილია, რომ გ----------–----- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქ----------------–-------–------------------ საბაზრო ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს; (ტ. 11).
დადგენილია, რომ გ----------–----- ცნობილ იქნა ზ-------------------------------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს.კ. 3----------- 1/8-დი ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ანუ გ----------–----- ცნობილი იქნა 1250 ლარის ღირებულების ქონების მესაკუთრედ (10000 : 8 = 1250 ლარს). შესაბამისად აღნიშნული თანხის 1250 ლარის 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, ანუ 150 ლარი, რ----------–----------------–------------------–------ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ ზ-------------------------------–--------------–- მდებარე უძრავ ქონების ს/კ 3-----------, 1/3-ის ღირებულებად მოსარჩელე მიუთითებდა 7000 ლარს, ანუ მითითებული სადავო უძრავი ქონების მთლიანი ღირებულება შეადგენს 21 000 ლარს;
დადგენილია, რომ გ----------–----- ცნობილ იქნას ზ-------------------------------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს.კ. 3----------- 1/8-დი ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ანუ ის ცნობილი იქნა 2625 ლარის ღირებულების ქონების მესაკუთრედ (21 000 ლარი : 8 =2625 ლარს). შესაბამისად აღნიშნული თანხის 2625 ლარის 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, ანუ 150 ლარი ბ-------–-----ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 261-ე, 53-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გამოტანილი იქნას დამატებითი გადაწყვეტილება.
2. რ----------–--------------–------------------–-----ს დაეკისროთ ბ-------–----ის სასარგებლოდ 437.5 ლარის გადახდა (ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ);
3. გ----------–----ის სარჩელთან დაკავშირებით, რ----------–----------------–------------------–------ დაეკისროთ 150 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. გ----------–----ის სარჩელთან დაკავშირებით, ბ-------–-----ს დაეკისროს 150 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული დამატებითი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება დამატებითი გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია დამატებითი გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს დამატებითი გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დამატებითი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის დამატებითი გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
თეიმურაზ სიხარულიძე