განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2020
საქმის ნომერი
110210019002895087
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110210019002895087

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2/ბ-814-2019 05 თებერვალი 2020 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე): ვ------- ზ--–------

წარმომადგენელი: ე----- ტ--–-----

მოწინააღმდეგე მხარე: რ--------- ს-------

წარმომადგენელი: მ----- ბ----------

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: რ--------- ს-------- სასარგებლოდ, ვ------- ზ--–------სათვის თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წელში გადაწყვიტა ავტომანქანის შეძენა. იმავე წლის ოქტომბერში, ვ------- ზ--–------სგან შეიტყო, რომ მისი სიძე მ--–---- პ------–-–---–- დადიოდა გერმანიაში, გასაყიდად ჩამოჰყავდა მანქანები და მასაც ჩამოუყვანდა მანქანას. ორი დღის შემდეგ, ვ------- ზ--–------- გააცნო მისი სიძე და მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2000 აშშ დოლარად, ერთ თვეში, გერმანიიდან ჩამოუყვანდნენ ავტომობილ ,,კორსას“. ორი კვირის შემდეგ, რ--------- ს-------მ 2000 აშშ დოლარი გადასცა მ--–---- პ------–-–---–-. მოგვიანებით, მას დაუკავშირდა ვ------- ზ--–------ და სთხოვა, რომ მისთვის ესესხებინა 1000 აშშ დოლარი, რათა ერთი მანქანა თავისთვისაც ჩამოეყვანა. 2016 წლის 18 ნოემბერს, აღნიშნული თანხა, მისი მითითებით ქალაქ თბილისიდან საბანკო გადარიცხვების გზით (ლ-------- ბ----- მეშვეობით), ვ------- ზ--–------ გადაურიცხა მოსარჩელის მეუღლემ, მ------ ქ---------. ერთი თვის შემდეგ, მოსარჩელეს კვლავ დაუკავშირდა ვ------- ზ--–------ და აცნობა, რომ მანქანები ჩამოყვანილი ჰყავდათ, თუმცა მანქანებით მოპარული ველოსიპედები მოჰყავდათ, რის გამოც მანქანები საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. იმისათვის, რომ გამოეხსნათ ავტომობილები, სესხის სახით თანხის გადაცემა მოსთხოვა. 2017 წლის 20 თებერვალს, მოსარჩელის მითითებით, მისმა მეუღლემ- მ------ ქ---------, საბანკო გადარიცხვების გზით (ლ-------- ბ----- მეშვეობით), ვ------- ზ--–------ მეუღლეთა კუთვნილი თანხიდან, კვლავ გადაურიცხა 400 აშშ დოლარი და 400 ლარი, ხოლო თავად მოსარჩელემ პირადად გადასცა ხელზე 250 ლარი. მიუხედავად თანხის გადაცემისა, აღმოჩნდა, რომ ვ------- ზ--–------ და მ--–---- პ------–-–---–- მანქანები საერთოდ არ ჰყავდათ ჩამოყვანილი, მოპასუხეებმა ბოროტად ისარგებლეს მოსარჩელის ნდობით, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, თანხები მოტყუების გზით გამოსძალეს და მრავალი გაფრთხილების მიუხედავად თანხას არ აბრუნებენ. ამდენად, რ--------- ს-------ს, ვ------- ზ--–------სთვის 2016-2017 წლებში სხვადასხვა დროს სესხის სახით მიცემული აქვს ჯამში 1400 აშშ დოლარი და 650 ლარი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ვ------- ზ--–------- სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რ--------- ს-------ს წლებია იცნობს. ის მუშაობს სამარშუტო ტაქსზე ზესტაფონი-დილიკაურის ხაზზე და ემსახურება მთელ სოფელს. ემსახურება არა მარტო მგზავრების გადაყვანის თვალსაზრისით, არამედ სოფლის მაცხოვრებლების დავალებით ყიდულობს სხვადასხვა პროდუქტებს და მიაქვს მათთან, ასევე სთხოვენ ფულადი გზავნილების აღებას და გადაცემას. ასე იყო რ--------- ს-------- შემთხვევაშიც. ზუსტი თარიღი არ ახსოვს, რ--------- ს-------მ სთხოვა, რომ, ვინაიდან, თავად გაფუჭებული ჰქონდა საბანკო ისტორია, მისი მეუღლე მ------ ქ-------- მის (ვ------- ზ--–------ს) ანგარიშზე გადმორიცხავდა ფულად თანხას, რაც უნდა მიეტანა რ--------- ს--------ათვის. მართალაც 1000 აშშ დოლარი, 400 აშშ დოლარი და 400 ლარი მ------ ქ--------- გადმოურიცხა, რაც გადასცა კიდეც რ--------- ს-------ს. რ--------- ს--------აგან წარსულში 3 თვით ნასესხები ჰქონდა 1500 ლარი, რაც უკანვე დაუბრუნა. რაც შეეხება ავტომანქანის ჩამოყვანის საკითხს, არც მას და არც მის სიძეს მ--–---- პ------–-–---–- საზღვარგარეთიდან არასოდეს ჩამოუყვანიათ ავტომანქანა, მოსარჩელესთან რაიმე შეთანხმება, ავტომანქანის ჩამოყვანის თაობაზე, არასოდეს შემდგარა და არც რაიმე თანხა აუღიათ მისგან.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მოსარჩელე რ--------- ს-------- (პ/ნ 1----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხე მ--–---- პ------–-–---–- (პ/ნ 1----------), რ--------- ს-------- (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს 1000 (ათასი) აშშ დოლარის გადახდა; 3. მოპასუხე ვ------- ზ--–------ (პ/ნ 1----------), რ--------- ს-------- (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს 1400 (ათას ოთხასი) აშშ დოლარისა და 400 (ოთხასი) ლარის გადახდა; 4. მ--–---- პ------–-–---–- (პ/ნ 1----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, 80 (ოთხმოცი) ლარისა 61 (სამოცდაერთი) თეთრის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე: 300193150; 5. ვ------- ზ--–------ (პ/ნ 1----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, 124 (ასოცდაოთხი) ლარისა და 85 (ოთხმოცდახუთი) თეთრის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე: 300193150. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის ოქტომბერში, მოსარჩელე რ--------- ს-------ს და მ--–---- პ------–-–---–- შორის დაიდო ზეპირი დავალების ხელშეკრულება, რომლითაც მ--–---- პ------–-–---–-- აიღო ვალდებულება, ერთი თვის ვადაში, რ--------- ს-------- თანხით საზღვარგარეთ - გერმანიაში შეეძინა,,opel corsa''-ს ფირმის მსუბუქი ავტომანქანა და ჩამოეყვანა მისთვის საქართველოში. ამ მიზნით, რ--------- ს-------მ, მ--–---- პ------–-–---–- გადასცა 1000 აშშ დოლარი. მიუხედავად მოსარჩელის მრავალჯერადი მოთხოვნისა, მ--–---- პ------–-–---–-, არც ავტომობილი ჩამოუყვანია რ--------- ს--------ათვის და დღემდე არც თანხა დაუბრუნებია. 2.2. 2016 წლის 18 ნოემბერს, მოსარჩელე რ--------- ს-------ს და მოპასუხე ვ------- ზ--–------ შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, ვ------- ზ--–------ს მიერ რ--------- ს--------აგან სესხის აღების თაობაზე. შეთანხმების ფარგლებში, რ--------- ს-------- მითითებით, მისმა მეუღლემ მ------ ქ--------- მეუღლეთა საერთო თანხიდან 1000 აშშ დოლარი საბანკო ანაგარიშზე ჩაურიცხა ვ------- ზ--–------. 2.3. 2017 წლის 20 თებერვალს, მოსარჩელე რ--------- ს-------ს და მოპასუხე ვ------- ზ--–------ შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, ვახტან ზ--–------ს მიერ რ--------- ს--------აგან სესხის აღების თაობაზე. შეთანხმების ფარგლებში, რ--------- ს-------- მითითებით, მისმა მეუღლემ, მ------ ქ--------- მეუღლეთა საერთო თანხიდან 400 აშშ დოლარი და 400 ლარი საბანკო ანაგარიშზე ჩაურიცხა ვ------- ზ--–------. 2.4. მიუხედავად მოსარჩელე რ--------- ს-------- მრავალჯერადი მოთხოვნისა, ვ------- ზ--–------ სესხის თანხა მისთვის დღემდე არ დაუბრუნებია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 316-317-ე, 361-ე, 623-ე, 626-ე, 709-ე, 715-ე, 720-ე მუხლებზე და განმარტა: საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მ--–---- პ------–-–---–-- არ შეასრულა დავალება, დაარღვია დავალების ხელშეკრულების პირობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა, დავალების შესრულების მიზნით გადაცემული თანხის- 1000 აშშ დოლარის რ--------- ს--------ათვის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა. 2.6. მოწმეთა ჩვენების და საბანკო გადარიცხვის დოკუმენტების შეფასების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს და 2017 წლის 20 თებერვალს, მოსარჩელე რ--------- ს-------ს და მოპასუხე ვ------- ზ--–------ შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, რ--------- ს-------- მითითებით, მისმა მეუღლემ მ------ ქ---------, მეუღლეთა საერთო თანხიდან, 1000 აშშ დოლარი, 400 აშშ დოლარი და 400 ლარი საბანკო ანაგარიშზე ჩაურიცხა ვ------- ზ--–------. მიუხედავად მოსარჩელე რ--------- ს-------- მრავალჯერადი მოთხოვნისა, ვ------- ზ--–------ სესხის თანხა მისთვის დღემდე არ დაუბრუნებია. 2.7. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ვ------- ზ--–------ს განმარტება, რომ მ------ ქ--------- მიერ, მის ანგარიშზე ჩარიცხული სადავო თანხები წარმოადგენდა არა სესხს, არამედ რ--------- ს--------ათვის გადასაცემ თანხებს, რომლებიც ბანკში არსებული რ--------- ს-------- პრობლემების გამო, მ------ ქ--------- მის სახელზე გამოგზავნა, რაც მაშინვე გადასცა რ--------- ს-------ს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. რაც შეეხება, მის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს, ა--- ზ--–------ და ა---------– ღ---------, რომლებმაც, მართალია თავიანთ ჩვენებებში განმარტეს, რომ ვ------- ზ--–------- სს ,,ლ-------- ბ-----“ წინ, მოსარჩელეს გადასცა თანხა, თუმცა იმ მიზეზით, რომ არ ახსოვდათ ზუსტი თარიღი, არ იცოდნენ, ვისგან იყო ფულადი გზავნილი და რა ოდენობის იყო თანხა, ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თავად ვ------- ზ--–------სა და ა--- ზ--–-------- განმარტებით, ვ------- ზ--–------ რ--------- ს---------- რამდენჯერმე ჰქონდა ნასესხები თანხა, რაც დაუბრუნა კიდეც, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დასტურდებოდა, რომ სწორედ სადავო თანხები გადასცა ვ------- ზ--–------- რ--------- ს-------ს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ვ------- ზ--–------- სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა, რომ სადაო თანხები წარმოადგენდა არა სესხს, არამედ მისი მეშვეობით, მ------ ქ--------- მიერ, რ--------- ს--------ათვის გამოგზავნილ თანხებს, რომლებიც უკლებლივ გადასცა რ--------- ს-------ს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ მასსა და რ--------- ს-------ს შორის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, რ--------- ს-------- მითითებით, მისმა მეუღლემ, მ------ ქ--------- 2016 წლის 18 ნოემბერს, მეუღლეთა საერთო თანხიდან 1000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 20 თებერვალს კი 400 აშშ დოლარი და 400 ლარი ჩაურიცხა საბანკო ანგარიშზე ვ------- ზ--–------. ვ------- ზ--–------, მხოლოდ ერთხელ ჰქონდა რ--------- ს--------აგან ნასესხები 1500 ლარი, რაც სამ თვეში შეთანხმებისამებრ დაუბრუნა თავისი პროცენტით, სულ 1900 ლარის ოდენობით. 3.2. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილებაში მითითებული თანხები ჩაურიცხა რ--------- ს-------- ახლობელმა და არა მეუღლემ, რაც განპირობებული იყო იმით, რომ რ---------ი შეყვანილი იყო ბ----- შავ სიაში და არ უნდოდა მის ანგარიშზე მოხვედრილიყო რაიმე თანხა. მ------ ქ---------აგან გადარიცხული თანხები მან, აღებისთანავე გადასცა რ--------- ს-------ს, მისი მეგობრისა და შვილის თანდასწრებით. 3.3. თუ სასამართლო თვლიდა, რომ მასსა და რ---------ს შორის დადებული იყო სესხის ხელშეკრულება, უნდა დაედგინა არსებითი პირობები: რ---------ის მიერ თანხის გადაცემის და ვალის დაბრუნების დრო და ვითარება, რათა გამართლებული ყოფილიყო სესხის ხელშეკრულების არსებობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია დადასტურდეს ზეპირი დავალებისა და სესხის ხელშეკრულებები. გარდა ამისა, თუკი სესხის თანხა მ------ს მიერ იყო გადმოცემული (გადმოგზავნილი), გაურკვეველია, როგორ ჩათვალა სასამართლომ ამ ნაწილში სათანადო მოსარჩელედ რ--------- ს------- და მ------ ქ---------- არ ჩაანაცვლა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მ------ ქ--------- აღნიშნა, რომ მან, დამატებით 1000 აშშ დოლარი ავტომანქანის შესაძენად გადმოაგზავნა, ვინაიდან მისთვის, მ--–----ი პ------–-–---–-საგან განსხვავებით, უფრო სანდო პიროვნება ვ------- ზ--–------ იყო. ამ ნაწილში ყოველგვარი პროცესუალური და მატერიალური ნორმების უგულვებელყოფით იქნა გადაწყვეტილება მიღებული. 3.4. ასევე, უცნობია, როგორ დაადგინა სასამართლომ რ--------- ს--------ა და მ------ ქ--------- ქორწინება, როდესაც აღნიშნულის დამადასტურებელი ქორწინების მოწმობა წარმოდგენილი არ ყოფილა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს რ--------- ს-------- სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. საბანკო გადარიცხვის დოკუმენტებით დგინდება, რომ მ------ ქ---------, სს ,,ლ-------- ბ-----“ მეშვეობით, ვ------- ზ--–------ 18.11.2016წ. გადაურიცხა 1000 აშშ დოლარი, ხოლო 20.02.2017წ. - 400 აშშ დოლარი და 400 ლარი. (იხ. ქვითრები, ს/ფ 18-20). 4.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ქ--------- აჩვენა, რომ იგი ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება რ--------- ს-------სთან. მ--–---- პ------–-–---–- მათ გააცნო მისმა სიმამრმა, ვ------- ზ--–-------, რომელიც დაპირდათ 2000 აშშ დოლარად გერმანიიდან მანქანის ჩამოყვანას. რამდენიმე დღის შემდეგ იგი (მ------ ქ--------) ჩამოვიდა თბილისიდან, მათთან მივიდა მ--–----ი და მისმა მეუღლემ გადასცა 1000 აშშ დოლარი. ერთი კვირის შემდეგ, მ--–----იმ კიდევ ითხოვა მეორე 1000 აშშ დოლარი, რაც მისმა მეუღლემ მისცა. ნოემბრის ბოლო რიცხვებში მისმა მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ მასთან მისული იყო მ--–----ი, რომელმაც აცნობა, რომ ჩამოყვანილი ჰყავდა ავტომანქანა, თუმცა საჯარიმოზე იდგა და მის გამოსახსნელად სჭიდებოდა დამატებით 1600 აშშ დოლარი. იმ დროსათვის მათ თანხა ხელზე არ ჰქონდათ ამიტომ, მეგობრისაგან ისესხეს 600 აშშ დოლარი, ხოლო 400 აშშ დოლარი სახლში ჰქონდათ და ეს თანხა 30 ნოემბერს გადმოაგზავნა ვ-------ის სახელზე, ვინაიდან მ--–----ის არ იცნობდა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ ითხოვდა თანხას, რის გამოც კიდევ გადმორიცხა ვ-------ის ანგარიშზე თანხა, 250 ლარი კი, ხელზე მისცა მ--–----ს. მათ რა ფულიც გადმოაგზავნეს, ის მისცეს სესხის სახით და მანქანა რომ გაიყიდებოდა, დაუბრუნებდნენ უკან. ამ დროის განმავლობაში, არც მანქანა მიუყვანიათ და არც ფული მიუციათ. (იხ. მოწმის ჩვენება, 30.05.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 15:04-15:47 სთ.) 4.5. საქმეში წარმოდგენილი ვ------- ზ--–------ს გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულია, რომ მან, ა--- ზ--–------ს და მისი ნაცნობის ა---------– ღ--------- თანდასწრებით გადასცა რ----- (იგივე რ---------ი) ს-------ს 600 აშშ დოლარი. ასევე მეორედ, ა--- ზ--–------ს თანდასწრებით კიდევ გადასცა მას გარკვეული თანხა, რომლის ოდენობაც არ ახსოვს. (იხ. გამოკითხვის ოქმი, ს/ფ 72-73). 4.6. საქმეში წარმოდგენილი ა--- ზ--–------ს გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულია, რომ რ----- ს-------მ ვ------- ზ--–------ სთხოვა, რომ მისი ცოლი უგზავნიდა რ-----ს ფულს და რადგან მას პრობლემები ჰქონდა ბანკში, გარკვეული ოდენობის თანხა (ოდენობა არ იცის) გადმოარიცხინა ვ------- ზ--–------ს სახელზე. აღნიშნული თანხა ვ------- ზ--–------- მთლიანად გადასცა რამინს, თანხის გადაცემას ის და ვ------- ზ--–------ს მეგობარი-ა---------– ღ-------- ესწრებოდნენ. ეს ფაქტი რამდენიმე ხნის შემდეგ განმეორდა. ვ------- ზ--–------- თანხა უკლებლივ გადასცა რამინს. (იხ. გამოკითხვის ოქმი, ს/ფ 74-75). 4.7. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა--- ზ--–------- აჩვენა, რომ ის და მამამისი იყვნენ ერთად, კონკრეტული დრო არ ახსოვდა, სავარაუდოდ იყო ზამთარი, რადგან სიცივე იყო. მამა მივიდა და მის მეგობარს უთხრა გაჰყოლოდა, თანხა გადმომირიცხესო. მან დაინახა, რომ მამამ ბანკიდან გამოიტანა თანხა და გადასცა ამ პიროვნებას (რ--------- ს-------ს) ისე, რომ ჯიბეში არ ჩაუდევს. ეს მოხდა ორჯერ, თუმცა მისთვის უცნობი იყო რა ოდენობის თანხა იყო და არც მამისთვის არ უკითხავს. მამამ ორივეჯერ ერთი და იგივე პიროვნებას მისცა თანხა. თანხის გადახდებს შორის ინტერვალი არ ახსოვს..... მისი მეუღლე, თუ ვინმეს დაპირდა მანქანის ჩამოყვანას მისთვის უცნობია. გამოძიებაში მიცემული ჩვენება გამომძიებელმა დააწერინა, მას როგორც უთხრეს ისე დაწერა. (იხ. მოწმის ჩვენება, 30.05.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 16:08-16:22 სთ.) 4.8. საქმეში წარმოდგენილი ა---------– ღ--------- გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულია, რომ ვ------- ზ--–------ გამოვიდა ბანკიდან და იქვე მდგომ უცნობ პირს გადასცა ფულადი თანხა, თუ რა ოდენობის მისთვის უცნობია. აღნიშნულ საქმეზე სხვა დეტალები მისთვის უცნობია. (იხ. გამოკითხვის ოქმი, ს/ფ 76-77). 4.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---------– ღ--------მ აჩვენა, რომ იგი იჯდა მიკროავტობუსში. ვ------- ზ--–------ რატომ ჩავიდა არ იცის. გარეთ რომ გადასცა ჯერ ფული და შემდეგ ქაღალდი დაინახა, თუმცა რამდენი იყო არ იცის, დოლარი რომ იყო ნამდვილად იცის. რა დრო იყო ზუსტად არ ახსოვს. (იხ. მოწმის ჩვენება, 30.05.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 15:50-16:06 სთ.) 4.10. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, სს „ლ-------- ბანკი“-ში რ--------- ს-------- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით ირკვევა, რომ 2016 წლის 18 ნოემბრიდან-2017 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში, რ--------- ს------- თავისუფლად ახდენდა მისი ანგარიშიდან თანხების გატანას. (იხ.ს.ფ.111-117) სამართლებრივი დასაბუთება 4.11. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ------- ზ--–------სათვის თანხის დაკისრების ნაწილში არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და აქედან გამომდინარე, არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. სარჩელში მითითებული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატა, არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მოდავე მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე და, რომ სადავო თანხის-1400 აშშ დოლარის და 400 ლარის ვ------- ზ--–------სათვის გადაცემა მოხდა სესხის სახით. 4.12. სასესხო სამართალურთიერთობის მომწესრიგებლი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი- „ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით“-მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ სადავოდ ქცეული სასესხო ურთიერთობის დადგენისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ზეპირი ასევე, წერილობითი მტკიცებულებების სახე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერ დოკუმენტი, თუ, მოწმის სტატუსით დაკითხულ პირთა ნებისმიერი შინაარსის ჩვენება დაედოს საფუძვლად საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას. ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). 4.13. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ, მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის დასადასტურებლად მიუთითა მოწმე მ------ ქ--------- ჩვენებაზე და საქმეში წარმოდგენილ საბანკო გადარიცხვის დოკუმენტებზე, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს და საფუძვლად ვერ დაუდებს რ-------- ს-------სა და ვ------- ზ--–------ შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადასტურებას. მოსარჩელეს შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ქ--------- ერთმნიშვნელოვნად აჩვენა, რომ მისი მხრიდან, ვ------- ზ--–------ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა განკუთვნილი იყო მ--–---- პ------–-–---–-სთვის გადასაცემად, კერძოდ „საჯარიმოზე მდგომი ავტომობილების გამოსახსნელად“. ამდენად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ------- ზ--–------ თანხა სესხის სახით არ გადაცემია, არამედ გადაეგზავნა მ--–---- პ------–-–---–-სათვის გადასაცემად, რაც თავად ვ------- ზ--–------ს განმარტების თანახმად, ეს თანხა მ--–---- პ------–-–---–-სთვის არ გადაუცია. 4.14. ვინაიდან, მხარეები არ იმყოფებოდნენ სასესხო-სამართლებრივ ურთიერთობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ რ--------- ს-------სა და ვ------- ზ--–------ შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან და რომ სახეზეა კონდიქციური სარჩელი. ასეთ ვითარებაში, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. 4.15. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში შესაფასებელია, ადგილი აქვს თუ არა ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის მის დაბრუნებას. საქმეში განთავსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე რ--------- ს-------მ სადავო თანხა-1400 აშშ დოლარი და 400 ლარი, მესამე პირის (მ------ ქ--------) მეშვეობით, მიზანმიმართულად (შესრულების კონდიქცია) გადასცა მოპასუხე ვ------- ზ--–------, მ--–---- პ------–-–---–-სათვის გადასაცემად. თანხის გადაცემის მიზანი იყო მ--–---- პ------–-–---–-ს მიერ, რ--------- ს--------ათვის დაპირებული ავტომანქანის დროულად გადაცემის უზრუნველყოფა. ვინაიდან, მესამე პირის (მ--–---- პ------–-–---–-ს) ქმედებით რ--------- ს-------სა და მ--–---- პ------–-–---–- შორის ნასყიდობის თაობაზე დადებული გარიგება შეწყდა, ამასთან, ვ------- ზ--–------ სადავო თანხა მ--–---- პ------–-–---–-სთვის არ გადაუცია, პალატას მიაჩნია, რომ ვ------- ზ--–------სათვის გადაცემულ შესრულებას გამოეცალა სამართლებრივი საფუძველი და იგი ვალდებულია დაუბრუნოს მიღებული უფლებამოსილ პირს. ამდენად, ვ------- ზ--–------ს მიმართ წარდგენილი მოთხოვნა სადავო თანხის-1400 აშშ დოლარისა და 400 ლარის დაბრუნების თაობაზე, სრულად გამომდინარეობს სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან. 4.16. სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის (აპელანტი), ვ------- ზ--–------ს მითითებას იმის თობაზე, რომ მ------ ქ--------- მიერ, მის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა განხორციელდა საბანკო დაწესებულებაში რ--------- ს-------- პრობლემების გამო და, რომ ჩარიცხული თანხები იმთავითვე გადასცა რ--------- ს-------ს. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხ.), სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც შეეხება „მტკიცებულებათა დასაშვებობას“ ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონის ეს მოთხოვნა განპირობებულია მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის შინაარსით, მისი ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიული აღწერილობით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარდადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. 4.17. განსახილველ შემთხვევაში, ვ------- ზ--–-------, მ------ ქ--------- მიერ ჩარიცხული თანხების რ--------- ს-------ზე გადაცემის დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმეთა-ა--- ზ--–------სა და ა---------– ღ--------- ჩვენებები. პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მტკიცებულებაა სამოქალაქო პროცესში. მოწმის მეშვეობით დასტურდება მრავალი ფაქტი, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმის არსებითად სწორად გადაწყვეტა. მოწმეს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები: მოწმედ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც შესწევს უნარი, სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება და რომელიც არ არის იურიდიულად დაინტერესებული საქმის შედეგით. აქ მხედველობაშია ისეთი ინტერესი, რომელიც გააჩნია მოსარჩელეს და მოპასუხეს, რომლებისთვისაც საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გარკვეული სარგებლობის მოტანა. ამრიგად, მოწმის ჩვენება, ესაა სასამართლოში მოწმედ გამოძახებული და კანონით განსაზღვრული წესით დაკითხული, იურიდიულად დაინტერესებელი პირის ცნობები საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. 4.18. სააპელაციო სასამართლო, რ--------- ს--------ათვის ვ------- ზ--–------ს მიერ თანხის დაბრუნების თაობაზე მოწმე ა--- ზ--–------ს და ა---------– ღ--------- ჩვენებებს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ისინი არ ასახავენ ფაქტების ზუსტ მტკიცებას. მათი ჩვენება, მხოლოდ ზოგადი სახისაა და არ ირკვევა ვის, როდის, რა ოდენობით და რა მიზნით გადასცა თანხა ვ------- ზ--–-------. ამასთან, პალატა არასარწმუნოდ მიიჩნევს მოწმე ა--- ზ--–------ს ჩვენებას, ვინაიდან იგი წარმოადგენს მოპასუხის (აპელანტი) შვილს, შესაბამისად, საქმის განხილვის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგით პირდაპირ დაინტერესებულ პირს. 4.19. გარდა იმისა, რომ მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეთა ჩვენებები არასარწმუნოა და ვ------- ზ--–------ს მხრიდან თანხის დაბრუნების ფაქტს ვერ ადასტურებს, პალატა ასევე დამატებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებებლი დოკუმენტი. მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად, ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარეც, დაუსაბუთებელია აპელანტის მითითება, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურების თაობაზე. 4.20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებულ ნაწილში არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს, არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა შედეგობრივი თვალსაზრისით (არსებითად) სწორი გადაწყვეტილება მიიღო და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სავსებით მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის-რ--------- ს-------- მოთხოვნა, ვ------- ზ--–------სათვის გადაცემული თანხის-1400 აშშ დოლარის და 400 ლარის დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ვ------- ზ--–------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ვ------- ზ--–------ს მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-163 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ვ------- ზ--–------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე