განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3--------, 330310017002069262
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე) - თ----- ა----–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით თ----- ა----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის N-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი თ----- ა----–---–ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; იმავე გადაწყვეტილებით ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 1 აგვისტოს №-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----- ა----–---–ის ოჯახის განსახლების თაობაზე.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ს----------ის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მეწყრული მოვლენების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული მოსახლეობის მდგომარეობის ადგილზე შეფასების მიზნით შექმნილი კომისიის სამუშაოთა შედეგად დადგინდა, რომ ო-----ის თემში რიგი ოჯახები, მათ შორის თ----- ა----–---–ის ოჯახი ექვემდებარება მდგრად ადგილზე გადაყვანას.(ს.ფ. 9-17).
2.2. თ----- ა----–---–მა 2015 წლის 23 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მისი ოჯახის განსახლება მოითხოვა.
2.3. თ----- ა----–---–მა 2015 წლის 23 ივლისს შეავსო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების ფორმა, მინიჭებული აქვს I კატეგორია, ოჯახის წევრებად მითითებული არიან თ----- ა----–---–ი და ნ----- გ-------–ია. განაცხადის შეფასებისას ოჯახის პრიორიტეტული ქულა განისაზღვრა 6 ქულით.(ს.ფ. 58-61).
2.4. გადამოწმების ოქმის თანახმად, 2017 წლის 24 აპრილს გადამოწმდა თ----- ა----–---–ის საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა ს----------ის რაიონის სოფელ ო-----ში და მოძიებულ იქნა განმცხადებლის თაობაზე ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა და მეზობლის მონაწილეობით.
2.5. თ----- ა----–---–ი ამჟამად არის მუდმივად მწოლიარე, ცხოვრობს შვილთან, მ----ა გ-------–იასთან, მისამართზე, თ---–--------–-------------------------------------ში. აღნიშნულ ბინაში ასევე ცხოვრობენ მ----ა გ-------–ია, დ------ი გ-------–ია, ლ----ი გ-------–ია, ნ-------- გ-------–ია, ნ----- გ-------–ია, ვ--–---ი კ--–---------ე, ნ--- გ-------–ია.
2.6. თბილისი, გ-–--------------------------- ბინა 2008 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა მ----ა გ-------–იას საკუთრებად, 2017 წლის 11 ივლისის მდგომარეობით ნ-------- გ-------–იას საკუთრებად, ხოლო 2017 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით - ლ-----ა ღ------–-----ის საკუთრებად.(ს.ფ. 62-68, 93-97).
2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შექმნილი ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის’’ მიერ 2017 წლის 24 მაისს დადგინდა, რომ თ----- ა----–---–ი ამჟამად ცხოვრობს შვილთან, რომელსაც აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
2.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2----–-–----------------------------- აქტით თ----- ა----–---–ს ეცნობა, რომ მისი ოჯახი ამ ეტაპზე არ საჭიროებდა განსახლებას ალტერნატიული ფართის გამო.(ს.ფ. 57, 98-112).
2.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 1 აგვისტოს №-------------- გადაწყვეტილებით თ----- ა----–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.(ს.ფ. 18-20).
3. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის №1 დანართის პირველი, მე-2, მე-11 მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 , 96-ე, 178-ე, 185-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-23-ე, 32-34-ე მუხლებით.
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ თ----- ა----–---–ი ამჟამად არის მუდმივად მწოლიარე, ცხოვრობს შვილთან, მ----ა გ-------–იასთან მისამართზე, თბილისი, გ-–--------------------------------ში. აღნიშნულ ბინაში ასევე ცხოვრობენ მ----ა გ-------–ია, დ------ი გ-------–ია, ლ----ი გ-------–ია, ნ-------- გ-------–ია, ნ----- გ-------–ია, ვ--–---ი კ--–---------ე, ნ--- გ-------–ია. თბილისი, გ-–--------------------------- ბინა 2008 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა მ----ა გ-------–იას საკუთრებად, 2017 წლის 11 ივლისის მდგომარეობით ნ-------- გ-------–იას საკუთრებად, ხოლო 2017 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით - ლ-----ა ღ------–-----ის საკუთრებად. გარდა ამისა, თ----- ა----–---–ის საცხოვრებლის გადამოწმებისას ეჭვქვეშ არ დამდგარა მის საკუთრებაში არსებული სახლის დაზიანების კატეგორია.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, გარდა სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებისა, უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
4.3. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებულ სახლში საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო უწევს სხვა ოჯახის საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრება, არ გამორიცხავს მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას; მითუმეტეს იმ პირობებში, როცა საცხოვრებელ ფართში, სამ ოთახიან ბინაში მის გარდა ცხოვრობს კიდევ შვიდი ადამიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის N-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----- ა----–---–ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
4.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან უკანონოდ იქნა მიჩნეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის’’ 2017 წლის 15 ივნისის N-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 1 აგვისტოს №-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ამიტომ უნდა დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----- ა----–---–ის ოჯახის განსახლების თაობაზე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:
5.1. აპელანტის მითითებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის“ შესაბამისად; რომელიც ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მათი განხილვის წესს. აღნიშნული წესის შესაბამისად რეგულირდება ასევე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული ამგვარი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და განმცხადებლის ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით. შეფასების შედეგად თითოეულ ოჯახს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ იმ ოჯახს, რომელიც სხვა ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
5.2. ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის“ მე-2 მუხლის 11 პუნქტის თანახმად „ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.” მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დროს, გამოვლინდა, რომ განმცხადებელი - თ----- ა----–---–ი ბოლო ორი წელია მუდმივად ცხოვრობს და შეუზღუდავად სარგებლობს ქ-------–--–-----–--------------------------–---------------------ით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საუძველზე სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ განეხილა ნ-----–ა ა----–---–ის ოჯახის განაცხადი. მისი განაცხადი განხილულ იქნება იმ ეტაპზე, როდესაც განხორციელდება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული იმ ოჯახების განსახლებისა და საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის საკითხი, რომელთაც ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ არც საკუთრებასა და არც შეუზღუდავ სარგებლობაში.
5.3. სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად - თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და ახსნილი არ არის, სადავოდ გამხდარი აქტი (ან მისი ნაწილი) მოსარჩელის რომელ კანონიერ უფლებას ან ინტერესს აყენებს უშუალო ზიანს ან მის რომელ უფლებას ზღუდავს უკანონოდ.
5.4. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი,მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებით, ასევე 96-ე მუხლით. აპელანტი მიუთითებს, თ----- ა----–---–ის თაობაზე სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან და ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ მასში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაცული წარმოების დროს. შესაბამისად მითითება, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი - არ შეესაბამება რეალობას.
5.5. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, მოსარჩელესთან მიმართებით ადმინისტრაციული წარმოების დროს სამინისტროს მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სააპელაციო პალატა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
7.1. ს----------ის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მეწყრული მოვლენების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული მოსახლეობის მდგომარეობის ადგილზე შეფასების მიზნით შექმნილი კომისიის სამუშაოთა შედეგად დადგინდა, რომ ო-----ის თემში რიგი ოჯახები, მათ შორის თ----- ა----–---–ის ოჯახი ექვემდებარება მდგრად ადგილზე გადაყვანას.(ს.ფ. 9-17).
7.2. თ----- ა----–---–მა 2015 წლის 23 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მისი ოჯახის განსახლება მოითხოვა.
7.3. თ----- ა----–---–მა 2015 წლის 23 ივლისს შეავსო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების ფორმა, მინიჭებული აქვს I კატეგორია, ოჯახის წევრებად მითითებული არიან თ----- ა----–---–ი და ნ----- გ-------–ია. განაცხადის შეფასებისას ოჯახის პრიორიტეტული ქულა განისაზღვრა 6 ქულით.(ს.ფ. 58-61).
7.4. გადამოწმების ოქმის თანახმად, 2017 წლის 24 აპრილს გადამოწმდა თ----- ა----–---–ის საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა ს----------ის რაიონის სოფელ ო-----ში და მოძიებულ იქნა განმცხადებლის თაობაზე ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა და მეზობლის მონაწილეობით. (ს.ფ 62-68)
7.5. თ----- ა----–---–ი ამჟამად არის მუდმივად მწოლიარე, ცხოვრობს შვილთან, მ----ა გ-------–იასთან, მისამართზე, თ---–--------–-------------------------------------ში. აღნიშნულ ბინაში ასევე ცხოვრობენ მ----ა გ-------–ია, დ------ი გ-------–ია, ლ----ი გ-------–ია, ნ-------- გ-------–ია, ნ----- გ-------–ია, ვ--–---ი კ--–---------ე, ნ--- გ-------–ია.
7.6. თბილისი, გ-–--------------------------- ბინა 2008 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა მ----ა გ-------–იას საკუთრებად, 2017 წლის 11 ივლისის მდგომარეობით ნ-------- გ-------–იას საკუთრებად, ხოლო 2017 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით - ლ-----ა ღ------–-----ის საკუთრებად.(ს.ფ. 93-97).
7.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შექმნილი ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის’’ მიერ 2017 წლის 24 მაისს დადგინდა, რომ თ----- ა----–---–ი ამჟამად ცხოვრობს შვილთან, რომელსაც აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. (ს.ფ 98-112).
7.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2----–-–----------------------------- აქტით თ----- ა----–---–ს ეცნობა, რომ მისი ოჯახი ამ ეტაპზე არ საჭიროებდა განსახლებას ალტერნატიული ფართის გამო.(ს.ფ. 57).
7.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 1 აგვისტოს №-------------- გადაწყვეტილებით თ----- ა----–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.(ს.ფ. 18-20).
7.10. თ----- ა----–---–ი ამჟამად არის მუდმივად მწოლიარე, ცხოვრობს შვილთან, მ----ა გ-------–იასთან მისამართზე, თბილისი, გ-–--------------------------------ში. აღნიშნულ ბინაში ასევე ცხოვრობენ მ----ა გ-------–ია, დ------ი გ-------–ია, ლ----ი გ-------–ია, ნ-------- გ-------–ია, ნ----- გ-------–ია, ვ--–---ი კ--–---------ე, ნ--- გ-------–ია. თბილისი, გ-–--------------------------- ბინა 2008 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა მ----ა გ-------–იას საკუთრებად, 2017 წლის 11 ივლისის მდგომარეობით ნ-------- გ-------–იას საკუთრებად, ხოლო 2017 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით - ლ-----ა ღ------–-----ის საკუთრებად. გარდა ამისა, თ----- ა----–---–ის საცხოვრებლის გადამოწმებისას ეჭვქვეშ არ დამდგარა მის საკუთრებაში არსებული სახლის დაზიანების კატეგორია.
8.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული "სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის" №1 დანართით დამტკიცებულია "სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა". აღნიშნული დანართის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში –ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ეკომიგრანტი ოჯახი კი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
8.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, იმავე დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია). იმავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. იმავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით.იმ შემთხვევაში,თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8.3 სააპელაციო პალატა მიუთითებს იმავე მუხლის მე-15-16 პუნქტებზე; რომელთა თანახმად, ამ მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, გადამოწმების შედეგები წარედგინება კომისიას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ავალებს დეპარტამენტს დააკორექტიროს ეკომიგრანტი ოჯახის წინასწარი შეფასების შედეგი. კომისია ახორციელებს, გამსვლელი ქულის მქონე განაცხადებიდან შერჩევითი წესით და დეპარტამენტიდან ან/და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მაღალი რისკის მქონე (მაგალითად, თუ განაცხადის დაკმაყოფილების საკითხის განხილვისას, მონიტორინგის ჯგუფის მიერ ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანების ან/და მის საკარმიდამო ნაკვეთში არსებული მდგომარეობა არსებითად არ შეესაბამება მინიჭებულ დაზიანების კატეგორიას, აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ფოტომასალითა და მონიტორინგის ოქმით) განაცხადების გადაგზავნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებისათვის გეოლოგიური დასკვნის მიღების მიზნით. მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული საბოლოო შეფასების გათვალისწინებით, კომისია კრიტერიუმების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს. კომისიის გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება სხდომის ოქმით.
8.4. სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებულ სახლში საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო უწევს სხვა ოჯახის საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრება, არ გამორიცხავს მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას; მით უმეტეს იმ პირობებში, რომ მის ამჟამად საცხოვრებელ ფართში, სამ ოთახიან ბინაში მის გარდა ცხოვრობს კიდევ შვიდი ადამიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის N-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----- ა----–---–ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე სწორად ცნო ბათილად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 1 აგვისტოს №-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ----- ა----–---–ის ოჯახის განსახლების შესახებ.
9.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას მოპასუხეს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით აპელანტის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა მოცემულ ადმინისტრაციულ N 3-------- საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
9.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აღნიშნული განაპირობებს წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოპასუხის შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც უნდა დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - საჯარო სამართლის იურიდიული პირს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----- ა----–---–ის ოჯახის განსახლების თაობაზე.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დაკმაყოფილდეს თ----- ა----–---–ის სარჩელი;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის N-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი თ----- ა----–---–ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 1 აგვისტოს №-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
6. დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----- ა----–---–ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე;
7. მოსარჩელე - თ----- ა----–---–ს დაუბრუნდეს სს თიბისი ბანკში 31.08.2017 წელს მის
მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. საგადახდო დავალება №0, ხაზინის
ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი; ბ------------
- T--------------------------------------
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
მოსამართლე მარიამ ცისკაძე