განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119002969411
საქმე №1ბ/1976-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ბესიკ ბუგიანიშვილი
მანუჩარ კაპანაძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მ------–---------
ადვოკატის: ს---------–----
მსჯავრდებულის: ზ------------–--- მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ------------–--- ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---------–---- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------------–--- მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–-------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, ზ------------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ------------–--- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ-------------–--- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 7 მარტიდან.
ზ------------–--- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით, ზ------------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, ზ------------–--- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 6 (ექვსი) თვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით, ზ------------–--- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინებით გაგრძელდა 6 (ექვსი) თვით, დამატებით გაგრძელდა 6(ექვსი)თვით.
2019 წლის 6 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ-------–--–-------------–------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, ძარცვისთვის ნასამართლევი, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ზ------------–-- და ბასრი საგნით შეიარაღებული, გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ რ--–------–--------- შედეგად, ამ უკანასკნელს, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს 50(ორმოცდაათი)ლარის ოდენობით ფულადი თანხა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ------------–--- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივად ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულის ჩვენება, რომელიც მინიმუმ მასში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლეოდა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა პირდაპირ მიუთითა პოლიციელებს ზ------------–--ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, არ მოხდა მისი ადგილზე დაკავება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მსჯავრდებულის ყაჩაღობაში მონაწილეობის ვერსია თავად პოლიციელებმა შექმნეს.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის მთლიანად აგებულია ვარაუდებზე და არსებით წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ზ------------–--ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა რ--–------–--------- განაცხადა, რომ არის ი------–-- მოქალაქე და სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 2019 წლის 6 მარტს, საღამოს 9 საათზე ბრუნდებოდა სასწავლებლიდან სახლში, რომელიც მდებარეობს ტ--------–-- ქუჩაზე, როდესაც სადარბაზოში შევიდა, იქ დახვდა ორი მამაკაცი, ერთი ახალგაზრდა, ხოლო მეორე იყო ზ------------–--. რ--–------–--------- გამოიძახა ლიფტი, სადაც ორივე მამაკაცი დაემგზავრა. ლიფტში მგზავრობისას ახალგაზრდა მამაკაცმა ამოიღო დანა და ყელზე მიადო, ხოლო მეორე მამაკაცმა, რომელიც იყო ძლიერ ნასვამი, დაუკავა ხელები, რომ არ შეწინააღმდეგებოდა თავდამსხმელს, ამ დროს რ--–------–--------- დანით მიიღო ხელზე დაზიანება. ახალგაზრდა ელაპარაკებოდა ინგლისურად და ეუბნებოდა, თუ რამე თანხა ჰქონდა, ამოეღო და გადაეცა, დაზარალებულ რ--–------–--------- შეეშინდა და ახალგაზრდა თავდამსხმელს გადასცა 50 ლარი, რის შემდეგ ლიფტის კარის გაღების მომენტში ხელი ჰკრა ერთ-ერთ თავდამსხმელს და სადარბაზოში გაიქცა. დაზარალებულის განმარტებით, მან გამოიძახა პოლიცია, რომელთა მოსვლის შემდეგ ჩავიდა კორპუსის ეზოში, სადაც დაინახა იქვე მჯდომი ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც იყო ზ------------–--. მან პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა ზ------------–--ზე, რის შემდეგაც, როგორც ზ------------–--, ასევე თავად რ--–------–-------- პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
პალატა ხაზს უსვამ იმ გარემოებასაც, რომ დაზარალებულს არ გააჩნდა არავითარი მოტივი ზ------------–---ათვის უსაფუძვლოდ დაებრალებინა დანაშაულის ჩადენა.
2019 წლის 2 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ა-–------------–----- პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრის, ნაჭდევის და სისხლნაჟღენთის სახით. ნაჭდევის სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ---–--------------–---–---
დაზარალებულის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ვ-–----------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში. 2019 წლის 6 მარტს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მეწყვილესთან ი-----–--------------- ერთად. 112-დან მიიღეს შეტყობინება ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. მისი ეკიპაჟი მივიდა შემთხვევის ადგილზე, მდებარე ტ--------–-- ქ----- სადაც დახვდათ ი------–-- მოქალაქე რ--–------–--------, რომელიც საუბრობდა ინგლისურ ენაზე. ი------–-- მოქალაქეს ესაუბრა ი-----–----------- რომელმაც მიუთითა, რომ იქვე მჯდომმა მამაკაცმა დააყაჩაღა. ვ-–---------–---–- მივიდა ჩამუხლულ მამაკაცთან, რომლის ვინაობის დადგენისას იგი აღმოჩნდა ზ------------–--. ვ-–---------–---–-ს განმარტებით, ზ------------–-- იყო ძლიერ ნასვამი. ვ-–---------–---–-ს და ი-----–----------- მიერ გამოძახებულ იქნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მოსვლის შემდეგ როგორც ი------–-- მოქალაქე, ასევე ზ------------–-- გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა პატრული-ინსპექტორმა მოწმე ი-----–------------ რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ ფლობს სასაუბრო დონეზე ინგლისურ ენას. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ ი-----–---------- ინგლისურად ესაუბრა დაზარალებულ რ--–------–---------, რომელიც უთითებდა, რომ იქვე მყოფმა პირმა (ზ------------–--მ) თანამზრახველთან ერთად დანის მუქარით წაართვა 50 ლარი. მოწმის განმარტებით, დაზარალებულ რ--–------–--------- ხელზე აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით, ხოლო ზ------------–-- იყო ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმეებმა: თ-----------–---–------------------–--–-–---–---
- პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა შპს „--–------- ფარმაცევტული ობიექტიდან და „ი-------–---------–-----–--–---–-–---–--- მარკეტის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩადენის მომენტამდე ზ------------–-- შემთხვევის ადგილის მიმდებარედ რამდენიმე ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ფიქსირდება; შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს არც ზ------------–-- უარყოფს; ამასთან, აღნიშნული ჩანაწერები, ზ------------–--- ჩვენებისგან განსხვავებით, უტყუარად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ დანაშაულის ჩადენამდე ზ------------–--- კომუნიკაცია ჰქონდა ახალგაზრდა მამაკაცთან, რომლის აღწერილობა თანხვედრაშია დაზარალებულის მიერ აღწერილ მეორე თავდამსხმელთან.
- პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად არ არსებობდა ზ------------–--- დაკავების საფუძველი და პოლიციელებმა სწორედ ამიტომ არ დააკავეს ის შემთხვევის ადგილზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებულიც და ზ------------–--ც ერთად გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული ვერ ფლობდა ქართულ ენას, პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს ე-------–- ენის თარჯიმანი, რომლის მონაწილეობითაც დაზარალებულმა მიუთითა ზ------------–--ზე, როგორც ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთ პირზე. სწორედ თარჯიმნის მეშვეობით, დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდა ზ------------–--- დაკავება.
აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული ოქმებით და მოწმე კ--------------–----–-- ჩვენებით.
- აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საფუძვლად არ უნდა დაედო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ვინაიდან ის კანონის არსებითი დარღვევით იქნა მოპოვებული, ვინაიდან დისკის დალუქვას არ ესწრებოდა მოწმე ნინო გუგუშვილი, რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე.
სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩინების საფუძველზე, 2019 წლის 19 აპრილს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, შპს „--–------ ფარმაცევტული ობიექტიდან გამოთხოვილი იქნა ამავე ობიექტის გარესათვალთვალო კამერის ჩანაწერები. ფარმაცევტ ნ-----------–---–-- მიერ აღნიშნული ჩანაწერები წარმოდგენილი იქნა დისკზე, რომელიც დაილუქა, რაზეც გაკეთდა დალუქვაში მონაწილე პირების ხელმოწერები.
პიერველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნ-----------–---–-- დაადასტურა აღნიშნული ოქმის ავთენტურობა და მასზე მისი ხელის მოწერის ფაქტი. მანვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ დისკის კონვერტში მოთავსება და დალუქვა ნამდვილად მოხდა, თუმცა ლუქზე მოაწერა ხელი თუ არა, არ ახსოვს. თუმცა მას შემდეგ, რაც მას წარედგინა დალუქული კონვერტი განაცხადა, რომ ხელის მოწერა მის მიერ იყო შესრულებული (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 22.07.19; 11:43:23).
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ გამოძიების მიერ ვიდეოჩანაწერის მოპოვებისას კანონი არ დარღვეულა და აღნიშნული ჩანაწერის, როგორც მტკიცებულებად არგამოყენების საფუძველი, არ არსებობს.
პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ უზრუნველყოფილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ზ------------–--მ ჩაიდინაა - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზ------------–--- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ზ-------------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ-------------–--- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9(ცხრა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ზ--------------–--- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 7 მარტიდან.
5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზ------------–--- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
შპს „--–--------- გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი DVD დისკზე, მეწარმე მ--–-----–--–---–-–---–-- მარკეტიდან გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ბ. ბუგიანიშვილი
მ. კაპანაძე