განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
190100119002926201
ინსტანცია
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N190100119002926201, №1/ბ-55-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ---------–------ა.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ხ------- ა--------ა, დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------–-----------–--------------–-----------;

 

ადვოკატი - დ----- ა-----ე.

 

თარჯიმანი - ა---------–---------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).

 

სასჯელი:

 

9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ხ------- ა--------ას უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა ხ------- ა--------ას ბრალეულობას;

▪ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და არასანდო, რაც საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს;

▪ ჩვენების მიცემისას შ------- ნ-–--–-–---–მა დეტალურად გაიხსენა სისხლის სამართლის საქმის ნომერი, განჩინების თარიღი და სხვა დეტალები, თუმცა ვერ გაიხსენა ვინ მიაწოდა ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ, ვინ გამოიძახა თარჯიმანი და ბრალდებულის დაკავების ზუსტი ადგილი. მოწმის ჩვენებით, გარდაბნის სამმართველომ ხ------- ა--------ას შესახებ ინფორმაცია მიიღო დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, რაც წინააღმდეგობაშია მოწმე ს------- კ--–--ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ ხ------- ა--------ას დადგენის და დაკავების მიზნით გარდაბნის შს სამმართველო ოპერატიულ ღონისძიებებს არ ატარებდა;

▪ მოწმე ქ------- ს-----–--ე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა არა როგორც დამოუკიდებელი პირი - თარჯიმანი, არამედ როგორც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი. აღნიშნული კი წარმოადგენს საპროცესო ნორმათა დარღვევას;

▪ ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ გამომძიებელი ბრმად ენდო პატაკის შემდგენ პირს და ყოველგვარი გადამოწმების გარეშე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, მაშინ, როდესაც არ დადასტურდა პატაკში მითითებული ინფორმაციის ნაწილი, კერძოდ, ხ------- ა--------ა არ აღმოჩნდა გამსაღებელი და მის სახლში არ ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება;

▪ საქმის მასალების მიხედვით დადგენილი არ არის, რატომ დაიქვემდებარა გამომძიებელმა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არ განეკუთვნებოდა მის სამოქმედო ტერიტორიას. ასევე არ დადგენილა მოწმეთა დაკითხვები რატომ არ აწარმოა გარდაბნის სამმართველოში ღონისძიებიდან 15-20 წუთში მისულმა საქმის ძირითადმა გამომძიებელმა;

▪ 2019 წლის 23 თებერვალს აღებული სასამართლო განჩინების შესრულება მოხდა 2019 წლის 01 მარტს, ანუ განჩინების გაცემიდან 5 დღეში, ისე, რომ გამოძიებას ოპერატიული ინფორმაციაც კი არ ჰქონდა, რომ იმ მომენტში ხ------- ა--------ას თან ექნებოდა ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ პირადი ჩხრეკა ჩატარდა 1 მარტს და არა სხვა დღეს, ბადებს ეჭვს გამოძიების მხრიდან ხ------- ა--------ას მიმართ არსებული ინტერესის შესახებ;

▪ მოწმე ნ------ გ-------ას გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, მას თარჯიმნობას უწევდა გარდაბნის სამმართველოს თანამშრომელი, პოლიციელი ქ------- ს-----–--ე, რომელმაც შესაძლებელია შეგნებულად არასწორად უთარგმნა მას ოქმი;

▪ დადგენილი არ არის, რატომ აღმოჩნდნენ ნ------ გ-------ა და ხ------- ა--------ა დაკავების ადგილზე, ასევე არ დადგენილა ნ------ გ-------ამ ხომ არ ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან და ხ------- ა--------ას დაკავების მიზნით ხომ არ განახორციელა დანაშაულის პროვოცირება. საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ნ------ გ-------ასთვის გამომძიებელს კითხვები დასმული არ აქვს, ხოლო მიუხედავად მოწმის 2-ჯერ სასამართლოში გამოცხადებისა, პროკურორმა ის არ დაკითხა, ხოლო მოგვიანებით ჩვენება საჯაროდ წაიკითხა იმ მოტივით, რომ მისი წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა ამოწურა;

▪ ნ------ გ-------ას ჩვენების ხ------- ა--------ას ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის შემთხვევაში დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციით და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით განიხილა მოწმის დეპონირებული ჩვენების გამოქვეყნებისა და მისი მსჯავრდებისთვის გამოყენების საკითხი, რა დროსაც მოიშველია ევროპული სასამართლოს დასკვნა, რომ „მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება“. უზენაესი სასამართლოს განმარტებით ამგვარი მტკიცებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკმარისად სანდოა. ნ------ გ-------ას ჩვენება კი არ არის სანდო და სრული;

▪ ექსპერტიზის №--------------- დასკვნით, ექსპერტიზა ჩატარდა ბრალდების მხარის მხარის მიერ წარდგენილ ნივთიერებაზე, თუმცა აღნიშნული არ გამოდგება ნარკოტიკული საშუალების მოპოვების კანონიერების დასადასტურებლად და ამოღებული ნივთიერების შესაძლო გამოცვლის უარსაყოფად;

▪ ხ------- ა--------ამ განმარტა, რომ 2019 წლის 01 მარტს იგი ნ------ გ-------ას გაჰყვა გარდაბანში არსებულ საავადმყოფოში, რა დროსაც მას ნარკოტიკული საშუალება თან არ ჰქონდა. გარდაბანში, ა----–-----–ის ქუჩაზე იგი შეაჩერეს პოლიციის თანამშრომელმა მამაკაცებმა, ჩასვეს ავტომანქანაში და უთხრეს, რომ დააპატიმრებდნენ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. რამდენიმე წუთი ალოდინეს მანქანაში, შემდეგ მივიდნენ პოლიციელი ქალები, რომლებმაც ჩხრეკის და უფლებების განმარტების გარეშე გადაიყვანეს გარდაბნის პოლიციის სამმართველოში, სადაც შეადგინეს მისთვის გაურკვეველი დოკუმენტაცია, რაზეც მან ხელი არ მოაწერა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

ბრალდების მხარის მოთხოვნა - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ხ------- ა--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით ხ------- ა--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

ხ------- ა--------ამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული ჯარიმა გადაიხადა 2018 წლის 25 ივნისს.

 

2019 წლის 1 მარტს, 11:50 საათზე, ხ------- ა--------ა ქალაქ გარდაბანში, დ----- ა----–-----–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 5.8204 გრამ ჰეროინს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ხ------- ა--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ხ------- ა--------ას, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ხ------- ა--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 მარტიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელ ი-----–- გ---–--ას პატაკი, რომლის თანახმად, ხ------- ა--------ა სისტემატურად ეწევა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებას და როგორც პირადად, ასევე მისსავე საცხოვრებელ მისამართებზე, უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას.

 

საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებლმა, მოწმე ი-----–- გ---–--ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ფ-------–აში მცხოვრები ხ------- ა--------ას შესახებ, რომელიც ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღებას, ამასთან, საცხოვრებელ სახლში და პირადად ინახავდა და ატარებდა ნარკოტიკულ საშუალებას. მან აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ს------ შ--------ემ განმარტა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ხ------- ა--------ა ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღებას. ამავე ინფორმაციით ირკვეოდა, რომ შესაძლებელი იყო ნარკოტიკული საშუალება შენახული ჰქონოდა საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის საფუძველზე, 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყო გამოძიება. სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებით მოიპოვეს ნებართვა ხ------- ა--------ას პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩატარების შესახებ. მათ დაიწყეს ხ------- ა--------ას პიროვნების და გადაადგილების არეალის შესწავლა და სურდათ ენახათ პირი, რომელიც მისგან იძენდა ნარკოტიკულ საშუალებებს. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ხ------- ა--------ა ხშირად გადაადგილდებოდა გარდაბანში, ამიტომ მან დაურეკა გამომძიებელ შ------- ნ-–--–-–---–ს და უთხრა, რომ შესაძლებელი იყო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიეღოთ მათ. ვინაიდან ვერ დაადგინეს პირი, რომელიც ხ------- ა--------ასგან იძენდა ნაროტიკულ საშუალებას, გადაწყდა, ჩაეტარებინათ ხ------- ა--------ას პირადი ჩხრეკა, რაც დაევალათ იმავე სქესის პოლიციის თანამშრომლებს.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 1 მარტს, 11:50 საათიდან 12:05 საათამდე პერიოდში, ქ.გარდაბანში, დ----- ა----–-----–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 თებერვლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა ხ------- ა--------ას პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, ჟაკეტის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ყვითელი ფერის პოლიეთილენის პარკში შეფუთული ნივთიერება. ასევეე ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ოქმში მითითებულია, რომ პირადი ჩხრეკის ოქმის შინაარსი ხ------- ა--------ას, მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე, უთარგმნა თარჯიმანმა ქ------- ს-----–--ემ. პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირი ხ------- ა--------ას გარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამომძიებლის მიერ შენიშვნის სახით გაკეთებულია მინაწერი: „ხ------- ა--------ამ გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე და მას გადაეცა მისი პირადი ჩხრეკის ოქმის ასლი“.

 

მოწმე შ------- ნ-–--–-–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 23 თებერვალს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიგეგმა ხ------- ა--------ას მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მას შეატყობინეს, რომ ხ------- ა--------ა გადაადგილდებოდა გარდაბანში, ა----–-----–ის ქუჩაზე. ხ------- იმყოფებოდა ქალბატონთან ერთად. მათ შეაჩერეს იგი და გააცნეს სასამართლოს განჩინება პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რასაც ხ------- ა--------ამ არ მოაწერა ხელი. აღნიშნულის შემდეგ ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,,ო----------ის“ გვერდით მდგარი კორპუსის წინ ჩატარდა ხ------- ა--------ას პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ჟაკეტის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი მცირე ზომის შეკვრა და ორი ცალი მობილური ტელეფონი. ხ------- ა--------ას მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამოღების შემდეგ ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, თუმცა მასზე ხელმოწერაზე ხ------- ა--------ამ განაცხადა უარი. მოწმის განმარტებით, ხ------- ა--------ასთან საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა აზერბაიჯანული ენის მცოდნე თარჯიმნის მონაწილეობით, თუმცა ადგილზე გასვლამდე თარჯიმანი იმყოფებოდა განყოფილებაში თუ შემდეგ დაიბარეს, არ ახსოვს. ქალბატონი, რომელიც ახლდა ხ------- ა--------ას, იდგა მოშორებით.

 

ჩვენების მიცემისას მოწმე თ----------------მა განმარტა, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი გამომძიებლის - ს------ შ--------ისგან, გარდაბნის სამმართველოში მიიღეს დავალება იმის შესახებ, რომ ხ------- ა--------ა ხშირად გადაადგილდებოდა ქ.გარდაბანში, რის გამოც შესაძლებელი იყო საჭირო გამხდარიყო მათი დახმარება. 2019 წლის 1 მარტს მიღებული ინფორმაციის თანახმად, ხ------- ა--------ა გადაადგილდებოდა გარდაბანში. აღნიშნულის გამო, გამომძიებლებთან და თარჯიმანთან ერთად გავიდა ორი ავტომანქანით. ადგილზე მისვლისას დაინახეს, რომ ხ------- ა--------ა მეგობარ გოგონასთან ერთად გადაადგილდებოდა ტროტუარზე. მათ ხ------- ა--------ა შეაჩერეს მაღაზია „ო----------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და წარუდგინეს განჩინება პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რომლის ხელმწერაზეც ხ------- ა--------ამ განაცხადა უარი. აღნიშნულის შემდეგ, ჩატარდა ხ------- ა--------ას პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი თავმოკრული ნივთიერება.

 

მოწმე ს------- კ--–--ის ჩვენებით, შემთხვევის დღეს, ხ------- ა--------ა მეგობარ გოგონასთან ერთად გადაადგილდებოდა გარდაბანში, ა----–-----–ის ქუჩაზე. მან მონაწილეობა მიიღო გარდაბანში, ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,,ო----------ის“ წინ ხ------- ა--------ასთან ჩატარებულ პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამ უკანასკნელის წინა მარჯვენა ჯიბიდან თ----- ა--------–---–ის მიერ ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.

 

მოწმე თ----- ა--------–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 1 მარტს, ის და მისი თანამშრომლები, პირადი ჩხრეკის ჩასატარებლად, ორი ავტომანქანით გავიდნენ ქ.გარდაბანში, ა----–-----–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილდებოდა ხ------- ა--------ა მეგობართან ერთად. თ----------------მა ხ------- ა--------ას გააცნო განჩინება პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. მათ ხ------- ა--------ა გაიყვანეს მოშორებით, კერძოდ, მაღაზიის კედლის გვერდით და იქვე მდგარ შენობას შორის, სადაც ჩატარდა ამ უკნასკნელის პირადი ჩხრეკა. ხ------- ა--------ას მეგობარი პირად ჩხრეკას არ ესწრებოდა, იდგა მშვიდად და არ უშლიდა ხელს, თუმცა არ იცის, უყურებდა თუ არა ის მათ.

 

მოწმე ქ------- ს-----–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია გარდაბნის რაიონულ სამმართველოში, მუშაობს სტანდარტული გრაფიკით და ძირითადად იმყოფება სამმართველოში. 2019 წლის 1 მარტს, დაახლოებით თორმეტის ნახევარზე, სამმართველოში ყოფნისას, გამომძიებელმა თ----------------მა უთხრა, რომ უნდა გასულიყვნენ საქმეზე, კერძოდ, გარდაბანში, ა----–-----–ის N4-თან, სადაც დასაკავებელი იყო ხ------- ა--------ა. აღნიშნულიდან დაახლოებით 5-6 წუთში შეიკრიბა ჯგუფი. ჯგუფის წევრები, გარდა შ------- ნ-–--–-–---–ისა, იყვნენ სამმართველოში. მას შემდეგ, რაც შ------- მივიდა სამმართველოში, იგი თ----------------ის მანქანით გავიდა დაკავების ადგილზე, ხოლო შ------- ნ-–--–-–---–ი, თ------ და ს------- კ--–--ე გავიდნენ სხვა ავტომანქანით. გზად მას თ----------------მა მისცა განჩინება, რომელიც უნდა ეთარგმნა ხ------- ა--------ასთვის. ა----–-----–------------ში მდებარე სუპერმარკეტსა და მის გვერდით მდებარე მაღაზიას შორის შენიშნეს ხ------- ა--------ა და მისი მეგობარი გოგონა. მათ შეაჩერეს ხ------- ა--------ა და მაღაზია ,,ო----------ის“ ტროტუარიდან გაწიეს ოდნავ გვერდით კედლისკენ. მან ქალბატონს წაუკითხა და უთარგმნა განჩინება, რის შემდეგაც დაიწყეს მისი ჩხრეკა, რა დროსაც ხ------- ა--------ას არაფერი უთქვამს, იყო ჩუმად. პირადი ჩხრეკისას თ------მ ხ------- ა--------ას ჯიბიდან ამოიღო ტელეფონები, ხოლო ჟაკეტის ჯიბიდან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. ჩხრეკის ოქმი თ----------------ის მიერ შედგენილ იქნა ადგილზე. აღნიშნულის შემდეგ დააკავეს ხ------- ა--------ა, რომელიც გადაიყვანეს სამმართველოში. მან ხ------- ა--------ას სიტყვა-სიტყვით უთარგმნა განჩინება, ჩხრეკის და დაკავების ოქმები და გამომძიებლის საუბარი. ადგილზე დამხმარე ძალა არ ყოფილა, მას არ დაუნახავს, მხოლოდ მის მიერ დასახელებული პირები იყვნენ ხ------- ა--------ას დასაკავებლად მისულნი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 2 მარტის ექსპერტიზის N--------------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 9,31 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 5,8204 გრამს.

 

2019 წლის 20 მარტს პენიტენციური დაწესებულების N5 დაწესებულებაში ხ------- ა--------ასგან, ადვოკატ ვ----–----------ის, თარჯიმან რ----–------------ასა და ექსპერტ ზ---------------–---–ის მონაწილეობით, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში ორ ბიოლოგიურ ჩხირზე. ნიმუშის აღების ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი, მათ შორის ხ------- ა--------ა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 ივნისის ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში წარწერით: „შესაფუთი მასალა“ მოთავსებულ პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ხ------- ა--------ას.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ნ--------–----ემ და დამატებით განმარტა, რომ თავდაპირველად ხდება საკვლევი ნიმუშის გამოკვლევა და შემდეგ შედარება. მათთან წარდგენილი პაკეტები იყო დალუქული, შესადარებლად კი წარდგენილი იყო ხ------- ა--------ას ნერწყვის ნიმუში. ექსპერტების მიერ კვალის წარმოშობის დადგენა არ ხდება, ხოლო შერეული პროფილის არსებობა აისახება დასკვნაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული მოწმე ნ------ გ-------ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ხ------- ა--------ასთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. 2019 წლის 1 მარტს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, მასთან ახლად ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა ხ------- ა--------ა, რომელსაც გაჰყვა გაჩერებამდე გასაცილებლად. ქ.გარდაბანი, დ----- ა----–-----–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ისინი გააჩერეს პოლიციის ფორმიანმა ქალბატონებმა, წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები, თარჯიმნის მეშვეობით აუხსნეს, რომ იყვნენ შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და მოთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების წარდგენა. მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა თან, ამიტომ ზეპირსიტყვიერად განუმარტა მისი ვინაობა, ხოლო ხ------- ა--------ამ წარუდგინა კუთვნილი პირადობის მოწმობა. ამის შემდეგ მას პოლიციის თანამშრომლებმა მოთხოვეს რამდენიმე მეტრით გაწეულიყო გვერდით, რათა ხ------- ა--------ასთან ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. დაემორჩილა მათ მოთხოვნას და 7-8 მეტრით დაიხია უკან. მან დაინახა, რომ შსს თანამშრომელი კითხულობდა რაღაცას, რომელსაც თარგმნიდა თარჯიმანი. ამის შემდეგ დაიწყეს ხ------- ა--------ას პირადი ჩხრეკა. სიშორიდან გამომდინარე ვერ შეძლო გაეგო და დაენახა რაზე ესაუბრებოდნენ ხ------- ა--------ას და რა ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას. მან მხოლოდ ის დაინახა, რომ ხ------- ა--------ას დაადეს ხელბორკილები და ჩასვეს იქვე გაჩერებულ პოლიციის მანქანაში. მთელი ამ პროცესის მიმდინარეობისას პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ავსებდა რაღაც დოკუმენტს. ხ------- ა--------ას პოლიციის ავტომანქანაში მოთავსების შემდეგ მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ იგი გამოკითხვის მიზნით უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში, ვინაიდან ხ------- ა--------ა დააკავეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. ჩხრეკისას და დაკავებისას ხ------- ა--------ას პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

ბრალდებულმა ხ------- ა--------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დაკავების დღეს სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან - ნ------ გ-------ასთან. შემდეგ დააპირეს ექიმთან წასვლა, რა დროსაც ქუჩაში შენიშნა პოლიციის ავტომანქანა. მას პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ავტომანქანის შეჯახების გამო გადასახდელი ჰქონდა ჯარიმა, რის გამოც მათ უნდა გაჰყოლოდა განყოფილებაში. იგი გადაიყვანეს განყოფილებაში, რის შემდეგაც მივიდნენ მდედრობითი სქესის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც თხოვეს სპორტული ქურთუკის გახდა. მან ნივთები, რომელიც მოთავსებული ჰქონდა ჯიბეში, დაალაგა მაგიდაზე. ამის შემდეგ შენიშნა, რომ მისი ქურთუკი ხელში ეჭირა ერთ-ერთ მამაკაცს, რომელსაც დაუყვირა დაედო ქურთუკი. ცოტა ხნის შემდეგ, ამავე მამაკაცმა ქალბატონებს უთხრა, გაეჩხრიკათ ქურთუკი. სწორედ ამ დროს ამოიღეს მისი ჯიბიდან რაღაც ნივთი. იგი ცდილობდა აეხსნა, რომ ეს ნივთი მისი არ იყო და განყოფილებაში იმყოფებოდა მოტყუებით, თუმცა მას არავინ უსმენდა. ამის შემდეგ მას უთხრეს, რომ დააკავეს ნარკოტიკული დანაშაულისათვის. მისივე განმარტებით, თარჯიმანი დაესწრო მხოლოდ ბოლო ეტაპს. მისგან ნიმუშები არ აუღიათ და არ იცის რატომ დაემთხვა მისი გენეტიკური პროფილი.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ხ------- ა--------ა დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. ხ------- ა--------ას პირადი ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით, მათ შორის თარჯიმნის ხელმოწერით. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება, მის მიერ გაცემული დასკვნის ირგვლივ, სასამართლოს აძლევს საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა დარწმუნდეს საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის სისრულესა და ობიექტურობაში.

 

პალატას ასევე არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დეტალურად აღწერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მისი შინაარსის, ჩხრეკის მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებები შესაბამისობაშია როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმებთან, ისე ექსპერტიზის დასკვნებთან და ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ პოლიციის თანამშრომლებმა განსხვავებულად აღწერეს ხ------- ა--------ას დაკავების ადგილი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათ ბრალდებულის დაკავება არ მოუხდენიათ, ვერ იქნება გაზიარებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს. თუ პოლიციის თანამშრომლებმა რაიმე ფორმით განახორციელეს მისი უფლებების დარღვევა ან შეზღუდვა, მას ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა ეცნობებინა სამართალდამცავი ან სხვა ორგანოებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც მას არ გაუკეთებია და მხოლოდ მისი სასამართლოში მიცემული განმარტება ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. როგორც ზემოთ აღინიშნა, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს და დაკავებაში მონაწილე ყველა პირმა მიუთითა დაკავების ადგილი. ის თუ შენობიდან რამდენი მეტრის დაშორებით ჩატარდა ჩხრეკა და კონკრეტულად რა ადგილზე, შესაძლოა ვერ აღეწერა ყველა მოწმეს სასამართლოში დაკითხვამდე გასული გარკვეული პერიოდის გამოც.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

აღსანიშნავია, რომ ხ------- ა--------ას პირად ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები დაადასტურა თარჯიმანმა ქ------- ს-----–--ემ. მოწმის ჩვენებით, ხ------- ა--------ას ჩხრეკა ჩატარდა ქ.გარდაბანში, ა----–-----–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ადგილზე დამხმარე ძალა და სხვა პირები მას არ დაუნახავს. დაცვის მხარემ სადავოდ გახადა თარჯიმნის როგორც კომპეტენცია, ასევე მისი დამოკიდებულება პროცესის მწარმოებელი ორგანოსადმი და აღნიშნა, რომ ჩვენების მიცემისას, თარჯიმანმა თავად განაცხადა, რომ იყო სამმართველოს თანამშრომელი, რის გამოც, ეჭვს ბადებდა როგორც მის მიერ განხორციელებული თარგმანის უტყუარობა, ისე ჩვენების სისწორე. პალატა აღნიშნავს, რომ ჩვენების მიცემისას, ქ------- ს-----–--ემ მართლაც აღნიშნა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია გარდაბნის რაიონულ სამმართველოში, მუშაობს სტანდარტული გრაფიკით და ძირითადად იმყოფება სამმართველოში. აღნიშნული განმარტება არ მიუთითებს, რომ ქ------- ს-----–--ე არის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი და ითავსებს თარჯიმნობას. ხელშეკრულების საფუძველზე თარჯიმნის დასაქმება კონკრეტულ დაწესებულებაში, მით უფრო, რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება თარჯიმანთა ბიუროდან მათი მოწვევის გამო, პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებით დარღვევას. საქმის განხილვის ფარგლებში არ დადგენილა, რომ ქ------- ს-----–--ე იყო სისხლის სამართლის პროცესის რომელიმე მონაწილეზე არსებითად დამოკიდებული ანდა ნათესაური ურთიერთობა გააჩნდა მასთან. ის გარემოება, რომ თარჯიმანი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს შესაბამის სამმართველოში, არ მიუთითებს არსებითად დამოკიდებულებაზე პროცესის მწარმოებელი პირის მიმართ. რაც შეეხება თარჯიმნის კომპეტენციას, როგორც აღინიშნა, ქ------- ს-----–--ე პირადი ჩხრეკის დაწყების მომენტიდან იღებდა მონაწილეობას მოცემულ საქმეში, რაც დაცვის მხარისთვის ცნობილი იყო და შესაბამისად, ჰქონდათ შესაძლებლობა მის ცოდნასთან და გამოცდილებასთან დაკავშირებით მოეპოვებინათ მტკიცებულებები. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ხ------- ა--------ას პრეტენზია გააჩნდა თარგმანთან ან თარჯიმნის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

 

ზემოთმითითებულ ზოგად ნორმებში ხაზგასმულია შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა „კოდექსით დადგენილ შემთხვევებში“, რაც მიუთითებს პროცესის შესაბამის ეტაპზე შუამდგომლობის განხილვის კანონისმიერ შესაძლებლობაზე. როგორც წესი, მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა ხდება წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე. სწორედ ამ დროს სრულდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. საქმისწარმოების შემდეგ ეტაპებზე მტკიცებულებების წარდგენას კი სჭირდება გარკვეული წინაპირობების არსებობა, რაც, თავის მხრივ, მტკიცებულებათა წარდგენის სპეციალურ წესს უკავშირდება. ეს სპეციალური წესი მოქმედებს საქმის არსებითი და სააპელაციო წესით განხილვისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. ამ პირობებში დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულების გაუზიარებლობის და იმის დადასტურების საფუძველს, რომ ქ------- ს-----–--ე პოლიციის თანამშრომელი ან/და არაკომპეტენტური პირია.

 

ბრალდებულის განმარტებით, მისგან არ აუღიათ ნიმუში და მისთვის გაურკვეველია გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგი. აღნიშნული პოზიცია წინააღმდეგობაშია ნიმუშის აღების ოქმთან, რომლის თანახმად, 2019 წლის 20 მარტს, ხ------- ა--------ასაგან, ადვოკატ ვ----–----------ის მონაწილეობით, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში ორ ბიოლოგიურ ჩხირზე. ამასთან, ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი, მათ შორის ხ------- ა--------ა. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ასევე ადასტურებს ხ------- ა--------ას შემხებლობას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან.

 

დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს იმ გარემოებასაც, თუ რატომ მოხდა ხ------- ა--------ას პირადი ჩხრეკა 2019 წლის 1 მარტს და არა სხვა დღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა განმარტა, რომ განჩინების მიღების შემდეგ ახორციელებდნენ ხ------- ა--------ას პიროვნების შესწავლას და სურდათ ენახათ პირი, რომელიც მისგან იძენდა ნარკოტიკულ საშუალებას. ვინაიდან მათ მიერ ვერ იქნა დადგენილი ასეთი პირი, გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ხ------- ა--------ას პირადი ჩხრეკა, რაც დაევალათ იმავე სქესის პოლიციის თანამშრომლებს. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ხ------- ა--------ას პირად ჩხრეკაში მონაწილეობას ღებულობდნენ თ----------------ი, შ------- ნ-–--–-–---–ი, ს------- კ--–--ე და თ----- ა--------–---–ი, ხოლო თარჯიმნად ქ------- ს-----–--ე. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, უსაფუძვლოა დაცვის მხარის განმარტება ხ------- ა--------ას სხვა პირების მიერ დაკავების, ჩხრეკის სხვა ადგილას ჩატარების და ნარკოტიკული საშუალების ჩადების შესახებ. გარდა თარჯიმნის და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა მიერ დადასტურებული გარემოებებისა, ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მოწმე ნ------ გ-------ა, რომელიც ადასტურებს ქალი პოლიციის თანამშრომლების მიერ მათი გაჩერების ფაქტს, ასევე თარჯიმნის მონაწილეობას და სხვა გარემოებებს. მართალია, მოწმის ჩვენება საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლოს სხდომაზე, თუმცა, სასამართლოს სწორად აქვს შეფასებული მისი ჩვენების მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, პალატაც აღნიშნავს, რომ ნ------ გ-------ას ჩვენება არ წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას ხ------- ა--------ას ბრალდების დასადასტურებლად, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩვენება თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ სხვა მტკიცებულებებთან.

 

ხ------- ა--------ას მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი პალატას დადასტურებულად მიაჩნია, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. რაც შეეხება ქვემდებარეობას, ასევე შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან და პალატას დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტები არ მიაჩნია დარღვევად. მსჯავრდებულის პოზიცია, რომ ჩხრეკის ოქმში მითითებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ჰქონია და ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა, არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მით უფრო ექსპერტიზის დასკვნების მხედველობაში მიღებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონით, განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. ნუსხის თანახმად, „ჰეროინი“ 1 გრამიდან მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად. ხ------- ა--------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ჰეროინი კი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 5,8204 გრამს, რაც ბევრად აღემატება დადგენილ ზღვარს. შესაბამისად სახეზეა ხ------- ა--------ას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება - განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის ძირითად არგუმენტებზე პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ ხ------- ა--------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია. განაჩენში დეტალურად არის გაცემული პასუხი დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, დასაბუთებულია თითოეული მსჯელობა, მათ შორის სასჯელის ნაწილიც, რეციდივის მხედველობაში მიღებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ხ------- ა--------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- ა-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი.

 

ხ------- ა--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ხ------- ა--------ას, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს და შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

ხ------- ა--------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 1 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, ნერწყვის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ხ------- ა--------ას პირადი ნივთები - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

 

ვეფხია ლომიძე