განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2020
საქმის ნომერი
010100119003180139
ინსტანცია
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003180139

საქმე №1/ბ-17-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 თებერვალი, 2020 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე

 

პროკურორის - ა----------–---–ის

მსჯავრდებულის - ი-----–- ა--------–--ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის ი-----–- დ-----ის ძე ა--------–--ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ბათუმი, ხ--–--–---–ის ქ. №37;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- ა--------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 02 ივლისს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ი----------------------------–---–-ს ქუჩების კვეთაში, გამოძალვისათვის ნასამართლევი ი-----–- ა--------–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის აშკარად დაეუფლა პ----- ვ---------ის კუთვნილ ხელჩანთას და მასში მოთავსებულ ფულად თანხას 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ი-----–- ა--------–--ის ქმედებით პ----- ვ---------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი და ფიზიკური ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----–- ა--------–--ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 02 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ ბათუმში, ი----------------------------–---–-ს ქუჩების კვეთაში, ი-----–- ა--------–--ემ პ----- ვ---------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სახის არესა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ ძალადობას არ გამოუწვევია რაიმე ხარისხით ჯანმრთელობის დაზიანება;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ი-----–- ა--------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ი-----–- ა--------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ა--------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 01 აგვისტოდან.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები

 

3.1 აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენში, ი-----–- ა--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ მოხდასთან.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი-----–- ა--------–--ის ქმედების როგორც გადაკვალიფიცირების, ასევე, სასჯელის ნაწილში არის უსაფუძვლო, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ პ----- ვ---------ის ჩვენება, 2019 წლის 5 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, მოწმეების: გ---------ის, ლ-–- ვ---------ის, ი-----–- ჯ---------ის, ა-----– ბ---–----ის, ა------ ბ---–----ის, ზ----- კ----–--ის, მ---- ს--------ის, მ-----– შ------–---–ის, მ--- ა--------ას, ლ---- ა--------–--ის ჩვენებები, გამომძიებლების: ბ---------–----------------------------------------------–---------------------–---ს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მასთან დაკავშირებული წერილობითი მტკიცებულებები: ბრალდებულის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანხმობის ხელწერილები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი-----–- ა--------–--ის ბრალეულობას, რომ ის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აშკარად დაეუფლა პ----- ვ---------ის კუთვნილ ხელჩანთას და მასში მოთავსებულ ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით.

 

3.2. აპელანტი - მსჯავრდებული ი-----–- ა--------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ დაზარალებულს სასამართლოში არ განუმარტია, რომ მან დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, გარდა ამისა, იგი სასამართლოს სთხოვს გაითვალისწინოს, რომ აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, დაავადებულია კიბოთი, ასევე დაზიანებული აქვს ხერხემალი, გადატანილი აქვს ინფარქტი და ინსულტი, აგრეთვე, აწუხებს მარჯვენამხრივი პლევრო-პნევმონია. დაკავების შემდეგ კი ციხე ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის მკურნალობას, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მსჯავრდებული აგრეთვე სთხოვს სასამართლოს, რომ გაითვალისწინოს მისი ოჯახური მდგომარეობაც, კერძოდ ის ფაქტები, რომ მის მეუღლესაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება ექიმის მეთვალყურეობა, ხოლო ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ასევე ჰყავს მცირეწლოვანი შვილიშვილი, ოჯახი კი მთლიანად მის კმაყოფაზე იყო. მისი დაკავების შემდეგ დაიხურა ოჯახის შემოსავლის წყარო კაფე-ბარი „ჯ--------“ და ოჯახი დარჩა საცხოვრებლის და შემოსავლის გარეშე, ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ა--------–--ეს, რომელიც დაეთანხმა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა სასამართლომ საკმარისად მიიჩნიოს ის სასჯელი, რომელიც უკვე მოხდილი აქვს და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- ა--------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ, სასამართლოში გამოკვლეულ, ასევე უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ პ----- ვ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 01 ივლისს, ღამით იმყოფებოდა კაზინოში, ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქუჩაზე; კაზინოში თამაშის დროს ხან მოიგო, ხან წააგო. დაახლოებით 01:00 საათზე, დაზარალებული გამოვიდა კაზინოდან, რის შემდეგაც გადაკვეთა ქუჩა. ქუჩაში იდგა საპატრულო პოლიციის მანქანა, რომელთანაც ის მივიდა და პოლიციელებს გამოელაპარაკა. იქედან წამოსულს კი მისთვის უცნობმა პირმა გადახვია ხელი და ჰკითხა თუ ვინ იყო. დაზარალებულის განმარტებით, ის არაადეკვატურია სიმთვრალეში. დაზარალებულს და მისთვის უცნობ პირს მოუვიდათ ჩხუბი. მას ჯერ უცნობმა პირმა დაარტყა, ხოლო შემდეგ თავადაც დაარტყა უცნობ პირს. იმ დროს, როდესაც ერთმანეთს ”ეძიძგილავებოდნენ“, დაზარალებულს ჩანთა გადაძვრა თავზე და ამ უცნობს შერჩა ხელში, რის შემდეგაც უცნობი გაიქცა. დაზარალებულმა პ----- ვ---------ემ დარეკა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში მან დაჰყო რამდენიმე საათი;

 

დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის ღამეს, კაზინოში შესვლისას მას ჰქონდა 700 ლარი. შემდეგ, მას დარჩა 200 ლარი და ასეც განუმარტა პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელს, თუმცა შემდეგ გაახსენდა, რომ ერთი ას ლარიანიდან 40 ლარი გახარჯა, კერძოდ, გადარიცხა ანგარიშზე, რის შემდეგაც 160 ლარი ჰქონდა დარჩენილი; განყოფილებაში ყოფნისას, დაზარალებულმა ჩანთა გაიტანა სიგარეტის ამოსაღებად და ამ დროს ჩანთის ჯიბიდან თავად ამოიღო აღნიშნული თანხა, თუმცა ეს პოლიციელებისთვის არ უთქვამს;

 

დაზარალებულის განმარტებით, უცნობი პიროვნება უკვე იცის, რომ არის ი-----–- ა--------–--ე, თუმცა მისგან რა უნდოდა, არ იცის. დაზარალებული განმარტავს, რომ ის იყო ნასვამი; მათი ურთიერთობა დაიწყო შეკითხვით, რასაც მოჰყვა კამათი; თავიდან უცნობმა ხელი გადახვია დაზარალებულს და უთხრა, რომ ი-----–- იყო ა--------–--ე, შემდეგ დაზარალებულმაც გაუმხილა მისი ვინაობა ი-----–- ა--------–--ეს. შემდგომ მათ ისაუბრეს საერთო ნაცნობებზე, ასევე, ახსენეს „ბათუმელი ბიჭები“. დაზარალებულმა უთხრა, რომ ქუთაისში კანონიერ ქურდს იცნობდა, რომელიც მასთან ახლოს ცხოვრობდა, თუმცა ამჟამად გარდაცვლილია. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ გარდაცვლილ კანონიერ ქურდთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. სახელის ხსენება და ნაცნობობა დაჭირდა იმიტომ, რომ კიდევ უფრო არ გამწვავებულიყო კამათი და თავიდან აერიდებინა ზედმეტი საფრთხე; დაზარალებული აღიარებს, რომ ი-----–- ა--------–--ის საუბრის ტონი არ იყო მისთვის მოსაწონი; ი-----–-მ რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი სახის არეში. დაზარალებული განმარტავს, რომ ვინაიდან ის ნასვამი იყო, ალბათ ამიტომ არ ახსოვს განიცადა თუ არა დარტყმის შედეგად ტკივილი. მსჯავრდებულს დაზარალებული გულზე ჩანთით ჰყავდა დაკავებული და ისე სცემდა; ამ დროს პ----- ვ---------ემ ტელეფონი ამოიღო და თავზე გადაძვრა ჩანთა. ჩანთა ხელში შერჩა ი-----–- ა--------–--ეს. რადგან დაზარალებული აპირებდა დარეკვას, ის თვლის, რომ ალბათ ამიტომ გაიქცა მსჯავრდებული. პაატა ვ---------ე გაეკიდა ი-----–- ა--------–--ეს. მას ჩანთა დახვდა დაახლოებით 70 მეტრში დაგდებული, რის შემდეგაც ის აიღო და ტელეფონით დაუკავშირდა მის ძმას, რომელმაც იცის მისი სიმთვრალის ამბავი და ტელეფონი გაუთიშა. ამის შემდეგ, მასთან პოლიციელები მივიდნენ მისივე შეტყობინების საფუძველზე;

 

დაზარალებულმა ჩანთა გახსნა გამოკითხვამდე; გამოკითხვისას იცოდა, რომ თანხა ჩანთაში არ იყო, რადგან გამოკითხვამდე ის ამოიღო. სანამ გამოკითხვას დაიწყებდნენ კი პოლიციელებს აუხსნა, რომ 200 ლარი ჰქონდა. დაზარალებული განმარტავს, რომ არ თქვა სიმართლე, რადგან თანხა სჭირდებოდა და მისი პოლიციელების მხრიდან ამოღება არ იქნებოდა მისთვის მისაღები;

 

დაზარალებულის და მსჯავრდებულის შეხლა-შემოხლის დროს რაიმე სახის მოთხოვნას, მისი კუთვნილი ნივთის აშკარად დაუფლებას, თუნდაც მცდელობას, ადგილი არ ჰქონია; მსჯავრდებულმა უბრალოდ ჰკითხა დაზარალებულს თუ ვინ იყო; დაზარალებულს ხელჩანთაში ჰქონდა სათვალე, სხვა პირადი ნივთები და ეს თანხა; ჩანთიდან წაღებული არაფერი არ იყო;

 

რაც შეეხება მ--- ა--------ასთან ურთიერთობას, დაზარალებულის განმარტებით, იგი შემთხვევამდე ერთი თვით ადრე გაიცნო; შემთხვევის დღეს დატოვა კაზინოში; მ--- ა--------ას პატივს სცემდა, ცუდი ურთიერთობა მასთან არ ჰქონია; რამდენჯერმე თანხაც ჩაურიცხა. იმ ღამით მ--- ა--------ასთან დაკავშირებით საუბარი არ ახსოვს; ი-----–- ა--------–--ეს ჩხუბის დროს ამ ჩანთის გრძელი სახელური ეკავა ხელში და ამით ეჭირა მისი თავი, ჩხუბის დროს ის დაუსხლტა და გადაძვრა თავზე და შერჩა ხელში;

 

მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მოწმე მ--- ა--------ას გამოკითხვის ოქმით (26.06.2019წ) ირკვევა, რომ ის ხშირად დადიოდა ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქუჩის №5-ში განთავსებულ ,,ვ-----ს“ სლოტ კლუბში და 2019 წლის 01 ივლისსაც იქ იმყოფებოდა, სადაც გაიცნო პ----- ვ---------ე. თავდაპირველად პ----- ვ---------ემ სთხოვა მას, რომ მისი მობილური ტელეფონით ესარგებლა. მ--- ა--------ამ პ----- ვ---------ეს მობილური ტელეფონი ათხოვა ზარის გასაშვებად. იმ დღეს სხვა კომუნიკაცია მასთან არ ჰქონია. მეორე დღეს პ----- ვ---------ემ დაურეკა მობილურ ტელეფონზე და მოიკითხა. მ--- ა--------ა საღამოს კვლავ დაბრუნდა სლოტ კლუბ ,,ვ----ში“ სათამაშოდ, სადაც შეხვდა პ----- ვ---------ე, რომელსაც გამოელაპარაკა. თამაშის დროს პ----- ვ---------ემ მას ჩაურიცხა სათამაშო თანხა, კონკრეტულად რამდენი არ ახსოვს. თამაშის დროს პ----- ვ---------ემ უთხრა, რომ იმ ღამეს სახლში მარტო იყო და მასთან ერთად გასართობად წასვლა შესთავაზა. აღნიშნულზე მ--- ა--------ა ძალიან გაბრაზდა და უპასუხა, რომ ქუჩის ქალი არ იყო და სთხოვა არ მიახლოებოდა. ამაზე პ----- ვ---------ე ძლიერ გაბრაზდა და დაუწყო ლანძღვა-გინება, უთხრა, რომ ფული ტყუილად არ ჩაურიცხავს. მოწმე განცალკევდა პ----- ვ---------ისგან, მაგრამ მისი ლანძღვის და გინების ხმა მაინც ესმოდა. მ--- ა--------ამ თავი ძალიან დამცირებულად იგრძნო და დაუკავშირდა მის მეგობარ ი-----–- ა--------–--ეს, რომელთან ერთადაც გაიზარდა და მას დაახლოებით 40 წელია იცნობს. მან ი-----–-ს სთხოვა, რომ მისულიყო სლოტ კლუბში, რადგან ვიღაც პირი გადაეკიდა და აგინებდა. დაახლოებით ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, ი-----–- ა--------–--ე მივიდა მასთან და მოუყვა პ----- ვ---------ის ქმედებების შესახებ, რომ პ----- ვ---------ემ მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა; შემდეგ ი-----–- ა--------–--ე და მ--- ა--------ა გამოვიდნენ გარეთ და მ--- ა--------ამ დაინახა, რომ ქუჩის მოპირდაპირედ იდგა პ----- ვ---------ე, რომელზეც მიუთითა ი-----–- ა--------–--ეს. აღნიშნულის შემდეგ, ი-----–- გადავიდა ქუჩაზე და მივიდა პ----- ვ---------ესთან, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ მ------–---–ის ქუჩის მიმართულებით; შემდეგ მოწმემ გაიგო, რომ ი-----–- ა--------–--ესა და პ----- ვ---------ეს შორის მოხდა კონფლიქტი, ხოლო სხვა დეტალები მისთვის უცნობია. როდესაც მ--- ა--------ა იდგა სლოტ კლუბის ასასვლელ კიბეებთან და უყურებდა ი-----–- ა--------–--ეს და პ----- ვ---------ეს, ამ დროს მასთან მივიდა ი-----–-ს შვილი - ლ---- ა--------–--ე, რომელსაც უთხრა, რომ ი-----–-მ სალაპარაკოდ გაიყვანა ერთი პიროვნება მ------–---–ის ქუჩის მხარეს, აღნიშნულის შემდეგ ლ---- წავიდა მათი მიმართულებით.

 

მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მოწმე ლ---- ა--------–--ის გამოკითხვის ოქმით (22.07.2019წ) დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმში, ი. ჭ-------ის ქუჩის №5-ში სლოტ კლუბ „ვ----თან“ შეხვდა მ--- ა--------ა, რომელიც მისი ოჯახის მეგობარია. მ--- ა--------ამ უთხრა, რომ მამამისი იყო ნასვამი და უცნობი პიროვნება წაყვანილი ჰყავდა ჭ-------ის და მ------–---–ის ქუჩების მიმართულებით. ლ---- ა--------–--ე წავიდა ამ მიმართულებით, რა დროსაც მ------–---–ის ქუჩაზე, მარცხენა მხარეს, ქვეითთა სავალ ნაწილზე დაინახა მამამისი, რომელიც ყვიროდა და უცნობ პიროვნებას ეჩხუბებოდა. იგი მივიდა მათთან და დაიწყო გაშველება. უცნობ პიროვნებას მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ზურგჩანთა ე.წ ,,ბარსეტკა“, რომელზეც მამამისსაც და აღნიშნულ უცნობ პიროვნებასაც ხელი ჰქონდათ მოკიდებული და ორივე მათგანი ექაჩებოდა თავისკენ. ბოლოს აღნიშნულ ზურგჩანთას სახელური მოსწყდა და ზურგჩანთა მამამისს დარჩა ხელში. შემდეგ აღნიშნული უცნობი პირი, ანუ პ----- ვ---------ე გაიქცა ი. ჭ-------ის ქუჩის მიმართულებით. მამამისმა კი ზურგჩანთა მ------–---–ის ქუჩაზე რამდენიმე მეტრში გადააგდო. შემდეგ ლ---- ა--------–--ე მამასთან - ი-----–- ა--------–--ესთან ერთად წავიდა სახლში. არც მამამისს და არც მას ზურგჩანთიდან რაიმე სახის ფულადი თანხა ან ნივთი არ ამოუღიათ. მას არ დაუნახავს დაარტყა თუ არა აღნიშნულ უცნობ პიროვნებას - პ-----ს მამამისმა ხელი ან პირიქით. მისთვის უცნობი პიროვნება სახელად პ----- იყო საშუალო სიმაღლის, დაახლოებით 40 წლამდე ასაკის, წითური, მოგრძო პირისახის მქონე მამაკაცი, რომლის ამოცნობა შეუძლია.

 

მოწმეების - ა------ ბ---–----ის და ზ----- კ----–--ის გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და საგამოძიებო მოქმედებებით მიღებული ინფორმაციის სისწორე;

 

მოწმე გ---------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე №------------ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ხელჩანთის ძარცვის ფაქტი ჩადენილ უნდა ჰქონოდა ი-----–- ა--------–--ეს;

 

მოწმე ლ-–- ვ---------ის გამოკითხვის ოქმით (02.07.2019წ.) დადგენილია, რომ 2019 წლის 02 ივნისს, ღამის საათებში მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე დაურეკა მისმა ძმამ - პ----- ვ---------ემ და აცნობა, რომ პრობლემა ჰქონდა და იყო მთვრალი; პ----- ხშირად სვამს და მისი სიმთვრალით არის შეწუხებული, ამიტომ გაბრაზდა და გაუთიშა ტელეფონი, თუმცა მოგვიანებით მაინც დაუკავშირდა და შეეკითხა, თუ რა პრობლემა ჰქონდა; პ----- ვ---------ემ უპასუხა, რომ იყო პოლიციის განყოფილებაში; რაც შეეხება ინციდენტის დეტალებს, ამის შესახებ არაფერი იცის;

 

მოწმე ი-----–- ჯ---------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 02 ივლისს, ღამის საათებში იმყოფებოდა ბათუმში, მ------–---–ის ქუჩაზე განთავსებულ რესტორან „ტ------–-----–ი“, დაახლოებით 01:00 საათზე, მოწმე შესასვლელთან იდგა და დაინახა, რომ ორი მამაკაცი მოძრაობდა. მათგან ერთ-ერთი იყო მაღალი და მას ხელი ჰქონდა გადახვეული შედარებით დაბალ მამაკაცზე და მოძრაობდნენ მ------–---–ის ქუჩაზე ქვეითთა სავალ ნაწილზე, ისინი ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ, კამათობდნენ და ერთმანეთისკენ იწეოდნენ, ერთმანეთს ექაჩებოდნენ; მოწმე აღნიშნავს, რომ ისინი მისთვის უცნობი პირები იყვნენ. რამდენიმე ხანში მათ შორის ჩადგა ერთი მამაკაცი და აშველებდა. მოწმე მალევე შებრუნდა რესტორანში, შემდეგ შემოესმა მამაკაცის ხმა, რომ ხელჩანთა წაართვეს;

 

მოწმე ა-----– ბ---–----ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მუშაობს ბათუმში, მ------–---–ის ქ. №47-ში განთავსებულ სს „ბ------------ს“ დაცვის სამსახურში. 2019 წლის 02 ივლისს, 01:00 საათზე დაინახა, რომ მ------–---–ის ქუჩიდან მორბოდა ორი პიროვნება, ერთ-ერთ მათგანს ხელში ეჭირა შავი ფერის ხელჩანთა, რომელმაც სირბილის დროს დააგდო ხელჩანთა ძირს. ამ ხელჩანთასთან 2-3 წუთში მიირბინა სხვა მამაკაცმა და აიღო ის. ამ მამაკაცმა მოწმეს უთხრა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელჩანთა წაართვეს, ასევე მანვე უთხრა, რომ თანხა 200 ლარის ოდენობით იყო წაღებული;

 

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- (05.07.2019წ) დასკვნით დადგენილია, რომ საქმის გარემოებების მიხედვით, პ----- ვ---------ეს გამოძიებით დაუდგენელმა პირმა მარჯვენა ხელის მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. პ----- ვ---------ეს სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს; შესამოწმებელი პირი წარმოდგენილია 02.07.2019წ. 18:35საათზე, მას სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნება;

 

2019 წლის 05 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა გამომძიებლის მიერ ა------ ბ---–----ის მონაწილეობით, ქ. ბათუმში, მ------–---–ის ქ. №49-ში განთავსებული შპს „ჯეო-ხოუმის“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან გამოთხოვილი ჩანაწერი, 2019 წლის 02 ივლისის 00:30:00 საათიდან 01:30:00 საათამდე პერიოდით;

 

ვიდეო ჩანაწერზე, 01:04:54 საათზე, ი-----–- ა--------–--ე ჩერდება კადრის შუა ნაწილში და ესაუბრება მამაკაცს, რომელიც ჩერდება მასთან ერთად და რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური. ვიდეო ჩანაწერზე 01:04:59-ზე, ი-----–- ა--------–--ე აგრძელებს მოძრაობას მამაკაცთან ერთად, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური. მათ ზურგის მხრიდან მიყვება დაახლოებით 35 წლის ასაკის მამაკაცი, რომელსაც თავზე უკეთია შავი ფერის სათვალე, ტანზე აცვია ღია ფერის მოკლემკლავიანი მაისური, ღია ფერის შორტი და წითელი ფერის ბოტასები. ვიდეო ჩანაწერზე 01:05:10 საათზე, ი-----–- ა--------–--ე ჩერდება ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად და ეკამათება მამაკაცს, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური, ხოლო მეორე მამაკაცი დგას და უყურებს მათ. ვიდეო ჩანაწერზე 01:06:15 საათზე, ი-----–- ა--------–--ე ხელით ეხება მამაკაცს, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური. ვიდეო ჩანაწერზე 01:06:23 საათზე, ი-----–- ა--------–--ე მარჯვენა ხელს ჰკიდებს მამაკაცს მხარზე, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური და რამდენჯერმე ექაჩება, რის შემდეგაც მარჯვენა ხელს ურტყამს სახის არეში. ვიდეო ჩანაწერზე 01:06:40 საათზე, ი-----–- ა--------–--ე მარცხენა ხელს ჰკიდებს მარჯვენა ხელზე მამაკაცს, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური, რის შემდეგაც მარჯვენა ხელს ურტყამს სახის არეში. მამაკაცი, რომელსაც აცვია წითელი ფერი ცდილობს დარტყმის აცილებას და თავს დახრის ქვევით, რა დროსაც ი-----–- ა--------–--ე ქაჩავს ხელჩანთის საკიდის. მოქაჩვის შედეგად, მამაკაცს მხრიდან მოეხსნება ხელჩანთა. აღნიშნულ მომენტში მათთან მიდის დაახლოებით 25-30 წლის ასაკის მამაკაცი, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის შორტები და ღია ფერის ბოტასები, რომელიც დგება მათ შორის და ცდილობს განცალკევებას. ვიდეო ჩანაწერზე 01:07:02 საათზე, ი-----–- ა--------–--ე კვლავ ხელს ურტყამს მამაკაცს, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური და ამავდროულად ექაჩება ხელჩანთას. ვიდეო ჩანაწერზე 01:07:07 საათზე, ი-----–- ა--------–--ის ხელის დარტყმის და მოქაჩვის შედეგად, მამაკაცი, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური გარბის კადრის ქვედა მხარეს და გადის კადრიდან. ვიდეო ჩანაწერზე 01:07:12-ზე, ი-----–- ა--------–--ეს გაესაუბრება იქვე მდგარი მამაკაცი, რომელსაც თავზე უკეთია შავი ფერის სათვალე, რის შემდეგ ი-----–- ა--------–--ე გარბის კადრის ქვედა მხარეს და გადის კადრიდან 01:07:22 საათზე, მის გვერდით მირბის მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის შორტები და ღია ფერის ბოტასები. ვიდეო ჩანაწერზე 01:07:25 საათზე, მამაკაცი რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური გარბის კადრის ზედა მხარეს, მარჯვენა ყურთან უჭირავს მობილური ტელეფონი. ვიდეო ჩანაწერზე 01:08:33 საათზე, მამაკაცი, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური გადის კადრიდან. ვიდეო ჩანაწერზე 01:10:48-ზე, მამაკაცი რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური ფიქსირდება კადრის მარცხენა მხარეს, მასთან მიდის მამაკაცი და ესაუბრება, რომელთანაც მიდის კიდევ ერთი მამაკაცი, რის შემდეგ სამი პირი გადის კადრიდან 01:11:45 საათზე, ვიდეო ჩანაწერი მთავრდება 01:30:00 საათზე.

 

ვიდეო ჩანაწერის გახსნის და დათვალიერების შემდეგ, ა------ ბ---–----ემ, განმარტა რომ 2019 წლის 02 ივლისით დათარიღებულ ვიდეოჩანაწერზე, 0----------------------------------------------------------------------------------------------------- საათზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირი, რომელიც არის დაახლოებით 45 წლის მამაკაცი, ტანზე აცვია თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, წინა მხრიდან წარწერით, მუქი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი არის ი-----–- დ-----ის ძე ა--------–--ე (დაბ.1---------წ პ/ნ6----------), მცხოვრები ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №36 ბინა №65-ში, მისთვის კარგად ნაცნობი პირი, რომელსაც ქუჩაში არაერთხელ შეხვედრია და მასთან უსაუბრია, დათვალიერების შემდეგ, კომპაქტ დისკი მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა პოლიციის მე-3 განყოფილების მრგვალი ბეჭდით 26/10/6, რომელსაც დაედო შესაბამისი წარწერა და ხელწერილები ახალი ლუქის N26/0/6. იგივე ჩანაწერი დათვალიერებულია 09.07.2019წ გამომძიებლის კ------- კ---------ის მიერ ზ----- კ----–--ის მონაწილეობით.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით (09.07.2019წ) დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა გამომძიებლის კ------- კ---------ის მიერ ზ----- კ----–--ის მონაწილეობით ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ.№14ა-ში მდებარე ინდ/მეწარმე მ---- ს--------ის სავალუტე ჯიხურის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები - 02.07.2019წ 00:30:00სთ-01:30:00სთ პერიოდით, სადაც დაფიქსირებულია ი-----–- ა--------–--ის, გ------- ა--------–--ის და პ----- ვ---------ის გადაადგილებები;

 

2019 წლის 19 ივლისის ფოტოსურათის ამოცნობის ოქმით დადგენილია, ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ, ამომცნობმა პირმა, წარმოდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ნომერ 2 (მეორე) ფოტოსურათზე აღბეჭდილი მამაკაცი, რომელმაც 2019 წლის 02 ივლისს ქ. ბათუმში, მ------–---–ის ქუჩაზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგ გასტაცა თავისი კუთვნილი ხელჩანთა. ფოტოსურათზე ამოცნობილი პიროვნების სახე კარგად ახსოვს და იგი არავისში არ ეშლება.

 

ამომცნობმა პირმა, მოწმე პ----- ვ---------ემ, №2 ფოტოსურათზე მოთავსებული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: სახის მოყვანილობით და ნაკვთებით, შავი ფერის თმებით, ხშირი წარბებით, მოგრძო სახით, მოგრძო ცხვირით და თხელი ტუჩებით. მოწმე პ----- ვ---------ემ ფოტოსურათზე ამოიცნო ი-----–- დ-----ის ძე ა--------–--ე დაბ. 1---------წ პ/ნ: 6----------, რეგისტრირებული ქ. ბათუმი, მ---–----------------------------------

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 01 აგვისტოს, 16:36 საათზე, ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის მე-4 ზოლ 5 სექტორში განთავსებულ კაფე-ბარ ,,ჯ--------ში“, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ი-----–- ა--------–--ე;

 

მსჯავრდებულმა ი-----–- ა--------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას ძარცვა არ ჩაუდენია, მისმა მეგობარმა მ--- ა--------ამ სთხოვა მას რომ პ----- ვ---------ეს გასაუბრებოდა, რადგან პ----- ვ---------ე მას ავიწროებდა. მსჯავრდებული მართლაც შეხვდა დაზარალებულს შემთხვევის ღამეს ქუჩაში. მათ მოიკითხეს საერთო ნაცნობები. მსჯავრდებული დაზარალებულის წინააღმდეგობამ გააღიზიანა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში. ი-----–- ა--------–--ე მხოლოდ ამ ნაწილში თვლის, რომ არ მოიქცა სწორად, თუმცა მიიჩნევს, რომ პ-----ს მხრიდანაც მოხდა მისი ამ მოქმედების პროვოცირება; მართალია, მან ძალადობა ჩაიდინა, მაგრამ არა იმ ხარისხის, რომ დაისაჯოს ამისთვის; როცა მსჯავრდებული დაზარალებულს ამ შეხლა-შემოხლის დროს დასცილდა და გაიქცა, ხელში ჰქონდა პ----- ვ---------ის ჩანთა, როგორც კი ეს ფაქტი აღიქვა, ჩანთა დააგდო იქვე კუთხეში; მას არც თანხის მოთხოვნის, არც თანხის დაუფლების ან პ----- ვ---------ის ჩანთის დაუფლების მცდელობაც არ ჰქონია. ის დაზარალებულს შეხვდა სულ სხვა მიზნით და გააფრთხილა, რომ მ--- ა--------ასთვის დაენებებინა თავი და რაიმე სახით არ შეევიწროვებინა; მისთვის საერთოდ უცნობია ჩანთაში თანხა იყო თუ სხვა ნივთები, ის ამით არც დაინტერესებულა. იმ დროს, ქუჩაში ახლოს იდგა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანა და აქედან გამომდინარეც მას არ ექნებოდა რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----–- ა--------–--ემ ჩაიდინა ძარცვა და რომ აღნიშნული დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის, მოწმეთა და თვით მსჯავრდებულის ჩვენებებს, რომლებიც თანმიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, კერძოდ, დაზარალებულ პ. ვ---------ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მას და მისთვის უცნობ პირს მოუვიდათ ჩხუბი, ჯერ უცნობმა პირმა დაარტყა, ხოლო შემდეგ თავადაც დაარტყა მას, როდესაც ერთმანეთს ”ეძიძგილავებოდნენ“, მას ჩანთა გადაძვრა თავზე და იგი ი. ა--------–--ეს შერჩა ხელში, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გაიქცა. პ. ვ---------ე გაეკიდა მას, ჩანთა დახვდა დაახლოებით 70 მეტრში დაგდებული. მსჯავრდებულ ი. ა--------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი პ. ვ---------ეს შეხვდა იმ მოტივით, რომ გაერკვია მისი და მ. ა--------ას ურთიერთობა, ამასთან, აღიარა პ. ვ---------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი და აღნიშნა, რომ მას არავითარი ძარცვის განზრახვა არ ჰქონია და მას შემდეგ რაც აღიქვა, რომ ხელში დაზარალებულის ჩანთა ჰქონდა, მაშინვე დატოვა ქუჩაში. მსჯავრდებულის ჩვენება სრულ თანხვერდაშია მოწმეების მ. ა--------ას და ლ. ა--------–--ის ჩვენებებთან, კერძოდ, მ. ა--------ას ჩვენებით დასტურდება, რომ მან მიმართა ი. ა--------–--ეს დასახმარებლად. ლ. ა--------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ დაინახა, მამამისი ყვიროდა და უცნობ პიროვნებასთან ჩხუბობდა, ამ პიროვნებას მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ზურგჩანთა, აღნიშნულ ზურგჩანთას სახელური მოსწყდა და მამამისს შერჩა ხელში. შემდეგ აღნიშნული უცნობი პირი, ანუ პ. ვ---------ე გაიქცა ი. ჭ-------ის ქუჩის მიმართულებით. მამამისმა კი ზურგჩანთა მ------–---–ის ქუჩაზე რამდენიმე მეტრში გადააგდო.

 

მოწმე ი-----–- ჯ---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან დაინახა ორი პიროვნება, ისინი კამათობდნენ და ერთმანეთს ექაჩებოდნენ; მოწმე ა-----– ბ---–----ის ჩვენებით დასტურდება, მან დაინახა, თუ როგორ დააგდო ქუჩაზე მორბენალი ორი პიროვნებიდან ერთერთმა ხელთარსებული ჩანთა და როგორ აიღო ის სავარაუდოდ მისმა მეპატრონემ რამდენიმე ხანში, მოწმეს არ დაუნახავს ჩანთიდან რაიმე ნივთის დაუფლების ფაქტი.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ ვიდეოთვალის ჩანაწერების დათვალიერების ოქმს, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ი-----–- ა--------–--ე და პ----- ვ---------ე საუბრობდნენ, საუბარი გაგრძელდა რამოდენიმე წუთი, შემდეგ მათ შორის მოხდა შეკამათება, რა დროსაც ი-----–- ა--------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, სახის არეში რამდენჯერმე ხელი დაარტყა პ----- ვ---------ეს, ისინი ერთმანეთს ექაჩებოდნენ, რა დროსაც ჩანთა პ----- ვ---------ეს გადაძვრა და ის ი-----–- ა--------–--ეს შერჩა ხელში, ამის შემდეგ ისინი დაცილდნენ ერთმანეთს, ი-----–- ა--------–--ე თანმხლებ უცნობ პირთან ერთად გაიქცა და გარკვეული მანძილის შემდეგ ჩანთა დააგდო ქუჩაში, აღნიშნული ჩანთა კი აიღო პ----- ვ---------ემ.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გააანალიზების შედეგად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ი. ა--------–--ის ქმედება მიმართული იყო სხვისი ქონების აშკარა დაუფლებისაკენ, ბრალდების მხარის მიერ ძარცვის ჩადენის დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი. ამდენად, პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ი. ა--------–--ეს ძარცვა არ ჩაუდენია და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ი-----–- ა--------–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–- ა--------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ი-----–- ა--------–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მათ მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილ დანაშაულის ხასიათი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ი. ა--------–--ე წარსულში არაერთხელ არის გასამართლებული, იგი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 24 ოქტომბერს და კვლავ ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა, რომ მის მიმართ ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, შესაბამისად, სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლების შესაბამისად, რის გამოც პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- ა--------–--ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ი-----–- ა--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ი-----–- ა--------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ი-----–- ა--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ა--------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 01 აგვისტოდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - პ----- ვ---------ისაგან ამოღებული ხელჩანთა, 1 (ერთ) პაკეტად დალუქულ პოლიეთილენის პარკში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ვიდეოჩანაწერი 2 (ორ) ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე