განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003171993
საქმე №1ბ/1896-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: შ------------–----–-–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ა------------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ----–--------------------------;
ადვოკატი: მ---------ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი.
სასჯელი: 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, ვინაიდან მიაჩნია, რომ მის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნულია მკაცრი სასჯელი, რადგან მის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, არ აქვს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ითხოვს პირობითი მსჯავრის გამოყენებას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სასჯელის მიზანი.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ, პროკურორმა შ------------–----–-–---–მა, წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ ა------------–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა შ------------–----–-–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მძღოლის დანაშულებრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა 50 წლის მამაკაცის გარდაცვალება. ასევე გასათვალისწინებელია საასმართლო პროცესზე დაზარალებულის უფლებემონაცვლის მ---- ნ------ის ჩვენება, რომ მას გააჩნია ა------------–---–ის მიმართ პრეტენზია და ითხოვს მის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას. მისი განმარტებით და საქმის მასალებით, ა------------–---–ს და მის ოჯახის წევრებს არ გამოუვლენიათ მისწრაფება არათუ აენაზღაურებინათ მიყენებული ზიანი, არამედ მორალური მხარდაჭერა მაინც გამოეხატათ გარდაცვლილის ოჯახისათვის და შერიგებოდნენ მათ. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა მოწმე ზ----- ნ------ემაც, რომელიც არის გარდაცვლილ კ------- ნ------ის მამა. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მხოლოდ ბრალის აღიარების საფუძველზე დანიშნული შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საასჯელის მინიმუმი ვერ უზრუნველყოფს საქართელოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნების შესრულებას და მსჯავრდებულ ა------------–---–ს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარდგენილი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა შ------------–----–-–---–მა დააზუსტა თავისი მოთხოვნა, რომ არ ეთანხმებოდა მის შესაგებელში წარმოდგენილ პოზიციას, რომლითაც ითხოვდა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას, არამედ მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტებმა ა------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ---------ემ, მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. დაცვის მხარეს, მიაჩნია, რომ არსებობს მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძვლები, კერძოდ, ა------------–---–ის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, რასაც აღიარებს და ინანიებს, თავს მთლიანად ცნობს დამანაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ არ მიუტოვებია დაზარალებული.
სასამართლომ დაადგინა:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, ა------------–---–ი ცნობილ იქნა დამანაშავედ, მასში რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:05 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 128-ე კილომეტრზე, ქ----–----–------------------------- დასავლეთის მიმართულებით ,,ვაზ 2107“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით - ,,V------“, მოძრავმა ა------------–---–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე კ------- ნ------ეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, ა------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ა------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 9 ოქტომბრიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი დაცვის და ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
წინასასამართლო სხდომზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები (გარდა ზ----- ნ------ისა და დაზარალებულ მ---- ნ------ის ჩვენებებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქმეზე არსებული მტკიცებულებები უდავოდ იქნა ცნობილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ---- ნ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას ა------------–---–ის მიმართ გააჩნია პრეტენზია და ითხოვს მისი კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას. მისი განმარტებით, ისინი არ არიან შერიგებული. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა მოწმე ზ----- ნ------ემაც, რომელიც არის გარდაცვლილ კ------- ნ------ის მამა.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა------------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ზ---------------–---------------–---------–-------–-----------–----------------------------–-–------------------–------------–------------------–--------–-------------------–---------------------- გამოკითხვის ოქმებით, ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, კ------- ნ------ის გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირველი ინსტანაციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ზ----- ნ------ის და დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ---- ნ------ის ჩვენებებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
ა------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ---- ნ------ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენება, რომლის თანახადაც მას ა------------–---–ის მიმართ გააჩნია პრეტენზია და ითხოვს მისი კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას (მისი განმარტებით და ასევე საქმის მასალების მიხედვით, ა------------–---–ს და მის ოჯახის წევრებს არ გამოუვლენიათ მისწრაფება არათუ აენაზღაურებინათ მიყენებული ზიანი, არამედ მორალური მხარდაჭერა მაინც გამოეხატათ გარდაცვლილის ოჯახისათვის და შერიგებოდნენ მათ. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა მოწმე ზ----- ნ------ემაც, რომელიც არის გარდაცვლილ კ------- ნ------ის მამა), წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს ძირითად სასჯელად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ა------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი- ადამიანის გარდაცვალება, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ა------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება და მძიმე შედეგი წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ა------------–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ, რის გამოც არსებობდა მის მიმართ მსუბუქი სასჯელის - პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძვლები. პალატა აღნიშნულ არგუმენტს ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებს არ ითვალისწინებს სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა დაუნიშნოს შესაბამისი სასჯელი.
მსჯავრდებულ ა------------–---–ის მიმართ სასჯელის სამართლიანობის შეფასებისას, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ა------------–---–ს მსჯავრი დაედო მძიმე კატეგორიის სატრანსპორტო დანაშაულის ჩადენაში. სააპელაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს მსჯავრდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმეს, თუმცა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასა და გულწრფელ მონანიებას, წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, დამნაშავის ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ, ასევე დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციას (გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე, დაზარალებულის უფლებემონაცვლის პოზიციის ცვლილების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეებს არ წარმოუდგენიათ). სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ ა------------–---–მა გაუფრთხილებელი დანაშაული ჩაიდინა, მისი ქცევა გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მსჯავრდებულს დაუნიშნა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმუმთან მიახლოებული სასჯელი. შესაბამისად, მისი კიდევ უფრო შემსუბუქების შესაძლებლობა პალატას არ გააჩნია (ამასთან, დაცვის მხარეს სასჯელის მინიმუმადე შემცირება, ან სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა არ მოუთხოვია). რაც შეეხება მსჯავრდებულის პიროვნული მახსიათებლების თაობაზე (მისი ოჯახური მდგომარების შესახებ ინფორამცია, დახასაითება) და პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ქცევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.
ამასთან, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ან შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე, ან შემსუბუქებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების თანახმად, საკასაციო პალატას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით (ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება არ მიაჩნია მიზანშეწონილად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის საქმე №15აპ-19 განაჩენში (მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულს უფრო მეტი შემამსუბუქებელი გარემოება გააჩნდა, ვიდრე ა------------–---–ს) მითითებულია (სამოტივაციო ნაწილის მე-3-4 პუნქტები):
,,3. რაც შეეხება სასჯელის სამართლიანობას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტებს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გ. ფ-ს მსჯავრი დაედო მძიმე კატეგორიის სატრანსპორტო დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში იღებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმეს, თუმცა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებასა და გულწრფელ მონანიებას, წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, დამნაშავის ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ (მატერიალურად დაეხმარა გარდაცვლილის ოჯახს, მზადაა, გარდაცვლილის შვილის აღზრდაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა, ასევე – სრულწლოვანებამდე დაეხმაროს ფინანსურად).
4.საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დადგენილია თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე. საკასაციო პალატას მიაჩნია: მსჯავრდებულ გ. ფ-ს ქმედებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია როგორც მსჯავრდებულმა, ისე – გარდაცვლილმა, ასევე – დანაშაულის აღიარების, გულწრფელი მონანიებისა და ქმედების ჩადენის შემდეგ დამნაშავის ყოფაქცევის გამო, გ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 6 თვით და უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით (ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.“
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა------------–---–ის მიმართ, დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება ან შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის შ------------–----–-–---–ის და მსჯავრდებულ ა------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის შ------------–----–-–---–ის და მსჯავრდებულ ა------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი) წლით და 6 (ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ ა------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 9 ოქტომბრიდან.
ნივთმტკიცება - სამი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ავტომანქანა ,,ვაზ 2107“, სახელმწიფო ნომრით - ,,V------“, რომელიც ინახება საჯარიმო ავტოსადგომზე ,,გორი სიტი“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი