განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-45-2020 წელი
№ 020100118002616923
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
14 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ფ------ ჩ-----–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ფ------ ჩ-----–--, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრი-რებული ზ----------------------------–--------–--ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ--------–--–---–---–----------------------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამარ-თლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქ-ტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდე-ბული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
aRwerilobiTi nawili:
ფ------ ჩ-----–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ორი პირის ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგ-რამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვა-ლისწინებული შედეგი.
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 ივლისს, ქ. ზუგდიდში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სამეგ-რელო ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის შენობაში ყოფნის დროს, ფ------ ჩ-----–--მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დისშვილს ა-–---- გ----–---ს თმებში ჩაავლო ხელი, მოქაჩა ძლიერად, იგი დაეცა, რის შემდეგ მან ფეხებით ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილას, სახის არეში გაკაწრა ფრჩხილებით, რა დროსაც ა-–---- გ---–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარის-ხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ა-–---- გ---–---ს დასახმარებლად მისულ მამას მ------ გ---–---ს ფ------ ჩ-----–--მ ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, შემდეგ დაუჯიკავა, რის შედეგად მარჯვენა ხელი მიარტყა ოთახში მდგარ სკამს, რა დროსაც მ------ გ---–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუ-ბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 01 ივლისს, ზ----------------------------–--------–--ში ფ------ ჩ-----–-- და-ემუქრა დას, ე---------- ჩ-----–--ს მისი შვილების და შვილიშვილების სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ შვილს და შვილიშვილებს დაუხოცავდა, რაც ე----------- ჩ-----–--მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძ-ვლიანი შიში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ--- ჯ-----მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ფ------ ჩ-----–--ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ფ------ ჩ-----–--ს მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს ადა-მიანის პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ განზრახ დანაშაულს, მხედველობაშია მისა-ღები ის გარემოება, რომ დანაშაულებრივი ქმედების თავისებურება უკავშირდებოდა დაზარალებულისათვის სტრესული გარემოს შექმნას, რაც დამნაშავეს პირის უკეთ მანი-პულირების საშუალებას აძლევდა. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 42-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძ-ლება დაინიშნოს ამ კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენის-თვის.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ფ------ ჩ-----–--ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე მუხლის 11-ლი ნა-წილის „გ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ფ------ ჩ-----–--ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლ-საწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორ-ციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვ-რება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ ფ------ ჩ-----–-- ხასიათდება დადებითად და ფ------ ჩ-----–--ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად დაუნიშნა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი ფ------ ჩ-----–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ფ------ ჩ-----–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ფ------ ჩ-----–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნა-წილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი სახელ-მწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გა-თვალისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბი-უჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, ფ------ ჩ-----–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლა-რი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ფ------ ჩ-----–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებუ-ლია.
ნივთიერი მტკიცებულება – DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili