განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2020
საქმის ნომერი
080100119003183680
ინსტანცია
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-49-2020 წელი

№080100119003183680

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

14 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ-–- შ-----–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ლ-–- შ-----–--, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქო-ნე, მცხოვრები ც-------------------------–-----–ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 480 (ოთხას ოთხმოცი), საათის ვადით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.

aRwerilobiTi nawili:

ლ-–- შ-----–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, ქ----------–-----------ის ქუჩაზე, ლ-–- შ-----–--მ იძალადა მეუღლეზე ნ---- რ-----–---–ზე. დაზარალებულმა განიცადა ფი-ზიკური ტკივილი.

2019 წლის 15 აგვისტოს, ქ----------–-----------------------------ს ქუჩაზე ყოფნის დროს ნ---- რ-----–---–ს მობილური ტელეფონის გამოყენებით დაუკავშირდა მეუღლე ლ-–- შ-----–--. საუბრისას ლ-–- შ-----–-- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ---- რ-----–----–ს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ლ-–- შ-----–-- 2019 წლის მაისის თვიდან სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღ-ლეს ნ---- რ-----–---–ს. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ნ---- რ-----–---–ი მეუღლის ქმედებით განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ-------- ტ---–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ლ-–- შ-----–--ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ლ-–- შ-----–-- წარ-სულში გასამართლებული იყო ხულიგნობისა და ყაჩაღობისათვის. დაზარალებულის ჩვენებით ირკევევა, რომ ციხიდან გამოსვლისთანავე ეჭვიანობის ნიადაგზე დაეძაბა ურ-თიერთობა მეუღლესთან. სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებად მიუთითა მხოლოდ დანაშაულის რეციდივი. ლ-–- შ-----–--სთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველ-ყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და ის უფრო პასუხისმგებლობით არ მოეკი-დება მართლწესრიგის დაცვასა და ახალი დანაშაულის ჩადენისაგან თავის შეკავებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ლ-–- შ-----–--ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით (2 ეპიზოდი), 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-–- შ-----–--ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ ლ-–- შ-----–--მ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადები-თად, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელიც ითხოვს მის მიმართ არ იქნეს გამო-ყენებული საპატიმრო სასჯელი, ასევე გაითვალისწინა მსჯავრდებულის ნასამართლობა და ლ-–- შ-----–--ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დანაშაულთა ერთობლიობით სას-ჯელად დაუნიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 480 (ოთხას ოთხმოცი) სა-ათის ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარ-დებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტა-ნის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი ლ-–- შ-----–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ლ-–- შ-----–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ლ-–- შ-----–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), 111-151-ე მუხლის პირველი ნა-წილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 03 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოები-სათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველ-ზე, მოცემული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და ლ-–- შ------–--ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგა-დოებისათვის სასარგებლო შრომა 480 (ოთხას ოთხმოცი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ-–- შ-----–--ს 2019 წლის 22 აგვისტოდან 2019 წლის 28 ნოემბრამდე სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადა ჩაეთვალოს დანიშნული სასჯე-ლის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ლ-–- შ-----–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმ-რობა გაუქმებულია.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili