განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002896905
საქმე №1ბ/1376-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ა----------–---–ის
ადვოკატ - დ----------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ---------------–-–---–ის მონაწილეობის გარეშე (გარდაცვლილია)
მსჯავრდებულ დ---------------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ---------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 04 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, ვ------–---------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 ივნისის განაჩენით:
დ---------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215 (ორას თხუთმეტი) საათი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, 2019 წლის 27 თებერვლიდან 2019 წლის 1 მარტის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი.
დ---------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 18 თებერვალს, თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ნაძალადევის მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის მიერ დ---------------–-–---–ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლითაც დ---------------–-–---–ს აეკრძალა მამის - დ---------------–-–---–ის სახლთან მიახლოება. მიუხედავად აღნიშნულისა, დ---------------–-–---–მა ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები და მივიდა მამის საცხოვრებელ სახლში თბილისში, მოლოკოვის ქუჩა №7-ში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა და მსჯავრდებულ დ---------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს------------------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ---------------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, თუმცა სააპელაციო პალატის სხდომაზე ბრალდების მხარემ უარი თქვა სააპელაციო საჩივრის განხილვაზე და შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
მსჯავრდებულ დ---------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს------------------ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ---------------–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი საფუძვლით:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ დ---------------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, აპელანტი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, შეფასებულ იქნა ბრალდებულის მიმართ ბრალის დამადასტურებელ ერთერთ არგუმენტად, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ მოუსმენია დაზარალებულის მხრიდან დასახელებული ფაქტების უარყოფა. აპელანტს მიაჩნია, ის გარემოება, რომ ოჯახის წევრმა, თუნდაც საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა პირმა, საკუთარი უფლება-მოვალეობების განმარტების შემდეგ, საკუთარი სურვილით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლოში არ მისცა ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ შეფასებულ იქნეს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალის დამადასტურებელ ერთ-ერთ არგუმენტად. აღნიშნული ფაქტი ვერ დაადასტურებს შემაკავებელი ორდერის განზრახ დარღვევას დ---------------–-–---–ის მხრიდან.
აპელანტის მითითებით, სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს 2019 წლის 18 თებერვალს პატრულ-ინსპექტორ გ--–--------ას მიერ დ---------------–-–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი, სადავოა ის საკითხი, რომ პატრულ-ინსპექტორმა ისე შეადგინა შემაკავებელი ორდერი, რომ მან მისთვის გასაგებად, სრულყოფილად და ამომწურავად არ განუმარტა დ---------------–-–---–ს შემაკავებელი ორდერის არსი, ის ვალდებულებები და მოთხოვნები, რაც მას დაეკისრა ერთი თვის განმავლობაში, ასევე, მან არ გადასცა დ---------------–-–---–ს შემაკავებელი ორდერის ასლი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ შემაკავებელ ორდერზე არ არის დ---------------–-–---–ის ხელმოწერა და მასზე გაკეთებულია შენიშვნა, თითქოსდა დ---------------–-–---–მა პატრულ-ინსპექტორისათვის გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ორდერზე ხელის მოწერაზე.
აპელანტის აზრით, სასამართლომ ბრალდებულის ჩვენება მიიჩნია წინააღმდეგობრივად, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეების გ--–--------ას და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ--–--–------–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებები და სატელეფონო გასაუბრების ოქმები მოდის არსებით წინააღმდეგობაში, კერძოდ, მოწმე ლ--–--–------–--ის მიერ შედგენილ იქნა მსხვერპლთან - დ---------------–-–---–თან და მოძალადე დ---------------–-–---–თან სატელეფონო გასაუბრების ოქმები, რომელთა თანახმად, ორივე მათგანმა მიუთითა, რომ დ---------------–-–---–ის მხრიდან შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ცხოვრობენ ერთად და ერთმანეთთან აქვთ კავშირი. სწორედ ამის შემდეგ, მოწმე ლ--–--–------–--ის მიერ შედგენილ იქნა პატაკი, რომლითაც მან მიმართა ხელმძღვანელობას საქართველოს სსკ-ის 111; 3811-ე მუხლით გამოძიების დაწყების თაობაზე. აპელანტი მიუთითებს, რომ სატელეფონო გასაუბრების ოქმები, რომელიც ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს, ეჭვქვეშ აყენებს მოწმე გ--–--------ას სასამართლოში მიცემული ჩვენების სანდოობას, ვინაიდან, მამა-შვილს რომ გაცნობიერებული ჰქონოდათ შემაკავებელი ორდერის პირობები და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, ისინი არ განუმარტავდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, რომ დ---------------–-–---–ის მხრიდან შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ისინი ცხოვრობენ ერთად, ერთმანეთთან აქვთ კომუნიკაცია და არიან შერიგებულები. პატრულ-ინსპექტორ გ--–--------ას მისთვის მართლაც რომ განემარტა შემაკავებელი ორდერის შინაარსი და მისი დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგები, დ---------------–-–---–ი არ გააგრძელებდა მამამისთან თანაცხოვრებას, არ წავიდოდა მასთან ერთად სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, არ ექნებოდა სატელეფონო კომუნიკაცია.
აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის მხრიდან ლ--–--–------–--ისათვის გაკეთებული განმარტება, რომ შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევას მოძალადის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დასახელებულმა პირებმა იცოდნენ შემაკავებელი ორდერის არსებობის შესახებ, ასევე დაცვის მხარისათვის გაუგებარია, როგორ მიიჩნია სასამართლომ დადასტურებულად დ---------------–-–---–ის ქმედებაში დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის, განზრახვის არსებობა, მაშინ, როდესაც მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდგომ აშკარა გახდა, რომ დ---------------–-–---–ს არ ჰქონდა გაცნობიერებული თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, არ შეეძლო გაეთვალისწინებინა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა და არ სურდა ეს შედეგი, ანდა არ შეეძლო გაეთვალისწინებინა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობა.
აპელანტმა ასევე განმარტა, რომ მოწმე გ--–--------ას შესაძლოა არ ჰქონდა თავდაპირველად რაიმე ინტერესი დ---------------–-–---–ის მიმართ, როდესაც გამოსცა შემაკავებელი ორდერი, მაგრამ მან არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა ჯეროვნად და ზეპირსიტყვიერად, გასაგებად არ განუმარტა დ---------------–-–---–ს შემაკავებელი ორდერის შინაარსი და ორდერით დაკისრებული მოთხოვნები და ვალდებულებები, ასევე არ დაუტოვა ორდერის ასლი, რასაც შედეგად მოჰყვა დ---------------–-–---–ის მხრიდან ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების მისდაუნებურად, გაუცნობიერებლად დარღვევა. როდესაც მოწმისათვის ცნობილი გახდა დ---------------–-–---–ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე, მის ინტერესში იყო, სამსახურის შენარჩუნების მიზნით, გამოძიებისათვის იმგვარი ჩვენების მიცემა, რომელიც მის ყოველგვარ პასუხისმგებლობას გამორიცხავდა.
საბოლოოდ, აპელანტმა განმარტა, რომ მართალია, სასამართლოს გაუჩნდა ეჭვი დ---------------–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს უკანასკნელი გადაწყვიტა არა ბრალდებულის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ და მის მიმართ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ დ---------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ---------------–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო მოთხოვნას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო საჩივრის შინაარსისა და მასში დასმულ საკითხთა გათვალისწინებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ფართოდ მიმოიხილოს მსჯავრდებულ დ---------------–-–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ხასიათი და მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, კერძოდ:
დ---------------–-–---–ის ბრალდების საფუძველი გახდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს შემაკავებელი ან დამცავი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული ნორმა თავისი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ბლანკეტურ ნორმას, შესაბამისად პირის მიერ მასში მითითებული დარღვევის შესაფასებლად მხოლოდ კანონის ამ დანაწესის მოცემულობა არა არის საკმარისი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის ბრალეულობის საკითხის გარკვევისას მისი ქმედების შესაბამისობა შემოწმებული უნდა იქნეს ასევე ამ ურთიერთობის მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში. შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესისა და პირობების დასადგენად უნდა მივმართოთ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს. სწორედ ამ კანონის დაცვით გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში აქვს ადგილი დანაშაულს.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის 32 ნაწილის მიხედვით, შემაკავებელ ორდერს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი და მსხვერპლი. იგი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებას და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; დ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების საკითხებს; ე) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; ვ) მოძალადისათვის ამ ორდერის მოქმედების პერიოდში ან ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ზ) მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
ამავე მუხლის 35 და 36 ნაწილების თანახმად, შემაკავებელი ორდერი იწერება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე მუხლის 38 ნაწილის მიხედვით, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
დასახელებული კანონის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას.
პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნორმათა დანაწესი თავისთავად სცემს პასუხს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში დაყენებულ საკითხთა ნაწილს, თუმცა მიზანშეწონილად მიაჩნია ამ ნორმების ანალიზი მსჯავრდებულ დ---------------–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ჭრილში.
საქმის მასალებით დადგენილია და დაცვის მხარეც არ უარყოფს, რომ 2019 წლის 18 თებერვალს, დაზარალებულ დ---------------–-–---–ის მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი №0----- შვილის - დ---------------–-–---–ის მიმართ. ორდერის პირობების თანახმად, ბრალდებულ დ---------------–-–---–ს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი მოთხოვნები და ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი დ---------------–-–---–ი (მამა) ცხოვრობს; ბ) აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. შემაკავებელ ორდერს ხელს აწერს მსხვერპლი - დ---------------–-–---–ი. ორდერზე ასევე ფიქსირდება შენიშვნა, რომლის თანახმადაც, მოძალადემ გაურკვეველი მიზეზის გამო უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. პალატა განმარტავს, რომ შემაკავებელ ორდერზე ხელმოწერის თვალსაზრისით, მისი შედგენისას დაცულია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ დასახელებული ნორმის სავალდებულო დანაწესი და მასზე დაფიქსირებულია მისი გამოცემის უფლების მქონე პირისა და მსხვერპლის ხელმოწერები.
აღნიშნული დოკუმენტის მიმართ აპელანტის პრეტენზიას წარმოადგენს არა მისი შედგენის, არამედ მისი შემდგენი პირის, პატრულ-ინსპექტორ გ--–--------ას მიერ მოძალადედ მითითებული დ---------------–-–---–ისათვის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოვალეობებისა და ვალდებულებების, ასევე, მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების არასათანადოდ გაცნობის ფაქტი. აპელანტის აზრით, სწორედ ამ საკითხებში გაუთვითცნობიერებლობამ გამოიწვია დ---------------–-–---–ის მიერ უნებურად შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა და შემდგომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ასეთ მსჯელობას, ვინაიდან, საქმეზე დაკითხული პატრულ-ინსპექტორ გ--–--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 თებერვალს ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე მეწყვილე გ-----------------სთან ერთად გამოცხადდა მისამართზე: თბილისი, მ---–---------------ში. შეტყობინების ინიციატორმა - დ---------------–-–---–მა პატრულ-ინსპექტორებს განუცხადა, რომ შვილთან, დ---------------–-–---–თან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსხვერპლი ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გამოცემას, ამ დროისთვის სახლში არ იმყოფებოდა მოძალადე, იგი ცოტა მოგვიანებით მივიდა. პატრულ-ინსპექტორების დანახვაზე მოაწყო დებოში, გახდა უკიდურესად აგრესიული, შექმნილი ვითარებიდან და მსხვერპლის მოთხოვნიდან გამომდინარე გ--–--------ამ მიიღო გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე. გარდა ამისა, იკვეთებოდა ფიზიკური ძალადობის ნიშნები, სახლს ეტყობოდა რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას, ნივთები იყო ქაოტურად გადმოყრილი, გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური და მოხდა ბრალდებულის დაკავება, პარალელურ რეჟიმში შედგა შემაკავებელი ორდერი, მოძალადე დ---------------–-–---–ს განემარტა ორდერის პირობები. ორდერით გათვალისწინებული პირობების და შეზღუდვების განმარტების დროს მოძალადე გახდა არაადეკვატური, ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს და აცხადებდა, რომ არავის ჰქონდა უფლება მისთვის სახლში მისვლა აეკრძალა. ბრალდებულის პროტესტმა განაპირობა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დამატებითი განმარტება, მოძალადეს დეტალურად განემარტა, რომ აკრძალული ჰქონდა მამასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო საუბარი, მიმოწერა, სახლში მისვლა და მსხვერპლთან მიახლოება. ასევე განემარტა, რომ ორდერის პირობების დარღვევა გამოიწვევდა მოძალადის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. დეტალური განმარტების მიუხედავად, მოძალადე აგრძელებდა პროტესტს და ხმამაღლა აცხადებდა, რომ სახლში მისვლას ვერავინ აუკრძალავდა. ბრალდებულმა დ---------------–-–---–მა უარი განაცხადა ორდერზე ხელის მოწერაზე, თუმცა ასლი გადაეცა როგორც მას, ასევე მსხვერპლს. მსხვერპლმა განსხვავებით მოძალადისა, შემაკავებელ ორდერს ხელი მოაწერა.
დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს დასახელებულ მტკიცებულებასაც და მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენება წინააღმდეგობრივი და არაგულწრფელია, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებლად, რაიმე მყარი არგუმენტი მას არ დაუსახელებია. აპელანტმა მხოლოდ მიუთითა, რომ დ---------------–-–---–ის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის შემდეგ, სამსახურის დაკარგვის შიშით პატრულ-ინსპექტორ გ--–--------ას სასამართლოსთვის უნდა მიეცა ისეთი ჩვენება, რომლითაც ეჭვქვეშ არ დადგებოდა მისი სამსახურებრივი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულების საკითხი. პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებში არ არის მითითება გ--–--------ას სამსახურიდან გათავისუფლების ან სხვაგვარად შევიწროვების საფრთხეებზე, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია, შესაბამისად, მსგავსი მსჯელობა მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა, რაც ვერ გახდება მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასების საზომი.
მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მის თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოწმე გ--–--------ას ჩვენება იმ ნაწილში, რომ დ---------------–-–---–ისთვის ცნობილი იყო შემაკავებელი ორდერის პირობები, თანხვედრაშია უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ--–--–------–--ის მიერ შედგენილ სატელეფონო აქტებთან, რომელთა თანახმად, ორდერის მოქმედების ვადაში 2019 წლის 26 თებერვალს ტელეფონით დაუკავშირდა მსხვერპლს. სატელეფონო გასაუბრების ოქმის მიხედვით მსხვერპლმა ინსპექტორ გამომძიებელს განუცხადა, რომ შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მოძალადე მასთან ერთად ცხოვრობს და ერთმანეთთან აქვთ კავშირი. უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი ლ--–--–------–--ე მონიტორინგის ფარგლებში ასევე დაუკავშირდა მოძალადეს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ორდერის პირობები არ დარღვეულა, ცხოვრობს მსხვერპლთან ერთად თბილისში, მ---–---------------ში და ერთმანეთთან აქვთ კომუნიკაცია. არც მსხვერპლს და არც მოძალადეს გაუპროტესტებია, თუ რა პირობებზე იყო საუბარი, ამასთან, მოწმე გ--–--------ას ჩვენებით დასტურდება, რომ დ---------------–-–---–ისათვის აკრძალვების განმარტების დროს, მან გამოხატა უკმაყოფილება, რომ ვერავინ აუკრძალავდა საკუთარ სახლში მისვლას.
დაცვის მხარის აპელირება შემაკავებელ ორდერზე მოძალადის ხელმოწერის არარსებობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, შემაკავებელ ორდერს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი და მსხვერპლი. კანონმდებელი აუცილებელი წესით ითვალისწინებს მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერის გაგზავნა/ჩაბარებას 24 საათის განმავლობაში. მოწმე გ--–--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს, მოძალადე დ---------------–-–---–ი ადგილზე იმყოფებოდა, მას დეტალურად განემარტა, რომ აკრძალული ჰქონდა მამასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო საუბარი, მიმოწერა, სახლში მისვლა და მსხვერპლთან მიახლოება. ასევე განემარტა, რომ ორდერის პირობების დარღვევა გამოიწვევდა მოძალადის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულისათვის ასეთი განმარტება არ მიუციათ, საფუძველს მოკლებულია. ამ მიმართებით, დაცვის მხარის მთავარ არგუმენტაციას წარმოადგენს იმაზე მითითება, რომ მამა-შვილის მხრიდან შემაკავებელი ორდერის პირობების და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერებისას, ისინი არ განუმარტავდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, რომ დ---------------–-–---–ის მხრიდან შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ისინი ცხოვრობდენ ერთად, ერთმანეთთან ჰქონდათ კომუნიკაცია და იყვნენ შერიგებულები. აპელანტის აზრით, პატრულ-ინსპექტორ გ--–--------ას მისთვის მართლაც რომ განემარტა შემაკავებელი ორდერის შინაარსი და მისი დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგები, დ---------------–-–---–ი არ გააგრძელებდა მამამისთან თანაცხოვრებას, არ წავიდოდა მასთან ერთად სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, არ ექნებოდა სატელეფონო კომუნიკაცია. პალატა განმარტავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასა და მოქმედებას მსხვერპლისა და მოძალადის შერიგების დროს, რომლის თანახმად, მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ იწვევს შემაკავებელი ორდერის მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე. ამავე კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ასეთი ერთობლივი მიმართვა მსხვერპლს და მოძალადეს არ განუხორციელებიათ, მათ ასევე არ უსარგებლიათ შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების უფლებით.
პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე დაზარალებულ დ---------------–-–---–ისა და მოწმე გიორგი მჭედლიშვილის მიერ მათთვის კანონით გარანტირებული უფლებით სარგებლობისა და ახლო ნათესავის - შვილისა და ძმის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის საკითხს და განმარტავს, რომ ეს ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დ---------------–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ უარყვიათ შემაკავებელი ორდერით დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების დარღვევა. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგომის მომენტიდან, კერძოდ, დადგენილია, რომ დ---------------–-–---–ს 2019 წლის 18 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა 1 თვის მანძილზე იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 26 და 27 თებერვალს დ---------------–-–---–ი იმყოფებოდა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში, ქ. თბილისში, მ---–---------------ში, რაც დასტურდება 2019 წლის 26 თებერვალს მსხვერპლთან და მოძალადესთან სატელეფონო გასაუბრების ოქმებით და 2019 წლის 27 თებერვალს მოძალადე დ---------------–-–---–ის დასახელებულ მისამართზე დაკავების ფაქტით.
სააპელაციო პალატა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი და თანმიმდევრული ანალიზის შემდეგ, ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტებს დ---------------–-–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მათ არ გააჩნიათ სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე დ---------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ---------------–-–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ე. ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული დ---------------–-–---–ი გარდაცვლილია, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ივნისის განაჩენში დ---------------–-–---–ის მიმართ, უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება სასჯელის ნაწილში და დ---------------–-–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სასჯელის დაუნიშნავად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 269-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ---------------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
დ---------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით დ---------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე