განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210019000820092
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2/ბ-518-2019 12 თებერვალი 2020 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: ლაურა მიქავა
თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი (შეგებებული მოსარჩელე): ნ---- ჩ----–---–-
წარმომადგენელი: ვ------- კ-------–----
მოწინააღმდეგე მხარე (თავდაპირველი მოსარჩელე): თ------- გ---–--–---
წარმომადგენელი: ზ---–- გ--------, მ--–---- ჩ-----
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, მოძრავი ნივთების დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, თ.გ---–--–---- სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა; შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ნ---- ჩ----–---–-ს სასარგებლოდ, თ------ გ---–--–----ათვის, საცხოვრებელ სახლზე მიყენებული დაზიანებისათვის 1196,78 ლარის გადახდის დაკისრება ასევე, ნ---- ჩ----–---–-ს საცხოვრებელი სახლიდან გატანილი მოძრავი ნივთების დაბრუნების დავალდებულება ან ამ ნივთების ღირებულების-2290 ლარის ნ---- ჩ----–---–-ს სასარგებლოდ, თ------ გ---–--–----თვის დაკისრება. თ------ გ---–--–---- სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, ნ---- ჩ----–---–- 1992 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, ხოლო მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.ქ-------–----------------------–-–-------------–----------–--–----------–-------------–------–-–--–---–-----), 6 წელი (1992-1998) დაკეტილი ჰქონდა. 1998 წელს, მოსარჩელე, ზეპირი გარიგებით შეუთანხმდა ნ---- ჩ----–---–- მისი ძმის, ი-–-- ჩ------–---–-- მეშვეობით (ამჟამად გარდაცვლი-–--), რომ უსასყიდლოდ საცხოვრებლად გადავიდოდა და შემდეგ შეისყიდდა ქ.ქ-------–----------------------–--–------------–----------–--–----------–------ და ამჟამად ც-–--–---–-----) მდებარე სახლს. შეთანხმების საფუძველზე, 1998 წლის სექტემბრიდან-2014 წლის სექტემბრამდე თ------ გ---–--–--- ოჯახთან ერთად 16 წელი ცხოვრობდა ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. 2000 წელს, თ.გ---–--–---მ ი-–-- ჩ------–---–- შესთავაზა სახლზე ფართის მიშენება, მან კი თავის მხრივ აღნიშნულის შესახებ აცნობა დას-ნ---- ჩ----–---–-. იმ დროისათვის, ქ.ქ-------–-----------------------------–--–------------ში ცხოვრობდა ოთხი ოჯახი, ხოლო მიწა, რომელზეც გაკეთდა მიშენება იყო და არის საერთო საკუთრება. 2001 წლის გაზაფხულზე, მეზობლების თანხმობის შემდეგ, თ------ გ---–--–---მ ხელშეკრულება გააფორმა შპს „–---–--------–------“, რომელმაც სახლის ყველა ოთახში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, ასევე გადიდდა ხის შუშაბანდი და ამოშენდა აგურით, სახლში ჩაისვა მეტალოპლასტმასის ფანჯრები, გაუკეთდა გისოსები, სახლის გვერდით მოიჭრა მიწა, აშენდა ავტოფარეხი, მეორე სართულზე აშენდა ორი საძინებელი, შესასვლელი, ტუალეტი, მესამე სართულზე მოეწყო ვერანდა და ტალავერი. 2003 წლის გაზაფხულზე (ი-–-- ჩ------–---–-- გარდაცვალების შემდეგ), მას დაურეკა ნ---- ჩ----–---–-- სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით. თ------ გ---–--–---მ შესთავაზა 4000 აშშ დოლარი, რაზედაც ნ---- ჩ----–---–-- უარი განუცხადა. 2014 წლის 21 აგვისტოს, ნ---- ჩ----–---–- 22 წლის შემდეგ დაბრუნდა ისრაელიდან ქუთაისში და თ------- გ---–--–---ს მოსთხოვა სახლის დაცლა. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, მან და მისმა ოჯახმა დატოვა საცხოვრებელი სახლი, ხოლო ნ---- ჩ----–---–-- მოსარჩელის მიერ აშენებული ფართი უკანონოდ, მთლიანად დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში თავის სახელზე. 2014 წლის 18 სექტემბერს, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა დახასიათებით ირკვევა, რომ ნ---- ჩ----–---–- საკუთრება იყო საერთო საკუთრების 5/13 ნაწილი, რაც შეადგენდა 39.29 კვ.მ საცხოვრებელ ფართს და 36 კვ.მ დამხმარე ფართს სულ: 75.29 კვ.მ-ს. მოსარჩელის მიერ აშენებული ფართის უკანონოდ რეგისტრაციით ნ---- ჩ----–---–-ს საერთო საკუთრებამ შეადგინა 223.35 კვ.მ. ამ ფართში თ------ გ---–--–---- მიერ აშენებულია (223.35-75.29=148.06) 148.06 კვ.მ. საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ---- ჩ----–---–-ს საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლზე (მდებარე, ქ. ქ-----------------------------------–--–------------ში) სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ მთლიანობაში შეადგინა 73,565.49 ლარი, მაგრამ ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი იქნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ნ---- ჩ----–---–-, მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მხოლოდ 46 000 ლარის გადახდა. თ------ გ---–--–---- სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ნ---- ჩ----–---–-- სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არავითარი გარიგება (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) ქ. ქუთაისში, გაპონოვის პირველ შესახვევში №4-ში მდებარე მისი საცხოვრებელი ბინის გაყიდვის ან რეკონსტრუქციის თაობაზე, მხარეთა შორის არ არსებობდა. მართალია, თ------ გ---–--–---მ რამდენჯერმე გამოთქვა ინიციატივა შეეძინა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა, მაგრამ მან უარი განუცხადა, მეტიც, გააფრთხილა, რომ მისი საცხოვრებელი ბინისათვის არაფერი მიეშენებინა და არაფერი დაეკლო. ფაქტიურად, დიდსულოვნად მისცა თავშესაფარი თ------ გ---–--–---ს და მის ოჯახს, ესარგებლათ მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლით, ამ უკანასკნელმა კი, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, თვითნებურად, საკუთარი გემოვნებით ჩაატარა სახლის ე.წ. რეკონსტრუქციული ცვლილებები. უსაფუძვლო გამდიდრებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, პირიქით, მას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან მიშენებები, რაც თ------ გ---–--–---მ სათანადო პროექტის გარეშე, უკანონოდ განახორციელა, ექვემდებარება მერიის შესაბამისი სამსახურის მხრიდან დემონტაჟს. შესაბამისად, მოთხოვნა - 46.000 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და იმავდროულად ხანდაზმული, ვინაიდან, საცხოვრებელ სახლზე მიშენება-რეკონსტრუქცია ჩატარებულია 2000 წელს, სარჩელი სასამართლოში წარდგენი-–---2015 წელს. ნ---- ჩ----–---–-ს შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, თ------- გ---–--–---მ უკანონოდ მიაშენა მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს ორი პატარა ოთახი ასევე, საცხოვრებელი ბინის ქვემოთ, საძირკველიდან უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, დიდი რაოდენობით მიწის გამოღების შემდეგ, გააკეთა ავტოფარეხი, რითაც საცხოვრებელი ბინის საყრდენ კედლებზე, იატაკზე, თითქმის ყველა ოთახის ჭერზე და ეზოში გაჩნდა მნიშვნელოვანი ზომის ბზარები. საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ საცხოვრებელ ბინაზე უკანონო მშენებლობით მიყენებული ზიანი შეადგენს 1196 ლარს და 78 თეთრს, უკანონოდ მიშენებული ორი ოთახის დარღვევა კი, სახლის კიდევ უფრო მეტ ამორტიზაციას გამოიწვევს. ამჟამად, სასწრაფოდ ჩასატარებელია სააცხოვრებელი ბინის გამაგრებითი სამუშაოები. ე.წ. მიშენების თაობაზე ნ---- ჩ----–---–-სთვის ცნობილი გახდა 2008 წლის ზაფხულში, როდესაც მისი ძმისშვილი - გ------- ჩ------–---–- ჩამოვიდა ქუთაისში და მოინახულა მამიდის საცხოვრებელი ბინა. გარდა ამისა, 2014 წლის ზაფხულში, როდესაც თავად ჩამოვიდა ისრაელიდან, აღმოაჩინა, რომ თ------ გ---–--–---მ ბინიდან გაურკვეველი მიმართულებით გაიტანა მისი ოჯახის კუთვნილი შემდეგი დასახელების მოძრავი ქონება: 1. ჩეხური ფაიფურის ჭაღი 5 ნათურიანი, ღირებული 150 ლარად; 2. ხის სკივრი, ღირებული 300 ლარად; 3. წყლის გამაცხელებელი ბაკი 2 ტონიანი, ღირებული 300 ლარად; 4. ორი გასაშლელი დივან-საწოლი, ღირებული 200 ლარად; 5. კარადა ე.წ სერვანდი, ღირებული 300 ლარად; 6. სამზარეულოს მაგიდა 4 სკამით, ღირებული 60 ლარად; 7. გაზქურა 4 ,,ქურიანი“, ღირებული 200 ლარად; 8. მაცივარი მინსკი ორკარიანი, ღირებული 200 ლარად; 9. ტელევიზორის მაგიდა, ღირებული 50 ლარად; 10. სასტუმრო მაგიდა თავისი 6 სკამით, ღირებული 100 ლარად; 11. სამზარეულოს კარადა, ღირებული 100 ლარად; 12. წყლის ნიჟარა, ღირებული 30 ლარად; 13. ჭაღი დავითის ვარსკვლავის გამოსახულებით; ღირებული 300 ლარად. ასევე, სახლის კედლიდან ამოიღო რელიგიური დანიშნულების ნივთები - მეზუზები. ამ გარემოებებზე მითითებით, შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა, უკანონო მშენებლობის შედეგად, საცხოვრებელ ბინაზე მიყენებული ზიანის - 1196.78 ლარის ანაზღაურება და ბინიდან გატანილი მოძრავი ნივთების დაბრუნება ან შესაბამისი კომპენსაციის-2290 ლარის, თ------ გ---–--–---ზე გადასახდელად დაკისრება. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე თ------ გ---–--–---მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1998 წელს ნ---- ჩ----–---–---- შედგა ზეპირი გარიგება ქ.ქ-------–-----------------------------–--–------------ში მდებარე სახლში ცხოვრებაზე, შემდეგ შესყიდვაზე და მშენებლობა-რემონტზე, რაც დასტურდება ქუთაისის მერიაში ნ.ჩ----–---–-ს მიერ შეტანილი განცხადებით და მოწმეთა ჩვენებებით. 2015 წლის 19 აგვისტოს ნ---- ჩ----–---–-ს წარმომადგენელს, მ--–---- თ------------ სრულად გადაეცა სარჩელში მითითებული ნივთები. ხოლო ტელევიზორის მაგიდა და წყლის გამაცხელებელი ბაკი 1998 წელს გადასვლის დროს მას არ დახვედრია. ამჟამად, მის მიერ დამონტაჟებულია ლითონის 2 ტონიანი ბაკი და 500 ლიტრიანი ბაკი ცხელი წყლისთვის.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. დაკმაყოფილდეს თ------- გ---–--–---- სარჩელი; 2. დაეკისროს ნ---- ჩ----–---–- (P/N 3-------), მოსარჩელე თ------- გ---–--–---- სასარგებლოდ, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 46.000 (ორმოცდაექვსი ათასი) ლარის გადახდა; 3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1380 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, მოპასუხე ნ---- ჩ----–---–- (P/N 3-------) დაეკისროს გადასახდელად თ------- გ---–--–---- სასარგებლოდ; 4. არ დაკმაყოფილდეს ნ---- ჩ----–---–-ს შეგებებული სარჩელი თ------- გ---–--–---- მიმართ უსაფუძვლობის გამო; 5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 1998 წლიდან-2014 წლის სექტემბრამდე, თ------ გ---–--–--- ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში, ც-–--–---–------------------------------------–--–-------------ში, რასაც დამატებით მიაშენა ორი ოთახი, ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და მოაწყო ავტოფარეხი. 2.2. შპს „ა-----------------------ის ექსპერტიზის №51 დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქ. ქ-------–-------------------------–-----4-ში მდებარე, ნ---- ჩ----–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე დამატებით ორი ოთახის მიშენებით და ავტოფარეხის მოწყობით, მთლიანად საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციამ მიიღო დაზიანებები. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, კედლებზე, იატაკზე, ჭერზე და შენობის გარე კედლებზე არსებული ბზარები გამოწვეულია მესაკუთრე ნ---- ჩ----–---–-ს საცხოვრებელ სახლზე ორი ოთახის მიშენებით და ავტოფარეხის მოსაწყობად შენობის ქვემოთ მიწის გამოღების შედეგად. აღნიშნული უნებართვო სამშენებლო სამუშაოების შესრულებით, მესაკუთრე ნ---- ჩ----–---–-ს საცხოვრებელ სახლს მდებარე, ქ----------–---------------------ში მიადგა 1197,78 ლარის ღირებულების ზიანი. ქ----------–---------------------ში მდებარე, ნ---- ჩ----–---–-ს საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული ორი ოთახის და ა/ფარეხის სავარაუდო დემონტაჟმა შეიძლება გამოიწვიოს არსებული საცხოვრებელი სახლის კიდევ უფრო დამატებითი დაზიანებები. 2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული N 0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ------ გ---–--–---- მიერ, ქ.ქ-------–---------------------------–--–------------ში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების, მოცულობა და ღირებულება შეადგენს 10,313.96 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების, მოცულობა და ღირებულება შეადგენს - 63,251.53 ლარს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქალაქ ქ-------–-------------------------------–--–-------–-------ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ №0-----------) ნ---- ჩ----–---–-ს სახელზე რეგისტრირებული შენობა №1-ის მეორე გამოყოფილი ნაწილი 223.35 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 120,000 ლარს. ქ. ქუთაისში, გ------------------------–--–----------4-ში თ------ გ---–--–---- მიერ ჩატარებულ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს არ შეეძლო არსებული სახლის კონსტრუქციისთვის მიეყენებინა დაზიანება, რომელიც აღნიშნულია შპს „აუ-------------------“-ის ექსპერტ გ------- შ------–---- მიერ, გარდა ნალესი ბზარებისა, რომელიც არავითარ ზიანს არ აყენებს შენობის კონსტრუქციას. 2.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის- იოსებ ბაზაძის განმარტებით, ქ----------–---------------------ში არსებული სახლის შეფასება მოხდა ნორმატივების სამშენებლო წესის მიხედვით, რა დროსაც დადგინდა, რომ შენობაზე დაზიანება არ იყო. იმ შემთხვევაში, თუ შენობა ავარიული იქნებოდა, კედლებს უნდა ჰქონოდა დეფორმაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო. 2.5. მოსარჩელე თ------- გ---–--–---- ინიციატივით, მოწმედ დაკითხულმა თ----–---------- აჩვენა, რომ ცხოვრობს ქუთაისში, შ--------------–---------ში. იცნობს მოდავე მხარეებს. ნ---- ჩ----–---–-ს ნახევარძმა-ი-–-- ჩ------–---–- იყო პოლიციელი, რომელმაც სახლი უყიდა ნ---- ჩ----–---–-. სწორედ მან დართო ნება თ------ გ---–--–---ს ეწარმოებინა მშენებლობა. 2.6. შეგებებული მოსარჩელის-ნ---- ჩ----–---–-ს ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა მ-------–-- აჩვენა, რომ არის ნ---- ჩ----–---–-ს შვილიშვილი, იცნობს მოდავე მხარეებს. ნ---- ჩ----–---–-- დროებით მისცა უფლება თ------ გ---–--–---ს ეცხოვრა მის სახლში. არანაირი უფლება მშენებლობის შესახებ ნ---- ჩ----–---–- არ მიუცია. სახლიდან მოპასუხეებმა გაიტანეს სხვადასხვა სახის ნივთები, რომელთა ღირებულება დადგენი-–-- ექსპერტის მიერ. 2.7. შეგებებული მოსარჩელის-ნ---- ჩ----–---–-ს ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა გ------- ჩ------–---–-- (skype-ის მეშვეობით) აჩვენა, რომ იგი არის ი-–-- ჩ------–---–-- შვილი, იცნობს მოდავე მხარეებს. ნ---- ჩ----–---–-- თ------ გ---–--–---ს მისცა უფლება დროებით ეცხოვრა მის სახლში. არანაირი უფლება მშენებლობის შესახებ ნ---- ჩ----–---–- არ მიუცია. იგი (მოწმე) ქუთაისში დაბრუნდა მამის გარდაცვალების შემდეგ, 2004 წელს. სახლი აშენებული დახვდა, რაზედაც აცნობა ნ---- ჩ----–---–- და გადასცა ფოტოსურათები. მოწმის განმარტებით, ავტოფარეხი გაკეთდა 2000 წელს. სახლს რემონტი არ სჭირდებოდა, სახლში იყო პარკეტიც და რემონტიც. 2.8. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქუთაისში, გ------------------–--–------------ში არსებული სახლთმფლობელობა წარმოადგენს თანასაკუთრებას. თანამესაკუთრეები: ნ---- ჩ----–---–- - შენობა №1-ის მეორე გამოყოფილი ნაწილი - 223.35 კვ.მ, რ---------------–---შენობა №1-ის ერთი გამოყოფილი ნაწილი - 70.22 კვ.მ. 2.9. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა - დახასიათებით და 2016 წლის 01 აპრილის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. ქუთაისში, გ------------------------–--–----------4-ში ნ---- ჩ----–---–- გააჩნდა საკუთრების 5/13 წილი, რაც შეადგენდა დაახლოებით 75.29 კვ.მ-ს. ხოლო თ------ გ---–--–---- მიერ აშენებული ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, მის საკუთრებაში რეგისტრირებულმა საერთო ფართმა შეადგინა 223.35 კვ.მ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ.გ---–--–---- მიერ აშენებული ფართი შეადგენდა 148.06 კვ.მ-ს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 129-ე, 130-ე, 976-ე, 982-ე, 987-ე მუხლებზე და განმარტა, რომ თ------ გ---–--–---- სარჩელი არ იყო ხანდაზმული. კერძოდ, მხარეთა შორის კონფლიქტი დაიწყო 2014 წელს. აღნიშნულ დრომდე თ------ გ---–--–--- უწყვეტად ცხოვრობდა ქ. ქ-------–-----------------–-------ში მდებარე სახლშ.ი 2014 წლამდე მისთვის პრეტენზიით, საცხოვრებელი სახლის დატოვების შესახებ, ნ---- ჩ----–---–- ოფიციალურად არ მიუმართავს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიზნებისათვის, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად, სწორედ 2014 წელი უნდა მიჩნეულიყო, როდესაც თ------ გ---–--–---მ შეიტყო ნ---- ჩ----–---–-ს პრეტენზია სახლის დატოვების თაობაზე. ვინაიდან, სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2015 წლის მაისში, მოპასუხის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ გაზიარებული არ იქნა. 2.11. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ სამართლებრივი საფუძველი უსაფუძვლო გამდიდრების წესებით უნდა დარეგულირებულიყო. განსახილველ შემთხვევაში, ნ---- ჩ----–---–- არ მოუთხოვია თ. გ---–--–---- მიერ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი, არამედ საკუთრებაში დაირეგისტრირა, რითაც საბაზრო თვალსაზრისით გაუმჯობესებული უძრავი ნივთი მიიღო, აღნიშნული ადასტურებდა, რომ თ------ გ---–--–---- ხარჯზე ის უსაფუძვლოდ გამდიდრდა 63,251.53 ლარით (იხ. ექსპერტის დასკვნა). მიუხედავად ამისა, მოსარჩელე თ. გ---–--–--- მოპასუხისგან ითხოვდა 46,000.00 ლარის გადახდას, რაც საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა. 2.12. გაზიარებული არ იქნა, ნ---- ჩ----–---–-ს საცხოვრებელ ბინაზე უკანონო მშენებლობის შედეგად მიყენებული ზიანის დასადასტურებლად წარმოდგენლი შპს „ა-----------------------ის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ქ----------–---------------------ში მდებარე ნ---- ჩ----–---–-ს საცხოვრებელ სახლს, უნებართვო სამშენებლო სამუშაოების შესრულებით მიადგა 1197,78 ლარის ღირებულების ზიანი. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგოდ, თ------ გ---–--–---- მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური დასკვნა N0-------- კატეგორიულად გამორიცხავდა შპს „ა-----------------------ის დასკვნით დადგენილ ფაქტს. შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოება. 2.13. ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული ნ---- ჩ----–---–-ს მოთხოვნა საცხოვრებელი ბინიდან გატანილი მოძრავი ნივთების დაბრუნების ან შესაბამისი კომპენსაციის - 2290 ლარის თ------ გ---–--–---ზე გადასახდელად დაკისრების ნაწილში. სასამართლომ მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა შეგებებულ სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთების თ------ გ---–--–---- მიერ მითვისების ფაქტი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში სრულად არ იქნა ასახული ფაქტობრივი გარემოებები. ე.წ. ,,მიშენება" განხორციელდა ქალაქის მერიის სამსახურის არქიტექტურული პროექტის გარეშე და მას არავითარი ღირებულება არ გააჩნია. რეალურად, ორი ოთახის მიშენებით და სახლის საძირკველის ქვემოთ ავტოფარეხის გაკეთებით, მთელი სახლის და ამ ე.წ. ,,მიშენების" კედლები დაიბზარა, იატაკს მდგრადობა დაეკარგა, რაც აღნიშნულია 2015 წლის 31 ივლისის №51 სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნაში. 3.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლო სხდომაზე ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებები, რა დროსაც ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ შეფასება გააკეთეს ამჟამად არსებული მშენებლობის ფასებით, სადავო ფართზე კი მშენებლობა განხორციელდა 2001 წელს. 3.3. საცხოვრებელ სახლზე გაწეული ხარჯის-46000 ლარის დასადასტურებლად მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი ხარჯთაღრიცხვა არ წარმოუდგენია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვეტილება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოიტანა, რაც ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, უკანონო მშენებლობის შედეგად უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნის ანაზღაურების თაობაზე. 3.4. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, რაც არასწორია. მოსარჩელე თ------ გ---–--–---მ ე.წ. "მიშენება" და რემონტი განახორციელა 2001 წელს, ამდენად, ამ გაუმჯობესების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაეწყო მას შემდეგ, როდესაც ნ---- ჩ----–---–-- უარი უთხრა საცხოვრებელი ბინის მიყიდვაზე ე.ი. 2004 წელს. ვინაიდან, თ------ გ---–--–---მ სასარჩელო მოთხოვნა დააყენა 2015 წელს, ე.ი. 11 წლის შემდეგ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა, სსკ-ის 976-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია. გარდა ამისა, არავითარი უსაფუძვლო გამდიდრება სახეზე არ არის, რადგან სინამდვილეში ე.წ. "მიშენებამ" მთელი საცხოვრებელი სახლის ამორტიზაცია, კედლების დაბზარვა და მდგრადობის შერყევა გამოიწვია. 3.5. სასამართლო, ნ---- ჩ----–---–-ს შეგებებულ სარჩელზე არასწორად და ტენდენციურად ასახავს რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს. ნ---- ჩ----–---–-ს კუთვნილი მოძრავი ქონების ხელყოფასთან დკავშირებით მოსამართლე ბრმად, მხოლოდ სიტყვაზე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ენდობა თ------ გ---–--–---- განმარტებას, რომ მან, თითქოსდა ნ---- ჩ----–---–-ს კუთვნილი ნივთები ჩააბარა მის წარმომადგენელს, რაც უბრალოდ სიცრუეა. მოსამართლეს არ მოუთხოვია ნივთების უკან დაბრუნების ხელწერილი ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტი, ამასთან გაურკვეველია, რატომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა ნ---- ჩ----–---–-ს განცხადების საფუძველზე ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილებაში შედგენილი მასალების გამოთხოვის თაობაზე, რაც აშკარად მოსამართლის მიკერძოებაზე და ტენდენციურობაზე მიუთითებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ნ---- ჩ----–---–-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.9 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შპს „----------------“-ს მიერ ჩატარებული №172 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.ქუთაისში, გ------------------------–--–----------4-ში მდებარე ნ---- ჩ----–---–-ს საკუთრებად რეგისტრირებული 0----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონებიდან, 233,35 კვ.მ. საცხოვრებლად ვარგისი ბინის საბაზრო ღირებულება, 2014 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით განისაზღვრა 48 000 აშშ დოლარი. (05.09.2014წ. მდგომარეობით 1 აშშ დოლარი შეადგენდა 1,7399 ლარს, შესაბამისად, დამრგვალებული ღირებულებაა 83 500 ლარი). (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ტომი 3, ს.ფ. 2-17). 4.4. აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ, საგამოძიებო ორგანოდან გამოთხოვილ წერილობით მტკიცეულებაში-2015 წლის 20 ივლისს ნ---- ჩ----–---–-ს გამოკითხვის ოქმში (ტ.2.ს.ფ.280-283) ნ---- ჩ----–---–-- დაფიქირა, რომ საცხოვრებელ სახლში არ იყო მისი კუთვნილი ნივთები: „მაცივარი, გაზის ფეჩი, სარეცხი მანქანა, სკამები, შკაფი კედლის, ტელევიზორი, დივანი ორი კრესლოთი, ქალაქის ტელეფონის აპარატი, ორი ტყავის დივანი, ბალიშები ორი ცალი, გადასაფარებელი ზეწარი და საბნის ჩიხოლი, კომპიუტერი თავის მაგიდით, კონდიციონერი, საუთოო მაგიდა და უთო... 2015 წლის 23 ივლისს სახლში მიტანილი დახვდა გასაშლელი დივანი, საწოლი, კრესლო და სკივრი“ (ტ.2.ს.ფ.280-283) 4.5. საგამოძიებო ორგანოდან გამოთხოვილ წერილობით მტკიცეულებაში-2015 წლის 23 ივლისის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებულია, რომ ნ---- ჩ----–---–-ს მონაწილეობით განხორციელდა ქ.ქუთაისში, გ------------------------–--–----------4-ში მდებარე, ნ---- ჩ----–---–-ს საკუთრებად რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის დათვალიერება, სადაც სხვადასხვა ოთახებში დაფიქსირდა შემდეგი საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნივთები: „სკივრი, ხის მუქი ფერის კარადა, სამზარეულოს ავეჯის მცირე ნაწილი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, მაცივარი, დიდი სკამი, გასაშლელი ე.წ. კრესლო, ორი მცირე ზომის სკამი მწვანე დასაჯდომით, სარკიანი ე.წ. ტუმბო, გამათბობელი ე.წ. კარმა, მაგიდა შავი ფერის, შავი ფერის კარადა, ორი პატარა სკამი, მწვანე ფერის ე.წ. დივანი, ორი პატარა საწოლი, მცირე ზომის საძინებელი, 6 ცალი სკამი, მცირე ზომის მაგიდა, მცირე ზომის კარადა, სარკე ყავისფერი ჩარჩოთი, ორსაწოლიანი ერთი საწოლი, დიდი ე.წ. კრესლო, სამი ცალი მცირე ზომის ტუმბო, თარო, ოთახში ჩაშენებულია მოწითალო ფერის კედლის კარადა, მცირე ზომის ორი პატარა მაგიდა, მაღალი კარადა დიდი კარებით...“ (ტ.2.ს.ფ.284-285) 4.6. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა ნ---- ჩ----–---–-- აღნიშნა, რომ მართალია, სარჩელით მოთხოვნილი საოჯახო ნივთები ასევე დაფიქსირებულია დათვალიერების ოქმში, თუმცა დათვალიერებისას აღწერილი ნივთები იყო სულ სხვა და არა ის, რაც დატოვებული ჰქონდა საცხოვრებელ სახლში. ამას გარდა, ზოგიერთი ნივთი იყო დაზიანებული, მაგ სკივრი და თ------ გ---–--–--- ვალდებულია, თუკი მის ნივთებს არ დაუბრუნებს, აუნაზღაუროს ამ ნივთების ღირებულება. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სასამართლოს კვლევის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს ქ.ქუთაისში, გ---------------------–--–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე მოსარჩელის მიერ გაწეული დანახარჯებით, მოპასუხე ნ---- ჩ----–---–-ს გამდიდრების ფაქტის დადგენა. იმისათვის, რომ გაირკვეს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, სასამართლომ, მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. პალატას მიაჩნია, რომ თ------ გ---–--–---- სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა). 4.8. გარდა მითითებული საკითხისა, მხარეთა შორის ასევე სადავოა ნ---- ჩ----–---–-ს საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლზე, თ------ გ---–--–---- მიერ უკანონო მშენებლობის შედეგად 1196,78 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი და ამ სახლიდან, თ------ გ---–--–---- მიერ, სარჩელში დაფიქსირებული მოძრავი ნივთების გატანის ნამდვილობა, მათი დაბრუნება ან შესაბამისი კომპენსაციის - 2290 ლარის ანაზღაურების დაკისრება. ამდენად, ნ---- გ---–--–---- შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი); მოძრავი ნივთების დაბრუნების ნაწილში კი, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება); მოძრავი ნივთების დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომპენსაციის დაკისრების ნაწილში, სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე მუხლებიდან. 4.9. სამოქალაქო კოდექსის 987.2-ე მუხლის თანახმად, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. ასეთ შემთხვევაში, უძრავი ნივთის მფლობელის-თ------ გ---–--–---- სასარჩელო მოთხოვნის წარმატებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობები: მფლობელმა ქონებაზე უნდა გაწიოს ხარჯები (შეგნებულად ან შეცდომით); ქონების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების მომენტში კვლავ უნდა არსებობდეს გაუმჯობესებანი (ქონებრივი ნამეტი); ამ გაუმჯობესების შედეგად ქონების მიმღები უნდა გამდიდრდეს. 4.10. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ თ------ გ---–--–--- 1998-2014 წლებში, ნ---- ჩ----–---–-ს ნებართვით ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, გ------------------------–--–----------4-ში ნ---- ჩ----–---–-ს კუთვნილ საცხოვრებლ სახლში, რაც ტექნიკური ბიუროს არქივის მონაცემებით იმ დროისათვის შეადგენდა დაახლოებით 75.29 კვ.მ-ს. საცხოვრებელი სახლზე თ.გ---–--–---მ შეგნებულად გასწია ხარჯები, ჩაატარა სახლის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის გამოც საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი გახდა 223.35 კვ.მ. ამდენად, თ------ გ---–--–---- მიერ აშენებული იქნა 148.06 (223,35-75,29=148,06) კვ.მ., რაც ნ---- ჩ----–---–-- საკუთრებაში დაირეგისტრირა. ვინაიდან, გაუმჯობესებული უძრავი ქონება ნ---- ჩ----–---–- დაუბრუნდა 2014 წელს და აღირიცხა კიდეც მის საკუთრებაში, ამასთან ამ დროისათვის (2014 წ.) 233,35კვ.მ ფართის სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შპს „----------------“-ს №172 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად განსაზღვრული იქნა 83 500 ლარი (ანუ, 1 კვ.მ ფასი-357,83 ლარი), ადასტურებს, რომ ადრე არსებულ 75.29 კვ.მ-ზე თ------ გ---–--–---- მიერ, დამატებით 148.06 კვ.მ. ფართის მიმატებით, მისი ღირებულება გაიზარდა 52 980,54 ლარით (148.06.X 357,83=52 980,54). იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა მხოლოდ 46000 ლარის გადასახდელად დაკისრებას, ამასთან არსებობს უსაფუძვლო გამდიდრებით ქონებრივი ნამეტის ამოღების ყველა აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობა, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ გ---–--–---- სასარჩელო მოთხოვნა სამოქლაქო კოდექსის 987-ე მუხლის 1-ლი და მეორე ნაწილის შესაბამისად დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. 4.11. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მითითებას, სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს: სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის 130-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ვინაიდან, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, მათ მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო - 10-წლიანი ვადა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმე #ას-225-215-2016, 25 მაისი, 2016 წელი; საქმე #ას-15-15-2016, 01 მარტი, 2016 წელი). საქმეზე წარმოდგეილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენი-–--, რომ ნ---- ჩ----–---–-- თ------ გ---–--–---- მიერ მიშენებული ფართი საკუთრებაში დაირეგისტრირა 2014 წელს და ამავე წელს გამოასახლა თ------- გ---–--–--- სადავო უძრავი ქონებიდან. ამდენად, სწორედ 2014 წლიდან დაიწყო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის დენა, რაც 2015 წელს, სარჩელის წარდგენის დროისათვის გასული არ ყოფილა. შესაბამისად, ამ საფუძვლითაც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. 4.12. უკანონო მშენებლობის შედეგად მიყენებული ზიანის - 1196.78 ლარის ანაზღაურების, ასევე მოძრავი ნივთბის დაბრუნების თაობაზე აპელანტის მოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. საპროცესო კანონმდებლობა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლი) ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია, ამასთან, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ საცხოვრებელ სახლში არსებული დაზიანებები (ბზარები) გამოწვეულია თ------ გ---–--–---- მიერ განხორციელებული მშენებლობა-რეკონსტრუქციით და რომ თ------ გ---–--–---მ წაიღო ნ---- ჩ----–---–-ს კუთვნილი მოძრავი ნივთები- მოსარჩელეს მტკიცების ვალდებულებაა. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შეგებებულმა მოსარჩელემ, საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის დასადასტურებლად წარმოადგინა შპს „ა-----------------------ის დასკვნა №51, სადაც დაფიქსირებულია, რომ ქ. ქ-------–--------------------------–-------ში არსებული ნ---- ჩ----–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში კედლებზე, იატაკზე, ჭერზე და შენობის გარე კედლებზე არსებული ბზარები გამოწვეულია მესაკუთრე ნ---- ჩ----–---–-ს საცხოვრებელ სახლზე ორი ოთახის მიშენებით, და ავტოფარეხის მოსაწყობად შენობის ქვემოთ მიწის გამოღების შედეგად, რის გამოც ზიანი შეადგენს 1197,78 ლარს. გარდა ამისა, საქმეზე წარმოდგენილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული, 2018 წლის N 0-------- ექსპერტიზის დასკვნაში განვითარებული მსჯელობით დასაშვებად იქნა მიჩნეული, რომ „აუ-------------------“-ის დასკვნაში მითითებული დაზიანებები-ნალესი ბზარები, შესაძლოა წარმოშობილიყო თ------ გ---–--–---- მიერ ჩატარებულ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებით (ტ.2.ს.ფ.44-79). ამდენად, მოცემული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------ გ---–--–---- მიერ განხორციელებულმა მშენებლობამ წარმოშვა ნ---- ჩ----–---–-ს საცხოვრებელ სახლზე ბზარები, რომლის შედეგად მიყენებული ზიანი შეადგენს 1196.78 ლარს და რომლის ანაზღაურება, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს თ------ გ---–--–---ს. 4.14. საცხოვრებელი ბინიდან გატანილი მოძრავი ნივთების დაბრუნების, ან შესაბამისი კომპენსაციის -2290 ლარის ანაზღაურების თაობაზე ნ---- ჩ----–---–-ს სააპელაციო მოთხოვნაზე პალატა განმარტავს: შეგებებულმა მოსარჩელემ მიუთითა, რომ თ------ გ---–--–---მ მისი ბინიდან დაუკითხავად გაიტანა მისი ოჯახის კუთვნილი მოძრავი ქონება, ღირებული 2290 ლარად, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ნივთების იდენტიფიცირება და მოპასუხის მიერ მათი არამართლზომიერი განკარგვა-წარმოდგენილი არ ყოფილა. მართალია, ამ ფაქტების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა 1992წ. დათარიღებული ფოტოსურათები და ვიდეო დისკი, რაზედაც ასახულია გარკვეული სახის ნივთები, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ თ------ გ---–--–---- მიერ, ნ---- ჩ----–---–-ს უძრავი ქონებით სარგებლობისას (1998-2014წწ.) სწორედ ეს ნივთები იყო საცხოვრებელ სახლში განთავსებული და რომ ისინი ურავი ქონების გამოთავისულებისას (2014 წ.) განკარგა თ------ გ---–--–---მ-შეგებებულ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამ საკითხთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე თავად აპელანტის განმარტებას და საგამოძიებო ორგანოდან გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებს, რომლითაც ირკვევა, რომ თ------ გ---–--–---- მიერ, ნ---- ჩ----–---–-ს საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებისას, ამ სახლში განთავსებული იყო საყოფაცხოვრებო მოძრავი ნივთები, რომელთა აღწერილობა თანხვედრაშია შეგებებულ სარჩელში ჩამოთვლილი ნივთების დასახელებებთან. შესაბამისად, აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული ნივთები არ არის იდენტური იმისა, რაც მას დატოვებული ჰქონდა საცხოვრებელ სახლში-გაზიარებული ვერ იქნება. ამდენად, ამ ნაწილში, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. 4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ნაწილობრივ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ნ---- ჩ----–---–-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება ნ.ჩ----–---–-ს შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ნ---- ჩ----–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლის დაზიანებისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე; თ------ გ---–--–---ს, ნ---- ჩ----–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, საცხოვრებელი სახლის დაზიანებისათვის 1196,78 ლარის გადახდა; სხვა ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, თ------ გ---–--–---ს, ნ---- ჩ----–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის, 1196,78 ლარის პროპორციულად, ორივე ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 83,77 ლარის გადახდა (1196,78-ის 7%=83,77).
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან, თ------ გ---–--–---- სარჩელი დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე არ არსებობს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---- ჩ----–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლის დაზიანებისათვის თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე;
3. თ------ გ---–--–---ს, ნ---- ჩ----–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს, საცხოვრებელი სახლის დაზიანებისათვის 1196,78 ლარის გადახდა;
4. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. თ------ გ---–--–---ს, ნ---- ჩ----–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს, საპროცესო ხარჯის ნაწილის-83,77 ლარის ანაზღაურება;
6. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდი-–--;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: ლაურა მიქავა
თეიმურაზ სიხარულიძე