განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002674030
საქმე №1/ბ-688-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლ---–--იძის მდივნობით,პროკურორების: ი-----–--------ის და მ-----–--------–---–ის
მსჯავრდებულის: ი-----–--------ს
ადვოკატების: გ------------------–--ის და გ---–-----------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი-----–--------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–--------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ქ---------------------–-------–---–----------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენით, ი-----–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 სექტემბრიდან.
ი-----–--------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით, 01:30 საათზე ქ. თ---–--–---------------ს ქუჩაზე მდებარე კლუბ "ი--------“ შესასავლელთან ი-----–-------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა გ--------------–--–---–ის კუთვნილ ოქროს ყელსაბამს და ოქროს ჯვარს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 1000(ათასი)ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი-----–--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლო განაჩენის დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ დაინტერესებული პირების დაზარალებულ გ--------------–--–---–ისა და მისი შვილის ლ-----------–--–---–ის ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრულ ჩვენებებს. სასამართლომ განაჩენს საფუძვლად ვერ დაუდო ბრალდების მხარის, კლუბის დაცვის წევრების ჩვენებები, რომლებიც თავის მხრივ შესაბამისობაში იყო ი-----–--------ს ჩვენებასთან და განაჩენის გამოტანა ვარაუდის საფუძველზე დაადგინა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ი-----–--------ს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო დაზარალებულ გ--------------–--–---–ის და ლ-----------–--–---–ის ჩვენებები, ასევე მათ მიერ ი-----–--------ს ამოცნობის ოქმები, ხოლო ი-----–--------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების უარსაყოფად გამოიყენა აღნიშნულ ჩვენებასა და ბრალდების მხარის მოწმეების, კლუბის დაცვის თანამშრომლების: დ--------------ის, დ-----–--–---–----ის და დ-------------–---–ის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში დაზარალებულ გ--------------–--–---–ის და ლ-----------–--–---–ის ჩვენებები მოყვანილია შემდეგი შინაარსით:
„დაზარალებულმა გ--------------–--–---–მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დისტანციურად დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1 სექტემბერს პირველის ნახევარზე შვილთან ლ-----------–--–---–თან ერთად იმყოფებოდა შ-------ზე მდებარე ღამის კლუბში. მან შენიშნა, რომ კლუბში შემოვიდა 4-5 სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა. იგი ელოდებოდა შვილს, რომელიც ცეკვავდა, ხოლო თავად მიირთმევდა სასმელს, ამ დროს დაინახა ერთი პირი დაჟინებით უყურებდა, მივიდა მასთან და შეეკითხა ხომ არ იცნობდა, რაზეც მან გაურკვეველ ენაზე უპასუხა. გ--------------–--–---–მა შეკითხვა გაუმეორა რუსულად, ინგლისურად, მან ქართულად უპასუხა: წამოდი გარეთ ვილაპარაკოთო, კ-----–--–---–მა უპასუხა, რომ მასთან სალაპარაკო არ ჰქონდა, მაგრამ დათანხმდა. ამ დროს 4-5 ახალგაზრდა შემოეხვია გარშემო, ერთმა ახალგაზრდამ დაუწყო ყვირილი, შენ თუ ქართველი ხარ, რუსულად რატომ ლაპარაკობო, ამ საუბრისას დარბაზში მყოფი პირი მივიდა, დაუდგა წინ, უყურებდა, წვდა ყელში და ჩამოგლიჯა ცეპი ჯვრით და მიიმალა. აღნიშნულ დღეს მას ეცვა შავი ფერის მაისური, ღია ყელით და ცეპი შესამჩნევი იყო. როგორც კი ცეპი ჩამოწყვიტეს, დაცვის თანამშრომლებმა დაიწყეს მისი გარეთ გაყვანა, გ--------------–--–---–ი დაცვის თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ ცეპი ჩამოწყვიტეს, დაცვის უფროსმა მას უთხრა: გარეთ გაყოლოდა და იქ გაარკვევდა; გარეთ დაცვის ერთმა თანამშრომელმა მას დაუწყო ყვირილი და გაარტყა ხელი. როდესაც გარეთ გაიყვანეს, გ------- კ-----–--–---–მა დარეკა პატრულში და შეატყობინა, რომ კლუბში ცეპი ჩამოწყვიტეს. შემდეგში ცეპი მას მიუტანა და ფეხებთან მიუგდო დაცვის თანამშრომელმა, ცეპზე არ იყო ჯვარი. მას ზუსტად ახსოვს ის პიროვნება, რომელმაც ცეპი ჩამოწყვიტა და რომელიც ამოიცნო პოლიციაში ფოტოსურათით ამოცნობისას. მისი ცეპი და ჯვარი იყო ოქროსი, დაახლოებით 40 გრამი, იყო ნაჩუქარი და ზუსტი ფასი არ იცის. ჯვარის ღირებულება დაახლოებით 1000 ლარი იქნებოდა“.
„სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-----------–--–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ მამასთან გ--------------–--–---–თან ერთად იმყოფებდა კლუბ ,,ი------ში“, მამამისი იყო ოდნავ ნასვამი, მოესმა შელაპარაკება და დაინახა, რომ მამამისს ესაუბრებოდა ვიღაც პირი, გაურკვეველ ენაზე, გ--------------–--–---–მა სამ ენაზე ჰკითხა, რა ხდებოდა, იმ პირმა სცადა გ--------------–--–---–ი გარეთ გაეყვანა. ამ დროს მივარდნენ დაცვის თანამშრომლები, მამამისი ორ-სამ ადამიანს ეჭირა, წინიდან თავისუფალი იყო, რა დროსაც მივიდა პიროვნება, ძეწკვი ჩამოწყვიტა და ხალხს შეერია, მამამისი ყვიროდა, რომ ძეწკვი ჩამოწყვიტეს და ითხოვდა დაბრუნებას. გ--------------–--–---–ი დაცვის თანამშრომლებმა გარეთ გაიყვანეს, სადაც ამბობდა, რომ რეკავდა პოლიციაში და ითხოვდა ძეწკვის დაბრუნებას, ამ დროს ჩავიდა მეორე პირი, რომელმაც მამამისი დაიჭირა, დაარტყა ხელი და უთხრა - რუსულად რატომ გვესაუბრებიო, შემდეგ ეს პირი წავიდა, ორ-სამ წუთში ჩავიდა და მამამისს წინ ფეხებთან დაუგდო ძეწკვი, ჯვარი არ მოუტანიათ. ინციდენტის დროს განათება იყო კლუბური, სახეები ჩანდა გამორჩეულად, ლ-----------–--–---–მა გვერდიდან დაინახა ძეწკვის ჩამოწყვეტის პროცესი და სასამართლო სხდომაზე მიუთითა ბრალდებულ ი-----–--------ზე, რომელმაც მამამისს ჩამოწყვიტა ძეწკვი. შემთხვევის დროს ი-----–--------ს ეცვა შავი ბრეტელებიანი ზედა და ეხურა კეპი“.
აღნიშნული ჩვენებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კლუბში ყოფნისას გ------- კ-----–--–---–ს ოქროს ყელსაბამი და ჯვარი ჩამოწყვიტა იქ მყოფმა ი-----–--------მ. დაზარალებულის ჩვენებაში კი ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, სასამართლოში არ გამოიკვეთა დაზარალებულის ინტერესი, რომ მას განზრახ მიეცა ი-----–--------ს მიმართ ცრუ ჩვენება.
ამასთან, დაზარალებულ გ--------------–--–---–ის ჩვენება სრულ თანხვედრაში იყო მისი შვილის, თვითმხილველი მოწმის, ლ-----------–--–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც დაინახა, თუ როგორ ჩამოწყვიტა ი-----–--------მ მამამისს ოქროს ყელსაბამი და ჯვარი. სასამართლოს განმარტებით, ის ფაქტი, რომ დაზარალებული და მოწმე არიან მამა-შვილი, არ წარმოადგენს მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულისა და მოწმის სახით მამა-შვილის მონაწილეობა ობიექტურად ნამდვილად არ წარმოადგენს მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს, მაგრამ, როდესაც პირის მსჯავრდება ეყრდნობა ფაქტის უშუალო შემსწრე მხოლოდ ორი მოწმის ჩვენებას და მათი მიერ მსჯავრდებულის ამოცნობის ოქმებს, ასეთ შემთხვევაში მათი ჩვენებები, უნდა იყოს თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული და ამოცნობის ოქმებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს მტკიცებულების უტყუარობის, სანდოობის მაღალ სტანდარტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
პალატა დაზარალებულ გ------- კ-----–--–---–ისა და მოწმე ლ-----------–--–---–ის, როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში მიცემული ჩვენებების შეფასებისას ყურადღებას გაამახვილებს მათ შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფასების გარეშე იქნა დატოვებული და აქვე უნდა მიეთითოს მასზე, რომ პალატა აღნიშნული მოწმეების გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს იყენებს არა იმდენად მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების უარსაყოფად, არამედ მათი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმების შეფასებისათვის, რომლის მიხედვითაც მათ ი-----–-------- ამოიცნეს, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი, რაც თავის მხრივ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამარტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო.
სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ პოლიციის განყოფილებაში გ--------------–--–---–ის მხრიდან მომხდარი ძარცვის შესახებ შეტყობინება შევიდა 2018 წლის 1 სექტემბერს, ღამის 01:35:41 საათზე. ორი საათის შემდეგ, 03:24 სათზე ჩატარებული ალკოტესტის შედეგით დასტურდება, რომ გ--------------–--–---–ის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 1,514 პრომილე იყო. გ------- კოპალაეიშვილმა გამოძიებას ჩვენება მისცა იმავე დღეს -12:30 საათზე.
პალატა მტკიცებით ფორმაში არ ასაბუთებს მითითებული დროისათვის გ--------------–--–---–ი სრულად იყო თუ არა გამოსული ალკოჰოლური თრობიდან, თუმცა ფაქტია, რომ მისი ჩვენების ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის მის მიერვე 5 სექტემბერს, მაგისტრატი მოსამართლესთვის მიცემულ ჩვენებასთან, რამაც თავის მხრივ თავი იჩინა ი-----–--------ს ამოცნობის ოქმში. კერძოდ, 2018 წლის 1 სექტემბრის ჩვენებაში გ--------------–--–---–ი მიუთითებს, რომ პირს (ი-----–--------მ) რომელმაც ყელსაბამი ჩამოგლიჯა კისრიდან, ეცვა შავი ბრეტელებიანი მაისური, თავზე ეხურა უკანშებრუნებული შავი, კეპიანი ქუდი, იყო ძლიერი ფიზიკური აღნაგობის, მუქი ფერის თმით, მუქი წვერით, მუქი რკალისებრი წარბებით, სწორი ცხვირით, რომლის ამოცნობა შეუძლია. რაც შეეხება მეორე პირს (დ-----–--–---–----ეს), რომელმაც ხელი დაარტყა, ეცვა შავი ფერის მაისური, იყო ძლიერი სპორტული აღნაგობის, მუქი ფერის თმით და მუქი ფერის წვერით, მუქი რკალისებრი წარბებით, რომლის ამოცნობაც შეუძლია.
2018 წლის 5 სექტემბრის ჩვენებაში კი, რომელიც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დააფიქსირა, გ--------------–--–---–ი უკვე უთითებს, რომ პირი, რომელმაც ყელსაბამი ჩამოგლიჯა, მისი თმები არ უნახავს, ვინაიდან თავზე შეტრიალებული კეპი ეფარა.
აღნიშნულის საწიმნააღმდეგოდ იმავე დღეს, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში გ--------------–--–---–მა ი-----–-------- ამოიცნო სწორედ მუქი ფერის თმით. ხოლო დ-----–--–---–----ე ფოტოსურათით ამოცნობისას, ამოიცნო მუქი ფერის წვერით, მაშინ, როდესაც პირს, რომელშიც დაზარალებულმა დ-----–--–---–----ის პიროვნება ამოიცნო, ფოტოსურათში წვერი სახეზე საერთოდ არ აქვს, მით უმეტეს, მუქი ფერის.
პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ გ--------------–--–---–ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ყურადღება არის გამახვილებული ჩატარებუოლ ამოცნობასთან დაკავშირებით, რაც ეჭვქვეშ აყენებს ამოცნობის ოქმის, როგორც მტკიცებულების სანდოობასა და უტყუარობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარის შეკითხვაზე ფოტოსურათით ამოცნობისას "თქვენ მიგითითეს ი-----–--------ზე და თქვენ 100 % დაადასტურეთ, რომ მან ჩამოგგლიჯათ ცეპი?’’, დაზარალებულმა დადებითი პასუხი გასცა. აღნიშნულს მოჰყვა ბრალდების მხარის პროტესტი იმ თვალსაზრისით, რომ დაზარალებულმა თითქოს შეკითხვა ვერ გაიგო. თუმცა მოსამართლეს არც შეკითხვა და არც პასუხი არ განურიდებია. რამდენიმე წუთის შემდეგ დაცვის მხარემ დაზარალებულს ანალოგიური შეკითხვა დაუსვა და იმ მოტივით, რომ შეკითხვა პასუხს მოიცავდა, სასამართლომ შეკითხვა განარიდა (იხ.ასსამართლო სხდომის ოქმი 4.01.19. 16:31:54-16:35:30).
დაზარალებულის შვილი მოწმე ლ-----------–--–---–ი გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში ზუსტად იგივე თანმიმდევრობით და იგივე ნიშნებით აღწერს ი-----–--------ს და დ-----–--–---–----ეს.
მოწმე ლ-----------–--–---–ი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში უთითებს, რომ ი-----–-------- სხვა ნიშნებთან ერთად ამოიცნო თმის ფერით. პალატა ამ ნიშნით ამოცნობაზე იმიტომ ამახვილებს ყურადღებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ------- მ------–---–ის განმარტებით ამოცნობები ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ბაზაში არსებული სურათების მეშვეობით. აღნიშნულ სურათში პირს, რომელშიც ლ-----------–--–---–მა ამოიცნო ი-----–--------, აღენიშნება ძალზედ დაბალი, მოკლედ შეჭრილი თმა, შესაბამისად, თუ პირველი ინსტანციის სასამართლო სამართალწარმოების მთელ სტადიაზე დაზარალებულ გ--------------–--–---–ის ჩვენებებს მიიჩნევს თანმიმდევრულს და ამტკიცებს, რომ მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში, სწორედ იმ მოტივით, რომ დაზარალებულ ი-----–--------ს თმები არ დაუნახავს, ვინაიდან კეპი ეფარა თავზე, ვერც ლ-----------–--–---–ი ვერ დაინახავდა მისი თმის ფერს, მით უმეტეს, როდესაც ეს უკანასკნელიც ადასტურებს, რომ ი-----–--------ს ეფარა კეპიანი უკანშებრუნებული ქუდი და ინციდენტის დროს იდგა მამამისის გვერდზე.
ამასთან, გასათვალისწინებელია კლუბში არსებული განათების ფაქტორიც, რაზეც სასამართლოში დაკითხული მოწმეებიც მიუთითებენ.
- სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ საქმეზე დასართავად და გამოსაკვლევად როგორც ახალი მტკიცებულება, წარმოადგინა ი-----–--------ს წინასწარი დაკავების იზოლატორში შესახლებისას გადაღებული ფოტოსურათი. პალატამ იმ მიზეზით, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კუმულაციურ პირობას, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პალატა აღნიშნულ ფოტოსურათს არ იყენებს რაიმე გარემოების ან ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად, მაგრამ საქმეზე დამკვირვებული ობიექტური პირის შინაგანი რწმენისათვის საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ფოტოზე ი-----–-------- გამოსახულია მუქი შავი თმებით, მუქი წვერით და შავი ფერის ბრეტელებიანი მაისურით, რაზეც გ--------------–--–---–ი და ლ-----------–--–---–ი მიუთითებენ თავიაანთ ჩვენებებში და ამოცნობის ოქმებში.
- პალატის აზრით, დაზარალებულ გ--------------–--–---–ისა და მოწმე გ--------------–--–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია, როგორც ერთმანეთთან, ისე ბრალდების მხარის სხვა მოწმეების ჩვენებებთან მიმართებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოშო მოწმე ლ-----------–--–---–მა გარდა იმ ჩვენების ნაწილისა, რაც დაფიქსირებულია სასამართლოს განაჩენში, ასევე უჩვენა, რომ, როდესაც მამასთან კლუბში მივიდა, საღამოს 12 საათს გადაცილებული იქნებოდა. კლუბური განათება იყო და სახეები ჩანდა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 24.12.18. 13:10:05).
მამამისს ეცვა ,,ბეჟი’’ ფერის, სამკუთხედყელიანი, ფართოყელიანი მაისური და ალბათ, მისი ფორმიდან გამომდინარე, ყელსაბამი გამოჩნდებოდა. კლუბის შესასვლელში, სადაც მამაისი უცხო „წითელმაისურიან“ პირს ესაუბრებიდა, განათება იყო, მაგრამ ბნელოდა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 14.12.18. 13:16:53-13:18:11). თუმცა იმავე ჩვენებაში დაცვის მხარის შეკითხვაზე მოწმე იგივე გარემოებებს სხვაგვარად აღწერს, კერძოდ, ლ-----------–--–---–მა მიუთითა, რომ მამამისს ,,ბეჟი’’ ფერის მაისური ეცვა, „ცეპი“ გამოჩნდებოდა თუ არა, არ დაკვირვებია, კლუბური განათება იყო, ბნელოდა, პირი, რომელმაც მამამისს „ცეპი“ ჩამოგლიჯა, მისი თვალის ფერი არ დაუნახავს, არ დაუნახავს არც მისი მთლიანი სახე და მხოლოდ გვერდიდან შეხედა. თვალის ფერი არ ჩანდა, რომელი თვალით იყო ელამი, არ ახსოვს. თუმცა ასეთი ნაკლი ჰქონდა ალბათ.
მისივე განმარტებით, წითელმაისურიან მამაკაცს, რომელიც მამამისს ეკამათებოდა, მოკლე თმა ჰქონდა, თმის ფერი არ გაირჩეოდა, რადგან განათება არ აძლევდა ამის საშუალებას, ნაკლიც არ შეუმჩნევია განათების გამო (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 24.12.18. 13:18:22-13:21:56) .
მოწმის ეს ჩვენება არსებით წინააღმდეგობაში მოდის მისი თანდასწრებით ჩატარებულ ამოცნობის ოქმთან. რომლის მიხედვითაც, მან ი-----–-------- ამოიცნო თვალის ფერით, სახის მოყვანილობით, რკალისებრი წარბებით, მაშინ, როდესაც სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში განარტავს, რომ მისი თვალის ფერი არ ჩანდა და სახეზე შეხედა მხოლოდ გვერდიდან. რაც შეეხება მის მიერ ი-----–--------ს თმის ფერით ამოცნობის ფაქტს, აქ საყურადღებოა ის დეტალი, რომ მან სიბნელის გამო ვერ გაარჩია „წითელმაისურიანი“ მამაკაცის თმის ფერი, მაშინ, როდესაც როგორც მისი, ისე გ--------------–--–---–ის და ფაქტის შემსწრე სხვა მოწმეების ჩვენებებით უდაოდ დგინდება, რიომ ი-----–-------- და წითელმაისურიანი მამაკაცი ერთმანეთთან ახლოს იმყოფებოდნენ.
გარდა ამისა, მოწმე ლ-----------–--–---–ის ჩვენება წინააღმდეგობაშია მოწმეების: დ-----–--–---–----ის, დ--------------ის და დ-------------–---–ის ჩვენებებთან, როგორც კლუბის განათების, ისე ტანსაცმლის ფერის ნაწილში. ლ-----------–--–---–ი სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში უთითებს, რომ კლუბის შემოსასვლელში განათება იყო და სახეები გაირჩეოდა, მაშინ, როდესაც მოწმე დ--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ ინციდენტს ადგილი ჰქონდა კლუბის შესასვლელში, დერეფანში, სადაც ულტრაიისფერი განათება და ძნელი ხილვადობა იყო. ამასთან, მოწმის განმარტებით, იმ დღეს ი-----–--------ს თეთრი ფერის მაისური ეცვა, როდესაც ლ---- და გ--------------–--–---–ები ჩვენებებში მიუთითებენ, რომ ი-----–--------ს ბრეტელებიანი შავი ფერის მაისური ეცვა. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოში მოწმეებმა: დ-----–--–---–----ემ და დ-------------–---–მა.
აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში როგორც ლ-----------–--–---–ი, ისე გ--------------–--–---–ი უჩვენებენ, რომ დ-----–--–---–----ესაც შავი ფერი მოკლე სახელოებიანი მაისური ეცვა, ხოლო სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში განმარტეს, რომ ადგილზე მისულ დაცვის თანამშრომლებს თეთრი ფერის მაისურები ეცვათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, ჩაცმულობასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგოა თავად დაზარალებულისა და მისი შვილის ჩვენებებიც. კერძოდ, დაზარალებულმა სასამართლოში განმარტა, რომ მას ინციდენტის დროს ეცვა შავი ფერის მაისური, ხოლო ლ---- კ-----–--–---–მა განაცხადა, რომ მამამისს ეცვა ღია „ბეჟი“ ფერის მაისური.
- პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ გ--------------–--–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ის აღწერს კონფლიქტის მიმდინარეობას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ფაქტის შემსწრე მოწმეების ჩვენებებთან.
დაზარალებულ გ--------------–--–---–ის ჩვენების მიხედვით, როდესაც შვილთან ერთად შევიდა ღამის კლუბში, შენიშნა, რომ კლუბში შევიდა 4-5 სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა. ამ დროს დაინახა, რომ ერთი „წითელმაისურიანი“ პირი დაჟინებით უყურებდა, მივიდა მასთან და შეეკითხა, ხომ არ იცნობდა. რაზეც მან გაურკვეველ ენაზე უპასუხა. შემდეგ ისევ გაუმეორა შეკითხვა რუსულად და ინგლისურად, თუმცა „წითელმაისურიანმა “ უპასუხა, რომ გარეთ გასულიყვნენ. ამის შემდეგ მას 4-5 ახალგაზრდა შემოეხვია გარშემო. ერთმა ახალგაზრდამ კი დაუწყო ყვირილი, „თუ ქართველი ხარ, რუსულად რატომ ლაპარაკობო“, ამ დროს დარბაზში მყოფი პირი მივიდა მასთან, დაუდგა წინ, ჩამოგლიჯა ,,ცეპი’’ და მიიმალა. შემდეგ მივიდნენ დაცვის სხვა თანამშრომლები და დაიწყეს მისი ძალით გაყვანა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დაზრალებულის ჩვენების მიხედვით რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დაზარალებულსა და ,,წითელმაისურიან’’ პირს შორის რაიმე შეკამათებასა და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და გ--------------–--–---–ი პირდაპირ დაცვის თანამშრომნმლების გარემოცვაში აღმოჩნდა. გარდა ამისა, ამავე ჩვენების მიხედვით პირმა, რომელმაც გ--------------–--–---–ს უთხრა, „ქართული თუ იცი, რუსულად რატომ საუბრობო“, თავიდანვე ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის მოწმეთა ჩვენებებთან, რომლითაც დადგენილია, რომ ეს პიროვნება იყო იმ დროისათვის დაცვის უფროსი - დ-----–--–---–----ე, რომელიც ინციდენტის დაწყების მომენტში იმყოფებოდა პირველ სართულზე და მხოლოდ შეტყობინების მიღების შემდგომ ავიდა ინციდენტის ადგილზე.
დაზარალებულ გ--------------–--–---–ის ჩვენების ეს ნაწილი არ შეესაბამება კლუბის დაცვის წევრის, მოწმე დ--------------ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, სწორედ გ--------------–--–---–სა და „წითელმაისურიან“ მამაკაცს შორის წარმოშობილმა უთანხმოებამ განაპირობა მისი ი-----–--------ს ინციდენტში ჩართვა, რომლის შემდეგაც რაციის საშუალებით დასახმარებლად დაუძახა პირველ სართულზე მყოფ დ-----–--–---–----ეს, რომელსაც თან ახლდა დაცვის მეორე წევრი - დ-------------–---–ი.
დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, როდესაც მას ყელსაბამი ჩამოგლიჯეს და დაცვის თანამშრომლებმა ძალით დაიწყეს მისი კლუბიდან გაყვანა, მან რამდენჯერმე თქვა: „ცეპი ჩამომგლიჯესო“, რაზედაც მათ უთხრეს: „ვინ ჩამოგწყვიტაო“, ხოლო დაცვის უფროსმა უთხრა: „გარეთ გავიდეთ და იქ გავარკვიოთო“. აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება არც იმდროინდელი დაცვის უფროსის, მოწმე დ-----–--–---–----ის და არც ლ-----------–--–---–ის ჩვნებებით, რომელიც მისივე განმარტებით, იმ მომენტისათვის მამამისის გვერდით იყო.
გარდა ამისა, პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ დაზარალებული სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში რამდენჯერმე იმეორებს, რომ კლუბში, გასასვლელში უფრო კარგი განათება იყო, ვიდრე შიგნით, თუმცა იმავე ჩევნებაში მიუთითებს, რომ, როდესაც ბარიდან გაყავდათ, სიბნელეში არავინ არ ჩანდა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი - 4.01.19; 16:03:49-16:14:37). აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაზარალებულის ჩვენება კლუბში არსებულ განათებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაშია მოწმეების: დ--------------ის, დ-----–--–---–----ის და დ-------------–---–ის ჩვენებებთან.
ამდენად, პალატა აანალიზებს დაზარალებულ გ--------------–--–---–ისა და მოწმე ლ-----------–--–---–ის ჩვენებებს, ასევე მათი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმებს და მიიჩნევს, რომ ისინი არიან არათანმიმდევრული და წინააღმდეგორრივი ხასიათის, ისინი წინააღმდეგობაში მოდიან როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა მოწმეების ჩვენებებთან, რაც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენს მათი როგორც მტკიცებულებების უტყუარობისა და სანდოობის ხარისხზე. აღნიშნული პალატას თავის მხრივ აცლის სამართლებრივ საფუძველს მათზე დაყრდნობით უტყუარად და ეჭვის გამომრიცხავად ასაბუთოს ი-----–--------ს ბრალეულობა.
ზემოაღნიშნული წინააღმდეგობების არსებობის შემთხცვევაში პირველი ინსტანციის სასამრთლოს მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ გ--------------–--–---–ისა და მოწმე ლ-----------–--–---–ის ჩევნებები, თითქოს არის ურთიერთშეთანხმებული, თანმიმდევრული და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, დამაჯერებლობას მოკლებულია, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული და მათი ჩვენებები, ასევე მათი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმები, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასარწმუნოდ მიიჩნია ი-----–--------ს მიერ მიცემული ჩვენება, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდიოდა სხვა მტკიცებულებასთან და მიზნად ისახავდა მოსალოდნელი სასჯელისგან თავის არიდებას.
- პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცებით, დაზარალებულისათვის ყელსაბამის ჩამოწყვეტა მოხდა ი-----–--------ს და დ---------------ის კომფლიქტში ჩარევისას, დ-----–--–---–----ისა და დ-------------–---–ის მისვლამდე, შესაბამისად, ეს პირები ვერ იქნებიან ყელსაბამის ჩამოწყვეტის ფაქტზე დაცვის მხარის მოწმეები.
ამასთან, ყელსაბამის ჩამოწყვეტის ფაქტზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს მოწმე დ---------------ი, რომელსაც მისივე განმარტებით, ყურადღება გადატანილი ჰქონდა კონფლიქტის განრიდებაზე და დაცვის თანამშრომლების გამოძახებაზე. ამდენად, ვერც დ--------------ი ვერ იქნება მოწმე ყელსაბამის ჩამოწყვეტასთან დაკავშირებით.
განაჩენში მითითებულია, რომ ი-----–--------ს ჩევენება ასევე წინააღმდეგობაში მოდის დ--------------ის ჩვენებასთან კონფლიქტში მონაწილე მხარეთა რაოდენობის და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების მხრივაც, რადგანაც ი-----–--------ს განმარტებით, ერთ მხარეს იყო გ--------------–--–---–ი, ხოლო მეორე მხარეს სამ ან ოთხზე მეტი პირი. მაშინ, როდესაც დ--------------ის ჩვენების თანახმად, კონფლიქტი მხოლოდ ორ ადამიანს შორის იყო და საქმე დაპირისპირებამდე არ მისულა.
გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს აზრით, ი-----–--------ს, დ-----–--–---–----ის და დ--------------ის ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება დაცვის თანამშრომლების კლუბში ასვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ი-----–--------ს ჩვენებით, დ-----–--–---–----ე და გ--------------–--–---–ი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაშინ, როდესაც დ--------------მა აჩვენა, რომ დ-----–--–---–----ე როდესაც ამოვიდა, ვინც აგრესიული იყო, იმასთან მივიდა, სადაც მოუვიდათ შეხლა-შემოხლა, რაც იმაზე მოწმობს, რომ კონფლიქტი ლ---–-----სა და კ-----–--–---–ს შორის წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ლ---–-----მ გაიყვანა კ-----–--–---–ი და თუ რა კონფლიქტს ჰქონდა ადგილი მათ შორის, ი-----–-------- ვერ დაინახავდა.
პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების ასეთი სახით ინტერპრეტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის თავად ამ მოწმეების სასამართლოსთვის მიცემულ ჩევენებებთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე დ--------------მა კლუბში განვითარებული მოვლენები აღწერა შემდეგნაირად: შემთხვევის დღეს ის იმყოფებოდა შენობის მეოთხე სართულზე, სადაც სტუმრებს შორის დაიძაბა სიტუაცია და იქვე იყო ი-----–--------, რომელიც იმ დღეს არ მუშაობდა. კონფლიქტი ორ ადამიანს შორის მოხდა, ზუსტად არ იცის, რამდენი იყვნენ, ჩვეულებრივ ბევრი ხალხი იყო, ერთი მათგანი აგრესიული იყო და რუსულად საუბრობდა. იქიდან გამომდინარე, რომ მან რუსული არ იცოდა, ი-----–--------ს სთხოვა გასაუბრებოდა მას. მოწმის განმარტებით, ის და ი-----–-------- დაპირისპირებულ პირებს შორის ჩადგნენ და აშველებდნენ.
პროკურორის შეკითხვაზე: „უწყვეტად უყურებდა თუ არა იგი ი-----–--------სა და იმ პირის ურთიერთობას“ (გ--------------–--–---–ი) დ--------------მა გარკვევით უპასუხა, რომ ი-----–--------ს გვერდით იდგა და ყველაფერს უყურებდა. ი-----–--------ს და იმ პირს (გ--------------–--–---–ი) ფიზიკური შეხება ერთმანეთთან არ ჰქონიათ (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 14.12.18. 13:01:29 – 13:01:54; 13:03:36- 13:11:47). რაც თავის მხრივ გამორიცხავს სასამართლოს მსჯელობას, რომ დ--------------ი ყელსაბამის ჩამოწყვეტასთან დაკავშირებით თითქოს ინფორმაციას არ ფლობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ი-----–--------მ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ კლუბში ყოფნისას დ--------------ი კლუბის გასასვლელისკენ დაიძრა, სადაც შეკრებილი იყო ხალხი, განსაკუთრებით ორი პიროვნება ერთამენთს ხელით ეხებოდა, როდესაც მათთან მივიდა დ--------------ი, ერთმა ხელები გაუშვა და გ-------ს მოექცა ზურგს უკან, ხოლო კ-----–--–---–ი, რომელიც აგრესიას გამოხატავდა, დარჩა მარტო. ამ მეორე პიროვნების მხარეს იყო რამდენიმე პირი, ზუსტად არ შეუძლია დაასახელოს, ალბათ, 3-4 კაცი, ამის შემდეგ ის და გ-------ი ჩადგნენ შუაში და თავად დაიწყო გ--------------–--–---–ის დაწყნარება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 25.01.19; 14:56:34-15:04:40).
ამდენად, მოწმე დ--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ კონფლიქტი მიმდინარეობდა ორ ადამიანს შორის, თუმცა მოწმემ ზუსტად ვერ მიუთითა რამდენი იყვნენ, ადგილზე ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე. ი-----–-------- თავის ჩვენებაში არსად არ უთითებს, რომ კონფლიქტი მოხდა ერთი მხრივ, გ--------------–--–---–სა და მეორე მხრივ, სამ ან ოთხ პირს შორის, როგორც ეს განაჩენშია მითითებული. მისი ჩვენების მიხედვით, ინციდენტის დროს განსაკუთრებით ორი პიროვნება ეხებოდა ერთმანეთს, რომლიდანაც ერთი გ-------ის ზურგს უკან მოექცა და განაგრძო თვალყურის დევნება. როგორც ახსოვს, ამ მეორე პირის მხარეს იყო 3-4 კაცი, რომლებიც მას კონფლიქტში მონაწილე პირებად არ მოუხსენებია. არც დ--------------ი და არც ი-----–-------- თავის ჩვენებაში არ უთითებენ, რომ გ--------------–--–---–სა და მეორე პირს შორის, როგორც მას დაზარალებული „წითელმაისურიანად“ მოიხსენიებს, ჩხუბი მიმდინარეობდა. მათი განმარტებით, აღნიშნულ პირებს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის ფიზიკურ შეხებას, რაც მოწმე დ--------------ის განმარტებით, გამოიხატა მასში, რომ ერთმანეთს ,,წაუსაყელოეს’’. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 14:12:18. 13:08:01).
- პალატა არ იზიარებს ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----–--------ს ჩევენება თითქოს წინააღმდეგობაში მოდის დ---------------ისა და დ-----–--–---–----ის ჩვენებებთან კლუბში დაცვის თანამშრომლების ამოსვლის შემდეგ იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ი-----–--------მ აჩვენა, რომ, როდესაც დ-----–--–---–----ე და დ-------------–---–ი ამოვიდნენ მეოთხე სართულზე, დახმარების მიზნით, დ-----–--–---–----ე მივიდა აგრესიულ პიროვნებასთან - გ--------------–--–---–თან - და ხმამაღლა მოუწოდა დაწყნარებულიყო, რადგან ხმაურის გამო არაფერი ისმოდა. დ-----–--–---–----ე მოექცა გ--------------–--–---–ის პირისპირ და მათ შორის კონტაქტი გაგრძელდა და არა დაპირისპირება, როგორც ეს განაჩენშია მითითებული.
ი-----–--------ს განმარტებით, ლ---–-----სა და კ-----–--–---–ს შორის კონტაქტი გამოიხატა მასში, რომ დ-----–--–---–----ემ თავის არეში მოკიდა მას ხელი (სხდომის ოქმში უთითებს) და დაიწყო მისი კლუბიდან გაყვანა, როგორ გაიყვანეს, არ დაუნახავს.
(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 25.01.19; 16:00:08).
პალატა აღნიშნავს, რომ უშუალოდ კონფლიქტს, რაც დ-----–--–---–----ის მხრიდან დაზარალებულისათვის ხელის გარტყმაში გამოიხატა, მას ი-----–-------- ვერ დაინახავდა, რადგან დ-----–--–---–----ის ადგილზე მისვლის შემდეგ, ის სიტუაციას განერიდა და კლუბში დარჩა. ი-----–--------ს აღნიშნული ჩვენების ეს ნაწილი შესაბამისაობაშია როგორც დ--------------ის, ისე დ-----–--–---–----ის ჩვენებებთან. მოწმე დ--------------ის განმარტებით, როდესაც დ-----– ლ---–--იზე ინციდენტის ადგილზე ავიდა, ის სწორედ აგრესიულ პიროვნებასთან (გ--------------–--–---–თან) მივიდა და დაიწყო მისი კლუბიდან გაყვანა. იგივე ფაქტს ადასტურებს მოწმე დ-----–--–---–----ეც, რომლის განმარტებითაც, როდესაც მეოთხე სართულზე ავიდა, დაინახა, რომ ერთი პირი იყო აგრესიული და რუსულად საუბრობდა, მეორე მხარეს იყო 4-5 კაცი, რომლებიც აგრესიულები არ იყვნენ. ი-----–-------- რუსულად ესაუბრებოდა აგრესიულ პიროვნებას და მათ შორის შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია. მან ეს პიროვნება ძალის გამოყენებით კლუბიდან გაიყვანა. (იხ. ასსამართლო სხდომის ოქმი (10.12.18; 11:18:21-11:18:54).
- პირველი ინსტანციის სასამართლო იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ შემთხვევის დღის - 1 სექტემბრის შემდეგ ი-----–-------- თავს არიდებდა კლუბ ,,ი------ში’’ გამოჩენას, იყენებს თავად მის ჩვენებას, სადაც ის თითქოს უთითებს, რომ 5 სექტემბრამდე არ მისულა შ-------ზე და არ დაინტერესებულა, თუ როგორ წარიმართა მოვლენები 1 სექტემბრის შემდეგ, რაც თავის მხრივ სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია.
პალატა აღნიშნავს, რომ ი-----–-------- სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში არსად არ ამბობს, რომ 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრამდე არ ჩასულა შ-------ზე. მისი ჩვენების მიხედვით, ქალაქ ზუგდიდიდან პოლიციის თანამშრომელის მხრიდან განხორციელებული სატელეფონო საუბრის შემდეგ ის 5 სექტემბერს კვლავ ჩავიდა შ-------ზე, სადაც ნახა ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც შეეკითხა თუ რა ხდებოდა, თუმცა მან გაიკვირვა და პასუხი ვერ გასცა (იხ.ასსამართლო სხდომის ოქმი 25.01.19; 15:15:39), ხოლო 9 სექტემბერს, როდესაც მივიდა შ-------ზე, ,,ი--------’’ ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ ეძებდა ამავე უბნის განყოფილების უფროსი დ-----------–---–ი, რომელთანაც თავისი ფეხით მივიდა სიტუაციის გასარკვევად და ამის შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში.
ბრალდების მხარის მტკიცებით, რასაც იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოც, ი-----–--------ს ადგილსამყოფელის დასადგენად მიმდინარეობდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. პალატას ეჭვი არ შეაქვს ამ ინფორმაციაში, მით უმეტეს, რომ საქმის მასალებში მოიპოვება 5 სექტემბრით და 9 სექტემბრით დათარიღებული, ზუგდიდის რაიონული პოლიციის სამმართველოს განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის კ-------------იას მიერ შედგენილი ი-----–--------ს მშობლებთან ბინაზე გამოცხადების ოქმები, თუმცა საქმეში არ მოიპოვება ანალოგიური ოქმები ი-----–--------ს სამუშაო ადგილზე გამოცხადების შესახებ, რომლის თაობაზე პოლიციას მაქსიმუმ 5 სექტემბრისთვის ჰქონდა ინფორმაცია.
პალატა ამ გარემოებებზე იმიტომ ამახვილებს ყურადღებას, რომ ბრალდების მხარეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ წარმოუდგენია ი-----–--------ს მიერ შემოთავაზებული, ზემოაღნიშნული ვერსიის საწინააღმდეგო არგუმენტი.
- პირველი ინსტანციის სასამართლო ი-----–--------ს უდანაშაულობის უარსაყოფად ირიბად მიუთითებს კლუბში მისი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნასთან დაკავშირებით და ამის დასადასტურებლად მოჰყავს ი-----–--------ს ჩვენების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც „კლუბი არის ადგილი, სადაც ხალხი იღებს ალკოჰოლს, რადგან ნორმალური ადამიანი შეუძლებელია ფხიზელ მდგომარეობაში გაჩერდეს ამ ხმაურში და კვამლში“. სასამართლო ამ ჩვენების საფუძველზე ასკვნის, რომ: „ი-----–-------- კლუბში იმყოფებოდა საღამოს 9 საათიდან ღამის 3 საათამდე, სადაც ცეკვავდა, ერთობოდა და შესაბამისად, ფხიზელ მდგომარეობაში არ იქნებოდა“.
პალატა ცალსახად არ ეთანხმება ასეთ მსჯელობას, რადგანაც ერთი მხრივ ი-----–-------- ჩვენებაში განმარტავს, რომ ის ცივ ჩაის სვამდა, ხოლო მეორეს მხრივ ის ვარაუდზეა აგებული და თუნდაც ირიბად პირის ბრალეულობის დასადასტურებლად ვერ გამოდგება.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ი-----–--------ს რაიმე სახით ოქროს ყელსაბამთან და მითუმეტეს ჯვართან შემხებლობა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა. აღნიშნული ნივთი გ--------------–--–---–ს გადასცა დ-----–--–---–----ემ, რომელიც შემდეგ, გ--------------–--–---–ისაგან ამოიღო პოლიციამ. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას, როდესაც უკვე დაზარალებულს მიღებული ჰქონდა კუთვნილი ყელსაბამი, ამ უკანასკნელმა არ მიუთითა შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირზე, რომელიც კლუბში იმყოფებოდა.
ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევიან მხოლოდ ეჭვის საფუძველს, უტყუარად ვერ ადასტურებენ ი-----–--------ს ბრალეულობას და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo - რაც გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (Barbera, Messegie and jJabardo v. Spain) პარ 77; (Lavents v. Latvia) პარ 125 და (Melich and Beck v. Gzech Republic) პარ.49
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნეს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი ი-----–--------ს მიმართ უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი-----–--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი ი-----–--------ს მიმართ გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი;
3. ი-----–- პ----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4. გამართლებული ი-----–-------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. გამართლებულ ი-----–--------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- გ--------------–--–---–ისაგან ამოღებული ერთი ცალი ოქროსფერი ყელსაბამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- გ--------------–--–---–ის დაკითხვის სხდომის ოქმის ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს დაულუქავი სახით, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი