განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003068004
საქმე №1ბ/2014-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ა--------ს,ადვოკატ - ა-–------------------ის,მსჯავრდებულ - მ---------–------ის მონაწილეობით,თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ---------------------–-------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–---------------------------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------------------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
მ---------–------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, პირადად, პირის, უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებებით და ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით;
მანვე ჩაიდინა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი სახელის გამტეხი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მანვე ჩაიდინა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივივით ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
მანვე ჩაიდინა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივივით სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
მანვე ჩაიდინა, გენდერული დისკირიმინაციის მოტივით ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით;
მანვე ჩაიდინა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით;
მანვე ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ნოემბრის თვიდან 2019 წლის 29 აპრილის ჩათვლით დროის მონაკვეთში, მ---------–------ე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ვინაიდან გ---–---–--------ძე იყო ქალი, მასთან შედარებით გააჩნდა დაბალი ინტელექტუალური მონაცემები და როგორც ქალი მუდმივად საჭიროებდა მისი მხრიდან გაკონტროლებას, ვალდებული იყო მ---------–------ის, როგორც მამაკაცის მოთხოვნები უსიტყვოდ შეესრულებინა, ცოლქმრული ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას პირადად და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ქ. თბილისში, ხ---------------------ში საცხოვრებელ სახლში მყოფ გ---–---–--------ძესთან, რომელსაც მუდმივად უთვალთვალებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მუდმივად აიძულებდა ცოლად გაყოლას, მის მეზობლად მცხოვრები პირების გასაგონად ხმამაღლა ყვიროდა, რომ გ---–---–--------ძე იყო მისი ცოლი და ვერავინ დაუშლიდა მასთან ურთიერთობას, მისი ნების საწინააღმდეგოდ შედიოდა გ---–---–--------ძის საცხოვრებელ სახლში, უკონტროლებდა მიმოწერებს, უშლიდა სხვა პირებთან ურთიერთობას და გადაადგილებას და სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებდა მას, რა დროსაც წინააღმდეგობის გაწევისას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუდმივად ემუქრებოდა, რაც იწვევდა გ---–---–--------ძის ფსიქიკურ ტანჯვას; იგი მუდმივად იმყოფებოდა შიშისა და სტრესის ქვეშ, მუდმივად ჰქონდა მოლოდინი, რომ მ---------–------ე მასსა და მისი ოჯახის წევრებს ზიანს მიაყენებდა, იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, იძულებული გახდა თავი აერიდებინა სხვა პირებთან კომუნიკაციისთვის, ემოციური მდგომარეობის გამო ვეღარ აქცევდა შვილებს სათანადო ყურადღებას და იძულებული იყო მოსალოდნელი საფრთხის არიდების მიზნით ნათესავებისთვის და მეგობრებისთვის ეთხოვა მასთან სახლში დარჩენა.
2019 წლის მარტის თვეში, ქ. თბილისში, ხ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ---------–------ე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ვინაიდან გ---–---–--------ძე იყო ქალი, მასთან შედარებით გააჩნდა დაბალი ინტელექტუალური მონაცემები და როგორც ქალი მუდმივად საჭიროებდა მისი მხრიდან გაკონტროლებას, ვალდებული იყო მ---------–------ის, როგორც მამაკაცის მოთხოვნები უსიტყვოდ შეესრულებინა, გ---–---–--------ძეს აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რა დროსაც წინააღმდეგობის გაწევისას ემუქრებოდა, რომ მის ნათესავებს მიაწვდიდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, კერძოდ, ყველას ეტყოდა მათი სქესობრივი კავშირის შესახებ. ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებით გ---–---–--------ძის პირადი ცხოვრების უფლება არსებითად დაზიანდებოდა, იგი, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებული იყო, რომ მ---------–------ისთვის თავის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ნება მიეცა.
2018 წლის 10 ნოემბერს, ღამით, ქ. თბილისში, ხ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ---------–------ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ცემა და სხვაგავარი ძალადობა განახორციელა გ---–---–--------ძის მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ ვინაიდან გ---–---–--------ძე იყო ქალი, მასთან შედარებით დაბალი ინტელექტუალური მონაცემები ჰქონდა და როგორც ქალი მუდმივად საჭიროებდა მისი მხრიდან გაკონტროლებას, ვალდებული იყო მ---------–------ის როგორც მამაკაცის მოთხოვნები უსიტყვოდ შეესრულებინა, გ---–---–--------ძის მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, საცხოვრებელი სახის კიბეზე მყოფს ზურგის ქვედა ნაწილში ძლიერად ჩაარტყა ფეხი, თმებში ჩაავლო ხელი და თმის ძლიერად მოქაჩვით ჩაათრია ძალით სახლის პირველ სართულზე, სადაც ძალის გამოყენებით, ძლიერად გადაუგრიხა ხელები, რა დროსაც გ---–---–--------ძემ თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი
2019 წლის იანვრის თვეში, ქ. თბილისში, ხ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ---------–------ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სხვაგვარი ძალადობა განახორციელა გ---–---–--------ძის მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ ვინაიდან გ---–---–--------ძე იყო ქალი, მასთან შედარებით დაბალი ინტელექტუალური მონაცემები ჰქონდა და როგორც ქალი მუდმივად საჭიროებდა მისი მხრიდან გაკონტროლებას, ვალდებული იყო მ---------–------ის, როგორც მამაკაცის მოთხოვნები უსიტყვოდ შეესრულებინა, გ---–---–--------ძის მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, მ---------–------ემ ძლიერად მოუჭირა ხელი გ---–---–--------ძეს ხელში, შეაჯანჯღარა და ხელის უხეში ბიძგებით მიაჯაჭვა აივნის მოაჯირს, რა დროსაც გ---–---–--------ძემ თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 28 აპრილის 23:00 საათიდან 2019 წლის 29 აპრილის 09:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, ხ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მ---------–------ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სხვაგვარი ძალადობა განახორციელა გ---–---–--------ძის მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ ვინაიდან გ---–---–--------ძე იყო ქალი, მასთან შედარებით დაბალი ინტელექტუალური მონაცემები ჰქონდა და როგორც ქალი მუდმივად საჭიროებდა მისი მხრიდან გაკონტროლებას, ვალდებული იყო მ---------–------ის, როგორც მამაკაცის მოთხოვნები უსიტყვოდ შეესრულებინა, გ---–---–--------ძის მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, მ---------–------ემ ზურგში ესროლა მინის ლარნაკი, რაც ზურგის არეში მოხვდა გ---–---–--------ძეს, ხელი ჰკრა და კარის საკეტზე ჩამოარტყმევინა თავი და სარეცხის სამაგრებით სავსე კალათი მოარტყა მას, რა დროსაც გ---–---–--------ძემ თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის ნოემბრის თვიდან 2019 წლის 29 აპრილის ჩათვლით დროის მონაკვეთში, მ---------–------ე, ქ. თბილისში, ხ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, პირადად და ტელეფონის საშუალებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ვინაიდან გ---–---–--------ძე იყო ქალი, მასთან შედარებით დაბალი ინტელექტუალური მონაცემები გააჩნდა და როგორც ქალი მუდმივად საჭიროებდა მისი მხრიდან გაკონტროლებას, ვალდებული იყო მ---------–------ის, როგორც მამაკაცის მოთხოვნები უსიტყვოდ შეესრულებინა, მუდმივად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით გ---–---–--------ძეს, მათ შორის 28 აპრილის 23:00 საათიდან 2019 წლის 29 აპრილის 09:00 საათამდე დროის მონაკვეთში, დანისა და იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა გ---–---–--------ძეს, რომელსაც თითოეული მუქარისას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის ნოემბრის თვიდან 2019 წლის 29 აპრილის ჩათვლით დროის მონაკვეთში, მ---------–------ე, ქ. თბილისში, ხ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, პირადად და ტელეფონის საშუალებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ვინაიდან გ---–---–--------ძე იყო ქალი, მასთან შედარებით დაბალი ინტელექტუალური მონაცემები გააჩნდა და როგორც ქალი მუდმივად საჭიროებდა მისი მხრიდან გაკონტროლებას, ვალდებული იყო მ---------–------ის, როგორც მამაკაცის მოთხოვნები უსიტყვოდ შეესრულებინა, გ---–---–--------ძეს მუდმივად აიძულებდა გარკვეული ქმედებების შესრულებას, მათ შორის გამუდმებით სწერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გ---–---–--------ძეს, მათ შორის, ქ. თბილისში, ხ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას და მოითხოვდა მისგანაც საპასუხო შეტყობინების გაგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურებით ემუქრებოდა მას. 2018 წლის დაახლოებით 10 ნოემბრისთვის, მ---------–------ემ ძალის გამოყენებით, ძლიერად გადაუგრიხა ხელები და მოითხოვა გ---–---–--------ძისგან, თითქოსდა მის საცხოვრებელ სახლში მყოფი პირის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მისი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. 2019 წლის 4 იანვარს, მ---------–------ემ, ქ-------–--–-------–------------------1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მეგობართან სტუმრად მყოფ გ---–---–--------ძეს მოსთხოვა სახლის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. 2019 წლის 28 აპრილის 23:00 საათიდან 2019 წლის 29 აპრილის 09:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, ხ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ---------–------ემ დანის დემონსტრირებით მოსთხოვა გ---–---–--------ძეს აბაზანაში შესვლა და მას შემდეგ, რაც გ---–---–--------ძე მის მოთხოვნას დაემორჩილა, აბაზანიდან გამოსვლის შემთხვევაში, მოკვლით ემუქრებოდა მას და მისი აბაზანიდან გამოსვლის ყოველი მცდელობისას, დანის დემონსტრირებით აიძულებდა უკან დაბრუნებას. მ---------–------ე გ---–---–--------ძეს ფსიქიკურად და ფიზიკურად აიძულებდა შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლება იყო, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა მასთან კომუნიკაციას, გარკვეული ინფორმაციის მიწოდებასა და ქმედებების შესრულებას.
2019 წლის 28 აპრილის 23:00 საათიდან 2019 წლის 29 აპრილის 09:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, ხ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ---------–------ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დააზიანა და გაანადგურა გ---–---–--------ძის ნივთები, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ ვინაიდან გ---–---–--------ძე იყო ქალი, მასთან შედარებით დაბალი ინტელექტუალური მონაცემები ჰქონდა და როგორც ქალი მუდმივად საჭიროებდა მისი მხრიდან გაკონტროლებას, ვალდებული იყო მ---------–------ის, როგორც მამაკაცის მოთხოვნები უსიტყვოდ შეესრულებინა, გ---–---–--------ძის მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულის გამოხატვისას, საერთო მიზნითა და ერთიანი განზრახვით, გ---–---–--------ძისთვის სროლითა და დამსხვრევით გაანადგურა ამ უკანასკნელის კუთვნილი 100 (ასი) ლარის ღირებულების ლარნაკი, რის შემდგომაც გ---–---–--------ძეს შემოახია და დაუზიანა 300 (სამასი) ლარის ღირებულების „ლუი ვიტონის“ შარფი, რითაც გ---–---–--------ძეს მიადგა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2019 წლის 29 აპრილს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ხ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მ---------–------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დ---------------ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:
მ---------–------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
მ---------–------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
მ---------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მ---------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის დამზადება, შეძენა ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება ან/და გამოყენება.
მ---------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მ---------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2018 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მ---------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2019 წლის იანვრის ეპიზოდი) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მ---------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2019 წლის 28-29 აპრილის ეპიზოდი) ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახი საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის დამზადება, შეძენა ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება ან/და გამოყენება.
მ---------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის დამზადება, შეძენა ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება ან/და გამოყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ---------–------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის დამზადება, შეძენა ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება ან/და გამოყენება.
მ---------–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 მაისიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ
მ---------–------ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა - პირადად პირის, უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებებით და ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის; მანვე ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურების ნაწილში, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა--------ა, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მ---------–------ის დამნაშავედ ცნობა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ასევე, საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ, წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგების საფუძველზე, უკან გაითხოვა სააპელაციო საჩივარი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მ---------–------ის დამნაშავედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
აპელანტის განმარტებით, განაჩენის დასაბუთების ნაწილში სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა დამატებითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ---------–------ის მიერ გ---–---–--------ძის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულებას. თუმცა, აღნიშნული ეხება იმდენად სპეციფიკურ საკითხს, რომ ობიექტურად შეუძლებელია მასთან მიმართებით არსებობდეს მტკიცებულება, თუნდაც ირიბი. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ქალთა მიმართ ძალადობასთან, რაც საქმეთა განსაკუთრებული კატეგორიის მხედველობაში მიღებით, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაშაულის ლატენტური ბუნებისა და ძალადობის მსხვერპლთა კლასიკური ქცევის გათვალისწინებით, ძალადობის მსხვერპლები დაუცველნი რჩებიან მოძალადეების წინაშე. ასევე, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2019 წლის 29 აპრილს განხორციელებული შეტყობინება, სადაც საუბარია სექსუალურ ძალადობაზე. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა მისი დაკმაყოფილების კანონის შესაბამისი კონკრეტული საფუძვლები. ამასთან, პროკურორის განმარტებით, მ---------–------ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ უნდა დაინიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც მსჯავრდებულზე იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პალატა არ იზიარებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ სახეზეა კანონის შესაბამისი საფუძვლები, რომლებიც ადასტურებენ მ---------–------ის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობას, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ---–---–--------ძემ დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენების სისწორე, რომლის თანახმადაც, 2018 წლის ნოემბრის დაახლოებით 15 რიცხვში, მ---------–------ე გვიან ღამით იმყოფებოდა მის სახლში, სადაც სახლის პირველ სართულზე ყოფნისას, მ------მ სთხოვა მასთან დაემყარებინა სქესობრივი აქტი. იგი (გ---–---–--------ძე) იყო წინააღმდეგი, თუმცა ეშინოდა, რადგან მ------ ემუქრებოდა განადგურებით, სიცოცხლის მოსპობით, რასაც აღიქვამდა რეალურად და იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, რის გამოც წინააღმდეგობა არ გაუწევია მ---------–------ისთვის და მათ შორის ადგილი ჰქონდა სქესობრივ აქტს; ამ დროს მ---------–------ე არც დამუქრებია და არც ფიზიკურად უძალადია მასზე. აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის მარტის თვის შუა რიცხვებში, მ---------–------ე გვიან ღამით მივიდა მასთან სახლში და მისი ნების საწინააღმდეგოდ, დაკეტილი ჭიშკრიდან გადახტა ეზოში. დაზარალებულის განმარტებით, სახლის კარი ღიად დარჩენოდა, რის შედეგადაც მ---------–------ე შევიდა სახლის პირველ სართულზე აგრესიულად და დაუწყო ლანძღვა, რაზედაც კატეგორიულად მოსთხოვა, რომ დაეტოვებინა მისი ბინა. აღნიშნულის შემდეგ მ------მ ტაქტიკა შეცვალა და ბოდიში მოუხადა, მათ შორის 2019 წლის იანვარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც. მიუხედავად ამისა, მაინც მოსთხოვა მ---------–------ეს, რომ საერთოდ დაენებებინა მისთვის თავი, არანაირი კონტაქტი არ სურდა მასთან და წასულიყო მისი ცხოვრებიდან. მ---------–------ე არ დაემორჩილა მის მოთხოვნას, პირველ სართულზე განთავსებულ დივანზე მიუთითა და უთხრა, მასთან მისულიყო; მ------ს კატეგორიულად განუცხადა, რომ მასთან სქესობრივი ურთიერთობა არ ექნებოდა და სასწრაფოდ დაეტოვებინა მისი სახლი, რის შემდეგაც იგი გახდა ძალიან აგრესიული და არაერთგზის უარის მიუხედავად, მოითხოვდა სქესობრივი კავშირის დამყარებას, რა დროსაც უთხრა, რომ თუ ისე არ მოიქცეოდა, როგორც ეუბნებოდა და არ ექნებოდა მასთან სქესობრივი კავშირი, ყველა, მათ შორის დედამისი და მისი ოჯახის სხვა წევრები გაიგებდნენ, რომ მათ ჰქონდათ სქესობრივი ურთიერთობა. აღნიშნულის გამო, იძულებული გახდა, დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. დაზარალებულ გ---–---–--------ძის განმარტებით, მოგვინაებით, 2019 წლის მარტის თვის ბოლოს, დაახლოებით 25 რიცხვისთვის, კვლავ მისი სახლის პირველ სართულზე, იმავე ოთახში, მ---------–------ემ საწოლში დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი, ამ უკნასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, რა დროსაც მისთვის აღარ გაუწევია წინააღმდეგობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მუქარას ან ფიზიკურ ძალადობას მ---------–------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მ------ს წინააღმდეგობას არ უწევდა, რადგან ეშინოდა მისი ზოგადი მუქარის და მარტის თვეში განხორციელებული მუქარის - რომ გაახმაურებდა მასზე სახელისგამტეხ ცნობებს. იგი მ---------–------ის მოთხოვნას ასრულებდა შიშის გამო; ეშინოდა მ---------–------ის ზოგადი მუქარის, რასაც აღიქვამდა რეალურად; მ---------–------ე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მას (გ---–---–--------ძეს) თავი უმწეოდ, შეშინებულად, დაუცველად და დამცირებულად ეგრძნო; აღნიშნულს იგი აღწევდა, რადგან მას ამყოფებდა ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, სისტემატიურად. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ 2019 წლის აპრილის თვის 15 რიცხვისთვის, მ---------–------ემ, კვლავ მისი სახლის პირველ სართულზე, იმავე ოთახში, დაამყარა სქესობრივი კავშირი მასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, თუმცა არც ამ დროს გაუწევია წინააღმდეგობა, რადგან იცოდა, რომ მსგავსი ფაქტის შემთხვევაში შესაძლოა მ------ს იგი მოეკლა. ამ დროს მ------ს არ განუხორციელებია მუქარა ან რაიმე სახის ძალადობა, რადგან შიშის გამო წინააღმდეგობა არ გაუწევია. გ---–---–--------ძის განმარტებით, იგი მ---------–------ესთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა არა მარტო იმის გამო, რომ ეშინოდა, არამედ არ სურდა, რომ მ---------–------ესთან მისი ურთიერთობის შესახებ გაეგოთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, მ------ ხშირად ამბობდა, რომ წასვლას აპირებდა ევროპაში და იმ იმედით, რომ მალე წავიდოდა, ცდილობდა შეენარჩუნებინა ადეკვატური ურთიერთობა. დაზარალებულის განმარტებით, მ---------–------ესთან არსებული ინტიმური ურთიერთობის შესახებ დღეის მდგომარეობითაც არ აქვთ ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებს და სხვა პირებს. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, იგი ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გარდა დაზარალებულ გ---–---–--------ძის ჩვენებისა, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები არ არის რელევანტური მ---------–------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათავლისწინებული ქმედების ჩადენის შეფასებისათვის. ამდენად, დაზარალებულ გ---–---–--------ძის ჩვენება გახლავთ ის მტკიცებულება, რომლის ანალიზის საფუძველზეც ბრალდების მხარე ითხოვს მ---------–------ის დამნაშავედ ცნობას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულების ჩადენისათვის, სახელის გამტეხი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება.
სააპელაციო პალატა ერთის მხრივ, იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ქალთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულთან, რაც საქმეთა განსაკუთრებული კატეგორიის მხედველობაში მიღებით, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. ასევე, მსგავსი კატეგორიის დანაშაულები არის ლატენტური ბუნების, არ გამოირჩევა მტკიცებულებათა სიმრავლით და თითქმის არ ჰყავთ პირიდაპირი ხასიათის მოწმე. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მიუხედავად არაერთი პრევენციული ღონისძიების და საკანონმდებლო ცვლილებებისა, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება. პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ მდგომარეობამდე მისვლას კი ხელს უწყობს არაერთი ფაქტორი, მათ შორის მოძალადისადმი შიში, გარშემოყოფების აზრი და მათი ზეწოლა, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობა და ა.შ., რის გამოც მსხვერპლი ვერ ახერხებს საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობს და შედეგებსაც საკუთარ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იღებს, ზოგ შემთხვევაში კი მიდის ლეტალურ შედეგებამდეც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და სათანადო რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს - საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
თუმცა, მეორეს მხრივ, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოსათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა ის გარემოება, რომ მის წინაშე წარმოდგენილია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში ბრალდებული პირი, რომლის მიმართაც უპირობოდ უნდა იქნას დაცული როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და აქტებით, ასევე საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, საქმის გარემოებების დასადგენად, სასამართლო ითვალისწინებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს, რომ ასეთი მტკიცებულება წარმოიქმნება მხოლოდ შეთანხმებული, საკმარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელ დასკვნებით ან გაუბათილებელი პრეზუმფციით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ფეოდოროვი მოლდოვის წინააღმდეგ“ (Feodorov v. The Republic of Moldova, N 42434/ 06, 29.01.2014). ასევე, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მ---------–------ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულ გ---–---–--------ძის ჩვენება. საქმის მასალებში არ მოიპოვება არა თუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებებიც კი, რომლებიც გაამყარებდნენ დაზარალებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს ბრალად წარდგენილი დანაშაულის სპეციფიკურ ხასიათს და მხედველობაში იღებს, რომ პირდაპირი ხასიათის მოწმეები სქესობრივ დანაშაულს ძირითადად არ ჰყავს. თუმცა ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი ვერც წერილობითი ან ნივთიერი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლიობაში დააკმაყოფილებდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცების სავალდებულო სტანდარტს.
პროკურორის განმარტებით, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ განსახილველ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2019 წლის 29 აპრილს განხორციელებული შეტყობინება, სადაც საუბარია სექსუალურ ძალადობაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც დანაშაულებრივი ქმედების შესახებ გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ში გაკეთებული განცხადების და გამომძიებლის რეაგირების ოქმით ირკვევა, შეტყობინების წყარო არის გ---–---–--------ძის და - ი-------–--------ძე. ამ უაკანსკნელის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებიდან კი, რომელიც მხარეთა მიერ არ გამხდარა სადავო, ირკვევა, რომ იგი მ---------–------ის მიერ გ---–---–--------ძისათვის სქესობრივი ურთიერთობის იძულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მოწმე საუბრობს მ---------–------ის მხრიდან განხორცილებულ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაზე და განმარტავს, რომ როგორც 112-ში განაცხადა, მის დაზე ხორციელდებოდა ძალადობა, იმ მიზნით, რომ მ---------–------ე აიძულებდა მას ცოლად გაყოლას. ასევე, თავად გ---–---–--------ძემ მიუთითა, რომ მასსა და მ---------–------ეს შორის არსებული სქესობრივი კავშირის შესახებ არავისთვის უთქვამს და არ არსებობენ პირები, რომლებსაც დაზარალებულის გადმოცემით, მაინც ექნებოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ. შესაბამისად, ზემოხსენებულ შეტყობინებას ვერ მიენიჭება ცალკე აღებული, დამოუკიდებელი მტკიცებულების მნიშვნელობა და საფუძვლად ვერ დაედება მ---------–------ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, მათივე მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა მ---------–------ის მიერ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულების ჩადენა, სახელის გამტეხი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის უპირობო დაცვა წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს და განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ ზემოთხსენებულ პრინციპს - „in dubio pro reo“. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზეა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით შექმნილი ეჭვი, რომლის განმტკიცება და მ---------–------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათავლისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის უტყუარად დადასტურება ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო. ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშიბილი ეჭვი უნდა გადაწყდეს მ---------–------ის სასარგებლოდ და იგი უნდა გამართლედეს ხსენებული კვლისიფიკაციით წარდგენილ ბრალდებაში.
რაც შეეხება მ---------–------ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, აღნიშნული დადასტურებულია საქმეზე გამოკველული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და გამოიტანა შესაბამისი დასკვნები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით. ამასთან, მსჯავრდებულ მ---------–------ის მიმართ, როგორც თითოეული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, ისე დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული იქნა სამართლიანი და ადეკვატური, მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციული სასჯლი და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლს პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი.
მ---------–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მ---------–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მ---------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მ---------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება ან/და გამოყენება.
მ---------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მ---------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2018 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მ---------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2019 წლის იანვრის ეპიზოდი) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მ---------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2019 წლის 28-29 აპრილის ეპიზოდი) ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება ან/და გამოყენება.
მ---------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება ან/და გამოყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ---------–------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება ან/და გამოყენება.
მ---------–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 მაისიდან.
მსჯავრდებულ მ---------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 01 ცალი ელექტრონული დისკი; მ---------–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ამსახველი 01 ცალი ელექტრონული დისკი; ვიაჩესლავ აკოფოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ამსახველი 01 ცალი ელექტრონული დისკი; ავტომანქანის ნიმუშის აღების ამსახველი 01 ცალი ელექტრონული დისკი; გ---–---–--------ძის დათვალიერების ამსახველი ელ. დისკი; მზია კიკნაველიძის გამოკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი 02 ცალი ელ. დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: 06 ცალი ანაწმენდი, მიკრონაწილაკები, 01 ცალი თუნუქის ქილა წარწერით „ზედაზენი“, დაზიანებული ქსოვილის ნაჭერი, 01 ცალი ვაზნისმაგვარი საგანი, მინის ნატეხები, 01 ცალი მინის ბოთლი სითხით, 01 ცალი მინის ცარიელი ბოთლი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: 02 ცალი დაქტილოფირი; გ---–---–--------ძის და მ---------–------ის ნერწყვის ნიმუშები; გ---–---–--------ძის ავტომანქანის ქსოვილის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ---------–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი; გ---–---–--------ძის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით ღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე