განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100119003210956
საქმე N 1/ბ-46-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე
პროკურორის - ა---- მ--------ს
მსჯავრდებულის - ე-–--- დ------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–--- ჯ------–-ს ასული დ------ის მიმართ; დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ხელვაჩაური, სოფელი ზ----------–-----, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, რ---------–-ს ქ. №20;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე-–--- დ------ემ ჩაიდინა დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობის შემდეგ უმალვე, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 07 თებერვალს, დაახლოებით 09:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ----------–----ში, ე-–--- დ------ემ თავისსივე საძინებელ ოთახში, მშობიარობის შემდეგ უმალვე, რაც გამოიხატა კისრის ორგანოებზე დაწოლაში, განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ე-–--- დ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. სააპელაციო საჩივრების არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ-------------–---–- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ ე-–--- დ------ეს განესაზღვროს მკაცრი სახის სასჯელი, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ ქმედება ჩადენილი იყო დახრჩობით, ანუ მოქმედებით. მკვლელობა მოხდა მშობიარობისას უმალვე. ესე იგი, ქმედება განხორციელდა განსაზღვრულ მცირე დროის მონაკვეთში. მსჯავრდებულს მშობიარობა დასრულებული ჰქონდა და ნაყოფი გამოყოფილი იყო უკვე დედის სხეულიდან ე.ი. ახალშობილი დაბადებული იყო. ამასთან ცალსახაა, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით და მას სურდა აღნიშნული შედეგის დადგომა, რომ არა აღნიშნული განზრახვა, ე-–--- დ------ეს გააჩნდა დახმარებისთვის ოჯახის წევრის მოხმობის შესაძლებლობა.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ რეალურად ვერ შეაფასა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან კავშირი და დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოიყენა ყველაზე მსუბუქი სასჯელი. მსჯავრდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ცხოვრების გათვალისწინებით, ე-–--- დ------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - პირობითი მსჯავრის სახით არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების და აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა დამძიმდეს.
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა ე-–--- დ------ემ, რომელმაც ითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - პროკურორ ა---- მ--------ს, რომელიც დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ ე-–--- დ------ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ე-–--- დ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე-–--- დ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: პაციენტის საავადმყოფოში შეყვანის დოკუმენტაციით, შეტყობინებით საავადმყოფოში შეყვანის თაობაზე, მოწმეების: თი--------------------------------------------------------------------------------------–---------------------------------------–---–---–----------------–----------–---------------------–---------------–---–------------------------------------------–---–-------------------–---–----------------------–----------------------------–---–----------–---------------------- გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით თინა დ------ესთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ე-–--- დ------ესთან, ამოღების ოქმებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური, გენეტიკური, სერელოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გამოკითხვის ოქმით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ე-–--- დ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი; აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულ ე-–--- დ------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულ ე-–--- დ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დამნაშავის წარსული ცხოვრება, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის აღიარება, ასევე, რომ მსჯავრდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სასჯელის სახით განუსაზღვრა 04 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაუთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ე-–--- დ------ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ე-–--- დ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ე-–--- დ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
პირობით მსჯავრდებულის მიმართ კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული ავადმყოფობის ისტორია დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; სისხლის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მობილური ტელეფონი და პლასტმასის ბოთლი მასში არსებული სითხით - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე