განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
330100119003054708
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003054708

საქმე №1ბ/2051-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მარიამ ცისკარიშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - მ------–--------ს

ადვოკატ - ი---------–---–ის

მსჯავრდებულ - გ--------------–---–ის

მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------–--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 26 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მ-------------–----------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:

 

გ------- ხარაიშვლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (2019 წლის აპრილის დასაწყისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

გ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

 

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

 

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

გ--------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში ქ---------–-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ--------------–---–თან, რომლისგანაც არის ოთხი თვის ორსული. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე ქ---------–-------ის სახოვრებელ ბინაში. 2019 წლის 15 მაისიდან ქ---------–-------ე და გ--------------–---–ი დაშორდნენ ერთმანეთს. დაახლოებით ორი თვეა, სხვა და სხვა უსაფუძვლო მიზეზთა გამო, გ--------------–---–ი ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობს ორსულ მეუღლეზე - ქ---------–-------ეზე. კერძოდ, სისტემატურად აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვირის, უშვერი სიტყვებით მიმართავს, რის შედეგადაც ქ---------–-------ე განიცდის ტანჯვას.

2019 წლის 25 აპრილს, ღამით, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უმნიშვნელო მიზეზით, გ--------------–---–მა ორსულ მეუღლეს - ქ---------–-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, უყვიროდა და აგინებდა მას. აღნიშნულის შედეგად, ქ---------–-------ემ ტანჯვა განიცადა.

2019 წლის 27 აპრილს, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--------------–---–მა ორსულ მეუღლეს - ქ---------–-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, დედის მისამართით შეაგინა და უშვერი სიტყვებით მიმართა. აღნიშნულის შედეგად, ქ---------–-------ემ ტანჯვა განიცადა.

 

2019 წლის 29 აპრილს, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--------------–---–მა ორსულ მეუღლეს - ქ---------–-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინა მას. აღნიშნულის შედეგად, ქ---------–-------ემ ტანჯვა განიცადა.

2019 წლის მაისის შუა რიცხვებში, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უსაფუძვლო მიზეზით, გ--------------–---–მა ორსულ მეუღლეს - ქ---------–-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინა და უშვერი სიტყვებით მიმართა. აღნიშნულის შედეგად, ქ---------–-------ემ ტანჯვა განიცადა.

 

2019 წლის 25 აპრილს, ღამით, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უმნიშვნელო მიზეზით, გ--------------–---–მა ორსულ მეუღლეს - ქ---------–-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გ--------------–---–მა მეუღლეს ქურთუკის სახელოში ჩაავლო ხელი და აჯანჯღარა, რა დროსაც ქ---------–-------ე დაეჯახა ყვავილების ქოთანს, წაიქცა და წელი დაარტყა. იმავდროულად, წაქცეულს გ--------------–---–მა ორჯერ დაარტყა ფეხი წელის არეში.

 

2019 წლის აპრილის დასაწყისში, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--------------–---–ი ორსულ მეუღლეს - ქ---------–-------ეს ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, სახის დასერვით დაემუქრა. აღნიშნულის შედეგად, ქ---------–-------ეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის გ--------------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2019 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

რაც გამოიხატა შემდეგში:

დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში ქ---------–-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ--------------–---–თან, რომლისგანაც არის ოთხი თვის ორსული. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში მდებარე ქ---------–-------ის სახოვრებელ ბინაში. 2019 წლის 15 მაისიდან ქ---------–-------ე და გ--------------–---–ი დაშორდნენ ერთმანეთს. დაახლოებით ორი თვეა, სხვა და სხვა უსაფუძვლო მიზეზთა გამო, გ--------------–---–ი ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობს ორსულ მეუღლეზე - ქ---------–-------ეზე. კერძოდ, თითქმის ყოველდღე აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვირის, უშვერი სიტყვებით მიმართავს, რის შედეგადაც ქ---------–-------ე განიცდის ტანჯვას.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების ნაწილში ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------–--------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ასევე, სასჯელის დამძიმება, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამრთლომ იმსჯელა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, თუმცა მნიშვნელოვანი ასპექტების გადაწყვეტის დროს არასათანადო შეფასება მისცა მათ. სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი, რადგან დაზარალებულის ჩვენება ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ნაწილში არ იყო სარწმუნო, ხოლო სხვა მტკიცებულებები - დამაჯერებელი, რაც დაადასტურებდა ფაქტის არსებობას. აპელანტმა მიუთითა, რომ დაზარალებულ ქ---------–-------ის განმარტებით, 2019 წლის 25 აპრილს, სახლში დაბრუნებულ გ--------------–---–ს არ მოეწონა მასთან სტუმრად მყოფი მეგობარი და ამ უკანასკნელის გაცილების შემდეგ ქ---------–-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ქურთუკის სახელოში ჩაავლო ხელი და აჯანჯღარებდა, რა დროსაც ქ---------–-------ე დაეჯახა ყვავილების ქოთანს, წაიქცა და წელი დაარტყა. იმავდროულად, წაქცეულს გ--------------–---–მა ორჯერ დაარტყა ფეხი წელის არეში. დარტყმის შედეგად ტკივილი განიცადა. მუქარასთან დაკავშირებით დაზარალებულმა განმარტა, რომ გ--------------–---–ი სახის დასერვით დაემუქრა, რაც რეალურად აღიქვა და შეეშინდა. მანვე განმარტა, რომ წარსულშიც ჰქონდა ადგილი ბრალდებულის მხრიდან მუქარას, თუმცა არ სჯეროდა რეალურად განხორციელების, თუმცა ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, დაიჯერა.

გამართლებულ ეპიზოდებში გ--------------–---–ის ბრალის დასადასტურებლად, აპელანტმა ასევე მიუთითა პატრულ-ინსპექტორ ჯ---------------ს, მოწმეების - ნ----–---------ის, ა-----------ის, გამომძიებლების - გ----------------–---–ის, თ-----------ს, ნ------------–-–---–ის და გ-------------ს ჩვენებებზე, ასევე შემდეგ წერილობით მტკიცებულებებზე - №1------ შეტყობინებაზე, 2019 წლის 25 აპრილის სამედიცინო ბარათზე, №0----- შემაკავებელ ორდერზე, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე.

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მოსაზრება, რომ დაზარალებულ ქ---------–-------ისა და პატრულ-ინსპექტორ ჯ---------------ს ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, არ არის გასაზიარებელი, ისინი ადასტურებენ, რომ გ--------------–---–მა ორჯერ დაარტყა წელის არეში ფეხი ორსულ ქ---------–-------ეს. ის, რომ პატრულ-ინსპექტორს, შესაძლოა, არ ახსოვდეს ფიზიკური ძალადობის ფაქტი ერთი კვირის წინ განხორციელდა თუ სამი კვირის წინ, აპელანტის აზრით, ბუნებრივია. პატრულ-ინსპექტორმა სასამართლოს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ამდენი თვის გასვლის შემდეგ ახსოვდა. აპელანტს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს არგუმენტი, რომ ვინაიდან დაზარალებულმა დაუყოვნებლივ არ აცნობა ინციდენტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ან მის ნაცნობებსა და ახლობლებს, ეჭვს იწვევს მისი ჩვენების სანდოობა, რადგან ოჯახში ძალადობა სპეციფიკური და ლატენტური დანაშაულია. ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დაზარალებულები არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს და წლების შემდეგ შესაძლოა განაცხადონ მათ მიმართ ძალადობის შესახებ, რაც მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ უნდა გახდეს. ასევე, განაჩენში მითითებულია, რომ 2019 წლის 25 აპრილს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზეზი იყო უხერხული მოძრაობა, რასთან დაკავშირებით დაზარალებული განმარტავს, რომ ძალადობის განხორციელების შემდეგ შეშინებულმა გ--------------–---–მა გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და მანვე განუმარტა მიზეზი. აპელანტს ბუნებრივად მიაჩნია ის გარემოება, რომ ქ---------–-------ეს ექსპერტიზის ჩატარების დროს არ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანების ნიშნები, რამდენადაც ექსპერტიზა დანიშნულ იქნა 2019 წლის 20 მაისს, ხოლო ფიზიკური ძალადობის ფაქტი განხორციელდა 2019 წლის 25 აპრილს. მუქარასთან დაკავშირებით აპელანტმა განმარტა, რომ მუქარა განხორციელდა დაზარალებულის მიმართ, რომელმაც აღიქვა რეალურად და შეეშინდა. მუქარის ფაქტის შემსწრე არავინ ყოფილა, რაც ოჯახური დანაშაულის მახასიათებელი ნიშანია, ხოლო რა აღქმა ჰქონდა მუქარის შედეგად დაზარალებულს, თავად დააფიქსირა კიდეც.

საბოლოოდ, აპელანტმა აღნიშნა, რომ ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის ოჯახური ძალადობა, სიფრთხილით უნდა შეფასდეს, რადგან ისინი ხასიათდება ლატენტურობის მაღალი ხარისხით და დაზარალებულები მხოლოდ მაშინ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, როდესაც სიტუაცია უკიდურესად იძაბება და შესაძლოა ფატალური შედეგის მომასწავებელი ფაქტორებიც იკვეთებოდეს. საყურადღებოა, ოჯახური დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და სიმძიმე. ქმედების საშიშროებას არ განსაზღვრავს მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის ზომა, არამედ, მისი შეფასება უნდა მოხდეს დანაშაულის მსხვერპლის დაუცველობის და მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესაძლო დადგომის გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა გ--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---------–---–მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გაანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათაგამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით /2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი/ და 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობის, ასევე მისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდში) დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ გ--------------–---–ის ბრალეულობა ქ---------–-------ის მიმართ 2019 წლის 25 აპრილს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში დასტურდება მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ქ---------–-------ის ჩვენებით, პატრულ-ინსპექტორ ჯ---------------ს, მოწმეების - ნ----–---------ის, ა-----------ის, გამომძიებლების - გ----------------–---–ის, თ-----------ს, ნ------------–-–---–ის და გ-------------ს ჩვენებებით, ასევე, №1------ შეტყობინებით, 2019 წლის 25 აპრილის სამედიცინო ბარათით, №0----- შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ხოლო ქ---------–-------ის მიმართ განხორციელებული მუქარის ნაწილში აპელანტმა საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების ნაწილში და განმარტავს:

გ--------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით /2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი/ და 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებები არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. პალატა აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, არამედ უნდა არსებობდეს ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებულ ეპიზოდებში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სარწმუნო, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული, მათ შორის არსებობს წინააღმდეგობები, რის გამოც არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.

ბრალდების მხარე აპელირებს დაზარალებულ ქ---------–-------ის ჩვენებაზე, რომლის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 25 აპრილს, 12:00 საათზე, როდესაც გ--------------–---–ი სახლიდან გავიდა, მას მეგობარმა მიაკითხა სახლში. შუადღეზე მან დაურეკა გ--------------–---–ს და უთხრა, რომ საღამოს მეგობარი უნდა გაეცილებინა. გ-------მ უთხრა, დაეცადა, თვითონ მივიდოდა და ერთად გაეცილებინათ. დაახლოებით 1 საათში იგი მივიდა სახლში და მეგობარი ერთად გააცილეს. სახლში დაბრუნებისას გ--------------–---–მა მას ჩხუბი დაუწყო ხსენებულ მეგობართან ურთიერთობის გამო. ამ თემასთან დაკავშირებით კამათი სახლშიც გაგრძელდა. იგი ამ დროს ორსულად იყო, რაც იცოდა გ--------------–---–მაც. კამათის დროს გ-------მ მას ქურთუკში ჩაავლო ხელი და შეანჯღრია, რა დროსაც იგი ზურგით დაეცა მცენარის ქოთანს. ქოთანი დაიმტვრა, ხოლო თვითონ დაცემის გამო ზურგი ეტკინა. გ-------მ მას უთხრა, არაფერი გტკენიაო და წიხლი ორჯერ დაარტყა თირკმელში. მან გ------- ბინიდან გააგდო და კარი ჩაუკეტა. გ------- სადარბაზოდან უყვიროდა - კარი გაეღო, თორემ თავს მოიკლავდა. ამაზე შეშინდა, მართლა არ მოეკლა თავი, რის გამოც თვითონ გავიდა მასთან. ამ დროს მას წელი ასტკივდა და ცუდად გახდა. გ--------------–---–მა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, რომელიც მალევე მივიდა ადგილზე. გ--------------–---–მა იგი არ დატოვა, დახვდა ექიმებს, რომლებსაც უთხრა, რომ მისი მეუღლე წაიქცა. ექიმებმა გინეკოლოგის ნებართვით მას ნემსი გაუკეთეს. ამ დარტყმის შედეგად იგი ტკივილებს განიცდიდა და გაურთულდა მდგომარეობა. გ--------------–---–ი მას ასევე ორჯერ დაემუქრა სახის დასერვით. თავიდან არ იჯერებდა, რომ ამას რეალურად ეუბნებოდა, შემდეგ დაიჯერა და ძალიან შეშინდა.

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2019 წლის 25 აპრილის პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტი ქ---------–-------ე გასინჯულ იქნა მის საცხოვრებელ მისამართზე, სააკაძის მოედანზე, რომელიც უჩიოდა ტკივილს მუცლისა და მენჯის არეში, პერიოდულად წელის და გავის მიდამოში, პაციენტი ტკივილს უკავშირებდა უხერხულ მოძრაობას, იყო 12 კვირის ორსული.

 

პალატა განმარტავს, რომ 2019 წლის 25 აპრილის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებით ყველა სხვა მტკიცებულება თარიღდება 2019 წლის მაისის თვით, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულის მხრიდან დანაშაულის შესაძლო ფაქტის შესახებ შეტყობინება შესაბამისი ორგანოებისა და ნათესავ-მეგობრებისათვის მოხდა არა მყისიერად, არამედ საკმაო დაგვიანებით, რასაც აპელანტი ოჯახში ძალადობრივი დანაშაულების ხასიათით ხსნის. ბრალდების მხარის მხოლოდ ეს არგუმენტი ვერ გამოდგება გ--------------–---–ის მხრიდან 2019 წლის 25 აპრილს ორსული მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად და დაზარალებულ ქ---------–-------ის ჩვენების ირგვლივ ეჭვების გასაფანტად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას დაზარალებულ ქ---------–-------ის ჩვენებასთან პატრულ-ინსპექტორ ჯ---------------ს ჩვენების წინააღმდეგობაზე, პალატა იზიარებს, ასევე ითვალისწინებს, რომ მომხდარი ფაქტის თარიღსა და მოწმის მიერ ფიზიკური ძალადობის თაობაზე მითითებულ პერიოდს შორის საკმაო სხვაობაა, კერძოდ, მოწმე ჯ---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 19 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მან და მისმა მეწყვილემ მიიღეს შეტყობინება სააკაძის მოედანთან მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ავტორი იყო ქ---------–-------ე, რომელიც შველას ითხოვდა, რადგან ვიღაც მისი სახლის კარზე აბრახუნებდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს, ბინის კართან ქ---------–-------ის მეუღლე გ--------------–---–ი დახვდათ. ქ---------–-------ე აღელვებული იყო და შიშისგან მეუღლეს კარს ვერ უღებდა. მათ იგი დაამშვიდეს, ბრალდებული კარს მოარიდეს და უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ. პოლიციელები შევიდნენ ბინაში, ხოლო ბრალდებული სადარბაზოში დატოვეს. დაზარალებულმა პოლიციელებს უთხრა, რომ გ--------------–---–ი იყო მისი ყოფილი მეუღლე, რომელმაც დაახლოებით ერთი კვირის წინ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, წააქცია, ყვავილის ქოთანი ესროლა და წაქცეულს წიხლები დაარტყა. ამავე დროს ბრალდებულიც აღელვებული იყო, რომელიც ბინაში შესვლას ცდილობდა შერიგების მიზნით, თუმცა ქეთევანს არ სურდა მასთან შერიგება. მათ გ--------------–---–ის მიმართ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი, რის შემდეგაც დაკითხვის მიზნით ორივე მათგანი გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.

აღნიშნული ჩვენება წინააღმდეგობრივია დაზარალებულის ჩვენებასთან ქოთნის სროლის ნაწილში, რადგან არ ირკვევა, გ--------------–---–ის ძალადობრივი მოქმედებით ქ---------–-------ე დაეცა ქოთანზე თუ მან ესროლა ყვავილის ქოთანი. ასევე, 19 მაისს გამოძახებაზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დაზარალებულმა განუმარტა, რომ ერთი კვირის წინ მიაყენა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ნამდვილად არ ემთხვევა დაზარალებულის მიერ დასახელებულ თარიღს - 2019 წლის 25 აპრილს.

 

პალატას მიაჩნია, რომ 2019 წლის 25 აპრილს გ--------------–---–ის მიერ ორსული მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ნაწილში არაინფორმატიულია მოწმე ნადეჟდა ჩხეიძის ჩვენება, რომლის თანახმად, 2019 წლის მაისის თვეში, როდესაც მისი დისშვილი - ქ---------–-------ე და გ--------------–---–ი დაშორდნენ ერთმანეთს, ქეთევანმა მას უთხრა, რომ გ--------------–---–თან ჰქონდა კონფლიქტი, კერძოდ, მას ორსულობის პერიოდში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ქ---------–-------ემ ასევე უთხრა, რომ კონფლიქტის დროს გ--------------–---–მა მას ზურგში ორჯერ ჩაარტყა წიხლი, რაც ეტკინა. დარტყმის შედეგად, ქ---------–-------ე ცუდად გახდა, ხოლო გ--------------–---–მა გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ასევე შეუძლებელია გ--------------–---–ის ბრალის დასადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნეულ იქნეს მოწმე ა-----------ის 2019 წლის 20 მაისის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, მან გამოკითხვის დღეს ქ---------–-------ისაგან შეიტყო, რომ ერთი თვის წინ ქ---------–-------ესთან მისი სტუმრობის შემდეგ გ--------------–---–მა მას წიხლები ჩაარტყა, რის გამოც სასწრაფოც ჰყავდა გამოძახებული, რადგან მუცელი და წელი ასტკივდა წიხლების ჩარტყმის გამო. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ არ შესწრებია, რომ გ--------------–---–ს ქ---------–-------ისათვის მიეყენებინოს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, ქ---------–-------ეს არაფერი უთქვამს მისთვის გ--------------–---–ისგან დამუქრების შესახებ. ხოლო, გამომძიებლებმა - გ----------------–---–მა, თ-----------მ, ნ------------–-–---–მა და გ-------------მ მხოლოდ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება.

 

პალატა მიმოიხილავს წერილობით მტკიცებულებებსაც, რომლებიც გამოკვლეულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, თუმცა მათ ვერ შესძინეს დამაჯერებლობა ბრალდების მხარის ვარაუდს გ--------------–---–ის მიერ 2019 წლის 25 აპრილს ორსული მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის განხორციელების ნაწილში, კერძოდ: 2019 წლის 19 მაისის შეტყობინების №1------ აქტით დასტურდება, რომ ქ---------–-------ემ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მისმა მეუღლემ გ--------------–---–მა, (რომელთანაც არის არარეგისტრირებულ ქორწინებაში), 2019 წლის 25 აპრილს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; 2019 წლის 19 მაისის №0----- შემაკავებელი ორდერის და თანდართული მასალების მიხედვით, გ--------------–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი, მეუღლეზე ქ---------–-------ეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. კერძოდ, მსხვერპლის განმარტებით, მისი მეუღლე უბრახუნებდა მისი საცხოვრებელი ბინის კარზე და უნდოდა მისი ნახვა, ასევე მის მიმართ განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა; 2019 წლის 27 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ქ---------–-------ის სხეულზე ამჟამად რაიმე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების ჩანაწერებში ქ. ლომთაძის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ნიშნები აღწერილი არ არის; 2019 წლის 19 ივლისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ქ---------–-------ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ქ---------–-------ემ, მეუღლის - გ--------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. აღნიშნულ მტკიცებულებათა ანალიზით ნათელია, რომ დაზარალებულის მიერ მეუღლის მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის სავარაუდოდ განხორციელების შესახებ შეტყობინება სამართალდამცავ ორგანოში განხორციელდა მკვეთრი და არაარგუმენტირებული დაგვიანებით, ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ, მას რაიმე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, უფრო მეტიც, ზემოთ განხილულ პაციენტის სამედიცინო ბარათში, რომელიც ერთადერთი წერილობით დოკუმენტია, რომელიც დაზარალებულის მიერ აღწერილი შემთხვევის დღეს არის შედგენილი, მითითებულია, რომ პაციენტი ტკივილს უკავშირებს უხერხულ მოძრაობას და არა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას. აპელანტი მიუთითებს, რომ ტკივილის მიზეზის ასეთი ვერსია სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს შესთავაზე თავად გ--------------–---–მა, თუმცა ბარათში მითითებულია, რომ სწორედ პაციენტი უკავშირებს ტკივილს უხერხულ მოძრაობას და არა სხვა პიროვნება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ბრალდების მხარეს მოწმის სახით არ დაუკითხავს. დანარჩენი წერილობითი მტკიცებულებები კი არ უკავშირდება 2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდს.

 

პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს გ--------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მისი გამართლების ნაწილში და მიაჩნია, რომ დაზარალებულის არადამაჯერებელი ჩვენების გარდა საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება გ--------------–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ მუქარის განხორციელების დასადასტურებლად. ასევე გასაზიარებელია გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებული მსჯელობა სავარაუდო მუქარის განხორციელების რეალურობის შესახებ, ვინაიდან გაურკვეველია, გ--------------–---–ის რომელმა მოქმედებამ გაუჩინა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გ--------------–---–მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მუქარა ქ---------–-------ის მიმართ. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია ამგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა გ--------------–---–ის მიერ ორსული მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტებს.

 

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას განხილულ ეპიზოდებში მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გ--------------–---–მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მუქარა ორსული მეუღლის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია გ--------------–---–ის მიმართ ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ--------------–---–ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ--------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა განხილულ ეპიზოდებში, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვსმიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ--------------–---–ის ბრალეულობის დასადგენად გამართლებულ ეპიზოდებში და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

აპელანტის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გ--------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, რასაც პალატა ასევე არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, თუ რაში მდგომარეობს გ--------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ--------------–---–ისათვის დამნაშავედ ცნობილ ეპიზოდში დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი.

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენი გ--------------–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციონაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------–--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

გ--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის აპრილის დასაწყისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია. გ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 მაისიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე