განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002712794
საქმე #1ბ/1124-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ვ----–------ის, გ---------------------ის
ადვოკატის: ზ------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულის: ა-------------–-------ის (მონაწილეობის გარეშე)
ღია სასამართლო სხდომაზე, ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №-------------- ა--------------------------–-------ის, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №------------- ნასამართლობა გაქარწყლებულის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–---–------------------------------- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქ. რედაქცია).
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-------------–-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-------------–-------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა-------------–-------ი რომელიც ქორწინებაში იმყოფება ა-----------–-------თან, ქორწინების პერიოდში, სისტემატურად სცემდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. მათ შორის 2018 წლის აგვისტოს თვის ბოლოს, ასევე 2018 წლის 20-21 სექტემბერს, ა-------------–-------მა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე ა-----------–-------ი, რასაც ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. ასევე, 2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ა-------------–-------მა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ქალიშვილის თანდასწრებით, ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე, ა-----------–-------ი. ა-------------–-------ის ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად ა-----------–-------მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:
ა-------------–-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ა-------------–-------მა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე, ა-----------–-------ი. ა-------------–-------ის ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად ა-----------–-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით:
ა-------------–-------ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 30 ნოემბრის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია) და ა-------------–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
ა-------------–-------ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 სექტემბრის 21:25 საათიდან;
ა-------------–-------ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ;
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა გ---------------------ემ მოითხოვა ა-------------–-------ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ა-------------–-------ი დამნაშავედ იქნას ცნობილი ბრალდების კვალიფიკაციით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა-------------–-------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
დაზარალებულმა ა-----------–-------მა და მისმა შვილებმა, - მოწმეებმა ი------–-----------------–-------ებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და ოჯახის წევრის - ა-------------–-------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ს-----------–--------მა განმარტა, რომ იგი არის დაზარალებულ ა-----------–-------ის მეზობელი. 2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში დედამთილთან ერთად, კერძოდ იყო ეზოში და რეცხავდა ხალიჩებს, რა დროსაც შემოესმა ყვირილის ხმა. როდესაც იგი (მოწმე) დედამთილთან ერთად გარეთ გავიდა დაინახა, რომ ა-----------–-------ს მეუღლე, - ა-------------–-------ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ ა------ა ძირს იწვა, ა--------- კი სახის არეში ურტყამდა, ასევე ცდილობდა, რომ ა------ასთვის ტელეფონი წაერთმია, რომელიც მას ხელში ეჭირა. ა--------- მას უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა და ეუბნეოდა, რომ მოღალატე იყო. იგი (მოწმე) მათთან მივიდა და ა--------ს მოუწოდა შეეწყვიტა ა------ას ცემა, ლანძღვა-გინება, ამ დროს ა--------მა ა------ას ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან და სახლში შევიდა. მან (მოწმემ) და მისმა დედამთილმა კი ა------ა შეიყვანეს სახლში, დააწყნარეს, წყალი დაალევინეს. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილია რომ ა--------- ხშირად სვამს და მეუღლეებს ხშირად აქვთ კონფლიქტი, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს იგი პირველად შეესწრო.
მოწმის სახით დაკითხულმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ფსიქოლოგის მ-------------–---–ის განმარტა, რომ ადასტურებს მის მიერ გაცემულ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც ა-------------–-------ის ქმედებამ გამოიწვია ა------ პ---–-------ის ფსიქოლოგიური ტანჯვა. ერთი შემთხვევაც (ბოლო ეპიზოდი) კი აუცილებლად იქნებოდა ტანჯვის საფუძველი. მანვე აღნიშნა, რომ როგორც ა-----------–-------მა გამოკითხვისას განმარტა, - 2018 წლის 28 სექტემბერს დაზიანება ა---------ს ცემის შედეგად მიიღო, ტკიოდა სახე, ზურგი, თავი, შესიებული ჰქონდა სახის მარცხენა მხარე. ა---------ს მიერ მისი ცემის შედეგად, მან განიცადა როგორც ფიზიკური ტკივილი, ასევე სულიერი ტანჯვა.“
სამცხე-ჯავახეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის დათო მერაბიშვილის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი #----------ის მიხედვით ა-----------–-------ი სამედიცინო ცენტრში შესულია 2019 წლის 28 სექტემბერს, 21:20 საათზე, შესვლისას იგი უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას. საერთო მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, არტერიული წნევა 130/90 პულსი 72 სუნთქვის სიხშირე 20, მარცხენა ყვრიმალის არეში აღენიშნებოდა შესიება, ჰიპერემია, ჰორიზონტალური ნისტაგმი, გუგები თანაბარი, გონება არ დაუკარგავს. დიაგნოზი: მარცხენა ყვრიმალის დაჟეჟილობა.“
პირველი ინსტანციის სასამართლოში ა-------------–-------მა წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ აღიარა და განმარტა, რომ იგი აღიარებს მხოლოდ 2018 წლის 28 სექტემბერს დაზარალებულის ცემის ფაქტს, იმ დღეს ნასვამი და განერვიულებული იყო, შეკამათება მოუვიდათ ჭარხლის ამოღების თაობაზე, ტელეფონი წაართვა და ხელი გაარტყა. აღნიშნულ ფაქტს შვილები არ შესწრებიან. სხვა დროს მისი მხრიდან დაზარალებულის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მისივე განმარტებით მას ცოლთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, არ სურს რომ მათი ოჯახი დაინგრეს.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული) ა-------------–-------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ მართალია დაზარალებულმა და მისმა შვილებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცეს ა-------------–-------ის წინააღმდეგ, თუმცა საქმეში წარმოდგენილია მოწმეების - ს-----–--------------–-----------------------------------------------–---–-- ჩვენებები. დაზარალებულმა ხსნებულ პირებს უამბო თუ როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად მისი მეუღლე წლების განმავლობაში. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული პირთა ჩვენებები, რომლებიც სისტემატური ცემის შესახებ ინფორმაციას დაზარალებულისგან ფლობენ ირიბი ხასიათისაა, რადგან ეყრდნობა დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში (საქმე №561აპ-15, 28 აპრილი, 2016 წელი) განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო დანარჩენი მოწმეთა ირიბი ჩვენებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად -მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ა-------------–-------მა ჩაიდინა ა-----------–-------ის სისტემატური ცემა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა-------------–-------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ა-------------–-------მა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ა-------------–-------ის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან სამართლიანად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველ ნაწილზე. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ ა-------------–-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა სრულად იქნა დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე ს-----------–--------ის ჩვენებით (რომელიც უშუალოდ შეესწრო მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ჩადენილ ცემის ფაქტს), მოწმე მ-------------–---–ის ჩვენებით (რომლის განმარტებით, დაზარალებულმა დეტალურად უამბო 2018 წლის 28 სექტემბერს თუ რა დაზიანებები მიაყენა მეუღლემ და რომ მიყენებული დაზიანებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა), ასევე, პაციენტის სამედიცინო ბარათით და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით.საგულისხმოა ის გარემოება, 2018 წლის 28 სექტემბერს დაზარალებულის ცემის ფაქტი დაადასტურა ა-------------–-------მაც
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-------------–-------ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა-------------–-------ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი ა-------------–-------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-------------–-------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი ა-------------–-------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ა-------------–-------ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 30 ნოემბრის ცვლილებამდე რედაქცია) და ა-------------–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;
ა-------------–-------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 სექტემბრის 21:25 საათიდან;
მხედველობაში იქნას მიღბული, რომ ა-------------–-------ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - პატიმრობა გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი