განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2020
საქმის ნომერი
080100117001981334
ინსტანცია
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-726-2018 წელი

№080100117001981334

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

19 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი – ლალი მსხილაძე, ნათია ბზიკაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ვ------- ჭ----------ის,ადვოკატის – ნ-----–- ს-----ის,მსჯავრდებულის – ჯ---- ლ-------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა ჯ---- ლ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ჯ---- ლ-------ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, რეგისტრირებული ქ----------–---------------–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ----------–--------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით, 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფ-ლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქ-მიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასი-ური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმია-ნობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომად-გენლობის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

ჯ---- ლ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის;

– ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარები-სათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პი-რის მიერ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 25 მაისს ქალაქ ქ-------–-------------ს ქუჩაზე, საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიერ, ჯ---- ლ-------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რაც მისივე თანხმობით გაგრძელდა ასევე ქუ-თაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკურ დეპარტამენტში. ენდოსკოპიური წესით ჩატარებული სამე-დიცინო მანიპულაციით, რა დროსაც ჯ---- ლ-------ის კუჭიდან ამოღებულ იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, მცირე ზომის 2 პაკეტში შეფუთული ფხვნი-ლი საერთო წონით 0,3235 გრამი, რაც შეიცავს 0,00647 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილებით, ნარკო-ტიკული საშუალების (ბუპრენორფინინი, მეტადონი) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჯ---- ლ-------ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამარ-თალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ, ჯ---- ლ-------ემ, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული სა-შუალება „ბუპრენორფინი“, რაც შემოწმებით დაუდგინდა 2017 წლის 22 მაისს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ---- ლ-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----–- ს-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ჯ---- ლ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ჯ---- ლ-------ეს დაკავებისთანავე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მას რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც ჯ---- ლ--------ე გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ნა-ცემ მდგომარეობაში ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, სადაც მას ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა მისი ნების საწინააღმდეგოდ. პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ თურმე ჯ---- ლ-------ე კუჭში ინახავდა გახსნილ და გადამუშავებულ ნარკოტიკს, რაც ყოველგვარ ლოგიკას ცდება და არის აბსურდული განმარტება გამოძიების მხრიდან, რადგან ის გამორიცხავს ამ დანაშაულის ნიშნებს. ჯ---- ლ-------ემ დაკითხვისას განა-ცხადა, რომ მან ეს ნივთიერება მოიხმარა დაკავების დღეს სარფის საზღვრის გადმოკვეთამდე, რაც რამდენიმე საათის მგზავრობის შემდეგ გაიხსნა მის ორგანიზმში. მას არავითარი ნარკოტიკი ე.წ. პოლიეთილენის პარკით არ გადაუყლაპია. ეს კი პირდაპირ ამტკიცებს მისი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ამ ნივთიერების მოხმარების ფაქტს და სრულად გამორიცხავს შენახვას. მან საქმეში მითითებული ჩანაწერები გამომ-ძიებლის კარნახით დააფიქსირა.

ჯ---- ლ-------ის პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ის მისი ნების საწინაღმდეგოდ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ყოველგვარი თანხმობის და განმარტების გარეშე კანონდარღვევით ჩაუტარდა შინაგანი ორგანოების დათვალიერება. თვალებახვეულს გადააყლაპეს ე.წ. ზონდი და მას არც კი აყურებინეს ამ საგამოძიებო მოქმედების თანმიმდევრობა. გამოკვლევას ესწრებოდა ის პირები ვინც უშუალოდ ცემა ჯ---- ლ-------ე დაკავების დროს.

სასამართლოში ნივთმტკიცებების გამოკვლევისას არ მომხდარა იმ ფუთის გახსნა, რაც ექსპერტიზამ გამოიკვლია, სადაც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული ნივ-თიერება. აქედან გამომდინარე სასამართლოს განაჩენში არ უნდა ემსჯელა ამ ნივთმტკი-ცების შესახებ.

რაც შეეხება სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგენილი დაზიანებების ფაქტზე ჩა-ტარებულ სამედიცინო ექსპერტიზას, აღნშნულთან დაკავშირებით დაიკითხა ექსპერტი გ------- გ------–-–---–ი, რომელმაც ჩვენების მიცემისას გამორიცხა ის ფაქტი, რომ დას-კვნაში აღწერილი დაზიანებები ჯ---- ლ-------ეს ვერ მიადგებოდა ერთჯერადი დაცე-მის შედეგად და ის მიადგა ბლაგვი საგნის გამოყენებით, რაშიც მოიაზრება ადამიანის მუშტი, წიხლი და ხანდაზმულობით ემთხვევა დაკავების თარიღს.

გასათვალისწინებელია ექსპერტ-ნარკოლოგების ჩვენებები, საიდანაც იკვეთება ის გარე-მოებები, რომ ისინი დასკვნაში წერდნენ იმას, რაც გამოძიების ინტერესებში იყო. 25 მაისს გაცემულ დასკვნაში წერია, რომ ჯ---- ლ-------ე არ იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ. ხოლო წინა ორ დასკვნაში დაწერეს, რომ ჯ---- ლ-------ე კლინიკურად იმყოფე-ბოდა ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ამ დასკვნამდე მივიდნენ მხოლოდ თვალის ხედვით, რაც არ არის კანონიერი შეფასება.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ჯ---- ლ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს ნ-----–- ს-----ეს, რომლებიც ითხოვენ ჯ---- ლ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

– პროკურორ ვ------- ჭ----------ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანო-ნიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე თ---------- თ---------ის ჩვენების თანახმად, იგი არის საქართველოს შსს იმერე-თის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თა-ნაშემწე-გამომძიებელი. 2017 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქალაქ ქ-------–------------ს ქუჩაზე იმყოფება ჯ---- ლ-------ე, შეიქმნა ოპერატიუ-ლი ჯგუფი, მასთან ერთად იყო დ----- ს-----ე და ნ--- ტ--–--–-–---–ი. მათ მიერ შეჩე-რებული იქნა ჯ---- ლ-------ე, რომელიც მათი მისვლიდან რამდენიმე წამში მოვიდა, აუხსნეს მას, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, განუმარტეს თავისი უფლებები. ჯ---- ლ-------ეს მიეცა წინადადება წარმოედგინა ნარკოტიკული საშუალება. გაეცნო დადგენილებას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესა-ხებ, რომელიც ხელმოწერითაც დაადასტურა. ლ-------ემ უთხრა მათ, რომ ნარკოტი-კულ საშუალებას „სუბოქსინს“ ინახავდა კუჭში. ის მან ნახა გ---------ს ქუჩაზე ჩამო-ტეხა, გასინჯა, ნახა რაც იყო და პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე გადაყლაპა. ლ-------ეს ადგილზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა მისივე თანხმობით. ჩხრეკისას რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ამის შემდეგ იგი მისივე თანხმობით გადაიყვანეს ინ-ტერვენციული მედიცინის ცენტრში, სადაც ჩაუტარდა შინაგანი ორგანოების დათვა-ლიერება. ამ პროცესში ჯ---- ლ-------ეს კუჭიდან ამოუღეს პატარა ზომის პოლიეთი-ლენის პარკში გახვეული სველი თხელი მასა, რაზედაც მან განაცხადა, რომ იყო ნარკო-ტიკული საშუალება „სუბოქსინი“. ამის მერე განემარტა თავისი უფლებები და დააკავეს ადგილზე. დაკითხვის მიზნით გადაიყვანეს იმერეთის სამხარეო დეპარტამენტში, სა-დაც გამოიკითხა ბრალდებულის სახით, რა დროსაც აღიარა, რომ ნარკოტიკული „სა-შუალება“ სუბოქსინი ჩაღეჭა და გადაყლაპა, ინახავდა კუჭში. მას წარედგინა ბრალდება, ამასთან თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ 273-ე მუხლით. ჯ---- ლ-------ეს ვიზუალუ-რად დათვალიერების დროს აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულზე, თვითონ განმარტა, რომ დაზიანება მიიღო ქალაქ ბ------ში, როდესაც მიკროავტობუსიდან ჩამოდიოდა და წაიქცა. კუჭიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ გახვეული იყო უფერულ, გამჭირვალე 2 პარკში ცალ-ცალკე, პარკს თავი ისე ჰქონდა შეკრული, თითქოს მომწვარი იყო. ნარკოტიკული საშუალება იყო მოყვითალო ფერის. მოწმე განმარტავს, რომ პირადად დაინახა დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე, ჯ---- ლ-------ემ თუ რო-გორ მიიფარა ხელი პირზე, ასევე მისმა თანამშრომლებმაც დაინახეს ეს მომენტი (პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ--- ტ--–--–-–---–ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 25 მაისს შემოვიდა ოპერა-ტიული ინფორმაცია ჯ---- ლ-------ის შესახებ, ხელმძღვანელმა დაავალა მათ, რომ ჯო-ნი ლ-------ე იმყოფებოდა გ---------ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ ქ-------ში, რომელსაც სხეულში პირადად უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მასთან ერთად მივიდნენ დ----- ს-----ე და თ---------- თ---------ე. ისინი ჯ---- ლ-------ეს იცნობდნენ მხოლოდ ფოტოსურათით. იქნებოდა დაახლოებით 6-7 საათი, რომ მივიდნენ, რამდენიმე წუთში მოპირდაპირე მხარეს გზის გვერდულზე მათი მიმართულებით მოდიოდა პი-როვნება, რომელიც მიამგვანეს ფოტოსურათზე ნანახ პიროვნებას. როდესაც ჯ---- ლ--------ემ გადმოკვეთა გზის სავალი ნაწილი და უახლოვდებოდა მათ, ისინიც გაეშურნენ მისკენ. დაახლოებით 5 მეტრი იქნებოდა დაშორება მათ შორის, როცა შეამჩნია, რომ ჯო-ნი ლ-------ეს რაღაც საგნის მსგავსი ეკავა ხელში, რომელიც ჩაიდო პირში და მოძრაო-ბით მიხვდნენ რომ გადაყლაპა. ამ დროს მიუახლოვდნენ მას და შეაჩერეს. თ---------- თ---------ემ წარუდგინა საკუთარი თავი, განუმარტა უფლება-მოვალეობები, თუ რის-თვის და რატომ იმყოფებოდნენ მასთან, რომ მას შეიძლებოდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც შეადგინა ოქმი. ჯ---- ლ-------ემ განაცხადა, რომ ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გადაყლაპა. ამის მერე მოხდა მისი პირადი გასინ-ჯვა, ჩხრეკის შედეგად არაფერი აღმოაჩნდა. შესთავაზეს ნარკოტიკული საშუალების სხეულიდან ამოსაღებად მისი გადაყვანა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა ხელმოწერით. ამის მერე გადაიყვანეს დ----- ს-----ის მანქანით ინტერვენციულ ცენტრში, სადაც დახვდათ ექიმი ნ-----–-- ბ----------. ისინი ცოტა მოშორებით იდგნენ და მონიტორზე ადევნებდნენ თვალს გამოკვლევას. იქ ჩაუტარდა გამოკვლევა, სადაც ამოღებული იქნა ორი უცხო სხეული, რომელიც პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული. ერთს სავარაუ-დოდ თავი ჰქონდა მომწვარი, მეორე უკვე მოყვითალო გათხევადებული მასა იყო. ისინი შეახვიეს თაბახის ფურცელში, შემდეგ ჩაიდო პოლიეთილენის პარკში და დაილუქა პაკეტში, სადაც ხელი მოაწერეს ყველა მონაწილე პირმა. ამის მერე დააკავეს ჯ---- ლ-------ე და განუმარტეს უფლებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ-----–-- ბ----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ის მუშაობს აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ექიმ-ენდოსკოპისტად. ჯ---- ლ-------ე მასთან მოიყვანეს 2017 წლის მაისის თვეში შემოწმებაზე მის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შესახებ. ჯ---- ლ--------ეს ჩაუტარდა გამოკვლევა, ენდოსკოპიური გამოკვლევის შედეგად აღმოაჩნდა კუჭში ორი უცხო სხეული, რომელიც ამოიღო. ეს უცხო სხეული იყო დაახლოებით ერთ სანტიმეტრზე მეტი პოლიეთილინის პარკში გახვეული რაღაც ნივთიერება. პაციენტი მიიყვანა კრიმინალურმა პოლიციამ, სულ 3 მამაკაცი იყო, რომელთაგან მხოლოდ ერთი იცნო - ნ--- ტ--–--–-–---–ი, როგორც წარსულში მისი პაციენტი. მოწმემ განმარტა, რომ გამოკვლევა ცოტა რთული ჩასატარებელია ფსიქოლოგიურად. ჯ----ს ეცვა თეთრი პე-რანგი, თეთრი შარვალი და ყელზე ეკეთა ცხვირსახოცი. გამოკვლევა ჩატარდა მისი თან-ხმობით, ამასთან, ფიზიკურად შეუძლებელია ამ მანიპულაციის იძულებით გაკეთება. გამოკვლევა ჩატარდა გართულების გარეშე. მან მოახდინა კუჭიდან ამოღებული ორი უცხო სხეულის აღწერა და გადაცემა პოლიციელებისთვის, რომლებიც წარედგინა ჯ---- ლ-------ეს და მანაც დაადასტურა, რომ სწორედ ეს ნივთიერებები ჰქონდა გადაყლა-პული. აქედან ერთი საგანი ერთი იყო პოლიეთილენის პარკში დარღვეული მთლიანო-ბით, მასში არსებული ნივთიერება იყო მოყვითალო-მოთეთრო ფერის, თხევადი, რაც ოდესმე შეიძლება იყო ტაბლეტი, მაგრამ უკვე იყო გახსნილ მდგომარეობაში, მეორე იყო დაურღვეველი. ისინი მოთავსდა თეთრ ფურცელზე, შემდეგ გადაიტანეს ცელოფანზე და მერე მოათავსეს კონვერტში. ორივე უცხო სხეულის ამოღება მოხდა ცალ-ცალკე, ერთი პარკი, რომლის მთლიანობა დარღვეული იყო, ასევე იყო დასველებული, რომლიდანაც გადმოიღვარა სითხე, ეს იყო რაღაც ფხვნილი რომელიც დასველების შედეგად იყო გახ-სნილი. მანიპულაციას მის გარდა ესწრებოდა 1 ექთანი და 3 პოლიციელი. მან დააწერინა გამოკვლევის შედეგები, სათანადო სამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენებით და ამის მერე დატოვა ოთახი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა-----– ძ---–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის მაისის თვეში ის მუშაობდა ქალაქ ბ------ის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-ენდოსკოპისტად. ვინაიდან სხვა ენდოსკოპისტი არ ჰყავს საავადმყოფოს, მას უწევს ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა. პაციენტი ჯ---- ლ-------ე მან ორჯერ გამოიკვლია და სახეზეც ახსოვს. პირველად შეა-მოწმა 2017 წლის აპრილის თვეში, ვ---ს შს რაიონული სამმართველოს გამომძიებლის ლ-–- მ----–----ის მომართვის საფუძველზე. მან ჩაუტარა პაციენტს ენდოსკოპიური მანიპულაცია, რა დროსაც თვალიერდება საყლაპავი და კუჭი. დათვალიერება მოხდა გასტროსკოპიის აპარატით, ზონდის გადაყლაპვით. 2017 წლის 24 აპრილის დათვალიე-რებისას ჯ---- ლ-------ეს კუჭში აღმოუჩინეს უცხო სხეული - პოლიეთილენის პაკეტი, მასში არსებული სავარაუდო ნარკოტიკული ნარჩენით, პოლიეთილენის პარკი იყო დაზიანებულ მდგომარეობაში, რაც ამოუღეს და მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა გამომძიებელს. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 22 მაისს ჯ---- ლ-------ის შემოწმებაში, რა დროსაც კუჭში რაიმე უცხო სხეული არ აღმოჩენილა. ორივე შემთხვე-ვაში მანიპულაცია ჩატარდა პაციენტ ჯ---- ლ-------ის თანხმობით. მოწმის განმარტე-ბით, არ ახსოვს, რომ ჯ---- ლ-------ეს რაიმე დაზიანება ჰქონოდა სხეულზე ან ტანსაც-მელზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მსჯავრდებულმა ჯ---- ლ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ რომ პირველი დაკავების ფაქტი მოხდა 2017 წლის აპრილის თვეში სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიკრო ავტობუსში ავიდა ორი პიროვნება, უთხრეს რომ იყვნენ პოლიციელები. იქვე წაიყვანეს მიფარებულში და სცემეს, ისინი იყვნენ ვ---ს განყოფილების პოლიციელები. მას ვერაფერი აღმოუჩინეს და ღამის 2 საა-თზე გამოუშვეს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2017 წლის 22 მაისს სარფის გამშვებ პუნქტში შეჩერეს ბ---------ს განყოფილების პოლიციელებმა, დაეტაკნენ, წააქციეს, აი-ძულეს პირის გაღება, თუმცა, არაფერი არ აღმოაჩნდა. ამის მერე შეიყვანეს ოთახში, გაჩ-ხრიკეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს, ზონდიც გადააყლაპეს, ნარკოტიკის მოხმარება-ზეც შეამოწმეს. მეორე დილას მივიდა გ---- წ---–---სთან, მოუყვა მისი ამბები, მან წაიყვანა სახალხო დამცველთან, სადაც ახსნა-განმარტების ბარათი დააწერინეს და წამო-ვიდა. 2017 წლის 25 მაისს მოდიოდა თ--------------–--------------------ის მიმართულე-ბით ტაქსით, რა დროსაც ტაქსის მძღოლისაგან შეიძინა სუბოქსინის აბი, ტაბლეტის ნა-ხევარი გადაყლაპა, ნახევარი კი გაახვია ქაღალდში და ჯიბეში ჩაიდო. სარფის საბაჟოზე შეაყოვნეს მებაჟეებმა, ეჭვი შეეპარა, რომ შეამოწმებდნენ, ამ დროს ამოიღო ჯიბიდან მეორე ნახევარი აბი სუბოქსინი და ისიც გადაყლაპა. შემდეგ მიკროავტობუსით ჩამო-ვიდა ქ-------ში. ნ----ს ქუჩაზე მცხოვრები ხ---- ც-–----- ელოდებოდა ბენზინ გასა-მართ სადგურთან, რათა წაეყვანა სახლში. ის გ---------ს ქუჩის გადასახვევთან ჩამოვიდა მიკროავტობუსიდან და გადმოკვეთა გზის ნახევარი, სადაც შენიშნა 6 პიროვნება და ის პირიც, რომელიც ელოდებოდა. ისინი პირდაპირ მივიდნენ მასთან, არ აუხსნიათ არაფე-რი, წაიყვანეს მოფარებულ ადგილას, რომ კამერას არ დაეფიქსირებინა და იქ მოხდა მისი პირადი ჩხრეკა და სცემეს. მერე ჩააჯინეს მანქანაში, დაადეს ხელბორკილი და წაიყვანეს ჰოსპიტალში; 4 პოლიციელი შიგნით ელოდებოდა, 2 გარეთ, მეორე სართულზე ჩაუტა-რეს კუჭის დათვალიერება ექიმ ნ-----–-- ბ----------ს მონაწილეობით. ის წინააღმდეგო-ბას არ უწევდა ექიმს, თუმცა, ამ სამედიცინო მანიპულაციას თვალს ვერ ადევნებდა, ვინა-იდან თვალზე ხელს აფარებდნენ, ექიმმა თქვა - არაფერი არ აქვსო. შემდეგ როცა თვალი გაახილა, დაინახა, რომ იქ იდო თეთრი სველი პარკი, რაზედაც უთხრეს, რომ აღნიშ-ნული ამოუღეს მუცლის ღრუდან, თუმცა, მას ეს პროცესი არ დაუნახავს. ხელი მოაწერი-ნეს კონვერტზე, რომელზეც მათი თქმით მოთავსებული იყო ამოღებული ცელოფანი. ასევე რამდენიმე ფურცელზე მოაწერინეს ხელი. მათივე კარნახით აწერდა ფურცლებზე ხელს. ამის შემდგომ წაიყვანეს განყოფილებაში, სადაც წარუდგინეს ბრალი. თავი ცნო დამნაშავედ, რადგან სტრესის ქვეშ იყო. მერე გადაიყვანეს ნარკოლოგიურში და შეამოწ-მეს. ნარკოტიკზე დამოკიდებული იყო და რომ არ მიეღო ეს ნარკოტიკული საშუალება ხდებოდა ცუდად. ბრალდებულის ჩვენებით მისი კუჭიდან პარკი არ ამოღებულა, რადგან მას პარკი არ გადაუყლაპავს და ეს პარკი დადეს პოლიციელებმა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2017 წლის 25 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად 2017 წლის 25 მაისს, ქ. ქ---------------------------------ში საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუ-მისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიე-ბელმა თ---------- თ---------ემ პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ჯ---- ლ-------ეს, რაზედაც მან განაცხადა თანხმობა. პირად ჩხრეკასთან ერთად ჯ---- ლ-------ემ თანხმობა განაცხადა შინაგანი ორგანოების დათვალიერებაზეც, ვინაიდან მისივე განმარტებით ნარკოტიკულ საშუალება „სუბოქსინს“ ინახავდა კუჭში. ჯ---- ლ-------ის პირადი ჩხრეკა მისივე თან-ხმობით დაიწყო ქალაქ ქ-------–--------------------------ში მდებარე ბენზოგასამართ სადგურ „რ------------–-ს“ წინამდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ნარკოტიკული სა-შუალება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ამასთან, ჩხრეკის დაწყებამდე ჯ---- ლ-------ემ განაცხადა, რომ მცირე ზომის პოლიეთილენის მოთეთრო ფერის გამჭვირვა-ლე პაკეტებში გახვეულ ნარკოტიკულ საშუალება „სუბოქსინის“ ორ აბს ინახავდა კუჭში. მას მიეცა წინადადება მომხდარიყო მისი შინაგანი ორგანოების დათვალიერება სამედი-ცინო დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენა-ამოღების მიზნით. აღნიშ-ნულის შემდეგ მისივე თანხმობით აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ სა-ქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკურ დეპარ-ტამენტში მდებარე ქალაქი ქ----------------–---–---------------ში გაგრძელდა ექიმ ენდოსკოპისტ ნ-----–-- ბ----------ს მიერ. ენდოსკოპიის აპარატით მოხდა ჯ---- ლ--------ის შინაგანი ორგანოების დათვალიერება, რა დროსაც აღმოჩენილი იქნა ორი ცალი პატარა ზომის გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი მასში არსებული უცხო სხეულით, რომლებიც ამოღებული იქნა სპეციალური მარყუჟის საშუალებით. პოლიეთილენის მცირე ზომის პაკეტებში აღმოჩნდა მოყვითალო ფერის სველი მასა. პატარა ზომის პო-ლიეთილენის პაკეტები მასში არსებული მოყვითალო ფერის სველი მასით გადატანილი იქნა თაბახის პატარა ფურცელზე და მოთავსდა პატარა ზომის პოლიეთილენის პაკეტში, რომლებიც ამოღებული იქნა და დაილუქა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში შ.ს.ს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ლუქის ბეჭდით №-- პაკეტი №1. ჯ---- ლ-------ემ განაცხადა, რომ მოყვითალო ფერის სველი მასა იყო ნარკოტიკული საშუა-ლება „სუბოქსინი“. ოქმი ხელმოწერილია დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების დ------ ს-----ის, ნ--- ტ--–--–-–---–ის, თ---------- თ---------ის და ექიმ-ენდოსკოპისტ ნ------–-- ბ----------ს მიერ. ოქმს გაეცნო პირადად ჯ---- ლ-------ე, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთებულა.

(ტომი 1, ს.ფ. 7-12)

საქმეში არსებული, 2017 წლის 25 მაისის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად 2017 წლის 25 მაისს ჯ---- ლ-------ე დააკავა საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუ-მისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიე-ბელმა თ---------- თ---------ემ ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერ-ვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკურ დეპარტამენტის შენობაში. დაკავებისას გარეგნული დათვალიერებით მარცხენა ფეხის ბარძაყზე აღენიშნებოდა ნაკაწრები სისხლნაჟღენთების სახით, აგრეთვე მარცხენა ხელის იდაყვზე და ბეჭზე, რომლებიც მისივე განმარტებით მიიღო ქალაქ ბ------ში. ოქმი ხელმოწერილია დეტექ-ტივის თანაშემწე-გამომძიებლების დ----- ს-----ის, ნ--- ტ--–--–-–---–ის, თ---------- თ---------ის და ექიმ-ექსპერტის ნ-----–-- ბ----------ს მიერ. ოქმს გაეცნო პირადად დაკავებული, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთე-ბულა.

(ტომი 1, ს.ფ. 13-19)

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში აღწერილი გარემოებები, თ---------- თ----------ისა და ნ--- ტ--–--–-–---–ის გარდა, ასევე სრულად დაადასტურა მოწმე დ----- ს-----ემ, მან ასევე განმარტა, რომ ჯ---- ლ-------ის შეჩერების და პირადი ჩხრეკის ჩატარებისას ის და თ. თ---------ე იმყოფებოდნენ პოლიციის ფორმით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის №------ დასკვნით, თანდართული ფოტოსურათებითა და ექსპერტ დ----- გ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ---- ლ-------ისაგან ამოღებული თეთრი ფერის გამომშრალი ფხვნილი წონით – 0,3235 გრამი (თითოეული პაკეტი შესაბამისად 0,1585 გრამი და 0,165 გრამი) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საერთო წონით 0,00647 გრამს.

(ტომი 1. ს.ფ. 48-53, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის და-დგენილებით ირკვევა, რომ ჯ---- ლ-------ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამარ-თალდამრღვევად „ბუპრენორფინისა“ და „მეტადონის“ მოხმარებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და შეეფარდა ჯარი-მა 500 ლარის ოდენობით.

(ტომი 1, ს.ფ. 187-189)

საქმეში არსებული და პირველი ინსტენციის სასამართლოში გამოკვლეული ნარკოლო-გიური ექსპერტიზის №------ დასკვნით და ექსპერტ ლ--–- დ-----აძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მაისს 15:11-15:17 საათამდე დროის პერიოდში, ჯ---- ლ-------ე ნარკოლოგიური შემოწმებისას კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ლაბორატორიული გამოკვლევით კი დაუდგინდა ნარ-კოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „ბენზოდია-ზეპინების“ ჯგუფის მოხმარება. მოწმემ განმარტა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის კლინიკური ნიშნები მოხმარებიდან 30-60 წუთში გამოვლინდება და გრძელდება 6-8 საათამდე, ხოლო მისი მოხმარების კვალი ორგანიზმში რჩება დაახლოე-ბით 1 კვირის განმავლობაში.

(ტომი 1, ს.ფ. 94, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში წარმოდგენილი და პირველი ინსტენციის სასამართლოში გამოკვლეული ნარ-კოლოგიური ექსპერტიზის №------ დასკვნით და ექსპერტ ე-–----- კ----------ის ჩვენე-ბით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 მაისს, 21:00-22:00 საათამდე დროის პერიოდში, ჯ---- ლ-------ეს ნარკოლოგიური შემოწმებისას ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარ-კოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „ბენზო-დიაზეპინების ჯგუფის“ მოხმარება.

(ტომი 1, ს.ფ. 28, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს ჩატარე-ბული პირადი შემოწმებისას ჯ---- ლ-------ეს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობა (ინექციის შემდგომი კვალი) და დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სა-ხით, რომლებიც განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. შესამოწმებლის გადმოცემით აღნიშნული დაზიანებები მიიღო იმავე დღეს, დაახლოებით 16 საათზე, ქალაქ ბ------ში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორი-აზე წაქცევის შედეგად.

(ტ. 1. ს.ფ. 129-131, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე რ----- გ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ის მუშაობს დასავლეთ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სადაც 2017 წლის ივნისის თვეში დაიწყო გამო-ძიება ჯ---- ლ-------ის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მის მიმართ ჩატა-რებული სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას აღმოჩენილ სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს და არ დასრულებულა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ ჯ---- ლ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები.

თუ რა ვითარებაში მიიღო ჯ---- ლ-------ემ მის სხეულზე არსებული ზემოთ ხსენებუ-ლი დაზიანებები, აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ან საგან-ზე (საგნებზე) არაერთჯერადი (მრავალჯერადი) ზემოქმედებით.

ექსპერტიზა გამორიცხავს აღნიშნული დაზიანებების ერთჯერადი წაქცევის (დაცემის) შედეგად განვითარების შესაძლებლობას.

ექსპერტმა ზ------ გ-------–-–---–მა და გ------- ც--–--ემ სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ჯ---- ლ--------ის გამართლებისა და მისი უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის აპელირებას იმის თაობაზე, რომ ჯ---- ლ-------ის დაკავება და პირადი ჩხრეკა მოხდა მუქარის, გინებისა და ფიზიკური ზეწოლის პირობებში, რომ ჯ---- ლ-------ე ნაცემ მდგომარეობაში მისი ნების საწინააღმ-დეგოდ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი ნებისა და თანხმო-ბის გარეშე, კანონდარღვევით ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა.

საქმეში არსებული პირადი ჩხრეკის ოქმით, კერძოდ ოქმის მე-3 გვერდზე არსებული ჩანაწერით დასტურდება, რომ ჯ---- ლ-------ის პირადი ჩხრეკა და შინაგანი ორგანოე-ბის დათვალიერება მოხდა მისი თანხმობით. მან თავად განუცხადა პოლიციის თანამ-შრომლებს, რომ სუბოქსინის აბებს ინახავდა კუჭში. აღნიშნულის თაობაზე მინაწერი თავად ჯ. ლ-------ის მიერაა შესრულებული და თავადვე აწერს ხელს.

(ტ. 1, ს.ფ. 7-11)

ბრალდებულის დაკავების ოქმში, რომელიც შედგენილია 2017 წლის 25 მაისს, გამომ-ძიებლის მიერ მითითებულია, რომ ჯ. ლ-------ეს დაკავების მომენტში აღენიშნებოდა ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები მარცხენა ფეხზე, მარცხენა ხელის იდაყვზე და ბეჭზე. აღნიშნული დაზიანებები ჯ. ლ-------ის განმარტებით მიიღო დაკავებამდე ქალაქ ბ-------ში.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯ---- ლ-------ე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნარკოტიკული ნივთიერების კლი-ნიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

ჯ---- ლ-------ემ რომ თავად მიუთითა მის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის თაობაზე, როგორც უკვე აღინიშნა, მითითებულია პირადი ჩხრეკის ოქმში. ხოლო რაც შეეხება ადვოკატის იმ პოზიციას, რომ ჯ. ლ-------ეს ნარკოტიკული ნივთიე-რების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფს, არ მიეცა შესაძლებლობა დაეფიქსირე-ბინა თავისი პოზიცია, ამასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ ნარკოლოგიური შემოწმების №------ დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ ჯ---- ლ-------ე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზე-მოქმედების ქვეშ. მას ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი.

(ტ.1, ს.ფ. 28)

უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ ჯ---- ლ-------ე კი არ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, არამედ მოხმარებული ჰქონდა და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა როგორც ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, არამედ როგორც ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება.

პალატა ყურადღებას მიაპყრობს, რომ როგორც პირადი ჩხრეკის ოქმით, ასევე მოწმის სახით დაკითხული ექიმის – ნ-----–-- ბ----------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ჯ---- ლ-------ის კუჭში ნანახი იქნა პოლიეთილენის პატარა ზომის ორი პაკეტი. ეს პაკეტები გადატანილი იქნა თაბახის ფურცელზე და დაილუქა.

ამდენად, დადგენილია, რომ ჯ---- ლ-------ის კუჭიდან ამოღებული იქნა პოლიეთი-ლენის პატარა ზომის ორ ცალ ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილი სველ მდგომარეობაში.

მოწმე ლ--–- დ-----აძის ჩვენებით დასტურდება, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზე-გავლენის კლინიკური ნიშნები მოხმარებიდან 30-60 წუთში გამოვლინდება და გრძელ-დება 6-8 საათამდე. ლაბორატორიული შემოწმების დასკვნით კი დადგენილია, რომ ჯ---- ლ-------ე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმე-დების ქვეშ.

თუმცა ჯ. ლ-------ე ადასტურებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, მაგრამ უარ-ყოფს გადაყლაპვას პოლიეთილენის პარკში გახვეულ მდგომარეობაში. თუმცა ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება მისი კუჭიდან აღნიშნული ნივ-თიერების ამოღება პოლიეთილენის პატარა პარკებით. ამასთან სააპელაციო პალატას არადამაჯერებლად მიაჩნია ჯ. ლ-------ის ვერსია ნარკოტიკული საშუალების მოხმარე-ბის თაობაზე პოლიეთილენის პარკში შეფუთული სახით.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პუნქტში მითითებულია, რომ „ექსპერტიზა გამორიცხავს აღნიშნული დაზიანებების ერთჯერადი წაქცევის (დაცემის) შედეგად გან-ვითარების შესაძლებლობას“. აღნიშნული დაცვის მხარეს მიაჩნია იმის დამადასტუ-რებელ მტკიცებულებად, რომ დაზიანებები ჯ. ლ-------ემ მიიღო არა დაცემის, არამედ პოლიციელთა მხრიდან ცემის შედეგად.

პოლიციელთა მხრიდან ჯ. ლ-------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალა-დობა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამასთან, სააპე-ლაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს, რომ როგორც ბრალდებისა და დაცვის მხარემ განმარტეს, დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც ჯერ არ არის დასრულებული.

ამდენად, ცალსახად იმის მტკიცება, რომ ჯ---- ლ-------ემ სხეულზე არსებული და-ზიანებები მიიღო ცემის შედეგად, საფუძველს მოკლებულია საქმეში არსებული მტკი-ცებულებებით.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებსაც, რომ ის დაზიანებები, რაც აღწერილია დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნაში, აღწერილია გამოძიების ეტაპზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშიც. უფრო მეტიც, სწო-რედ გამოძიების ეტაპზე ჩატარებულ დასკვნაში აღწერილი დაზიანებებით იხელმძღვა-ნელეს ექსპერტებმა ზ. გ-------–-–---–მა და გ------- ც--–--ემ დაცვის მხარის ინიცია-ტივით ჩატარებული ექსპერტიზის წარმოებისას. დაკითხვისას კი ექსპერტებმა კატეგო-რიულად განმარტეს, რომ მათ არ შეუძლიათ მიუთითონ თუ რა ვითარებაში მიიღო ჯ. ლ-------ემ ეს დაზიანებები, რადგან ეს სცილდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციის ფარგლებს.

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ჯ---- ლ---------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, ხოლო სასჯელი დანიშნული აქვს მის მიერ ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწი-ნებით და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძ-ველი.

ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი ჯ---- ლ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ჯ---- ლ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ჯ---- ლ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ჯ---- ლ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ჯ---- ლ-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრო-ბაში ყოფნის დრო 2017 წლის 25 მაისიდან 09 ივნისის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 03 ოქტომბრიდან – პირველი ინსტანციის განაჩენის გამოცხადების მომენტიდან.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესე-ბულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური სა-არჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხო-ლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფ-ლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

მსჯავრდებულ ჯ---- ლ-------ეს ზემოაღნიშნული, კანონით გათვალისწინებული უფ-ლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგი-ლიდან გათავისუფლებისთანავე.

ნივთმტკიცებები – ჯ---- ლ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თეთრი თაბახის ფურცელში შეხვეული და უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პატარა ზო-მის პარკში მოთავსებული, თეთრი ქაღალდის ნაჭერში შეხვეული ფხვნილი, წონით 0,1585 გრამი; პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული ფხვნილი წონით 0,165 გრამი, საერთო წონით 0,3235 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას „ბუპრენორფინს“, წონით 0,00647 გრამი. საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი 0,1385 გრამი; 0,145 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილი დაილუქა FCD 687806 პაკეტში, რაც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტ-ში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

თავმჯდომარე: marine imerliSvili

მოსამართლეები: maka gorgoZe

Teimuraz svaniZe