განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003229076
საქმე №1ბ/2022-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ი-----–--------ის,მსჯავრდებულ: ე---------–-------ს,მონაწილეობით,ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე---------–-------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, პ/ნ 0----------- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------------–-------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მაისის თვის ბოლო - ივნისის თვის დასაწყისის, 2019 წლის 17 აგვისტოს და სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდები).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ე---------–------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მაისის თვის ბოლო - ივნისის თვის დასაწყისის, 2019 წლის 17 აგვისტოს და სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მაისის თვის ბოლო - ივნისის თვის დასაწყისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მაისის თვის ბოლო - ივნისის თვის დასაწყისის და სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდები) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე---------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ე---------–------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, (2018 წლის მაისის თვის ბოლო - ივნისის თვის დასაწყისის, 2019 წლის 17 აგვისტოს და სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდები).
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 16 აგვისტოდან 2018 წლის 08 სექტემბრამდე ა-----–------ ქორწინებაში იმყოფებოდა ე---------–------თან. 2018 წლის მაისის თვის ბოლოს - ივნისის თვის დასაწყისში, ქ--------–-------------–---------------–ი მდებარე, მათ სარგებლობაში არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროში, ე---------–------მა მეუღლეს ა-----–------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, კონფლიქტისას ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე---------–------მა მის მეუღლეს ხელი ჰკრა ძლიერად და წააქცია იატაკზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თავი დაარტყა იატაკის ზედაპირს, ხოლო წაქცევის შემდეგ ე---------–------მა ფეხი დაარტყა მუცლის არეში მეუღლეს, რა დროსაც ა------–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2016 წლის 16 აგვისტოდან 2018 წლის 08 სექტემბრამდე ა-----–------ ქორწინებაში იმყოფებოდა ე---------–------თან. 2019 წლის 17 აგვისტოს დაახლოებით 23:00 საათზე ქ-------–----------------------------------ში, ა-----–------ს საცხოვრებელ სახლში, ყოფილმა მეუღლემ ე---------–------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი წაავლო სახის ქვედა ნაწილში და მოუჭირა ძლიერად, რა დროსაც ა-----–------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2016 წლის 16 აგვისტოდან 2018 წლის 08 სექტემბრამდე ა-----–------ ქორწინებაში იმყოფებოდა ე---------–------თან. 2017 წლის თებერვლის თვიდან საცხოვრებლად გადავიდნენ ქ-------–-----------------------------------ში, სადაც სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზთა გამო, ე---------–------- ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე. კერძოდ, აგრესიას გამოხატავდა მის მიმართ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უშვერი და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა მას. რაც ხდებოდა თითქმის ყოველდღიურად 2017 წლის აგვისტოს თვიდან, 2019 წლის ივლისის თვის დასაწყისამდე. აღნიშნული ქმედების შედეგად ა-----–------მ განიცადა ტანჯვა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–--------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულ ე---------–-------სათვის უფრო მკაცრი, რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ქმედების ხასიათთან, კერძოდ დანაშაული მიმართულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ და მსჯავრდებულის ქმედებას ქონდა სისტემატური ხასიათი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე---------–-------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ე---------–-------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ა-----–------ს გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით, მოწმეების: ვ----–--------–---–-------------------------–---–ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი, რელევანტური სასჯელის განსაზღვროს თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძმებელი გარემოება არ გააჩნია, აგრეთვე ის გარემოებები, რომ ე---------–------ს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, აგრეთვე, სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს ასევე გაითვალისწინა ე---------–-------ს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ე---------–-------სათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ე---------–------ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ ე---------–------- ორ თვეზე მეტი იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ე---------–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მაისის თვის ბოლო - ივნისის თვის დასაწყისის, 2019 წლის 17 აგვისტოს და სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მაისის თვის ბოლო - ივნისის თვის დასაწყისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მაისის თვის ბოლო - ივნისის თვის დასაწყისის და სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდები) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე---------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ე---------–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 05 სექტემბრიდან - 2019 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ე---------–------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი