განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
110100119003274049
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110100119003274049

საქმე №1/ბ-23-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი: მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - კ---ა ს-----ის

მსჯავრდებულის - გ------ი მ-------ის

კანონიერი წარმომადგენელის - რ---ი მ-------ის

ადვოკატების - მ--- ფ------–--ის, ე----ი ო-----ის

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ი რ---ის ძე მ-------ის მიმართ, დაბადებული 2004 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი: 1----------), არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე ს----ში.

 

აღწერილობით ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით გ------ი მ-------ემ ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ------ი მ-------ემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა, წონით - 12,67 გრამი, რაც 2019 წლის 24 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელი პირველ ს----ში, გ------ი მ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზესტაფონის შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენით გ------ი მ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

ასევე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა არასრულწლოვანი მსჯავრდებულ გ------ი მ-------ის და მისი ადვოკატების - ე----ი ო-----ის და მ--- ფ------–--ის მიერ, რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს: გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში დანიშნული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის - ჯარიმით შეცვლა.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გ------ი მ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარდა მსჯავრდებულ აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: არასრულწლოვანი მოწმის ლ---- ლ------–---–ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების ბ-----ი ხ----–--–ის და ვ----– გ---–---–ის გამოკითხვის ოქმებით; არასრულწლოვანი ბრალდებულის გ------ი მ-------ის გამოკითხვის ოქმით; გ------ი მ-------ის პირადი ჩხრეკის ოქმით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულ გ------ი მ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრითა არ არის სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად უნდა იქნეს გათვალისწინნებული საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე უნდა დაენიშნოს სასჯელი. მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულ გ------ი მ-------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა უნდა შეიცვალოს და მას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, ვინაიდან სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულ გ------ი მ-------ე არის არასრულწლოვანი, რომელიც აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გ------ი მ-------ეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს და ისე განუსაზღვრავს არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ------ი მ-------ეს სამართლიან სასჯელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ------ი მ-------ის და მისი ადვოკატების - ე----ი ო-----ის და მ--- ფ------–--ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენში გ------ი მ-------ის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება.

გ------ი მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

გ------ი მ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა - გაუქმებულია.

გ------ი მ-------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: გ------ი მ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანა წონით 12,67 გრამი, რაც საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩა 12,4 გრამი და ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

ლერი თედორაძე