განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2020
საქმის ნომერი
180100119003298501
ინსტანცია
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119003298501

საქმე №1ბ/114-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 მარტი 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ-------------–---–ის,მსჯავრდებულ: დ-------------ის,ადვოკატ: მ--------–---------–---ის

 

მონაწილეობით,მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ--------–----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–ს, პ--------------- საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, შ--------------------------------ის, რეგისტრირებულის: ქ-------–----------------------------------------–-------------------------- ფაქტობრივად მცხოვრების: დ--–-----------------------–---------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი), 111.151 მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოა პირობით.

 

დ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

დ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დ-------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

დ-------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, დ--–-----------------------–---------ში, სახლში ყოფნის დროს, დ--------------ემ როდესაც ნახა, რომ მეუღლეს მ----------------ას ავტომანქანაში ჰქონდა ჩანთები ჩაწყობილი და აპირებდა მისგან წასვლას, დაუწყო ჩხუბი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში დაარტყა ხელი, შემდეგ დააგდო დივანზე და სახეში დაარტყა მუშტები, თან იჭერდა და არ აძლევდა ადგომის საშუალებას, წინააღმდეგობის დროს, მ----------------ამ შემთხვევით ფეხი მიარტყა მაგიდას, რაც გატყდა, რის გამოც კიდევ უფრო გაბრაზდა დ-------------ე და როდესაც მ----------------ა ფეხზე ადგა, დ-------------ემ ხელი კრა და თავი მიარტყმევინა კედელს, რის გამოც წაიქცა, შემდეგ კი წაქცეულ მეუღლეს დ-------------ემ ფეხი ჩაარტყა ლოყაში. დ-------------ემ აიღო მაგიდის გატეხილი ფიცარი და მ----------------ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ძალადობის შედეგად მ----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, დ--–-----------------------–---------ში, სახლში ყოფნის დროს დ--------------ემ როდესაც ნახა, რომ მეუღლეს მ----------------ას ავტომანქანაში ჰქონდა ჩანთები ჩაწყობილი და აპირებდა მისგან წასვლას, დაუწყო ჩხუბი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში დაარტყა ხელი, შემდეგ დააგდო დივანზე და სახეში დაარტყა მუშტები, თან იჭერდა და არ აძლევდა ადგომის საშუალებას, წინააღმდეგობის დროს, მ----------------ამ შემთხვევით ფეხი მიარტყა მაგიდას, რაც გატყდა, რის გამოც კიდევ უფრო გაბრაზდა დ-------------ე და როდესაც მ----------------ა ფეხზე ადგა, დ-------------ემ ხელი კრა და თავი მიარტყმევინა კედელს, რის გამოც წაიქცა, შემდეგ კი წაქცეულ მეუღლეს დ-------------ემ ფეხი ჩაარტყა ლოყაში. დ-------------ემ აიღო მაგიდის გატეხილი ფიცარი და მ----------------ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ძალადობის შედეგად მ----------------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 13 მაისს, ქ--–--------–--–------------------–------------------------------–-----------------------------–- მდებარე მ----------------ას საცხოვრებელ სახლში დ-------------ეს შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან, მ----------------ასთან, რა დროსაც დ-------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ----------------ას, კერძოდ, რამდენიმეჯერ დაარტყა მუშტი სახის არეში, ასევე თმაში მოქაჩა ძლიერად და დააგდო იატაკზე, რა დროსაც ასევე ურტყამდა მუშტებს სახის არეში. დ-------------ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მ----------------ამ განიცადა გიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა - თავისუფლების აღკვეთის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს სასჯელის დანიშვნის დროს უნდა გაეთვალისწინებინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ძალადობის ხასიათი, ეპიზოდების სიმრავლე. დაზარალებულს არ უპატიებია დ-------------ისათვის ჩადენილი დანაშაული და ითხოვდა მის მკაცრად დასჯას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ-------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. დ-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ----------------ას გამოძიებისას მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის მაისის თვის ბოლოს იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში დედამისის სახლში თ-------------–------------------------------------–----------------------------–-- მის ტყუპებთან და მეუღლესთან დ-------------ესთან ერთად. დ-------------ეს მისცა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვისთვის ჩაეცმია საშინაო და არა გამოსასვლელი ტანსაცმელი, რის გამოც დ-------------ემ დაუწყო გინება უწმაწური სიტყვებით, დ---------------ემ სამზარეულოში მას სახის არეში მუშტი ძლიერად დაარტყა, რა დროსაც მ----------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი. შემდეგ ის გაიქცა ბავშვებისკენ, დ-------------ეც გაჰყვა მას და თმაში წაავლო ხელი, მოქაჩა ძლიერად და დააგდო იატაკზე, მ----------------ა წამოდგა, ყვიროდა ხელი გაეშვა მისთვის, რის შემდეგ დ-------------ემ თმებში მოქაჩა და საწოლზე დააგდო, თან დაუწყო ძლიერად მუშტებით ცემა სახის არეში, რა დროსაც ასევე განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. მ----------------ა წამოდგა, მან ისევ ჰკრა ხელი და დააგდო ოთხაში იატაკზე, დაუწყო ცემა, რა დროსაც მან შეძლო მიწვდომოდა დ-------------ის ყელს და ფრჩხილებით ჩამოეკაწრა. ცემა გრძელდებოდა დაახლოებით 40 წუთი. შემდეგი დღის თორმეტ საათზე, მან მომხდარის შესახებ უამბო დედამისს რომელმაც გააგდო დ-------------ე სახლიდან. ამავე დღეს ასევე მოვიდა მისი მეგობარი ვ---------------------, რომელმაც ნახა სილურჯეებით და რომელსაც უამბო მომხდარის შესახებ. 2019 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, დ--–-----------------------–--------ში, სახლში ყოფნის დროს, დ-------------ემ როდესაც ნახა, რომ მეუღლეს მ----------------ას ავტომანქანაში ჰქონდა ჩანთები ჩაწყობილი და აპირებდა მისგან წასვლას დაუწყო ჩხუბი და სახის არეში დაარტყა ხელი, შემდეგ დააგდო დივანზე და სახეში დაარტყა მუშტები, თან იჭერდა და არ აძლევდა ადგომის საშუალებას, წინააღმდეგობის დროს, მ----------------ამ შემთხვევით ფეხი მიარტყა მაგიდას, რაც გატყდა, რის გამოც კიდევ უფრო გაბრაზდა დ--------------ე და როდესაც მ-----------------ა ფეხზე ადგა დ-------------ემ ხელი კრა და თავი მიარტყმევინა კედელს, რის გამოც წაიქცა, შემდეგ კი წაქცეულ მეუღლეს დ-------------ემ ფეხი ჩაარტყა ლოყაში. მ----------------ა ცდილობდა 112-ის ცხელ ხაზზე დარეკვას, რისი საშუალებაც არ მისცა დ-------------ემ, რომელმაც აიღო მაგიდისგან მოტეხილი ფიცარი და როდესაც ტიროდა მ----------------ა, უთხრა გაჩუმებულიყო, ნუ ტიროდა, თორემ მოკლავდა, ყელს გამოჭრიდა. მ----------------ამ შეძლო ფიცრის წართმევა, რაც ისევ გამოართვა დ-------------ემ და გადააგდო, ხოლო შემდეგ ისევ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში მეუღლეს, რის გამოც დაეცა მ-----------------ა, როდესაც ადგა დ--------------ემ დაუწყო ჭიდაობა, რა დროსაც აუცურდა ფეხი და დაეცა დ--------------ე, რითაც ისარგებლა მ-----------------ამ და გაიქცა სახლიდან. დ-----ს მიერ მისი ცემა გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, აღნიშნული ძალადობის შედეგად მ-----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ი---------------ს გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ მას დაუკავშირდა მისი შვილი მ----------------ა ტელეფონზე უცხო ნომრით და უთხრა, რომ დ-------------ემ მის მიმართ განახორიცელა ძალადობა და ამის შესახებ განაცხადა პოლიციაში. 2019 წლის 17 აგვისტოს გამომძიებელმა მასთან მიიყვანა მ-----------------ა, რომელსაც სახის არეში უმეტესად შუბლზე, ასევე ხელებსა და ფეხებზე ეტყობოდა სილურჯეები. მ----------------ამ მას უამბო, რომ დ-------------ემ კედელზე არტყმევინა თავი, თმებით ათრია, ფეხი დაარტყა სახეში და ასევე ხელებს ურტყამდა. ასევე 2019 წლის მაისის თვის ბოლოს იმყოფებოდა ქ. თბილისში საკუთარ სახლში, დაბრუნების დროს, კარებში დახვდა დ-------------ე, ხოლო მ----------------ა იჯდა დივანზე ლოჯში, გათიშული, დაბნეული და დაწითლებული სახე ჰქონდა. მის კითხვაზე თუ რა ხდებოდა დ----- არაფერს არ ეუბნებოდა. მას თავიდან ეგონა რომ მ------- შეუძლოდ იყო, თუმცა როდესაც მისი დაჟინებული თხოვნით მან და დ-------------ემ მ------- გადაიყვანეს საწოლში იგი ფაქტობრივად უგონოდ იყო. მან დ-------------ის სახლიდან წასვლის შემდეგ სასწრაფო გამოიძახა. მ----------------ამ გონზე მოსვლის შემდეგ მას უთხრა, რომ დ-------------ემ ის სცემა, თმევით ითრია, სახეში ურტყამდა ხელებს და ამიტომ იყო ცუდად. ის სახეზე დააკვირდა მ----------------ას და მას მართლაც ეტყობოდა სილურჯეები. ი---------------მ დ-------------ეს აუკრძალა მის სახლში მისვლა.

 

მ-----–--------ის გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 16 აგვისტოს შუადღისას მიდიოდა სახლში ს------–--------ში, რა დროსაც გზაზე შენიშნა მ----------------ა, რომელიც ხმამაღლა განწირული ხმით ტიროდა და სთხოვა დახმარება, შემდეგ უთხრა, რომ მისმა მეუღლემ დ-----მ ცემა.

გამოძიების ეტაპზე ხ----------------ის გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ს------–--------ში 2019 წლის 16 აგვისტოს შუადღისას მას მიუახლოვდა ახალგაზრდა გოგონა სახელად მ-------, რომელიც კანკალებდა, ტიროდა, იყო განერვიულებული და რომელმაც სთხოვა ტელეფონი ვინაიდან სურდა 112-ში დარეკვა. მას აღენიშნებოდა სილურჯეები და სიწითლეები. მან უთხრა, რომ მისმა მეუღლემ დ-------------ემ სცემა. ხ----------------ემ მისცა ტელეფონი და ახალგაზრდა გოგონამ განახორციელა ზარი 112-ზე.

 

გამოძიების ეტაპზე ვ---------------------ს გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2019 წლის 15 მაისს ის სტუმრად მივიდა მ----------------ასთან. მან მ----------------ა ნახა ფსიქოლოგიურად განადგურებული, განერვიულებული, გადაღლილი სახით. სხვადასხვა ადგილებზე ეტყობოდა სილურჯეები და სიწითლეები. მ----------------ამ ტირილი დაიწყო და მოუყვა მას, რომ მეუღლე დ-------------ემ სცემა ორი დღის წინ, ათრია იგი თმებით, აგინა, ლანძღა და ამის გამო ჰქონდა სილურჯეები.

 

გამოძიების ეტაპზე ქ--------–--–--–---–-- გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ პაციენტი მ----------------ას აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანება, კერძოდ: თავზე, შუბლის და მარჯვენა ლოყის არეში შეშუპება და სიწითლე, ტუჩები შეშუპებული, ნიკაპის ქვემოთ აღენიშნებოდა სილურჯე, ზემო კიდურებში და მუხლების არეში აღენიშნებოდა ნაკაწრები და აქერცვლა, ასევე იყო ემოციურად დაძაბული და აღენიშნებოდა გულისრევის შეგრძნება. მ-------მ განაცხადა, რომ დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ დ-------------ემ.

 

2019 წლის 17 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებული იქნა დ--–-----------------------–--------ში დ-------------ის საცხოვრებელი სახლი, სახლის საძინებელ ოთახში ხის იატაკზე აწყვია ხის მაგიდის ფეხები და ხის დეტალები, რომლებიც არის დამტვრეული მაგიდის დეტალები. დათვალიერების მონაწილე ექსპერტების მიერ ამოღებული მაგიდის ორი ცალი ხის საგანი, რომლიდანაც ერთს აქვს ლითონის სამაგრი.

 

2019 წლის 16 აგვისტოს ამოღების ოქმის მიხედვით ქ--------–--–--–---–--გან ამოღებული იქნა მ----------------ას N--- სამედიცინო ბარათი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, მ----------------ას სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები - სისხლნაჟღენთების სახით აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვროს თაობაზე, თავისუფლების აღკვეთის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, აგრეთვე ის გარემოებები, რომ დ-------------ეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, წარსულში ნასამართლობის არმქონეა და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დ-------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ დ-------------ეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ დ-------------ე სამ თვეზე მეტი იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

დ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

 

დ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

 

დ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დ-------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

დ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გაუქმებულია.

 

დ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 17 აგვისტოდან 2019 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.

 

დ-------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: მობილური ტელეფონი, საფულე და 8 ცალი პლასტიკური ბარათი, ერთი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა, ხურდა ფული - ერთი ცალი ორ ლარიანი, ორი ცალი ოც თეთრიანი და ორი ცალი ათ თეთრიანი დაუბრუნდეს დ-------------ეს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დამტვრეული მაგიდის ორი ცალი ხის საგანი განადგურდეს, ხოლო სდ დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმე საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი