განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.06.2019
საქმის ნომერი
330310017002213717
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002213717

საქმე №3ბ/1215-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

11 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

გ--–- ბადრიაშვილი

სხდომის მდივანი _ დიანა გოხაძე

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ--–- გ------–---–ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

1.1 გ--–- გ------–---–მა 2017 წლის 13 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შემდეგი: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--–- გ------–---–ის სახელზე, გაცემული ბაკალავრის S---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ--–- გ------–---–ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა გ--–- გ------–---–ის სახელზე გაცემული ბაკალავრის S---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. კერძო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ 2009 წლის 29 ოქტომბერს გ--–- გ------–---–ის მიმართ გაიცა დიპლომი S---------- (-------------–-----------) მასზედ, რომ საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის ჰუმანიტარულ- ეკონომიკური ფაკულტეტის 2008 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით გ--–- გ------–---–ს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ს.ფ. 19).

 

2.2. გ--–- გ------–---–მა 2017 წლის 25 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ მასზე გაცემული S---------- (-------------–-----------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება (ს.ფ. 57-58).

 

2.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის 27 ოქტომბერს წერილით მიმართა შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტს და სთხოვა დიპლომის მფლობელის გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობისა და სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის შესახებ 5 (ხუთი) დღის ვადაში ინფორმაციის მიწოდება. იმ შემთხვევაში თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ გაუვლია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მითითება იმისა, თუ როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი (ს.ფ. 63).

 

2.4. შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის 2017 წლის 10 ნოემბრის N22 ცნობის მიხედვით, გ--–- გ------–---–ი 2004 წლის 09 აგვისტოს N92თ ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა ს-------------------------- (შემდგომში საქართველოს ნ-----------–----) სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის პირველ კურსზე, რომლის საბაკალავრო პროგრამა დაასრულა 2008 წელს. შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის საატესტაციო-საკვალიფიკაციო კომისიის 2008 წლის 29 ივლისის N13 გადაწყვეტილებით გ--–- გ------–---–ს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გაიცა დიპლომი S---------- (ს.ფ 64-78).

 

2.5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 09 ნოემბრის M---------------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებისა და ცენტრში დაცული საარქივო მასალების მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1994 წლის 12 ივლისს შპს ც----ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზია. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის N10/4-323 დადგენილებით, შპს ც----ს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ც----ი ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტი. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის დადგენილებით, რეგისტრირებული იქნა შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც შეიქმნა შპს ც----ის ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2003 წლის 04 მარტს შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზია. საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 2003 წლის 11 მარტის N0----------- გადაწყვეტილებით, №------------ ლიცენზიის მფლობელ სუბიექტს ნება დაერთო ჩამოეყალიბებინა შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი უნივერსიტეტში არსებული სპეციალობებით.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის N------- გადაწყვეტილებით შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-

2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 08 თებერვლის N2-19/233 გადაწყვეტილებით შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს მიენიჭა ინსტიტუციურიაკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 01 აგვისტოს N737 ბრძანებისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის N-----------------შპს ბრძანების საფუძველზე შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტს ეწოდა შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტი. შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტი წარმოადგენს შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 აპრილის N-------------------.შ. ბრძანებით შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს თბილისის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც წარმოადგენს შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის უფლებამონაცვლეს. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის N99/ს გადაწყვეტილებით შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.

 

შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, წარდგენილი ჰქონდა ჩარიცხულ პირთა სია და 2015 წლის 01 ივნისამდე ახორციელებდა საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში.

 

2.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილებით, გ--–- გ------–---–ს უარი ეთქვა მასზე გაცემული S---------- (-------------–-----------) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ გ--–- გ------–---–ისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2008წ.) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტი არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე, მას არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა მიიჩნია, რომ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2008 წლის ჩათვლით გ--–- გ------–---–ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული S---------- (-------------–-----------) დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ (ს.ფ. 84-88).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, მე-601 მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო" ქვეპუნქტით, 881 მუხლის 11 პუნქტით, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით, მე-5 მუხლით, 25-ე მუხლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 მუხლით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმე Nბს-1153-1142(კ-11), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mursel Eren vs Turkey).

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გ--–- გ------–---–ისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესის თანახმად, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტი კი არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე, მას არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად.

 

4.2. მოპასუხის ზემოთაღნიშნულ მსჯელობასთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებსა და ცენტრში დაცული საარქივო მასალებზე, ასევე ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა" პუნქტზე და აღნიშნა, სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს ,,ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტი იყო ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

 

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ--–- გ------–---–ის სწავლის პერიოდში შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, სადაც გ--–- გ------–---–ი გადიოდა შესაბამის სასწავლო დისციპლინებს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა გავლილი კანონით დადგენილი სასწავლო კურსი.

 

4.4. ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ გ--–- გ------–---–ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის - S----------, ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაიარა სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსი და მიღებული დიპლომის საფუძველზე, მოსარჩელე ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას.

 

4.5. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე გაიზიარა კანონიერი ნდობის პრინციპთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიცია და განმარტა, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით. არ შეიძლება პირის ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ მოქცევა, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი; პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას; კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.

 

4.6. პირველი ინსტანციის სასამართლო ჩათვალა, რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაშიც დადგენილ უნდა იქნეს გააჩნდა თუ არა გ--–- გ------–---–ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.

 

4.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული იურიდიული საქმიანობის უფლება. ს.ზ.ა.კ-ის თანახმად, კი აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მათი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მათ გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

 

4.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს რწმენით კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს კანონიერი ნდობა არ გააჩნდა დიპლომის მიმართ.

 

4.9. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით და განმარტა, რომ მოცემული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კანონით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას; მოსარჩელე ენდობოდა შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ--–- გ------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. სააპელაციო საჩივრის ავტორმა იხელმძღვანელა "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1-ლი პრიმა პუნქტით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტით და აღნიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/56 გადაწყვეტილებით, ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი განმარტავს, რომ უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე; ამდენად, არ არსებობს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის, 2008 წლის ჩათვლით გ--–- გ------–---–ის სწავლის პერიოდი (მათ შორის, მინიჭებული კვალიფიკაცია) და, აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის S---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ; რაც გამორიცხავს მოსარჩელის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (შემდგომში - წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შინაარსი.

 

5.2. აპელანტი მიუთითებს, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას გ--–- გ------–---–ის კუთვნილი დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, რითიც უხეშად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის დადგენის მიზნებისთვისაც ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

 

5.3. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ცნო ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან გ--–- გ------–---–ისთვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი დიპლომის მიხედვით არის თბილისის ფილიალის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ფაკულტეტის 2008 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, ხოლო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, მოსარჩელეს კვალიფიკაცია მიანიჭა დაწესებულების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საატესტაციო-საკვალიფიკაციო კომისიამ 2008 წლის 29 ივლისს N13 გადაწყვეტილებით. ამდენად სასამართლო წარმოადგენდა იმ ორგანოს, რომელსაც უნდა ემსჯელა და დაედგინა ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებიდან, რომელია ფაქტობრივად სწორი. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი, მოცემულ გადაწყვეტილებაში სრულიად საპირისპირო დაადგინა. აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, არამედ სასამართლომ არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები სრულად ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

5.4. აპელანტი თვლის, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე პრიმა მუხლი; აპელანტი მიუთითებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ისე გამოიყენა აღნიშნული ნორმა, რომ არ დაასაბუთა ცენტრმა მატერიალური სამართლის რომელი ნორმა, ან/და აქტის გამოცემის ფორმალური კანონიერების რომელი მოთხოვნა დაარღვია. ამდენად აპელანტი მიიჩნევს, გადაწყვეტილებაში აღნიშნული ნორმის მხოლოდ ფორმალური გამოყენება, ვერ მიიჩნევა დასაბუთებად იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის შემთხვევაში სასამართლო შეფასების საგანს სწორედაც რომ აქტის გამოცემულ მატერიალური და ფორმალური კანონიიერების შეფასება უნდა წარმოადგენდეს. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

5.5. აპელანტი განმარტავს, სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. განათლების სისტემა სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც, რომლის მიხედვით, ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე მაია ნათენაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ"). აპელანტი აღნიშნავს, ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის № 89/ნ ბრძანების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად, მინიჭებული აქვს ცენტრს. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ცენტრის არსებობის მიზანზე, მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ცენტრი; პირველი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა ცენტრის არსებობის რეალურ მიზნებსა და ამოცანებზე, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებზე, თუმცა შემდგომ თავისი გადაწყვეტილებით უგულებელყო ზემოთხსენებული აქტებით განსაზღვრული ცენტრის არსებობის მიზნები და ამოცანები.

 

5.6. აპელანტი თვლის, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება არ ეფუძნება არც ხსენებულ ნორმებსა და არც მათი სწორი ინტერპრეტაციის შედეგს, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის უგულვებელყოფის ტოლფასია. აპელანტი მიიჩნევს, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს და ეჭვქვეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს. მოპასუხე მიიჩნევს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ვერ მიუთითა, თუ რომელი კანონის მოთხოვნა აქვს დარღვეული ცენტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება, არასდროს დამდგარა კითხვის ქვეშ და ცენტრს იგი სადავოდ არ გაუხდია.

 

5.7. აპელანტი თვლის, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიღო საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას გ--–- გ------–---–ის კუთვნილი დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე. გაუგებარია, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს მიერ არ მომხდარა შეფასება, რამდენად კანონიერად გასცა საგანმანათლებლო დოკუმენტი შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტმა. ვინაიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/56 გადაწყვეტილებით, ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამდენად, შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, გ--–- გ------–---–ის 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ სწავლის პერიოდი, 2008 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის S---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

5.8. მოპასუხე აღნიშნავს, პირველი ინსტანტიის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არ იხელმძღვანელა საერთაშორისო აქტებით რაც გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აპელანტი თვლის პროცესის მონაწილეებისათვის ისევე, როგორც საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

 

5.9. აპელანტი მიიჩნევს, სასამართლომ არ შეამოწმა გასაჩივრებული აქტი სარჩელის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები. სასამართლოს არ აქვს განმარტებული თუ რა სამართლებრივი საფუძველი გახდა ცენტრის აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლოს მსჯელობა და მიღებული გადაწყვეტილება ემყარება მხოლოდ კანონიერი ნდობის პრინციპს. ამდენად აპელანტი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, რითაც უხეშად დაირღვა საერთაშორისო აქტები და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

5.10 სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - აკრედიტაციის ინსტიტუტი, რომელიც ქმედითი იყო მოსარჩელისათვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მის სახელზე დიპლომის გაცემის დროს. პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 661 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან.

 

5.11 აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, მოსარჩელე გ--–- გ------–---–ი ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას, ამიტომ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომი ექვემდებარება დადასტურებას; მოცემულ შემთხვევაში შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე. აპელანტი თვლის ამგვარი განმარტებით სასამართლო უგულებელყოფს იმ საკანონმდებლო რეალობას და კანონმდებლის მიზანს, რომლის შესაბამისადაც შემოღებულ იქნა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა. სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ პირის სამუშაო გამოცდილებას და პროფესიული ცოდნის მიღების ფაქტს და არა მის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2008 წლის ჩათვლით პროგრამის გავლის და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს.

 

5.12 აპელანტი აღნიშნავს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ცენტრი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო სრულყოფილად აცნობიერებს საკუთარ საჯაროსამართლებრივ ვალდებულებას, რომ მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპი, რაც გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია, სადავო საკითხი კომპლექსურად შეაფასა და შეაჯერა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მივიდა სამართლებრივ შედეგამდე. საგულისხმოა, რომ ცენტრმა იმსჯელა უმაღლესი განათლების S---------- დიპლომის მიმართ გ--–- გ------–---–ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც გ--–- გ------–---–მა მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. მოცემულ შემთხვევაში საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აპელანტი თვლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა გ--–- გ------–---–ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია.

 

5.13. აპელანტი ასევე მიიჩნევს, დაინტერესებულ მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოსა და საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოებას გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. ამდენად, უსაფუძვლოა სასამართლოს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე გ--–- გ------–---–მა მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება კი ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი.

 

5.14. აპელანტი ასევე აღნიშნავს, სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება საქმეზე "მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ". ცენტრი აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილება ევრო სასამართლოს პრაქტიკიდან გ--–- გ------–---–ის საქმესთან დაკავშირებით არარელევანტურია, ვინაიდან ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ მითითებული დასაბუთების შინაარსი არსებითად განსხვავდება გ--–- გ------–---–ის საქმეში სადავო საკითხის ფაქტობრივი გარემოებებისაგან. შესაბამისად, მსგავსი დასაბუთების მქონე გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ აყენებს რეალური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს. აპელანტი საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება კი, არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივ ფუნქციობირებას. აპელანტი თვლის, სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისე იმსჯელა კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებაზე, რომ არ მოუხდენია მისი შეპირისპირება კანონიერების პრინციპთან. შესაბამისად გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით.

 

5.15. აპელანტი ხაზს უსვამს ასევე იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები გ--–- გ------–---–ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის.

 

5.16. მოპასუხე თვლის, კანონიერი ნდობის ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. შეუიარაღებელი თვალით იდენტიფიცირებადი, საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების სურვილის შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან; უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას. საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი უშუალოდ დაკავშირებულია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაუქმებასთან. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სახეზე უნდა ყოფილიყო ცენტრის მიერ ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს მიანიჭა რაიმე უფლება ან სარგებელი. ამდენად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი მიიჩნევს, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით. ცენტრი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვერ შეძლებს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან მისი საქმიანობა ეფუძნება მხოლოდ კანონს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც გახდებოდა მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი. სასამართლოს უნდა მიეთითებინა ის დამატებითი გარემოებები, რაზე დაყრდნობითაც ცენტრი შეძლებდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, რადგანაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ცენტრმა უკვე გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოკლებულია შესაძლებლობას განსხვავებულად განმარტოს საქმის იგივე გარემოებები და შეაფასოს ისინი. ისევე როგორც სასამართლო, ცენტრიც შებოჭილია კანონმდებლობით, მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპის დაცვა, რაც გამორიცხვს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას.

 

5.18. სააპელაციო საჩივრის ავტორი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე თვლის, აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა.

 

6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასებისა შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

7.1. კერძო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ 2009 წლის 29 ოქტომბერს გ--–- გ------–---–ის მიმართ გაიცა დიპლომი S---------- (-------------–-----------) მასზედ, რომ საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის ჰუმანიტარულ- ეკონომიკური ფაკულტეტის 2008 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით გ--–- გ------–---–ს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ს.ფ. 19).

 

7.2. გ--–- გ------–---–მა 2017 წლის 25 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ მასზე გაცემული S---------- (-------------–-----------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება (ს.ფ. 57-58).

 

7.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის 27 ოქტომბერს წერილით მიმართა შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტს და სთხოვა დიპლომის მფლობელის გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობისა და სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის შესახებ 5 (ხუთი) დღის ვადაში ინფორმაციის მიწოდება. იმ შემთხვევაში თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ გაუვლია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მითითება იმისა, თუ როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი (ს.ფ. 63).

 

7.4. შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის 2017 წლის 10 ნოემბრის N22 ცნობის მიხედვით, გ--–- გ------–---–ი 2004 წლის 09 აგვისტოს N92თ ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა ს-------------------------- (შემდგომში საქართველოს ნ-----------–----) სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის პირველ კურსზე, რომლის საბაკალავრო პროგრამა დაასრულა 2008 წელს. შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის საატესტაციო-საკვალიფიკაციო კომისიის 2008 წლის 29 ივლისის N13 გადაწყვეტილებით გ--–- გ------–---–ს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გაიცა დიპლომი S---------- (ს.ფ 64-78).

 

7.5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 09 ნოემბრის M---------------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებისა და ცენტრში დაცული საარქივო მასალების მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1994 წლის 12 ივლისს შპს ც----ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზია. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის N10/4-323 დადგენილებით, შპს ც----ს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ც----ი ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტი. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის დადგენილებით, რეგისტრირებული იქნა შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც შეიქმნა შპს ც----ის ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2003 წლის 04 მარტს შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------ ლიცენზია. საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 2003 წლის 11 მარტის N0----------- გადაწყვეტილებით, №------------ ლიცენზიის მფლობელ სუბიექტს ნება დაერთო ჩამოეყალიბებინა შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი უნივერსიტეტში არსებული სპეციალობებით.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის N------- გადაწყვეტილებით შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-

2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 08 თებერვლის N2-19/233 გადაწყვეტილებით შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს მიენიჭა ინსტიტუციურიაკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 01 აგვისტოს N737 ბრძანებისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის N-----------------შპს ბრძანების საფუძველზე შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტს ეწოდა შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტი. შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტი წარმოადგენს შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს. აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 19 აპრილის N-------------------.შ. ბრძანებით შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს თბილისის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც წარმოადგენს შპს ს------ის ი. ვ-----ს სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის უფლებამონაცვლეს. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის N99/ს გადაწყვეტილებით შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.

 

შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, წარდგენილი ჰქონდა ჩარიცხულ პირთა სია და 2015 წლის 01 ივნისამდე ახორციელებდა საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში.

 

7.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილებით, გ--–- გ------–---–ს უარი ეთქვა მასზე გაცემული S---------- (-------------–-----------) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ გ--–- გ------–---–ისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2008წ.) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტი არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე, მას არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა მიიჩნია, რომ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2008 წლის ჩათვლით გ--–- გ------–---–ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული S---------- (-------------–-----------) დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ (ს.ფ. 84-88).

 

8.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

 

8.2. სააპელაციო პალატა თვლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად დაადგინა ის გარემოებები, რომ შპს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტი იყო ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ასევე გ--–- გ------–---–ის სწავლის პერიოდში შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, სადაც გ--–- გ------–---–ი გადიოდა შესაბამის სასწავლო დისციპლინებს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა გავლილი კანონით დადგენილი სასწავლო კურსი.

 

8.3. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ გ--–- გ------–---–ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის - S----------, ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაიარა სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსი და მიღებული დიპლომის საფუძველზე, მოსარჩელე ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას.

 

8.4 ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა კანონიერი ნდობის პრინციპთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიცია; რადგან არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით. არ შეიძლება პირის ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ მოქცევა, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი.

 

სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის საასმართლომ სწორად აღნიშნა, განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას; კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.

 

8.5. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლო ასევე სწორად ჩათვალა, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაშიც დადგენილ უნდა იქნეს გააჩნდა, თუ არა გ--–- გ------–---–ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.

 

8.6. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული იურიდიული საქმიანობის უფლება.

 

8.7. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად; სააპელაციო პალატა თვლის, ვინაიდან კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც.

 

8.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელე ენდობოდა შპს საქართველოს ნ-----------–---- სახელობის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე.

 

8.9. შესაბამისად სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა გ--–- გ------–---–ის სარჩელი საფუძვლიანად. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას,რადგან გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან; ამდენად სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--–- გ------–---–ის სახელზე გაცემული ბაკალავრის S---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონშესაბამისი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი;

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ( თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).

 

თავმჯდომარე მარიამ ცისკაძე

 

მოსამართლეები ნინო ქადაგიძე

 

გ--–- ბადრიაშვილი