განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-78-2020 წელი
№010100119003089764
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
24 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ---- დ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ზ---- დ------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ხ--–----------------–----–----------------–----------ში, მსჯავრდებუ-ლია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და განაჩენთა ერთობლიო-ბით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის და 09 (ცხრა) დღის ვადით, რაც ჩაეთვალა მოხდილად პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით და ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
aRwerilobiTi nawili:
ზ---- დ------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარი-სათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვ-ლიანი შიში;
– განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ანდა ცივი იარაღის ტარე-ბისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათის შემდეგ პერიოდში, ზ---- დ------ე არა-სრულწლოვან შვილებთან ყოფნისას, დანის გამოყენებით დაიმუქრა ყოფილ მეუღლეს ს--–---- ე-------ს მოკვლითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც ამ უკანასკნელის-თვის ცნობილი გახდა არასრულწლოვანი შვილებისგან, ხოლო 2019 წლის 09 ივნისს, 22:19 საათზე, ს--–---- ე-------ს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე ზ---- დ------ე, რომელიც დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოს-პობით, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ზ---- დ------ე, 2019 წლის 13 ივნისს, ქ. ბათუმში ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ანი ბ------–---–მა და მსჯავრდებულ ზ---- დ------ის ინტე-რესების დამცველმა ადვოკატმა ქ------- ა------მ.
აპელანტი, პროკურორი ანი ბ------–---–ი თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ---- დ------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირე-ბით, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ზ---- დ------ემ კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც მიანიშნებს მის მემეტებულ საზოგადოებრივ საშიშ-როებაზე და ახალი დანაშაულის ჩადენის საფუძვლიან რისკზე და მის მიმართ დანიშ-ნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
აპელანტი, მსჯავრდებულ ზ---- დ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ქ------- ა------ თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ---- დ------ის მიმართ გამამართლე-ბელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლოში დაკითხულმა არასრულწლოვნებმა ვერ შეძლეს აღეწერათ ვითომდა ზ---- დ------ის მი-ერ მათ დასანახად გაშლილი დანა. აშკარაა, რომ მათი ჩვენება არ წარმოადგენს სიმარ-თლეს, რადგან ისინი ცხოვრობენ დედასთან ერთად და დედის ინტერესებიდან გამომ-დინარე იძულებული იყვნენ მიეცათ დედის ინტერესებს მორგებული ჩვენება. ისინი მხოლოდ იმეორებდნენ თითქოსდა ეს დანა იყო გასაშლელი. ზ---- დ------ის არასრულ-წლოვანმა შვილმა მ-–---- დ------ემ დაადასტურა, რომ დედა მათ ხშირად უმეორებდა, რომ მამისთვის არ ეთქვათ, რომ ხშირად ღამღამობით მარტო ტოვებდა, რადგან მამა მას მოკლავდა. ს--–---- ე------- შვილებში თავად ქმნიდა მამისგან მტრის ხატს. არასრულ-წლოვნები ჯერ კიდევ საგამოძიებო ორგანოში დაიკითხნენ კანონდარღვევით. დაზარა-ლებულმა ს--–---- ე-------მ დაკითხვისას დაადასტურა, რომ პოლიციის განყოფილე-ბაში არასრულწლოვანი შვილების დაკითხვას თავად ესწრებოდა, შესაბამისად სახეზეა, რომ გამოძიება ჩატარდა სუბიექტურად ს--–---- ე-------ს ინტერესების გათვალისწინე-ბით. ზ---- დ------ე პროფესიით ხელოსანია და მუშაობს ხის საამქროში და ზ---- დ-------ისგან ამოღებული ცივი იარაღი სწორედ ამ საამქროდან იქნა ამოღებული, სადაც იგი თავის სამსახურებრივ მოვალეობას ახორციელებდა. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ზ---- დ------ის მხრიდან სა-ვარაუდო დანაშაულის ჩადენა.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარეომოებათა გამო:
2019 წლის 10 ივნისს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილე-ბაში დაზარალებულის ს--–---- ე-------ს შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება მუქარის ფაქტზე.
საქმეში არსებული, შეტყობინების (რეგისტრაციის №1501704) თანახმად, ს--–---- ე-------- აცხადებდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ზ---- დ------ე ემუქრება სიცოცხლის მოს-პობით.
საქმეში არსებული, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ ზ------ მ-----–--ის მიერ შედგენილი №------, №------ და №------ შემაკავებელი ორდერების თანახმად, ასევე, ბათუმის საქალაქო სამმართვე-ლოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ბ------ ხ-–------ს მიერ შედგენილი №------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, ზ---- დ------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყოფილი მეუღლის ს--–---- ე-------ს მიმართ მუქარის ფაქტს. ამავე შემაკავებელი ორდერებით, მოძალადეს – ზ---- დ------ეს შეეზღუდა მსხვერპლ-თან – მ--–--- დ------ესთან, მ------ დ------ესთან, მ-–---- დ------ეთან და ს--–---- ე-------სთან ყოველგვარი კომუნიკაცია.
დაზარალებულ ს--–---- ე-------ს ჩვენების თანახმად, ყოფილი მეუღლე ზ---- დ------ე ემუქრებოდა. ქუჩაშიც ბევრჯერ დახვდა, დარტყმა უნდოდა. სახლშიც მიდიოდა და ემუქრებოდა. აღნიშნული გამოწვეული იყო ეჭვიანობით, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სხვას ხვდებოდა, გახდა აგრესიული და ბავშვები განაწყო მის წინააღმდეგ. ს--–---- ე--------ს ჩვენების თანახმად იგი ბრალდებულს შვილებთან ურთიერთობას არ უშლიდა, კარგი მამა იყო. 2019 წლის 08 ივნისს სახლში დაბრუნებისას შვილები ტიროდნენ, მათი განმარტებით მამა - ზ---- დ------ე იყო მისული და უთხრა „დედიკოს ყელს გამოვჭრიო, (დანა შვილებთან გაშალა) და მის შეყვარებულს ზედ დავაყოლებო“. ბავშვები შეშინებუ-ლები იყვნენ. ს--–---- ე------- დაუკავშირდა ზ---- დ------ეს, რომელმაც განუცხადა, რომ არ აინტერესებდა, სახლში თუ ვერ მივიდოდა გარეთ მაინც ნახავდა. დაზარალე-ბული იმდენად შეაწუხა მუქარამ, გარეთ გასვლის ეშინოდა და გადაწყვიტა განეცხადე-ბინა პოლიციაში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ბრალდებულის და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილების - მ--–---, მ-–---- და მ------ დ------ეების ჩვენებების თანახმად დადგენილია, რომ ზ---- დ------ეს შვი-ლებთან კარგი დამოკიდებულება აქვს. შემთხვევის დღეს კი იგი გასაშლელი დანის გა-მოყენებით დაიმუქრა ბავშვების დედის – ს--–---- ე-------ს მოკვლით, რაც ბავშვებმა ამ უკანასკნელს უთხრეს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა ზ---- დ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცე-მისას უარყო მუქარის განხორციელება, მაგრამ დაადასტურა, რომ მართლაც იყო მისუ-ლი ყოფილი მეუღლის ს--–---- ე-------ს სახლში შვილების სანახავად. ბავშვები სახლში მარტო იყვნენ, ჰკითხა სად იყო დედა, მარტო რატომ იყვნენ და სავარაუდოდ შეიგინა. რაც შეეხება დანას, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ დანას არ ატარებდა და შესაბამისად ბავშვებთანაც არ ამოუღია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ----- დ------ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს ძმასთან ზ---- დ------ესთან ერთად, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. მისი ძმისშვილი მ-–---- დ------ე მათთან ცხოვრობს. გოგონებიც მ--–--- და მ------ დ------ეები ხშირად მათთან არიან. შემთხვევის დღეს ს--–---- ე-------მ დაურეკა და სთხოვა ყოფილ მეუღლესთან საუბარ-ში დახმარება. როდესაც ზ---- დ------ე მივიდა სახლში და დაურეკა ზ----- დ------ეს არ ესმოდა რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ზ---- დ------ე გაღიზიანდა და შეაგინა. მოწმის ჩვენებით ზ---- დ------ე ბავშვებისთვის კარგი მამაა და მათთან ხშირი კონტაქტი ჰქონ-და.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2019 წლის 13 ივნისის ოქმის თანახმად ზ---- დ------ისგან ამოღებული იქნა გასაშლელი დანა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, გამომძიებელმა ზ------ მ-----–--ემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების – ჩხრეკის სისწორე და ავთენტურობა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა ზ---- დ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცე-მისას არ უარყო დანის ქონა პირადი ჩხრეკისას, მაგრამ განმარტა, რომ ეს დანა მას პრო-ფესიული საქმიანობისთვის ჭირდებოდა და მას არასოდეს ატარებდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ცივი იარაღის ექსპერტიზის №–------ დასკვნის თანახმად, ექსპერ-ტიზაზე წარმოდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილო-ბით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ექსპერტმა ე-–---- გ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ზ---- დ------ისაგან ამოღებული დანა მას პროფესიული საქმიანობისთვის ესაჭიროებოდა და რომ არ განუხორციელებია მუქარა დანის გამოყენებით, რომ ზ---- დ------ე დანას იყენებდა მხოლოდ პროფესიული საქმიანობისას.
სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ეჭვი შეიტანოს დაზარალებული-სა და მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილების ჩვენებებში დანის გამოყენებით ს--–---- ე-------ს მიმართ მოკვლის მუქარის განხორციელების თაობაზე. პალატა ყურა-დღებას მიქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის სახლში მისვლისა და სავარაუ-დოდ შეგინების ფაქტს არ უარყოფს არც თავად მსჯავრდებული ზ---- დ------ე, თუმცა უარყოფს მისვლისას დანის ქონის ფაქტს.
მ--–---, მ-–---- და მ------ დ------ის ჩვენებების ანალიზით კი დასტურდება, რომ ზ---- დ------ემ უთხრა „დედიკოს ყელს გამოვჭრიო“ და გაშალა დანა. დაზარალებულის ჩვე-ნების მიხედვით, იმდენად შეაწუხა მუქარამ, რომ გარეთ გასვლის ეშინოდა და გადა-წყვიტა განეცხადებინა პოლიციაში.
დადგენილია, რომ დაკავებისას ზ---- დ------ისაგან ამოღებული იქნა გასაშლელი დანა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ზ---- დ------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ზ---- დ------ის მიმართ სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალის-წინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზო-მა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშა-ვის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღ-დგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთ-ვე ის გარემოება, რომ ზ---- დ------ე არის ნასამართლევი და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად დაუნიშნა – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის და 09 (ცხრა) დღის ვადით და ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შე-ფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასი-ათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტა-ნის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ზ---- დ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ზ---- დ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ---- დ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენო-ბით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმ-წიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზ---- დ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ზ---- დ------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 02 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 05 (ხუთი) თვით და 09 (ცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ზ---- დ------ეს, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) თვის და 09 (ცხრა) დღის ვადით და ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ზ---- დ------ეს 2019 წლის 13 ივნისიდან 2019 წლის 22 ნოემბრამდე პატიმრობაში ყოფ-ნის დრო – 05 (ხუთი) თვე და 09 (ცხრა) დღე ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, რის გამოც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.
ზ---- დ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება – პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება საგამო-ძიებო ორგანოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili