განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 330100107002558007
საქმე N 1ბ/231-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25.02.2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე: ლ---–- ქ-–--–-–---–ი
დაცვის მხარე: ზ------ რ-------–---–ი
გამართლებული: თ----- გ--–---–---–ი (მონაწილეობის გარეშე) დაბადებული 1-----–-–------------------–ს, მცხოვრები: ქ. თბილისი, დაბა წ------, ა----–-----–-ს ქ. N5-ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი და მე-3 ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით:
თ----- გ--–---–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია რუსიამ, რომელმაც მოითხოვა გამართლებულ თ----- გ--–---–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სამართლიანი სასჯელის დანიშვნით.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: თ----- გ--–---–---–მა ჩაიდინა - 2005 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ----- გ--–---–---–ი, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, მივიდა დაბა წყნეთში, თ-----------ს ქ. N54-ში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ჯ----– ს-----ას საცხოვრებელ სახლში, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჯ. ს-----ასა და მისი ოჯახის წევრებს, ხოლო საამისოდ სპეციალურად მომარჯვებული ხის ხელკეტებით თ. გ--–---–---–მა და მისმა თანმხლებმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჯ----– ს-----ას, მის მეუღლეს - ი-----–--- ს-----ას, შვილებს - ი---- და ე------ ს-----ებს, სიძეს - მ------- ტ-----–--ესა და მათ დასახმარებლად ეზოში შესულ, მეზობლად მცხოვრებ ვ------- უ-------–--ეს. თ. გ--–---–---–ისა და გამოძიებით დადგენილი პირების ხულიგნურმა ქმედებამ გამოიწვია მოსახლეობის შეკრება, რომლებსაც მათ, ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ქვების სროლითა და გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ იარაღიდან რამდენიმე გასროლით, ცდილობდნენ ჯ. ს-----ას სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მათ გაძევებას. აღნიშნული ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 30 წუთი, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.
სამართლომ დაადგინა:
სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
პალატამ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით დაადგინა: თ----- გ--–---–---–ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ხულიგნობის ჩადენა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შესაბამისად, თ----- გ--–---–---–ი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; შესაბამისად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილია რუსიას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი თ----- გ--–---–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ჯ----– ს-----ას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, აფხაზეთის ცნობილი მოვლენების შემდეგ საკუთარ მრავალსულიან ოჯახთან ერთად დასახლდა წყნეთში. 1994 წელს გამგეობამ წყნეთში, თ-----------ს ქ. N54-ში ნაგავსაყრელზე ქვესადგურის ოროთახიანი შენობა მისცა. გაწმინდეს მიწა და მასთან მდგარი შენობა და დასახლდა. შემთხვევემდე დაახლოებით 2-3 წლით ადრე, მის ოჯახში პირველად გამოჩნდა თ----- გ--–---–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ მათი საცხოვრებელი ფართი ეკუთვნოდა მას და ის უნდა დაეტოვებინათ. სიტუაციაში გასარკვევად მივიდა გამგეობაში, სადაც უთხრეს, რომ თ----- გ--–---–---–ი იყო მხედრიონელი და მასზე ბევრად იყო დამოკიდებული ნაკვეთის საკითხი. გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდნენ მერაბ ს------–---–ის მოგზავნილი პირები, რომლებიც ასევე ეუბნებოდნენ, რომ ფართი ს------–---–ს ეკუთვნოდა და უნდა გაეთავისუფლებინათ. შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდა მისი იძულებითი გამოსახლება და ტერიტორიას დაცვის თანამშრომლები იცავდნენ. დაცვის თანამშრომლებმა თავად უთხრეს, რომ ყველა მოქმედებას თ. გ--–---–---–ს უთანხმებდნენ. გამოსახლებიდან მეორე დღეს მისი მეუღლე და შვილები დაბრუნდნენ დასავლეთიდან და დაცვის თანამშრომლებმა, სიტუაციის გარკვევამდე, სახლში შეუშვეს. დაახლოებით ღამის 2-3 საათზე, ხელკეტებით და ჯოხებით შეაირაღებული პირები შემოცვივდნენ, მათ შორის, - თ. გ--–---–---–ი და მას და მის ცოლს, მძინარეებს, დაუწყეს ცემა. ამ დარბევას თ. გ--–---–---–ი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ასევე ეჭირა ხელში ჯოხი თუ ხელკეტი და მათი შენობიდან გაყვანის ბრძანებას იძლეოდა. ამ დროს გარეთ დაცვის თანამშრომლები, პოლიციელები და წივილ-კივილზე და სროლის ხმაზე შეყრილი მოსახლეობა იყო. მოსაშველებლად მისულ მეზობლებსაც დაერივნენ და დაახლოებით ხუთ ადამიანს დაზიანებები მიაყენეს. დაზიანებები ჰქონდათ მიყენებული მისი ოჯახის სხვა წევრებსაც. თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ მათ. თ. გ--–---–---–მა პირადად მას მიაყენა რამდენიმე დარტყმა და სახლიდანაც მან გაათრია. ის ფაქტი, რომ განსასჯელი მის ცემაში მონაწილეობდა, მოგვიანებით აღიდგინა და დაკითხვის დროს დააფიქსირა კიდეც. დაზარალებულმა ჯ----– ს-----ამ დაადასტურა წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ მიცემულ ჩვენებათა სისწორე.
წინასწარი გამოძიების დროს, 2005 წლის 02 დეკემბერს ჯ----– ს-----ას მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, თ----- გ--–---–---–ი დარბევისას მის სახლში იმყოფებოდა, იგი აქტიურობით გამოირჩეოდა და თავდამსხმელებს ხელმძღვანელობდა.
წინასწარი გამოძიების დროს, 2006 წლის 15 აგვისტოს ჯ----– ს-----ას მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის ღამეს მის ოჯახში შემოჭრილ ორმოცამდე მამაკაცს შორის ნამდვილად იყო თ----- გ--–---–---–ი, მეტსახელად ს---–--“, რომელიც მას და მისი ოჯახის წევრებს ხის ხელკეტით უსწორდებოდა. თ----- გ--–---–---–მა და სხვა პირებმა მას დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, თავში და მთელს სხულზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ი-----–--- ს-----ას სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად გამგეობისგან მიღებული ნებართვის საფუძველზე, მისმა ოჯახმა საკუთარი ძალებით გაწმინდეს ნაგავსაყრელის ტერიტორია და მასზე დიდი ბოსტანი გააშენეს, რომლითაც თავს ირჩენდნენ. მალევე იქვე, რამდენიმე მეტრში მდგარი, „თელასის“ ქვესადგურის შენობაც გამოთავისუფლდა და საცხოვრებლად დაიკავეს. სანაგვე ტერიტორია რომ გაწმინდა, ამ მიწის მისაკუთრების ბევრი მსურველი გამოჩნდა. 2005 წლის ზაფხულის გვიანი ღამე იყო, ქალიშვილის ქმარი, მ------- ტ-----–--ე იმყოფებოდა მათთან სტუმრად, შუქი გაითიშა და მოულოდნელად ათეულობით ნიღბიანი ადამიანი შემოიჭრა სახლში. ფაქტობრივად, მძინარეებს, თავს დაესხნენ და დაუწყეს ცემა. ატყდა კივილი, ყვირილი, ხელკეტების რტყმა და ქვების სროლა. ემუქრებოდნენ და აქედან წადითო, ეუბნებოდნენ. თავდამსხმელებმა ხმაურზე საშველად მოსული მეზობლებიც არ დაზოგეს. ესმოდა, როგორ იძლეოდა ბრძანებებს ერთ-ერთი შემოჭრილთაგანი, რომელსაც დანარჩენები „ს---–--ს“ ეძახდნენ. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ამ მეტსახელის მქონე პიროვნებას არ იცნობდა და მოგვიანებით შეიტყო, რომ იგი წ------ს მაცხოვრებელი იყო.
დაზარალებული ი---- ს-----ას მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებათა თანახმად, 2005 წლის 01 ივლისს მამამისთან მივიდა აღმასრულებელი, რომელმაც წარუდგინა სასამართლოს ბრძანება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჯ----– ს-----ა და მისი ოჯახი უნდა გამოესახლებინათ დაბა წყნეთში, მაია წყნეთელის ქუჩაზე არსებული ნაკვეთიდან, რაც, შეუძლებელი იყო, რადგან ოჯახი სხვა მისამართზე - თ-----------ს ქუჩაზე ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, იმავე დღეს ბინაში დაცვის სამსახური შევიდა. აღნიშნულის შესახებ შეიტყო 11 ივლისს, როცა ოჯახთან და მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. როცა დაინტერესდნენ თუ რა დოკუმენტის საფუძველზე უკრძალავდნენ ბინაში შესვლას, მოვიდა დაცვის უფროსი, რომელმაც წარმოადგინა იგივე სააღსრულებო ფურცელი და თავადვე გაკვირვებული იყო, რომ აღსრულება სხვა მისამართზე მოხდა. აღნიშნულის გამო, მოვიდნენ გამომძიებლები, რომლებმაც ყველანი დაკითხეს. მამასა და დაცვის უფროსს შორის მოხდა შეთანხმება, რომ სიტუაციის გარკვევამდე ისინი დარჩებოდნენ ბინაში, დაცვის ოთხ თანამშრომელთან ერთად. ღამის დაახლოებით 2-3- საათზე ქუჩიდან შემოესმა ხმაური, რასაც მოყვა უცნობი ადამიანების შემოჭრა ხელკეტებით. მისი მეუღლე ცემა-ცემით შემოიყვანეს სახლში პირებმა, რომელთა შორისაც იყვნენ დაცვის ის თანამშრომლები, რომლებიც დილით სახლში ნახა. თავდამსხმელებმა ოჯახის ყველა წევრს დაუწყეს ცემა, მათ შორის - მძინარეებსაც. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გრძელდებოდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. ეზოდან სროლის ხმა ისმოდა. გარეთ მეზობლები შეიკრიბნენ, რომლებსაც მათ დასახმარებლად არავინ უშვებდა. აგრესიით გამოირჩეოდა რამდენიმე პირი, რომლებიც აქტიურად ხელმძღვანელობდნენ დანარჩენებს ოჯახის დარბევაში. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მას პიდადად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, იყო ასაკოვანი, დაახლოებით 50-55 წლის, შემელოტებული, ჩაფსკვნილი ტანის, მაღალი, შეჭაღარავებული მამაკაცი. შემდგომში მამისგან გაიგო, რომ ეს პიროვნება იყო თ----- გ--–---–---–ი, მეტსახელად „ს---–--“. თავდამსხმელებმა ის და მისი ოჯახის წევრები სახლიდან გაათრიეს და ქუჩაში დაყარეს, სადაც ხალხი იყო შეკრებილი. დაზარალებულმა ი. ს-----ამ აღნიშნა, რომ მისი ოჯახის დარბევა მოხდა პარლამენტის წევრის - მერაბ ს------–---–ის ხელმძღვანელობით, რომელიც დაინტერესებული იყო მათი სახლის მისაკუთრებით. მანვე აღნიშნა, რომ ინციდენტისას მათი სახლის მეზობლად ყველგან გათიშული იყო ელექტროენერგია, თუმცა, მათ სახლსა და ეზოში რატომღაც შუქი ენთო.
ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმის მიხედვით, 2006 წლის 08 იანვარს, 15:20-15:53 სთ-ზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას ი---- ს-----ამ, მიუთითა წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ერთ-ერთზე და დაბეჯითებით განმარტა, რომ მასზე აღბეჭდილი პიროვნება თ----- გ--–---–---–ი, მეტსახელია „ს---–--“, არის ის, რომელიც სხვა პირებთან ერთად 2005 წლის 12 ივლისს დაარბია მისი ოჯახი. ამ პიროვნების ვინაობა იცის მამისგან, რომელიც იცნობს მას. ი---- ს-----ას მიერ ამოცნობილი პიროვნება მართლაც თ----- გ--–---–---–ი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ მ------- ტ-----–--ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2004-2006 წლებში, ზაფხულის პერიოდში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა სიმამრთან - ჯ----– ს-----ასთან. გვიანი ღამით იმყოფებოდა სახლის ეზოში, რა დროსაც, დაცვის თანამშრომლებმა გახსნეს ჭიშკარი და შემოვიდა რამდენიმე პირი, რომელთაც წამოაგდეს ადგილიდან, მიიყვანეს სახლამდე, შემდეგ შევიდნენ სახლში, ოჯახის მძინარე წევრები გააღვიძეს და შემდეგ ყველანი ცემა-ტყეპით გარეთ გამოყარეს. თავდამსხმელთაგან ვერავინ ამოიცნო. დაზარალებულმა მ. ტ-----–--ემ აღნიშნა, რომ თ----- გ--–---–---–ს არ იცნობს და ამ პიროვნების ხსენება შემთხვევის დღეს არ ახსოვს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ე------ ს-----ას სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2005 წლის ივნისის თუ ივლისის თვეში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც, ღამის 2-3 საათზე, ჯერ - ეზოში, შემდეგ კი სახლში შემოცვივდა 30-40-მდე, ხელკეტებით შეიარაღებული, ნიღბიანი ადამიანი და მისი ოჯახი დაარბიეს. ინციდენტის შედეგად დაზიანებები აღენიშნებოდა, რომელთა კვალი დღეის მდგომარეობითაც ეტყობა. ე------ ს-----ამ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულს უკავშირებს ე. შ----------ის სახელმწიფო დაცვის უფროსის ქონებრივ ინტერესს, რომელიც დაკავშირებული იყო მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ მიწასთან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ვ------- უ-------–--ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2005 წლის ზაფხულის პერიოდში, ღამის საათებში, დეპუტატ ჯ----– ს-----ას სახლიდან მომდინარე ყვირილის გამო, მათ სახლთან მისულმა დაინახა, რომ ადგილზე ხალხი შეკრებილიყო. ეზოში შესულს დაახლოებით ოცდახუთი უცნობი დახვდა, რომლებმაც სცემეს. არ ახსოვს შემდეგ ეზოს გარეთ როგორ მოხვდა. ამ ინციდენტის შემდეგ მთელი სამეზობლო თ. გ--–---–---–ს და მ. ს------–---–ს ახსენებდა, ლაპარაკობდნენ, რომ დარბევას თ. გ--–---–---–ი ედგა სათავეში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--–- ო-----ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ს-----ების მრავალსულიანი ოჯახი ცხოვრობდა მათ მიერ გაწმენდილი სანაგვის ტერიტორიაზე, შენობაში, რომელიც არავის ეკუთვნოდა. 2005 წელს ს-----ების ოჯახი დაარბიეს და გამოასახლეს დაკავებული შენობიდან. ს-----ებს მთელი სამეზობლო გულშემატკივრობდა, შემთხვევის ღამესაც მათ სახლთან უამრავმა მეზობელმა მოიყარა თავი. თავად ინციდენტის ადგილზე არ გასულა, რადგან ბავშვებს ვერ ტოვებდა და მოვლენებს ფანჯრიდან აკვირდებოდა. ახსოვს გაგონილი შეძახილები, იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო პიროვნება, მეტსახელად „ს---–--“.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------ნ კ-–-----ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ი-----–--- ს-----ა მისი მულია. შემთხვევის დღეს, ღამის საათებში, ი-----–--- ს-----ას საცხოვრებელი სახლის მხრიდან გაიგონა წივილ-კივილი. ახლომახლო მცხოვრებ მეზობლებთან ერთად მაშინვე მათი სახლისკენ გასწია, საიდანაც საშინელი ხმაური ისმოდა, სიბნელეში გაარჩია ნიღბიანი ადამიანები, რომლებმაც გულწასული ი-----–--- ს-----ა გამოიყვანეს ჭიშკრიდან, იქვე დასვეს და კარი ჩაკეტეს. მან და მეზობლებმა ი. ს-----ას მოსულიერება დაიწყეს. ამ დროს თავდამსხმელები ჯერ ეზოდან ღობეზე ტანსაცმელს ყრიდნენ, შემდეგ კი მეზობლებს ქვები დაუშინეს, რითაც ისინი იძულებული გახადეს სახლიდან უფრო შორს დაეხიათ. თავდამსხმელები ვინ იყვნენ არ იცის, მაგრამ ხალხი საუბრობდა, რომ მათ ვინმე „ს---–--“ მეთაურობდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–--- ს-----ამ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს, ს-----ების სახლიდან დიდი წივილ-კივილი ისმოდა, რის გამოც მთელი მეზობლობა მათ სახლთან შეიყარა. ეზოს ჭიშკარი დაკეტილი დახვდათ. უცნობებს, რომელთაც ს-----ების გასახლება სურდათ, ოჯახის წევრები თითო-თითოდ გამოჰყავდათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---- ვ---------ემ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შემთხვევის ღამეს ს-----ების საცხოვრებელი სახლიდან მოესმათ ხმაური და მაშინვე გამოირთო შუქიც. მთელი კორპუსის მაცხოვრებლები მივიდნენ ადგილზე, სადაც დიდი შეხლა-შემოხლა იყო. დაახლოებით 25, ხელკეტებით შეიარაღებული, შავტანსაცმლიანი პირი არბევდა ოჯახს. ეზოს ჭიშკარი დაკეტილი იყო და ვერავინ შედიოდნა. ს-----ების ოჯახის წევრები სათითაოდ გამოყარეს სახლიდან. მეზობლებიც სცემეს. ხალხი ამბობდა, რომ ს-----ების საცხოვრებელი ტერიტორიით გავლენიანი პირები იყვნენ დაინტერესებულები, ზოგი „ს---–--ს“ ახსენებდა, ზოგი - ს------–---–ს. თავად ჯ----– ს-----ას მეუღლე ამბობდა, რომ მათი გასახლება „ს---–--ს“ ინტერესებში შედიოდა.
მოწმე ტ------------–---ის მიერ სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2005 წლის ივნისის თვეში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, ღამის დაახლოებით პირველ საათზე გააღვიძა ხმაურმა, რომელიც ჯ----– ს-----ას სახლიდან მოდიოდა. ბნელოდა. ელექტროენერგია არ იყო. ქალები კიოდნენ. ადგილზე მისულს ს-----ების ოჯახის წევრები გარეთ დახვდნენ. მათი სახლის ეზოს კარი ჩაკეტილი იყო. გარეთ პატრულის თანამშრომლები იდგნენ. მოწმე ტ. ბენდელიანმა განმარტა, რომ მისთვის ცნობილია, რომ ს-----ების მიწის ნაკვეთით მერაბ ს------–---–ი იყო დაინტერესებული.
მოწმე ქეთევან ბაკურაძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2005 წლის 07 ივლისს თ----- გ--–---–---–ი მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა ქობულეთში, სადაც ისვენებდა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. თ. გ--–---–---–ს აწუხებდა ფეხები და სახლის დიასახლისი მას ყოველდღე უკეთებდა ნემსებს.
მოწმეთა - ტ----------------–--ას , ჯ--–--- უ-------–--ის , რ----- ბ------–--ას მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით დგინდება 2005 წლის 12 ივლისს ხელკეტებით შეიარაღებული პირების მიერ ჯ----– ს-----ას და მისი ოჯახის წევრების სახლიდან გამოძევებისა და ცემის ფაქტი. შემთხევის ადგილზე თ. გ--–---–---–ის ყოფნის ფაქტი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სასამართლო -სამედიცინო შემოწმების N10/ც აქტი (ექსპერტი: კ. ე---------) თანახმად, მოქ. ი---- ჯ----–ის ას. ს-----ას სხეულზე გარეგნულად არსებული დაზიანებანი სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 12.07.2005 წ.
სასამართლო -სამედიცინო შემოწმების N09/ც აქტი (ექსპერტი: მ. მ–-------) თანახმად, მოქ. მ------- ტ-----–--ეს სხეულზე გარეგნულად არსებული დაზიანებანი სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 12.07.2005 წ.
სასამართლო -სამედიცინო შემოწმების N11/ც აქტის (ექსპერტი: კ. ე---------) თანახმად, მოქ. ე------ ჯ----–ის ძე ს-----ას სხეულზე გარეგნულად არსებული დაზიანება განაკაწრის სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 12.07.2005 წ.
სასამართლო -სამედიცინო შემოწმების N08/ც აქტი (ექსპერტი: მ. მ–-------) თანახმად, მოქ. ი-----–--- ს-----ას სხეულზე გარეგნულად არსებული დაზიანებანი სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 12.07.2005 წ.
თ----- გ--–---–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში ბრალდებულმა თ----- გ--–---–---–მა განმარტა, რომ 2005 წლის 12 ივლისს არათუ მონაწილეობა არ მიუღია დაბა წყნეთში ს-----ების ოჯახში მომხდარ ინციდენტში, არამედ სახეზეც არ იცნობს მათ. იგი შემთხვევის დროს, მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა ქობულეთში დასასვენებლად, ნუგზარ ნემსაძის ოჯახში, რისი დადასტურებაც შეუძლიათ მის მეუღლეს, ოჯახის წევრებს, მეზობლებსა და ქობულეთში მისი ოჯახის მასპინძლებსა და მათ მეზობლებს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას თ----- გ--–---–---–ის გამართლების თაობაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით არ თ----- გ--–---–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისას პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, თ----- გ--–---–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში (1998 წლის რედაქცია). აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს განსასჯელის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, განსასჯელს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოს.
პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. საქართველოს სსკ-ის 503-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, „საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი... ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევების თაობაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მოსამართლე მტკიცებულებას აფასებს თავისუფლად, შინაგანი რწმენით, რა დროსაც, ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულად მიჩნევისათვის იმპერატიულ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოტანილ დასკვნების სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობა და ამასთანავე, მოცემული მტკიცებულებები საკმარისი უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი და მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია - ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
სააპელაციო პალატა აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, დადასტურებულად ვერ ადგენს თ----- გ--–---–---–ის კავშირს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებასთან. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ბრალდების მხარის მიერ თaმაზ გ--–---–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ეფუძნება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ და უშუალოდ მიუთითებს თ----- გულუაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, მოწმე ჯ----– და ი---- ს-----ების ჩვენებები (ამასთან პალატა ყურადღებას ამახვილებს ჯ----– ს-----ას ჩვენებებზე, ისინი შეიცავს მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს, მითუფრო, იმ ნაწილში, სადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე თ. გ--–---–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე საუბრობს) და ამ უკანასკნელის მიერ ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმია. რაც შეეხება სხვა დაკითხულ პირთა ჩვენებებს, მათი ნაწილი, მართალია, ადასტურებს ბრალდებით მოცული ინციდენტის რეალურად არსებობის ფაქტს, მაგრამ მასში განსასჯელი თ----- გ--–---–---–ის მონაწილეობაზე მითითებას არ შეიცავს, ნაწილი კი - განეკუთვნება ირიბ ჩვენებათა კატეგორიას, რადგან, მიუთითებს რა დანაშაულში განსასჯელის მონაწილეობის ფაქტზე, ამ ინფორმაციის წყაროდ ასახელებს ს-----ების ოჯახის წევრს, „ხალხს“ ან „სამეზობლოს“.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქეთევან ბაკურაძის მიერ იმ გარემოების დადასტურებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს განსასჯელი თ----- გ--–---–---–ი შემთხვევის ადგილიდან შორს, ქობულეთში იმყოფებოდა.
სააპელაციო პალატის მიერ გაანალიზდა და შეფასდა განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებები. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით. მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ და უშუალოდ მიუთითებს თ----- გ--–---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, მოწმე ჯ----– და ი---- ს-----ების ჩვენებები. ჯ----– ს-----ას ჩვენებები შეიცავს მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს და არასარწმუნოა. რაც შეეხება ი---- ს-----ას საჯაროდ წაკითხულ ჩვენებას და მის მიერვე თ. გ--–---–---–ის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმს, პალატა სრული მოცეულობით ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტებას, რომ ეს მტკიცებულებები არასაკმარისია განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან მათი გამოკვლევა არ მომხდარა დაცვის მხარის მიერ მოწმის ჯვარედინი დაკითხვის უფლების უზრუნველყოფით და, ამასთან, არ არის გამყარებული სხდომაზე გამოკვლეული სხვა, უტყუარი მტკიცებულებით. გარდა ამისა, საქართველოს სსსკ 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმადა, ”სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა ... დასაშვებია, თუ მოწმე ... იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ...“, თუმცა, „მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას”.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ----- გ--–---–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილია რუსიას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი თ----- გ--–---–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე502-ე, 504-ე 510-ე 535 - 536-ე მუხლებით (1998 წლის კოდექსი) და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილია რუსიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი თ----- გ--–---–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
თ----- გ--–---–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
გამართლებულ პირს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
გაუქმდეს თ----- გ--–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი