განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2020
საქმის ნომერი
330100118002735645
ინსტანცია
თარიღი
09.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002735645

საქმე №1ბ/1247-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

4 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ------- მიქელაძე

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: მ------ ს---------ე, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქობულეთი, ხულოს ქუჩა №7, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ქ--------------------------------–--

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,200-ე მუხლის მესამე ნაწილი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

ადვოკატი: დავით ხომერიკი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ------ ს---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რევაზ ჩხაიძემ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

 

2018 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ------ ს---------ემ, გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართულ პირებზე, 345.172 დოლარის გადახდის პირობით, გაასაღა 1.073.750 ლარის საბაზრო ღირებულების 859 ყუთი (429.500 კოლოფი) „president slims super lights“-ის მარკის უაქციზო სიგარეტი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ------ ს---------ე შეეცადა, გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართულ პირებზე, 345.172 დოლარის გადახდის პირობით, გაესაღებინა 1.073.750 ლარის საბაზრო ღირებულების 859 ყუთი (429.500 კოლოფი) „president slims super lights“-ის მარკის უაქციზო სიგარეტი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე ბ---- ღ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 4 ოქტომბერს დაუკავშირდა ნაცნობი - ჯ----–--------------–ი და სთხოვა შეხვედრა. იგი ჯ----–--------------–ის შეხვდა მეორე დილას - 2018 წლის 5 ოქტომბერს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ორი პიროვნება - მ------ ს---------ე და ლ-–- ვ----- გეგმავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაახლოებით 800 ყუთი „PRESIDENT SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტის საქართველოში რეალიზაციას, ხოლო ერთი ბლოკის ღირებულება იყო 21 ლარი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მან პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რასთან დაკავშირებითაც გამოკითხულ იქნა მოწმის სახით. მოგვიანებით, ინფორმაციის დამუშავების პროცესში ასევე, მიიღო ინფორმაცია მ------ ს---------ის და ლ-–- ვ-----ს საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონების ნომრების შესახებ, რომელთა საშუალებითაც ახორციელებდნენ საუბრებს აქციზური მარკის გარეშე სიგარეტის რეალიზაციასთან დაკავშირებით. მან აღნიშნულის შესახებ ასევე, პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რასთან დაკავშირებითაც გამოკითხული იქნა მოწმის სახით.

 

მოწმე ჯ----–--------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა თარჯიმნად, რა დროსაც გაიცნო აზერბაიჯანელი პიროვნებები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ სიგარეტის შესყიდვით, ვინაიდან მყიდველი უკვე ჰყავდა, გადაწყვიტა სიგარეტის გამყიდველის მოძიება და შუამავლობით შემოსავლის მიღება. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიცნო ვინმე ზუგდიდელი „მ------“, რომელმაც 2018 წლის სექტემბრის თვეში გააცნო როგორც მ------ ს---------ე. 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაურეკა მ------ ს---------ემ და ხელსაყრელ ფასად შესთავაზა სიგარეტი, რის შემდეგაც 2018 წლის 3 ან 4 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგი შეხვდა მ------ ს---------ეს და ლ-–- ვ-----ს, რა დროსაც მ------ ს---------ემ - ერთ ბლოკში 21 ლარის გადახდის სანაცვლოდ, შესთავაზა 800 ყუთი „PRESIDENT SLIM“-ის მარკის უაქციზო, განუბაჟებელი სიგარეტი. ვინაიდან საუბარი იყო უაქციზო სიგარეტზე, მან მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მომუშავე ნაცნობს - ბ---- ღ-----–---–ს, რომელსაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მ------ ს---------ე და ლ-–- ვ----- სთავაზობდნენ 800 ყუთ „PRESIDENT SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტს, ერთ ბლოკში 21 ლარის გადახდის პირობით და ნებაყოფლობით დათანხმდა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას. კერძოდ: 2018 წლის 8 ოქტომბერს, საღამოს საათებში, მ------ ს---------ის ინიციატივით, რათა დარწმუნებულიყო ნამდვილად ჰქონდა, თუ არა სიგარეტის შესაძენად საჭირო თანხა, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებაში ჩართული ინსპექტორ-გამომძიებლების - გ------- ტ-------ის და გ------- ლ-----ის თანდასწრებით, შეხვდა მ------ ს---------ეს და აჩვენა ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი თანხა. ამის შემდეგ, მ------ ს---------ემ უთხრა, რომ იმ დღით ვერ ახერხებდა ტერმინალიდან საქონლის გამოტანას და დაიბარა მეორე დილას ბსბ ტერმინალის ახლოს, გარდაბანის რაიონის სოფელ მარტყოფში მდებარე ე.წ. „ტირ პარკის“ ტერიტორიაზე. 2018 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 09:00-10:00 საათზე, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებაში ჩართულ ინსპექტორ-გამომძიებლებთან - გ------- ტ-------ესთან და გ------- ლ-----ესთან ერთად მივიდა ე.წ. „ტირ პარკის“ ტერიტორიაზე, სადაც მ------ ს---------ის მითითებით უნდა მომხდარიყო უაქციზო სიგარეტით დატვირთული სატვირთო ავტომობილის შესვლა და მათ მიერ ორგანიზებულ სატვირთო ავტომობილში გადატვირთვა. მ------ ს---------ეს ძირითადად სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა მასთან, იგი უკავშირდებოდა და ეუბნებოდა, რომ საბაჟო დოკუმენტაციას აწესრიგებდა და საქონელს აგვიანდებოდა. ასევე, რამდენჯერმე უშუალოდაც იყო მისული ე.წ. „ტირ პარკის“ ტერიტორიაზე, მათ შორის, ერთ-ერთი მისვლის დროს იგი ჩაჯდა მათ სამსახურებრივ ავტომანქანაში, რა დროსაც საუბარი იყო, თუ როგორ უნდა მომხდარიყო თანხის გადახდა, საქონლის მიტანა და გადმოტვირთვა. საბოლოოდ, შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდა და საქონლის გადატვირთვა ერთდროულად უნდა მომხდარიყო და დაახლოებით 22:00 საათზე ე.წ. „ტირ პარკის“ ავტოსადგომზე შევიდა საქონლით დატვირთული, ტენტიანი სატვირთო ავტომობილი. მ------ ს---------ემ და სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, მისი და ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- ლ-----ის თანდასწრებით, მარჯვენა გვერდიდან გახსნეს ტენტი, გადმოიღეს რამდენიმე ყუთი სიგარეტი, რომელთაგან მ------ ს---------ემ გახსნა ერთი ყუთი, საიდანაც საჩვენებლად ამოიღო ერთი ბლოკი „PRESIDENT SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტი და გადასცა გ------- ლ-----ეს. აღნიშნულის შემდეგ, მ------ ს---------ისთვის თანხის გადახდის მიზნით, ეს უკანასკნელი, ინსპექტორ-გამომძიებელი გ------- ლ-----ე და თავად ჩასხდნენ საგამოძიებო სამსახურის ავტომანქანაში, სადაც იმყოფებოდა ინსპექტორ-გამომძიებელი - გ------- ტ-------ე. ავტომანქანაში მან მ------ ს---------ესთან დააზუსტა ყუთების რაოდენობა და საერთო ღირებულება - საუბარი იყო 859 ყუთზე, ყუთში მოთავსებული იყო 50 ბლოკი, ხოლო გადასახდელი იყო დაახლოებით 345.000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც გ------- ტ-------ემ მ------ ს---------ეს გადასცა ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი კუპიურების ერთი შეკვრა - 10.000 აშშ დოლარი, რაც მ------ ს---------ემ გადათვალა და გადათვლის დასრულებისთანავე მოხდა გ------- ტ-------ის მიერ მისი დაკავება.

 

მოწმეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინაღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებლების გ------- ტ-------ის და გ------- ლ-----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 8 ოქტომბერს, პროკურორისა და უშუალო ხელმძღვანელის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ჩაერთნენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებაში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის საკონტროლო შესყიდვაში. 2018 წლის 8 ოქტომბერს, საკონტროლო შესყიდვის განხორციელების მიზნით, მათი სამსახურის მიერ გამოყოფილ იქნა თანხა, რომლის კონვერტირება 100.000 აშშ დოლარად მოხდა გ------- ტ-------ის და გამომძიებელ ლ-–- გ------–---–ის მიერ, რაც წერილობით გადაეცა გ------- ტ-------ეს. იმავე დღეს, მ------ ს---------ის ინიციატივით, დაიგეგმა შეხვედრა, კერძოდ, ოპერატიულ ღონისძიებაში ჩართული პირები - გ------- ტ-------ე, გ------- ლ-----ე და ჯ----–--------------–ი, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი ავტომანქანით, შეხვდნენ მ------ ს---------ეს, რომელსაც გ------- ტ-------ე და გ------- ლ-----ე ჯ----–--------------–იმ გააცნო როგორც რუსი ინვესტორები. აღნიშნული შეხვედრის დროს, მათი თანდასწრებით, ჯ----–--------------–ი და მ------ ს---------ე შეთანხმდნენ, რომ ჯ----–--------------–ის უნდა შეეძინა დაახლოებით 800 ყუთი „PRESIDENT SLIM“-ის მარკის სიგარეტი და ერთ ბლოკში უნდა გადაეხადა 21 ლარი. საუბრისას მ------ ს---------ე დაინტერესდა ნამდვილად ჰქონდა თუ არა თანხა ჯ----–--------------–ის, რის გამოც ამ უკანასკნელმა მას აჩვენა ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი თანხა. ამასთან, მ------ ს---------ე ჯ----–--------------–ის უთხრა, რომ იმ დღეს ვერ მოხერხდებოდა საქონლის გადაცემა და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული შესყიდვა განხორციელებულიყო მეორე დღეს. 2018 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, მ------ ს---------ის მითითებით, გ------- ტ-------ე და გ------- ლ-----ე ჯ----–--------------–ისთან ერთად, მივიდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ტირ პარკის“ ტერიტორიაზე, სადაც მ------ ს---------ე მივიდა პ------ ჯ--------ს კუთვნილი შავი ფერის „ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანით, პ------ ჯ--------სთან და დაუდგენელ მესამე პირთან ერთად. ჯ----–----------------–- გადავიდა მათთან და მოხდა მათ შორის გასაუბრება, ხოლო გ------- ტ-------ე და გ------- ლ-----ე იმყოფებოდნენ სამსახურებრივ ავტომანქანაში. ოპერატიული მიზნებიდან გამომდინარე, ჯ----–--------------–ი პერიოდულად მიდიოდა მათთან და მისი და მ------ ს---------ის საუბრის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა მათ, კერძოდ, თავდაპირველად, მ------ ს---------ის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ თანხის ნამდვილობის გადამოწმება მომხდარიყო საბანკო დაწესებულებაში, კერძოდ, ორივე მხარის თითო წარმომადგენელი წასულიყო საბანკო დაწესებულებაში და მას შემდეგ, რაც დადასტურდებოდა თანხის ნამდვილობა, მოხდებოდა საქონლის გადმოტვირთვა. აღნიშნულზე მათ განაცხადეს კატეგორიული უარი, რადგან იყო თანხის დაკარგვის რისკი. მ------ ს---------ის მხრიდან ასევე, იყო მოთხოვნა, რომ საქონლის მესაკუთრისთვის გადასახდელი თანხა - 120.000 აშშ დოლარი წინასწარ მიეცათ, რაზეც მ------ ს---------ეს ეთქვა უარი. საბოლოოდ, მ------ ს---------ემ თანხის ნამდვილობის გადამოწმება აღარ მოითხოვა და შეთანხმდნენ, რომ თანხის გადაცემა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც საქონელი ადგილზე მივიდოდა. დაახლოებით 22:00 საათზე, ე.წ. „ტირ პარკის“ ავტოსადგომზე შევიდა სიგარეტით დატვირთული სატვირთო ავტომობილი, რომელსაც შეჰყვა რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი. გ------- ლ-----ე ჯ----–--------------–ისთან ერთად გადავიდა სამსახურებრივი ავტომანქანიდან და მ------ ს---------ეს უთხრა, რომ ეჩვენებინა საქონელი, რათა დარწმუნებულიყო რაში იხდიდა თანხას. მ------ ს---------ემ სატვირთო ავტომობილის მძღოლთან ერთად გახსნა მარჯვენა გვერდითა ტენტი, გ------- ლ-----ის მოთხოვნით სხვადასხვა ადგილიდან ჩამოიღო რამდენიმე ყუთი სიგარეტი, საიდანაც ერთი ბლოკი გადასცა ნიმუშად. სიგარეტი იყო „PRESIDENT SLIM“-ის მარკის, უაქციზო. ამის შემდეგ, გ------- ლ-----ე, მ------ ს---------ე და ჯ----–--------------–ი ჩასხდნენ საგამოძიებო სამსახურის ავტომანქანაში, სადაც იჯდა გ------- ტ-------ე. ავტომანქანაში ჯ----–--------------–იმ საბოლოოდ მ------ ს---------ესთან დააზუსტა რა რაოდენობის სიგარეტი იყო და რა თანხა უნდა გადაეხადა, რაზეც მ------ ს---------ემ უთხრა, რომ იყო „PRESIDENT SLIM“-ის მარკის 859 ყუთი სიგარეტი, თითოეულ ყუთში იყო 50 ბლოკი და მისი მთლიანი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 345.000 აშშ დოლარს. აღნიშნულის შემდეგ, გ------- ტ-------ემ მ------ ს---------ეს გადასცა 10.000 აშშ დოლარი, რომლის გადათვლის შემდეგ გ------- ტ-------ის მიერ მოხდა მისი დაკავება.

 

მოწმე ჯ----– გ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შპს „ჯემსონ გრუფის“ დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა საქონლის, მათ შორის თამბაქოს ნაწარმის ექსპორტი და რეექსპორტი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნულ „PRESIDENT SLIM“-ის მარკის 859 ყუთ სიგარეტთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მას. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 8 ოქტომბერს, დაუკავშირდა მ------ ს---------ე, რომელმაც გამოთქვა მის მიერ ბსბ „ტერმინალში“ დასაწყობებული სიგარეტის შეძენის სურვილი. იგი შეხვდა მ------ ს---------ეს, შეთანხმდნენ პირობებზე და 2018 წლის 9 ოქტომბერს, კანონმდებლობის სრული დაცვით, მისი კომპანიის სახელით განახორციელა ბსბ „ტერმინალში“ დასაწყობებული „PRESIDENT SLIM“-ის მარკის 859 სიგარეტის რეექსპორტის რეჟიმში მოქცევა. კერძოდ, მოწმემ დაადასტურა, რეექსპორტის სასაქონლო დეკლარაციის, სადაც იმპორტიორ კომპანიად მითითებულია თურქული კომპანია „LKD AK TAK“ და რომლის რეკვიზიტებიც მიაწოდა მ------ ს---------ემ, ასევე, შესყიდვის ინვოისის, სატრანსპორტო ზედდებულის, გადასახდელების გადახდის დოკუმენტის, გადაზიდვის ნებართვის და საბაჟო ლუქის - მისი კომპანიის სახელით, მის მიერ საბაჟო ტერმინალში წარდგენა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ, მისი თანდასწრებით მოხდა მ------ ს---------ის მიერ ტერმინალში შეყვანილი სატვირთო ავტომობილის დატვირთვა და დალუქვა, რის შემდეგაც დატვირთული ავტომობილი გამოვიდა ტერმინალიდან და ვინაიდან იყო გვიანი, მძღოლს აღნიშნული დატვირთული და დალუქული ავტომობილი უნდა გაეჩერებინა ტერმინალთან ახლოს მდებარე ავტოსადგომზე - ე.წ. „ტირ პარკის“ ტერიტორიაზე, ხოლო როგორც კი გათენდებოდა უნდა წასულიყო თურქეთის მიმართულებით. თვითონ მეგობრის - მ-----– ვ---–---–ის ავტომანქანით, სხვა მეგობრებთან ერთად უნდა გაჰყოლოდა უკან და მას შემდეგ, რაც ტვირთი დატოვებდა საქართველოს ტერიტორიას და გადავიდოდა თურქეთის ტერიტორიაზე, უნდა მომხდარიყო მისთვის თანხის გადახდა. სწორედ აღნიშნული თანხის ტრანსპორტირების მიზნით სთხოვა მეგობარს - მ-----– ვ---–---–ს დახმარება და თურქეთის ტეროტორიაზე გაყოლა. მისი თქმით, აღნიშნულ თურქულ კომპანიასთან უშუალოდ მას შეხება არ ჰქონია, მას ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ მ------ ს---------ესთან, როგორც აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთან. მოწმის განმარტებით, იგი მ-----– ვ---–---–ის კუთვნილი ავტომანქანით უკან გაჰყვა ტერმინალიდან „ტირ პარკის“ მიმართულებით მიმავალ სატვირთო ავტომობილს, რომელიც დატვირთული იყო რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული მისი კუთვნილი სიგარეტით, ხოლო აღნიშნულ ავტოსადგომზე შესვლისას დაინახა, რომ რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული სიგარეტით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს გვერდიდან უახლოვდებოდა უფრო პატარა ზომის სატვირთო ავტომანქანა და ასევე, დაინახა, რომ მ------ ს---------ე და კიდევ რამდენიმე ადამიანი იდგნენ ავტომანქანის ტენტთან, რომელიც იყო გახსნილი. აღნიშნულის დანახვისთანავე მან დაიყვირა, თუ რა ხდებოდა, რატომ და ვინ გახსნა ტენტი, რაზეც მ------ ს---------ემ, რომელიც იქვე მდებარე მსუბუქ ავტომანქანაში ჯდებოდა, სთხოვა, რომ ცოტა ხანს ეცლია მისთვის. აღნიშნულიდან მცირე დროში კი, მოხდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მ------ ს---------ის დაკავება.

 

მოწმე ლ---- ჯ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ საკუთრებაში ჰყავს ტენტიანი, „რენაულტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით N------, მისაბმელის, სახელმწიფო ნორმით - N-----, რომლის მეშვეობითაც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ახორციელებს ტვირთის გადაზიდვას. 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაუკავშირდა ნაცნობი მ------ ს---------ე, რომელმაც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა გეზი „თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიიდან სიგარეტის თურქეთის მიმართულებით გადატანა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. 2018 წლის 9 ოქტომბერს, ბსბ საბაჟო ტერმინალის საწყობში მის კუთვნილ სატვირთო ავტომობილში ჩაიტვირთა სიგარეტი, რის შემდეგაც დაილუქა ავტომობილი და ტერმინალიდან გასვლის შემდეგ, მ------ ს---------ის მითითებით შევიდა სოფელ მარტყოფში არსებულ ავტოსადგომზე, რა დროსაც ავტომანქანის მარცხენა მხრიდან შემოესმა ხმაური. იგი ავტომანქანის შემოწმების მიზნით გავიდა მარცხენა მხარეს, რა დროსაც გაიგო ჩოჩქოლი და როდესაც წინა მხარეს წამოვიდა, დაინახა, რომ მარჯვენა გვერდიდან ა/მანქანის ე.წ. ტენტი გახსნილი იყო. მისი განმარტებით, იგი იმ ღამით უნდა წასულიყო თურქეთის მიმართულებით, ხოლო აღნიშნულ ავტოსადგომზე შესვლის მიზანი იყო ავტომანქანისთვის ზეთის შეცვლა. მისი თქმით, ტენტის გახსნა, ლუქის მთლიანობის დარღვევის გარეშე მის ავტომანქანაზე შეუძლებელი იყო.

 

მ------ ს---------ემ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი არის დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლი. კერძოდ, იგი 2018 წლის 9 ოქტომბერს სრულიად კანონიერად ახორციელებდა აღნიშნული სიგარეტის რეექსპორტს, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების დაჟინებული მოთხოვნით, იგი იძულებული გახდა გაეხსნა სატვირთო ავტომობილის ტენტი და ეჩვენებინა მათთვის საქონელი, თუმცა, იგი არ აპირებდა საქართველოში აღნიშნული საქონლის რეალიზაციას, არამედ მისი მიზანი იყო აღნიშნული სიგარეტის საზღვრებს გარეთ გატანა.

 

ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ 2018 წლის 8 ოქტომბრის ოქმის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინაღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ლ-–- გ------–---–ის მიერ, ამავე სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გ------- ტ-------ის მონაწილეობით განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოდან 2018 წლის 8 ოქტომბერს გამოთხოვილი თანხის - 261.900 (ორას სამოცდაერთი ათას ცხრაასი) ლარის კონვერტაცია აშშ დოლარში, რის შედეგადაც მიღებულ იქნა 100.000 (ასიათასი) აშშ დოლარი. აღნიშნული 100.000 აშშ დოლარის კუპიურები დაფიქსირდა ასლის გადამღები აპარატის მეშვეობით, რის შემდეგაც თანხა გამომძიებელ ლ-–- გ------–---–ის მიერ გადაეცა უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს გ------- ტ-------ეს.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 ოქტომბერს, 22:03 საათზე, გარდაბანის რაიონის სოფელ მარტყოფში, თბილისის შემოსასვლელი გზის მე-9 კილომეტრი, ე.წ. „ტირ პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინაღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გ------- ტ-------ის მიერ დაკავებულ იქნა მ------ ბ------ს ძე ს---------ე, დაბადებული 1----–-–--------–--ს (პ/ნ 6----------), ხოლო 2018 წლის 9 ოქტომბერს, 22:07 საათიდან - 23:05 საათამდე პერიოდში ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას, კერძოდ: მ------ ს---------ის მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა ოპერატიული ფულადი თანხა 10.000 (ათიათასი) აშშ დოლარი - 100 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. ხოლო ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა „HUAWEI“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული 1 ცალი სიმბარათით №599066500.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 ოქტომბერს, 22:05 საათიდან 22:20 საათამდე პერიოდში, გარდაბანის რაიონის სოფელ მარტყოფში, თბილისის შემოსასვლელი გზის მე-9 კილომეტრი, ე.წ. „ტირ პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ლ---- ჯ----–ის ძე ჯ--------სთან, დაბადებული 1980 წლის 10 იანვარს, ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული 1 ცალი სიმბარათით.

 

სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 ოქტომბერს, 22:23 საათიდან 2018 წლის 10 ოქტომბერს, 00:30 საათამდე პერიოდში, გარდაბანის რაიონის სოფელ მარტყოფში, თბილისის შემოსასვლელი გზის მე-9 კილომეტრი, ე.წ. „ტირ პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- ჯ--------ს მონაწილეობით, ჩატარდა მისი მართვის ქვეშ მყოფი „რენაულტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით N------, მისაბმელის, სახელმწიფო ნორმით - N----- ჩხრეკა, რა დროსაც მისაბმელიდან, რომელიც დახურულია ე.წ. ტენტით ამოღებულ იქნა „PRESIDENT“-ის მარკის 859 ერთეული ყუთი აქციზურ მარკას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი, რომლის თითო ყუთში მოთავსებულია 50 ბლოკი უაქციზო სიგარეტი, 858 ყუთი არის გაუხსნელ მდგომარეობაში, ხოლო ერთი ყუთი არის გახსნილ მდგომარეობაში და აკლია ერთი ბლოკი. აღნიშნულ ყუთში მოთავსებულია 49 ბლოკი უაქციზო სიგარეტი. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა „რენაულტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის სალონის ჩხრეკა, რა დროსაც მძღოლის გვერდით არსებულ მგზავრის სავარძლიდან ამოღებულ იქნა დოკუმენტაცია, კერძოდ: ქვითართან ერთად ანგარიში №420/1, ქვითართან ერთად ანგარიში №431/2, ქვითართან ერთად ანგარიში №434, დეკლარაცია №С100735, დეკლარაცია №С100735, ინვოისი №01(09/10/2018), სატრანსპორტო ზედდებულები - ე.წ. “CMR”, ინვოისი №01(09/10/2018). ამასთან, აღნიშნული ჩხრეკის ოქმის შენიშვნის თანახმად, ჩხრეკის დაწყებამდე ავტომანქანის მისაბმელზე დადებული იყო საბაჟო დეპარტამენტის რკინის ლუქი №G3016S81, რომლის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ავტომანქანა შეღწევადი იყო მისაბმელსა და სალონს შორის ე.წ. „ტენტიდან“.

 

ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს, 00:35 საათიდან 00:55 საათამდე პერიოდში, გარდაბანის რაიონის სოფელ მარტყოფში, თბილისის შემოსასვლელი გზის მე-9 კილომეტრი, ე.წ. „ტირ პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- ჯ--------სგან ამოღებულ იქნა მისი მართვის ქვეშ მყოფი „რენაულტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, მისაბმელით, სახელმწიფო ნომრით N------/ N-----.

უაქციზო სიგარეტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს, 11:40 საათიდან - 11:50 საათამდე დროის პერიოდში, დათვალიერებულ იქნა გ------- ლ-----ის მიერ 2018 წლის 9 ოქტომბერს, გარდაბანის რაიონის სოფელ მარტყოფში, თბილისის შემოსასვლელი გზის მე-9 კილომეტრი, ე.წ. „ტირ პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „რენაულტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანიდან სანიმუშოდ აღებული ერთი ბლოკი „PRESIDENT SLIMS“ მარკის სიგარეტი, რომლის ათივე კოლოფი არის უაქციზო და გაუხსნელ მდგომარეობაში.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის №007106418 დასკვნით დადგენილია, რომ მოქალაქე მ------ ს---------ისაგან შეძენილი 859 ყუთი (42950 შეკვრა, 429500 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტის „PRESIDENT SLIMS SUPER LIGHTS“ საბაზრო ღირებულება 2018 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 1.073.750 ლარს, რაც 1 კოლოფზე შეადგენს 2.5 ლარს.

 

2018 წლის 8 ოქტომბრის ფარული საგამოძიებო მოქმედება შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით დადგენილია, რომ ჯ----–--------------–ი, რომელიც აღჭურვილი იყო ფარული ჩამწერი მოწყობილობით და ქ. თბილისში, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მ------ ს---------ეს, რომელსაც პოლიეთილენის პარკით აწვდის ოპერატიულ თანხას, რომელსაც მ------ ს---------ე ათვალიერებს და უბრუნებს ჯ----–------------------–ის. ასევე, მ------ ს---------ე ეუბნება, რომ თვითონ შეატყობინებს როდის იქნება საქონელი.

 

2018 წლის 9 ოქტომბრის ფარული საგამოძიებო მოქმედება შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით, რომელიც მიმდინარეობდა ქ. თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრზე, ეტაპობრივად, 10:20 საათიდან 21:59 საათამდე პერიოდში, დადგენილია, რომ ჯ----–--------------–ი დილის საათებში ხვდება მ------ ს---------ეს, რომელთანაც ათანხმებს ადგილს, სადაც უნდა მოხდეს საქონლის მიტანა, რაზეც მ------ ს---------ე ამბობს, რომ იმ ადგილას ყველა დაინახავს და რამე „ჩეპე“ არ მოხდეს. მ------ ს---------ე ასევე უთანხმდება, რომ ცოტა რომ დაბნელდება საქონელს მერე მიიტანენ და თანხმდებიან როგორ უნდა განლაგდნენ სატვირთო ავტომანქანები, რომ გადმოტვირთვის პროცესი ვინმესთვის შესამჩნევი არ იყოს. კერძოდ, თანხმდებიან, რომ სიგარეტით დატვირთული ავტომანქანა რომ შევა ავტოსადგომზე, ავტომანქანა, სადაც უნდა მოხდეს გადმოტვირთვა, გვერდიდან უნდა მიუყენონ. აღნიშნული შეხვედრების დროს საუბარია აგრეთვე თანხის ნამდვილობის შემოწმებაზე საბანკო დაწესებულებაში, კერძოდ, მ------ ს---------ე ჯ----–--------------–ის, გ------- ტ-------ეს და გ------- ლ-----ეს სთავაზობს ორივე მხარის წარმომადგენელი გაგზავნონ საბანკო დაწესებულებაში და თანხის ნამდვილობა შეამოწმონ, რაზეც ეს უკანასკნელები უარს ეუბნებიან იმ საფუძვლით, რომ ამხელა თანხით აქეთ-იქით არ უნდათ სიარული და თავის მხრივ, სთავაზობენ ყველა შეკვრიდან თითო კუპიურა ამოიღონ და ისე შეამოწმონ, რაზეც მ------ ს---------ეს არ ეთანხმებიან პირები, ვისთანაც აღნიშნულ საკითხებს ათანხმებს. შემდეგ მ------ ს---------ე წინასწარ ითხოვს სხვადასხვა თანხებს, რაზეც ასევე არ თანხმდებიან, იმ მოტივით, რომ მათ ჯერ საქონელი არ უნახავთ. საბოლოოდ, გვიან ღამით ჩნდება სიგარეტით დატვირთული სატვირთო ავტომობილი, საიდანაც მ------ ს---------ეს გ------- ლ-----ის და ჯ----–--------------–ის თანდასწრებით, გვერდიდან გადმოაქვს ორი ყუთი სიგარეტი, რომელთაგან ერთ-ერთიდან იღებს ერთ ბლოკ სიგარეტს და აძლევს გ------- ლ-----ეს. აღნიშნულის შემდეგ, სამივე მათგანი ჯდება ავტომანქანაში, სადაც ზის გ------- ტ-------ე. შემდეგ ზუსტდება სიგარეტის ყუთების და ბლოკების რაოდენობა, გადასახდელი თანხა როგორც ლარებში, ასევე, აშშ დოლარში. მ------ ს---------ე ითხოვს, რომ ჯერ მისცენ 120.000 აშშ დოლარი, რათა ხალხი გაისტუმროს და შემდეგ მოახდინონ ჩამოცლა, რის შემდეგაც გ------- ტ-------ე აძლევს კუპიურების ერთ შეკვრას, რომელსაც ითვლის მ------ ს---------ე.

 

გარდა აღნიშნულისა, მ------ ს---------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, მოწმეების - თორნიკე ბიბილეიშვილის, თორნიკე შონიას, გვანცა გოგოლიძის, ილია რუსიშვილის, ირაკლი ჟვანიას, ელგუჯა დამენიას და ნატალია ხაბულიანის ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულებებით - 859 ყუთი „PRESIDENT SLIMS“ მარკის უაქციზო სიგარეტით, ამოღებული სატვირთო ავტომანქანით და მობილური ტელეფონებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ------ ს---------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ------ ს---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ------ ს---------ის მიერ უაქციზო სიგარეტის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის მცდელობის განზრახვას, რომ ჩანერგილი თანამშრომელის მიერ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, აგენტებმა შეცდომაში შეიყვანეს მ------ ს---------ე და კატეგორიულად მოსთხოვეს რეექსპორტისათვის გამზადებული ტვირთის გახსნა დათვალიერების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ ხელშეკრულების გაუქმებით, რის გამოც მ------ ს---------ე იძულებული გახდა გაეხსნა კონტეინერი და ეჩვენებინა მათთვის ერთი ყუთი სიგარეტი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ:

 

„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის ბრძანებულებით, 1999 წლის 1 მარტიდან აიკრძალა ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია აქციზური მარკების გარეშე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა. დანაშაულის საგანია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონელი - ალკოჰოლიანი სასმელები, ლუდი და თამბაქოს ნაწარმი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და იგი დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლია და აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში იმსჯელა დანაშაულის პროვოკაციასთან დაკავშირებით. სასამართლო უთითებს, რომ გამოძიებაში აგენტების გამოყენება კონვენციას არ არღვევს, ასევე სასამართლოს პრეცედენტული სამართალი არ გამორიცხავს გამოძიების ეტაპზე ისეთ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, რომელიც მოპოვებულია პოლიციის ფარული ოპერაციის შედეგად. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაული პროვოცირებულია თუ პოლიციელთა ქმედებები გასცდა პასიური გამოძიების ფარგლებს (ტეიშეირა დი კასტრო პორტუგალიის წინააღმდეგ (1998 წლის 9 ივნისი); რამანაუსკასი ლიტვის წინააღმდეგ (2008 წლის 5 თებერვალი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში მილინიენე ლიტვის წინააღმდეგ (2008 წლის 24 ივნისი) ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნა თანხა და ტექნიკური აღჭურვა; პოლიცია „შეუერთდა“ და არა წააქეზა დანაშაული; შესაბამისად ადგენს, რომ პროვოცირებას ადგილი არ ჰქონია.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მოცემულ შემთხვევაში მ------ ს---------ე არ იქნა დაყოლიებული და წაქეზებული პოლიციის თანამშრომელების, თუ მათ მიერ „ჩანერგილი საიდუმლო აგენტების“ მიერ, მას დანაშაულებრივი განზრახვა - მოეხდინა უაქციზო სიგარეტის რეალიზაცია - თავად ჩამოუყალიბდა და შემდგომში, თავადვე შეეცადა ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას. საქმეში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლოს მიაჩნია, რომ აგენტების საქმიანობა შემოიფარგლა პასიური როლით, მათ არ წაუქეზებიათ მ------ ს---------ე დანაშაულის ჩასადენად, პირიქით დაჰყვნენ მის ნებას და მოქმედებენ მისი მითითებების შესაბამისად. მ------ ს---------ეს რომ სურდა უაქციზო სიგარეტის რეალიზაცია და არა მისი რეექსპორტი დადასტურებელია საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

მოწმე ბ---- ღ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან ხელმძღვანელობას პატაკით მიაწოდა ჯ----– სულია ოღლისაგან მიღებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ მ------ ს---------ე და ლ-–- ვ----- გეგმავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაახლოებით 800 ყუთი „PRESIDENT SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტის საქართველოში რეალიზაციას. მისი ჩვენება შესაბამისობაშია, მოწმე ჯ----–--------------–ის ჩვენებასთან, რითაც დადგენილია, რომ თარჯიმნად მუშაობისას გაიცნო სიგარეტის შესყიდვით დაინტერესებული აზერბაიჯანელი პიროვნებები, 2018 წლის სექტემბერში კი გაიცნო მ------ ს---------ე, რომელმაც 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში ხელსაყრელ ფასად შესთავაზა სიგარეტი, რის შემდეგაც 3 ან 4 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მ------ ს---------ეს და ლ-–- ვ-----ს, რა დროსაც მ------ ს---------ემ ერთი ბლოკში 21 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს 800 ყუთი „PRESIDENT SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტი. აღნიშნულის თაობაზე მან აცნობა საგამოძიებო ორგანოებს და ნებაყოფლობით დათანხმდა ოპერატიულ-საგამოძებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებას. ამის შემდგომ მოხდა ინსპექტორ-გამომძიებლების ჩართვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში. ჯ----–--------------–ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ მ------ ს---------ის მოთხოვნით, რათა ეს უკანასკნელი დარწმუნებულიყო, რომ ჰქონდა სიგარეტის შესაძენი თანხა, 2018 წლის 8 ოქტომბერს, სასტურო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მ------ ს---------ეს, ინსპექტორ-გამომძიებელების - გ------- ტ-------ისა და გ------- ლ-----ესთან ერთად და აჩვენა ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი თანხა, მეორე დღეს კი ისევ მ------ ს---------ის მოთხოვნით, დილის 09:00-10:00 საათზე, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებაში ჩართულ ინსპექტორ-გამომძიებელებთან გ------- ტ-------ისა და გ------- ლ-----ესთან ერთად მივიდა გარდაბნის რაიონის, სოფელი მარტყოფის მიმდებარე, ე.წ. „ტირ პარკის“ ტერიტორიზე, სადაც მ------ ს---------ისავე მითითებით უნდა მომხდარიყო უაქციზო სიგარეტით დატვირთული ავტომობილის შესვლა და მათ მიერ ორგანიზებულ სატვირთო ავტომობილში გადატვირთვა. შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდა და საქონლის გადატვირთვა ერთდროულად უნდა მომხდარიყო. დაახლოებით 22:00 საათზე ე.წ. „ტირ პარკის“ ტერიტორიაზე შევიდა საქონლით დატვირთული ტენტიანი ავტომანქანა, მ------ ს---------ემ, მისი და გ------- ლ-----ის თხოვნითა და თანდასწრებით, მარჯვენა გვერდიდან გახსნა ტენტი, გადმოიღო ყუთი, საიდანაც საჩვენებლად ამოიღო ერთი ბლოკი „PRESIDENT SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტი და გადასცა გ------- ლ-----ეს. აღნიშნულის შემდეგ, მ------ ს---------ე, გ------- ლ-----ე და თვითონ, ჩასხდნენ საგამოძიებო სამსახურის ავტომანქანაში, სადაც იმყოფებოდა გ------- ტ-------ე. ავტომანქანაში მ------ ს---------ემ დააზუსტა ყუთების რაოდენობა და საჭირო თანხის ოდენობა, რის შემდეგაც გ------- ტ-------ემ მ------ ს---------ეს გადასცა ოპერატიული მიზნებისათვის განკუთვნილი თანხა - კუპიურების ერთი შეკვრა - 10.000 აშშ დოლარი, რაც მ------ ს---------ემ გადაითვალა და გადათვლის დასრულებისთანავე მოხდა მისი დაკავება. მოწმის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია, მოწმეების გ------- ტ-------ის და გ------- ლ-----ის ჩვენებებთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლის - ლ---- ჯ--------ს ჩვენებასთან, ასევე მოწმე ჯ----– გ-----ის ჩვენებასთან, რომლითაც დადგენილია, რომ როდესაც იგი მ-----– ვ---–---–ის კუთვნილი ავტომანქანით უკან გაჰყვა ტერმინალიდან გამოსულ, „ტირ პარკისაკენ“ მიმავალ სატვირთო ავტომანქანას, რომელიც დატვირთული იყო რეექსპორტის რეჟიმში მოქეული მისი კუთვნილი სიგარეტით და რომლის შემძენიც მ------ ს---------ის მტკიცებით იყო თურქული კომპანია „LKD AK TAK“, ნახა, რომ „ტირ პარკის“ ტერირორიაზე სატვირთო ავტომანქანას მიუახლოვდა უფრო პატარ ზომის სატვირთო ავტომანქანა, მ------ ს---------ე და კიდევ რამდენიმე ადამიანი იდგნენ სატვირთოს ტენტთან, რომელიც იყო გახსნილი, რაზეც დაიყვირა, თუ რა ხდებოდა, მ------ ს---------ემ, რომელიც იქვე მდგარ მსუბუქ ავტომანქანაში ჯდებოდა, უთხრა, რომ ცოტა ხანი ეცლია მისთვის, მაგრამ ცოტა ხანში მოხდა მისი დაკავება.

 

მოწმეთა ჩვენებები, შესაბამისობაშია ბრალდების მხარის მიერ მიპოვებულ და საქმეზე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებთან, კერძოდ ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის ოქმთან, ბრალდებულ მ------ ს---------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკი ოქმთან, სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის ოქმთან, ამოღების ოქმთან, უაქციზო სიგარეტის დათვალიერების ოქმთან, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნასთან, 2018 წლის 9 ოქტომბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერთან.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. პალატამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ------ ს---------ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,200-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ------ ს---------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ------ ს---------ეს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი მ------ ს---------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, „RENAULT“-ის მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ნორმით - N------ და მისაბმელი, სახელმწიფო ნორმით - N-----, განთავსებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიაზე, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

მ------ ს---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოპერატიული ფულადი თანხა - 10.000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ინახება ეროვნული ბანკის საცავში, უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს;

ლ---- ჯ--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში, უნდა დაუბრუნდეს ლ---- ჯ--------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი 9(ცხრა) ცალი ლაზერული დისკი და მობილური ოპერატორიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, განთავსებული 1(ერთი) ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ამოღებული 859 ყუთი „PRESIDENT SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტის და მ------ ს---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის საკითხი, (ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში), უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის N092051018001 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ------ ს---------ის ინეტერესების დამცველი ადვოკატის რევაზ ჩხაიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ------ ს---------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,200-ე მუხლის მესამე ნაწილზე.

 

მ------ ს---------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,200-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

მ------ ს---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 ოქტომბრიდან.

 

მ------ ს---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, „RENAULT“-ის მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ნორმით - N------ და მისაბმელი, სახელმწიფო ნორმით - N-----, განთავსებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიაზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

მ------ ს---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოპერატიული ფულადი თანხა - 10.000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ინახება ეროვნული ბანკის საცავში, დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს;

ლ---- ჯ--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში, დაუბრუნდეს ლ---- ჯ--------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი 9(ცხრა) ცალი ლაზერული დისკი და მობილური ოპერატორიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, განთავსებული 1(ერთი) ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ამოღებული 859 ყუთი „PRESIDENT SLIM“-ის მარკის უაქციზო სიგარეტის და მ------ ს---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის საკითხი, (ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში), გადაწყდეს სისხლის სამართლის N092051018001 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/