განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2020
საქმის ნომერი
010100119003105082
ინსტანცია
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-79-2020 წელი

№010100119003105082

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

24 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი-----–- კ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ი-----–- კ--------ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლო-ბის მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–-------------–---–-----------------ში, ბათუმის საქალა-ქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნა-წილით (2019 წლის 01 ივნისის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგე-ნილ ბრალდებებში და მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, გათვალისწინებული სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 ივნისის ეპიზოდი) და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავი-სუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდე-ნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

ი-----–- კ--------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შე-დეგი (2019 წლის 01 ივნისის ეპიზოდი);

– ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შე-დეგი (2019 წლის 24 ივნისის ეპიზოდი);

– სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 01 ივნისს, ქ. ბ------–----------------------–-----------ში მდებარე მ---- კ-------–--ის დროებით საცხოვრებელ ბინა №----ში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- კ--------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ---- კ------–--ეს ხელის კვრით თავი მიარტყმევინა კედელზე და მოქაჩა თმები, რითაც დაზარალებულმა განი-ცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 24 ივნისს, შუადღის საათებში, ქ. ბ------–---------------------–-----------ში მდებარე მ---- კ------–--ის დროებით საცხოვრებელ ბინა №----ში, არაფხიზელ მდგო-მარეობაში მყოფმა ი-----–- კ--------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელის სახის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ---- კ------–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 24 ივნისს, შუადღის საათებში, ქ. ბ------–---------------------–-----------ში მდებარე მ---- კ------–--ის დროებით საცხოვრებელ ბინა №----ში, არაფხიზელ მდგო-მარეობაში მყოფი ი-----–- კ--------ე, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მ---- კ------–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვ-ლიანი შიში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ი-----–- კ--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 ივნისის ეპიზოდი) და (2019 წლის 01 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და ცნობილი იქნა დამნაშავედ დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 ივნისის ეპიზოდი).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ო-–--- მ------–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ი-----–- კ--------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ დაზარალებულმა მ---- კ------–--ემ და მოწმე ლ-------- მ------მა სასა-მართლოში დაკითხვისას დაადასტურეს მათი გამოკითხვის ოქმები, სადაც ისინი ცალ-სახად ამხელდნენ ი-----–- კ--------ეს 2019 წლის 1 ივნისს მ---- კ------–--ის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და 2019 წლის 24 ივნისს განხორციელებულ ძალადო-ბასა და მუქარაში. ი-----–- კ--------ე ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულის გან-ხორციელებისათვის, რის გამოც მის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველ-ყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული, შეტყობინების (რეგისტრაციის №-------) თანახმად, ლ-------- მ-------ი აცხადებდა, რომ ბინაში შეიჭრა მისი მეგობრის ყოფილი მეგობარი მამაკაცი, რო-მელმაც მიაყენა ყოფილ ფიზიკური შეურაცხყოფა, გაარტყა შვილების თანდასწრებით, ასევე ემუქრებოდა. განაცხადა, რომ იყო ნასვამი ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.

მოწმე ანა აკოფოვას ჩვენების თანახმად, მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული და მოწმეები. გამოითხოვა ინფორმაციები სხვადასხვა დაწესებულებებიდან. ბრალდე-ბის შესახებ დადგენილება გააცნო ბრალდებულს, გაუცვალა მტკიცებულებები. დაზარა-ლებულმა წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელიც შეიცავდა ი-----–- კ---------ის მიერ განხორციელებული მუქარის მესიჯებს, რომელიც დაათვალიერა და დაურთო საქმეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ---- კ------–--ის ჩვენების თანახმად, მას ი-----–- კ--------ესთან აქვს მეგობრუ-ლი, ახლო ურთიერთობა. 01 ივნისის ფაქტი ბუნდოვნად ახსოვს, რადგან იმ პერიოდში სვამდა ძლიერ პრეპარატებს. ამჟამად ბრალდებულთან კარგი ურთიერთობა აქვს. გან-მარტა, რომ 24 ივნისს ი-----–- კ--------ე მასთან იყო, საუბრობდნენ, დალიეს. იმ დღეს თვითონ ძალიან აგრესიული იყო. მასთან ერთად სახლში იმყოფებოდა ლ-------- მ-------- - მისი მეგობარი, ძმიშვილებთან ს--–---- და ლ---- მ------ებთან ერთად. ი-----–- კ--------ესთან მოუვიდა ხმამაღალი ლაპარაკი, ბევრი რამ იმ დღის შესახებ არ ახსოვს. განმარტა, რომ ი-----–- კ--------ეს მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განუხორციე-ლებია. სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე გამოაქვეყნა დაზარალე-ბულის მიერ გამოძიებაში 2019 წლის 24 ივნისს და 15 ივლისს მიცემული გამოკითხვის ოქმები, რომლებშიც იგი ამხელდა ი-----–- კ--------ეს განხორციელებულ ძალადობაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ-------- მ------ის ჩვენების თანახმად, მან დაადასტურა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია. დაზარალებული მ---- კ------–--ე არის მისი მეგობარი, რომელთან ერთადაც 2019 წლის ივნისის თვეში ცხოვრობდა ქ. ბ------–-------------–---------------ში. მათთან ერთად ცხოვრობდა ასევე მისი შვილი გ------- ჭ-------. 24 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ იმ დღეს მ----სთან, მის შვილთან და ძმისშვილებთან ერთად იმყოფებოდა სახლში. ი-----–- კ--------ე მ---- კ------–--ესთან ნაჩხუბარი იყო და შერიგების მიზნით სთხოვდა საუბარს. როდესაც ეს უკანასკნელი თხოვდა დაეტოვებინა ტერიტორია და თავს იხსნიდა ი-----–- კ---------ისგან მოხვდა ხელი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ს--–---- მ------ის ჩვენების თანახმად, მ---- კ------–--ე არის მისი მამიდას მეგო-ბარი, რომელიც თავის მხრივ მეგობრობდა ი-----–- კ--------ესთან. მომხდარ ფაქტზე არაფერი ახსოვდა. გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაზე (გამოქვეყნდა პირველი ინსტან-ციის სასამართლოში) მისი ხელმოწერაა, მაგრამ მასში აღნიშნული გარემოებები არ ახ-სოვს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით (2--------- წ.) მ---- კ------–--ეს სხეულზე ფიზიკური დაზია-ნების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

ექსპერტმა ღ-------- უ-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მი-ცემისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ვიზუალური დათვალიერებისას მის მიერ გამოკითხული იქნა მ---- კ------–--ე, რო-მელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 24 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, ქ. ბ------–-------------–ის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ ბინაში ი-----–- კ--------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის მარჯვენა ნახევარში დაარტყა გაშლილი ხელი. ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლის 01 ივნისს მიარტყმევინა კედელზე თავი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, №------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2019 წლის 24 ივნისს ი-----–- კ--------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მ---- კ------–--ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. ამავე შემაკავებელი ორდერით მოძალადეს - ი-----–- კ--------ეს შეეზღუდა მსხვერპლთან მ---- კ------–--ესთან ყოველგვარი კომუნიკაცია.

არასრულწლოვანმა მოწმემ ლ---- მ------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა ძალადობაში ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ი-----–- კ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ აღი-არა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხვნას ი-----–- კ--------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 ივნისის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ი-----–- კ--------ის მიერ მ----- კ------–--ის მიმართ 2019 წლის 01 ივნისს განხორციელებული ძალადობის და 2019 წლის 24 ივნისს განხორციელებული მუქარის ნაწილში ი-----–- კ--------ის წინააღმდეგ ბრალდების მხრიდან პირდაპირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

დაზარალებულმა მ---- კ------–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 01 ივნისის ფაქ-ტი ბუნდოვნად ახსოვს, რადგან სვამდა ძლიერ პრეპარატებს და რომ ი-----–- კ---------ეს მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია.

მოწმე ლ-------- მ------ი თავის ჩვენებაში მიუთითებს მხოლოდ ი-----–- კ--------ის მიერ მ---- კ------–--ის მიმართ 2019 წლის 24 ივნისს განხორციელებულ ძალადობაზე.

ამდენად, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი-----–- კ---------ის მიერ მ---- კ------–--ის მიმართ 2019 წლის 01 ივნისის ძალადობის და 2019 წლის 24 ივნისს მუქარის განხორციელების თაობაზე საქმის მასალებში არ მოიპოვება.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძ-ნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეუ-ლობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათ-ვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა , ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართ-ლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ი-----–- კ--------ის უდანა-შაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 ივნისის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, უნდა დარჩეს უცვლელი.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–- კ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, რომელ-საც ბრალდების მხარე მიიჩნევს მსუბუქად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირვე-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციე-ლების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ი-----–- კ--------ე ნასამართლობის მქონეა და მას დაუნიშნა სასჯე-ლი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებუ-ლის პიროვნების გათვალისწინებით და არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.

ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი ი-----–- კ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ი-----–- კ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ი-----–- კ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 ივნისის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

ი-----–- კ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 ივნისის ეპიზოდი) და სას-ჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენო-ბით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ი-----–- კ--------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 03 (სამი) წელი თავისუფლე-ბის აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი-----–- კ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ი-----–- კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმე-ბულია.

ი-----–- კ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან.

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili