განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001929568
საქმე №1/ბ-679-2019წ.
განაჩენი
საქართველოსსახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
პროკურორის - ა---- მ-------ას,ადვოოკატის - პ----- შ----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჟ--–---- ვ-–--------ის ასული ა--–--ის მიმართ, დაბადებული 196- წლის 25 ი------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, საშ---ლო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ბათუმი, ტ----ის 29/29ა, ბინა N4.
აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ჟ--–---- ა--–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ ბინაში უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევის ბინის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის მარტის თვიდან დღემდე, ჟ--–---- ა--–--ე მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა და ამ დრომდე ცხოვრობს ქ. ბათუმში, გ--–-------- ტ----ის ქუჩა N29/29-ა, ბინა N4-ში, არსებულ ვ--------ია ბ-------ას საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია მფლობელობის ხელშეუხებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენით ჟ--–---- ა--–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
გამართლებულ ჟ--–---- ა--–--ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი თ-------- გ----–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ჟ--–---- ა--–--ი დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებითა და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის მარტის თვიდან დღემდე, ჟ--–---- ა--–--ე მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა და ამ დრომდე ცხოვრობს ქ. ბათუმში, გ--–-------- ტ----ის ქუჩა N29/29-ა, ბინა N4-ში, არსებულ ვ--------ია ბ-------ას საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია მფლობელობის ხელშეუხებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ: ა-----ის პ-----------–ოს, ა------ მ-------ის, მ------ შ----ის, ვ--------ია ბ-------ას, გ------- ყ----–-----ის, ჰ------- შ------ის, ა------ ს------ის, ზ----- შ-----ის, გ------- დ------ის ჩვენებებით, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციებით, 2--------- წლის (განცხადება N------------) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შპს „შ--------------“ 2015 წლის 21 მაისის პარტნიორთა კრების ოქმით, 2015 წლის 21 მაისის მშენებარე საცხოვრებელი ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებით და სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომაზე ჟ--–---- ა--–--ემ თავისი ქმედება ახსნა იმით, რომ თითქოს მისი ვალი ჰქონდა ა-----ის პ-----------–ოსს და სწორედ ამ მიზნით შევიდა ის მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლში. ჟ--–---- ა--–--ემ განმარტა, რომ საერთოდ არ იცნობს ვ--------ია ბ-------ას, თუმცა მისთვის ცნობილი იყო, რომ ბინა იყო ვ--------ია ბ-------ას სახელზე.
საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამეტური უფლებაა და წარმოადგენს ნებისმიერი პირის კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას და მასში, რაიმე ფორმით უკანონო და დაუსაბუთებელი ჩარევა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით. მოცემულ შემთხვევაში უტყუარადაა დადგენლი, რომ ბინა სადაც ცხოვრობს ჟ--–---- ა--–--ე არ წარმოადგენს მის საკუთრებას. რომ ბინა არის ვ--------ია ბ-------ას სახელზე და ეს ცნობილი იყო ჟ--–---- ა--–--ისათვის. ისიც, რომ ვ--------ია ბ-------ას არ მიუცია ნებაბრთვა ჟ--–---- ა--–--ისათვის ეცხოვრა მის ბინაში. დადგენილია ისიც, რომ ვ--------ია ბ-------ას დაახლოებით 5 წელია არ ეძელევა შესაძლებლობა ისარგებლოს მისი კუთვნილი ქონებით და რომ კანონიერი უფლება ჟ--–---- ა--–--ეს არ გააჩნდა ეცხოვრა ვ--------ია ბ-------ას სახლში. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულსა და ჟ--–---- ა--–--ეს შორის ურთიერთობა არ შეიძლება განხილულ იქნეს სამოქალაქო დავის საგნად, მაშინ, როცა ეს ადამიანები ერთმენეთს არც კი იცნობდენ, ამ ლოგიკით ნებისმიერი პირი თუკი ხელყოს სხვისი საკუთრების უფლებას უნდა განვიხილოთ სამოქალაქო დავად, რაც რათქმა უნდა ალოგიკურია. ამდენად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ უტყუარადაა დადგენილი ის ფაქტი, რომ ჟ--–---- ა--–--ემ უკანონოდ ხელყო ვ--------ია ბ-------ას საკუთრების უფლება და აუცილებელია მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი შეიცვალოს გამამტყუნებელი განაჩენით.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა---- მ-------ას, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ ჟ--–---- ა--–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----- შ----ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ვ--------ია ბ-------ას ჩვენების თანახმად, ის ფლობს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ ბინას მდებარეს ქ. ბათუმში გ. ტ----ის ქუჩა N 29-ში, მრავალ სართულიან საცხოვრებელ სახლში მეორე სართულზე ბინა 4 საცხოვრებელ ფართი 69 კ/მ-ს. მას ამ ბინის გარდა, ტ----ის ქუჩა 29-ში ფლობდა კიდევ ოთხ ბინას, რომლის რეალიზაციაც მოახდინა. ასევე სურდა ბინა N 4-ის გაყიდვაც მაგრამ მის რეალიზაცია ვერ მოახდინა, რადგან აღმოჩინა, რომ ბინაში ცხოვრობდა ჟ--–---- ა--–--ე. მოწმის ვ--------ია ბ-------ას განმარტებით მას არავისთვის ბინაში შესვლის ნებართვა არ მიუცია.
მოწმის სახით დაკითხულ ა-----ის პ------------–---ის ჩვენების თანახმად, მას ჟ--–---- ა--–--ესთან აკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა. მან შეიძინა ჟ--–---- ა--–--ის ქონება (სახლი) მდებარე ქ. ბათუმი 29-ში თუმცა ამ ქონების გამოსყიდვის უფლება ქონდა ჟ--–---- ა--–--ეს. ა--–--ემ პირობა ვერ შეასრულა და დამატებით შეთანხმდნენ, რომ ხსენებულ ქონებას დატვირთავდა იპოტეკით და აღებული ფულით ჟ--–---- ა--–--ე ააშენებდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ხოლო ბინების გაყიდვებით მიღებულ შემოსავლით გაისტუმრებდა მის ვალს. მოწმის განმარტებით მან და ჟ--–---- ა--–--ემ დაარსეს შპს ,,შ--- მ--------ი“. მშენებლობის საკითხებს აგვარებდა ჟ--–---- ა--–--ე. ამ ურთიერთობების დროს გაიცნო ა------ ს------ე, რომელიც თავის მხრივ დააკავშირა ჟ--–---- ა--–--ესთან. ა-----ის პ------------–---მა შპს ,,შ--- მ--------ში“ წილი 80% გადასცა ჟ--–---- ა--–--ეს. ამით იგი თვლიდა, რომ ჟ--–---- ა--–--ესთან დამთავრდა ყველა წარმოშობილი ფინანსური გარიგებები. მას მშენებარე ბინიდან ერგო 5 ბინა. ამიტომ საჯარო რეესტრში ხუთივე ბინა დაარეგისტრირა მეუღლის ვ--------ია ბ-------ას სახელზე. 2016 წლის ზაფხულში სურდა ბინის რეალიზაცია მაგრამ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ ბინაში კერძოდ N 4 ბინაში, მისი ნებართვის გარეშე ცხოვრობდა ჟ--–---- ა--–--ე, რომელმაც უარი განაცხადა ბინის დატოვებაზე. ამის გამო მოწმის განმარტებით ადვოკატის რჩევით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს რათა განთავისუფლდეს ბინა, მიეცეს საშ---ლება ბინის რეალიზაციის და კუთვნილი სარგებლის მიღების.
მოწმის სახით დაკითხულ ა------ ს------ის ჩვენების თანახმად, იგი იცნობს ჟ--–---- ა--–--ეს და ა-----ის პ------------–--სს. ჟ--–---- ა--–--ის და ა-----ის პ------------–--- მიზანი იყო აეშენებინათ მრავალ სართულიანი საცხოვრებელი, რის გამოც ეს ორი პირი დააკავშირა მშენებლებთან. ჟ--–---- ა--–--ეს მშენებლობის დროს ძალიან გაუჭირდა ფინანსურად, აღარ გააჩნდა საცხოვრებელიც, ამიტომ ა-----ის პ------------–---ს სთხოვა, რომ ერთ-ერთ ბინაში დროებით შევიდოდა საცხოვრებლად, რაზედაც ა-----ის პ------------–---ი დათანხმდა და ნებადართო ჟ--–---- ა--–--ეს დროებით ეცხოვრა მშენებარე ბინაში.
ჟ--–---- ა--–--ის განმარტებით, თავს დამნაშავედ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან არ გააჩნდა ფინასური სახსრები და აღარც საცხოვრებელი ბინა ჰქონდა, მან ნებართვა სთხოვა ა-----ის პ------------–---ს, რომ დროებით შევიდოდა და თავს შეაფარებდა ერთ-ერთ ბინას, რაზედაც ა-----ის პ------------–---მა თანხმობა განუცხადა.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეთა პოზიციებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულ ვ--------ია ბ-------ას და მისი მეუღლის ა-----ის პ------------–---ის ჩვენებების გარდა, არც ერთი მტკიცებულება პირდაპირი წესით არ ამტკიცებს ჟ--–---- ა--–--ის მხრიდან მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ ბინაში უკანონოდ შესვლას, რომელიც არღვევის ბინის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ვ--------ია ბ-------ას და ა-----ის პ------------–---ის გარდა, სხვა პირებს სასამართლოსათვის არ მიუციათ ისეთი ჩვენება რაც საკმარისი იქნებოდა ჟ--–---- ა--–--ის დანაშავედ ცნობისათვის. ასევე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ ვლინდება ის ფაქტი, რომ 2016 წლის მარტის თვიდან ჟ--–---- ა--–--ე მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა და ამ დრომდე ცხოვრობს ქ. ბათუმში, გ--–-------- ტ----ის ქუჩა N29/29-ა, ბინა N4-ში, არსებულ ვ--------ია ბ-------ას საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია მფლობელობის ხელშეუხებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშ---ლებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ ჟ--–---- ა--–--ემ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ჟ--–---- ა--–--ე უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ცვლილება უნდა შევიდეს, იმ მიმართებით, რომ უნდა დაზუსტდეს ტექნიკური შეცდომა, რომელიც დაშვებულია ბეჭვდით და მითითებულია, რომ ჟ--–---- ა--–--ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, მაშინ როცა ჟ--–---- ა--–--ეს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია მტკიცებულებები, შემდეგ კი შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში ასახვა ჰპოვა სწორედ წარდგენილი ბრალდების ირგვლივ არსებულ მტკიცებულებების საფუძველზე ჩამოყალიბებულმა მოტივაციამ. პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიაც პირს წარდგენილი ჰქონდა ბრალდება, არანაირი სახის კვალიფიკაციის შეცვლას ან თუნდაც მსჯელობას ასეთ საკითხზე განაჩენში ადგილი არ ჰქონია, სწორედ ამიტომ სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებით უნდა მოხდეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შეცდომის აღმოფხვრა, რაც ჟ--–---- ა--–--ის მიმართ დამდგარ სამართლებრივ შედეგს არანაირად არ ცვლის.
ამდენად ჟ--–---- ა--–--ის მიმართ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-------- გ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ჟ--–---- ა--–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულ ჟ--–---- ა--–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე