განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2020
საქმის ნომერი
140100119003141574
ინსტანცია
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003141574

საქმე №1ბ/41-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ----------------–---–----------------–--ს

მსჯავრდებულ: გ--------–---–-----ის

ადვოკატ: ზ-------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- მსჯავრდებულ გ---------------------–---–-----ის, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------–------–------------, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------–---–-----მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. მან ასევე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ-------–---–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების გამო, გ--------–---–-----მა გ-----–---–-----ს ტანისა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელები, რითაც გ-----–---–-----ს მიაყენა სახის ძვლოვანი სტრუქტურების მრვალობითი მოტეხილობა და ტვინის შერყევა (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის). იმავდროულად, გ--------–---–-----მა ნ----------–--–---–-----ს მუცელში ერთხელ ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც ნ----------–--–---–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

 

გ--------–---–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------–---–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე, 65-ე და 66-ე მუხლების და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, დანაშაულის პრევენციის, დაზარალებულ პირთა საჭიროებების გააზრების და დანაშაულით გამოწვეული მატერიალური თუ არამატერიალური ზიანის გამოსწორების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს დაევალა მსჯავრდებულ გ--------–---–-----სა და დაზარალებულებს - გ---- და ნ----------–--–---–-----ებს შორის მედიაციის ინიცირების შესაძლებლობის საკითხის განხილვა, ხოლო მსჯავრდებულ გ--------–---–-----ს დაევალა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ასევე, ჩაერთოს დაზარალებულებთან მედიაციის ინიცირების შესაძლებლობის საკითხის განხილვაში. ამასთან, მსჯავრდებულ გ--------–---–-----ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, სურვილის შემთხვევაში, წინასწარი გაცნობიერებული თანხმობით, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღოს დაზარალებულებთან - გ---- და ნ----------–--–---–-----ებთან მედიაციის პროცესში.

 

გ--------–---–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, იმ მიმართებით, რომ გ--------–---–-----ს განესაზღვროს სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთასთან და რეალურად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელით, რომელიც ჩათვლილი აქვს პირობით ვერ განხორციელდება კერძო და გენერალური პრევენცია.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი გ--------–---–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, თავად გ--------–---–-----ის მიერ დანაშაულების აღიარებით და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ--------–---–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებების განხორციელების სახე, საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ გ--------–---–-----მა თავი ცნო დამნაშავედ, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გ--------–---–-----მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. ამასთან, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმ,ება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით არსებობს აღდგენითი მართლმსაჯულების განხორციელების რეალური პერსპექტივა. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის მედიაციის წარმოება იქნება ერთადერთი გზა დაზარალებულებთან დღემდე არსებული მწვავე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით საბოლოოდ დასრულებისა და საზოგადოებაში მართლწესრიგის განმტკიცებისათვის.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი გ--------–---–-----ი მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი გ--------–---–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი გ--------–---–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ--------–---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------–---–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე, 65-ე და 66-ე მუხლების და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, დანაშაულის პრევენციის, დაზარალებულ პირთა საჭიროებების გააზრების და დანაშაულით გამოწვეული მატერიალური თუ არამატერიალური ზიანის გამოსწორების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს დაევალოს მსჯავრდებულ გ--------–---–-----სა და დაზარალებულებს - გ---- და ნ----------–--–---–-----ებს შორის მედიაციის ინიცირების შესაძლებლობის საკითხის განხილვა, ხოლო მსჯავრდებულ გ--------–---–-----ს დაევალოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ასევე, ჩაერთოს დაზარალებულებთან მედიაციის ინიცირების შესაძლებლობის საკითხის განხილვაში. ამასთან, მსჯავრდებულ გ--------–---–-----ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, სურვილის შემთხვევაში, წინასწარი გაცნობიერებული თანხმობით, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღოს დაზარალებულებთან - გ---- და ნ----------–--–---–-----ებთან მედიაციის პროცესში.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ--------–---–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, რ----------–---–------ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ-----–--------------------–---------–--ში. საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა: ქ-----–--------------------------------------------------------–---------------------------------------–----–-------------–------------------------------------------------–------------------------------------------------ საკუთრება, მესაკუთრე: რ----------–---–------ (პირადი №------------- გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება.

 

განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

გ--------–---–-----ის და გ-----–---–-----ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს - გ--------–---–-----ის და გ-----–---–-----ს;

 

გ--------–---–-----ის და გ-----–---–-----ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი