განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
330100119002975992
ინსტანცია
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002975992

საქმე №1ბ/48-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ--–-------------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ზ--------------–-–---–ი (პ/ნ 0----------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------------–------------------, მონაწილეობის გარეშე)

ადვოკატი - თ-------------

 

დანაშაულის კვალიფიკაცია/დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 19,177- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე -3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტები - ქურდობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენით:

 

ზ--------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,177- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ზ--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 20 მარტიდან.

 

ზ--------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა, ქურდობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 20 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ.------–--–-------------–--------------------------–------------------------–--------–--–----------------- მშენებარე კორპუსთან ზ--------------–-–---–ი იმყოფებოდა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად და ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა იქვე მდგარი ა------–-–---–ის კუთვნილი წითელი ფერის ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ა/მანქანიდან (სახელმწიფო ნომერი ,,D--------”) ე.წ. კატალიზატორს, რის შედეგადაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მსჯავრდებულ ზ--------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, თ------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა; კერძოდ, მსჯავრდებულ ზ--------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, თამარ გ-----ემ განმარტა, რომ მსჯავრდებული სრულად აღიარებს იმ ქმედების ჩადენას, რისთვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი და ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლას.

 

პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ზ--------------–-–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ა------–-–---–ის, მოწმეების ლ--------–-----–-–---–ის, გ--–-----------–ის ჩვენებებს, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბიოლოგიურ (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნას, ექსპერტ ი------------ის ჩვენებას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ--------------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე -3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ--------------–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის თაობაზე, პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა (ზ--------------–-–---–ი დაავადებულია ფსიქიკურად, რაც დასტურდება სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტ ქ--------–----------ის ჩვენებით) და ისე განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში გათვალიწინებული სასჯელის მინიმუნი, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზ--------------–-–---–ის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზ--------------–-–---–ის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან იგი არც გამოძიებაში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ აღიარებდა დანაშაულის ჩადენას, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, გარდა ამისა, ზ--------------–-–---–ი დაკავებული იქნა დანაშაულის ჩადენისას (იხ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი ტ.1 ს.ფ. 33-9), შესაბამისად, მის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკევთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი ზ--------------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზაქარია მჭედლიშვლის ინტერესების დამცველი ადვოკატის, თ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი;

 

ზ--------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,177- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ზ--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 20 მარტიდან.

ზ--------------–-–---–ი არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე სასჯელის მოსახდელად მოთავსებულ იქნეს შპს ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი, ქუტირი); ხოლო აღნიშნული კრიტერიუმების ამოწურვის შემდეგ სასჯელის მოხდა გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

ზ--------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები :

 

ზ--------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქანჩი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჩანთაში არსებული ერთი ცალი ბრტყელტუჩა და ორი ცალი მოვერცხლისფრო ქანჩი და ზ--------------–-–---–ისგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში გაგზავნილია სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამოღებული ჩანთა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ე.წ. დანგრატი და დანგრატის გასაღები, ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

ზ--------------–-–---–ისაგან აღებული ხელის კვლის ნიმუში შეყვანილია ერთიან ელექტრონულ დაქტილოსკოპიურ ბაზაში, შენახულ იქნეს შესაბამის ბაზაში;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი