განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119003252241
საქმე №1/ბ-64-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 მარტი, 2020 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მაკა გორგოძე
მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე
ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
პროკურორის - დ-------- ხ-----ას,ადვოკატის - ბ------ ყ-----–---–ის,მსჯავრდებულის - ტ-------- შ------ას მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ-------- გ---–-ს ძე შ------ას მიმართ, დაბადებული 196- წლის 11 ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზუგდიდი, ა---- წ-------–ის მეორე შესახვევი №10;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ტ-------- შ------ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ტ-------- შ------ამ 2019 წლის 25 სექტემბერს დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 42,4658 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და დიდი ოდენობით 5,3172 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“, ხოლო შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში არსებულ საინექციო შპრიცში ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 0,1586 გრამის ოდენობით. ტ-------- შ------ა ზემოთ მითითებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“, რომლის საერთო ოდენობა შეადგენდა 42,6244 გრამს და დიდი ოდენობით 5,3172 გრამ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ გადაზიდვას ქ. თბილისში მდებარე „ზ------“ დასახლებიდან ზუგდიდის მიმართულებით ახდენდა ბ-----ს ტ-------ას მართვის ქვეშ მყოფი „M-------------”- ის მარკის, სახელმწიფო ნომრით W--------, ავტომანქანით, რაც 2019 წლის 25 სექტემბერს ხაშურში ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა ტ-------- შ------ას პირადი ჩხრეკისა და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ტ-------- შ------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ტ-------- შ------ას სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან- 2019 წლის 25 სექტემბრიდან.
ტ-------- შ------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ტ-------- შ------ას 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: ბ)საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
დადგინდა, რომ ზემოთაღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებული ტ-------- შ------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ბ------ ყ-----–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ტ-------- შ------ას მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: ტ-------- შ------ა აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მას სამართალდამცველებისთვის არ გაუწევია წინააღმდეგობა და განაცხადა თანხმობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. ასევე სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები. ტ-------- შ------ას ჰყავს მეუღლე და შვილები, მეუღლეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ტ-------- შ------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ბ------ ყ-----–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------- ხ-----ას, რომელმაც მოითხოვა რომ არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და ტ-------- შ------ას მიმართ უცვლელად დარჩეს განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ტ-------- შ------ას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ ტ-------- შ------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: რა-----------------------------–--------------------------------------------------–-------–---–-------------------------------------–-----ს გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ტ-------- შ------ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი.
მსჯავრდებულ ტ-------- შ------ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ტ-------- შ------ას მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი. შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი ტ-------- შ------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ტ-------- შ------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ------ ყ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ტ-------- შ------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ტ-------- შ------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 სექტემბრიდან.
ტ-------- შ------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ტ-------- შ------ას 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ)საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ზემოთაღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე.
ნივთიერი მტკიცებულება, ტ-------- შ------ასგან ამოღებული 0,1586 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 42,4658 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 5,3172 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.
ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული “SAMSUNG”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო- ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ტ-------- შ------ას ოჯახს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მაკა გორგოძე
მოსამართლეები თეიმურაზ სვანიძე
ლერი თედორაძე