განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003319215
საქმე №1ბ/326-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მარტი 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------------------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, ნასამართლობის არ მქონის, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--------–--------–------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განაჩენით გ--------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
გ--------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ-------------–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ-------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 ოქტომბერს, 21:30 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ-------------–-–---–ი, მივიდა ე-------------ესთან სახლში, თ---–------–---–-----–-----------------------ში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხა სახეში და გაშლილი მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა მხარეს ლოყაზე. ძალადობის შედეგად ე--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედება გ-------------–-–---–მა განახორციელა ე-------------ის არასრულწლოვანი შვილის ნ-----–------------ის თანდასწრებით.
2019 წლის ივლისიდან აგვისტოს თვის ბოლომდე, თ---–--–----–---–-----–-----------------ში მდებარე ე--------------ის საცხოვრებელ სახლში, გ--------------–-–---–ი და ე---------------- ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან სამეურნეო საქმიანობას, მათთან ერთად ცხოვრობდა ე--------------ის არასრულწლოვანი შვილი ნ-----–------------ე. გ-------------–-–---–ის მხრიდან მუდმივი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, 2019 წლის სექტემბრის თვიდან ე--------------ე და გ-------------–-–---–ი დაშორდნენ ერთმანეთს. დაშორების შემდგომ 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით, გ-------------–-–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ე--------------ეს, მუქარით აიძულებდა შერიგებას და მასთან თანაცხოვრებას. ე----------------ისგან უარის მიღების შემდეგ კი მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მისი კუთვნილი ავტომობილის გადაწვით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გამოყენებული სასჯელის ზომა ლმობიერია და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო. დანაშაულის ორი ეპიზოდი ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო ფიზიკური ძალადობა სწორედ არასრულწლოვნის თანდასწრებით
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ე--------------ის და მოწმეების - ნ-----–------------ის, ლ------------ის გამოკითხვის ოქმებით, #----- შემაკავებელი ორდერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გ-------------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება - დანაშაულის აღიარება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - იძულების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, დანაშაულის სიმრავლე - ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი, აგრეთვე გაითვალისწინა მოძალადის დამოკიდებულება ალკოჰოლზე (არაფხიზელი მდგომარეობა, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი, ხდებოდა მსხვერპლზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი, ამ დროს მოძალადე კარგავდა კონტროლს საკუთარ ქცევებზე და დაზარალებულს აიძულებდა თანაცხოვრებას; ალკოჰოლდამოკიდებული მოძალადის არაადეკვატური, აგრესიული და მუქარის შემცველი ქცევა, მსხვერპლში დამატებითი შიშის საფუძველს აღძრავდა, რაც თავის მხრივ ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა) და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად (იძულების ეპიზოდი), რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ-------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განაჩენი გ-------------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ--------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
გ--------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ-------------–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 28 ოქტომბრიდან - 2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
გ-------------–-–---–ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ და ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირს დაევალოს ალკოჰოლიზმის მკურნალობის და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
გაუქმდეს გ-------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, ასევე ალკოჰოლიზმის მკურნალობის და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი