განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003107097
საქმე №1ბ/350-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მარტი 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–-----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–----------–---------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (4 ივლისის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ--–----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აგრეთვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).
რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, მ--------–----------------------–--------ში, მდებარე ვ--–----------------ის და ა-----------–---ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ვ--–----------------მა ყოველგვარი მიზეზის გარეშე თავში მუშტის ჩარტყმით და გაშლილი ხელის მარცხენა ყურთან ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა მისი მეუღლის - ა-----------–---ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, მ--------–----------------------–--------ში, მდებარე ვ--–----------------ის და ა-----------–---ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლის სამზარაულოში ვ--–----------------მა პირადი წყენის მოტივით მარჯვენა გაშლილი ხელის მარცხენა ყურთან, ფეხის სახისა და მარცხენა ბარძაყზე დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის-ა-----------–---ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკვილი. ვ--–----------------ის მიერ ა-----------–---ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები- ნ----------------------------ები.
2019 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, მ--------–----------------------–--------ში, მდებარე ვ--–----------------ის და ა-----------–---ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში ვ--–-----------------მა პირადი წყენის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების ო----- და ნ----------------ების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა მეუღლეს ა-----------–---ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მაღაზიიდან დაბრუნებისთანავე, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და წავიდა შვილებთან ერთად მა-------–--------------------–----------ნში მშობლების სახლში.
2019 წლის 6 ივლისს დაახლოებით 14:00 საათზე, მ--------–------------------------–-----------–ი მდებარე ა-----------–---ის მშობლების საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, სატელეფონო ზარით, სახლში დროულად დაბრუნების მოთხოვნით, სიტყვიერი მუქარით „მოგკლავ’’ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - ა-----------–---ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ვ--–----------------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (3 ივლისის ეპიზოდი).
ვ--–----------------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (4 ივლისის ეპიზოდი).
ვ--–-----------------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (4 ივლისის ეპიზოდი).
ვ--–----------------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (6 ივლისის ეპიზოდი).
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ვ--–----------------ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდნ ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ--–----------------ის ბრალეულობას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ--–----------------ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.
სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ა-----------–---მა (ბრალდებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
არასრულწლოვანმა მოწმეებმა ნ----------------------------ებმა, კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით (ბრალდებულის შვილები) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (07.07.2019წ.) ა-----------–---ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა ა-----------–---ის, ნ----------------------------ის ჩვენებისა) ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ--–----------------ის ბრალეულობას, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ვ--–----------------ის მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ვ--–-----------------ის მიერ მეუღლის ა------------–---ის მიმართ ძალადობის ფაქტს (3 ივლისის ეპიზოდი) ვ--–-----------------ის მიერ მეუღლის ა-----------–---ის მიმართ ძალადობის ფაქტს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით (4 ივლისის ეპიზოდი), ვ--–----------------ის მიერ ა-----------–---ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რომელიც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში (4 და 6 ივლისის ეპიზდოები).
დაზარალებულმა ა-----------–---მა და მოწმეება ნ----- და ო----- ა----------ბმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი (3 და 4 ივლისის) ეპიზოდები. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად ა-----------–---ს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე, თუმცა დაზიანების არსებობის ფაქტიც ამ პირობებში ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.
ასევე, იმ პირობებში როდესაც დაზარალებულმა ა-----------–---მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვერ დადგინდა აღიქვა თუ არა რეალურად მან მუქრა (4 და 6 ივლისის ეპიზოდები).
ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ვ--–----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ვ--–----------------ის მიერ აღნიშნული ქმედებების ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ვ--–----------------მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ვ--–----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი ვ--–----------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი ვ--–----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვ--–----------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (3 ივლისის ეპიზოდი).
ვ--–----------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (4 ივლისის ეპიზოდი).
ვ--–-----------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (4 ივლისის ეპიზოდი).
ვ--–----------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (6 ივლისის ეპიზოდი).
ვ--–----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
ვ--–----------------ს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი