განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003138766
საქმე №1/ბ-837-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2020წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
პროკურორის - ა-----------,ადვოკატის - ი-----–- შ-----–--ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ--- მ------ს ძე ს---–--ის მიმართ, დაბადებული: 199- წლის 20 ა--------ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: რუსთავი, ბ------ის ქ. №26.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ--- ს---–--ემ ჩაიდინა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ--- ს---–--ემ, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში’’ შექმნა გვერდი სახელწოდებით - ,,აიფონები ამერიკიდან გამოწერით’’, ასევე შექმნა ლ---- ა--------–--ის სახელით ფეისბუქ პროფილი, რაც იყო მითითებული ზემოთაღნიშნული გვერდის ადმინისტრატორად. ხსენებული ფეისბუქგვერდის ადმინისტრაციას, ,,ფეისბუქ მესენჯერის” გამოყენებით, 2019 წლის იანვრის თვეში დაუკავშირდა ზ----- მ-------ე, რომელსაც სურდა ,,აიფონ X’’- ის ფირმის მობილური ტელეფონის შეძენა განვადებით. ზ----- მ-------ეს
,,მესენჯერის“ საშუალებით მიწერა ლ---- ა--------–--ის სახელით და გვარით რეგისტრირებულმა ბ--- ს---–--ემ, რომელმაც განუმარტა, რომ გვერდის ადმინისტრატორი იყო თვითონ და შეეძლო მისთვის ,,აიფონ X’’-ის ფირმის მობილური ტელეფონის გამოწერა ამერიკიდან მისთვის სასურველი პირობებით, რისთვისაც საჭირო იყო წინასწარ 194 (ას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის, განბაჟების თანხის გადახდა. ბ--- ს---–--ემ მოიპოვა ზ----- მ-------ის ნდობა, რის შემდგომაც,2019 წლის 15 იანვარს ზ----- მ-------ემ ბ--- ს---–--ის მითითებით სს ,,ი----------------’’ ელექტრონული საფულის არავერიფიცირებულ ანგარიშზე - N--------- გადარიცხა 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. აღნიშნულის შემდგომ ბ--- ს---–--ემ, მოახდინა სს ,,ი----------------’’ ანგარიშის ვერიფიკაცია გ---- გ-----ის სახელზე და ზ----- მ-------ის მიერ ჩარიცხულ ფულად თანხას ქალაქ რუსთავში, არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის 24 იანვარს, ლ---- ა--------–--ის სახელით შექმნილი ,,ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით, ბ--- ს---–--ემ ზ----- მ-------ე მოატყუა, რომ ისეთი ტელეფონი, როგორიც მას სურდა, იყო ბ------ში, სხვა კლიენტისთვის ჩამოტანილი, რომელსაც აღარ სურდა ტელეფონის შეძენა და თუ ჰქონდა სურვილი, შეეძლო მისთვის მიეყიდა. ამასთან, განუმარტა, რომ გადასახდელი იყო 144 (ას ორმოცდაოთხი) ლარი, ვინაიდან ტელეფონი განბაჟებული იყო სხვა პირის მიერ და ეს თანხა უნდა მიეცა იმ პირისათვის, ვინც განაბაჟა მობილური ტელეფონი. ზ----- მ-------ე დარწმუნებული იყო, რომ ლ---- ა--------–--ის სახელით მოსაუბრე პირი ეუბნებოდა სიმართლეს, რის გამოც, 2019 წლის 24 იანვარს, ზ----- მ-------ემ „ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა ლ---- ა--------–--ის სახელით რეგისტრირებულ ბ--- ს---–--ეს მისი კუთვნილი ,,თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათის ფოტოები, საიდანაც ბ--- ს---–--ემ 150 (ას ორმოცდაათი) ლარი გადარიცხა დედის - ც---- შ--–---–---–ის სახელზე რეგისტრირებულ ონლაინ ტოტალიზატორ ,,აჭარაბეთის“ ანგარიშზე, რასაც არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, ხოლო მობილური ტელეფონი ზ----- მ-------ისათვის არ გადაუცია. აღნიშნული ქმედებით ზ----- მ-------ეს მიადგა 345 (სამას ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით ბ--- ს---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორი ა-–---------- ძ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ბ--- ს---–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად - განაჩენთა ერთობლიობის წესით, შემდეგ გარემოებათა გამო: ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ისეთი სასჯელის სახე და ზომა, რაც აშკარად შეუსაბამოა ბ--- ს---–--ის პიროვნებასთან და მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული როგორც ჩადენილი ქმედების ხასიათი, ასევე მსჯავრდებულის წარსული და მისი ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ. საქმეში არსებული განაჩენებით დადგენილია, რომ ბ--- ს---–--ე არაერთხელაა ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის, მათ შორის ნასამართლევია ანალოგიური ხასიათის ქმედებებისთვის და მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი შეღავათისა, მან არ განიცადა რესოციალიზაცია და კვლავ ჩაიდინა განზრახი, მძიმე კატეგორიის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამასთან, მის მიერ მიყენებული ზიანი არ ანაზღაურებულა, მეტიც ამის მცდელობაც არ ჰქონია მსჯავრდებულს, აღნიშნული კი მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე მართლწესრიგის ნორმების მიმართ.
ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ ასევე წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი, რითაც ბ--- ს---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი გამოტანილ იქნა იმ დროს, როდესაც ბ--- ს---–--ის მიმართ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა სამართალწარმოება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი სასჯელის დანიშვნისას საერთოდ არ იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენზე, მაშინ როდესაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად განაჩენი უნდა დანიშნულიყო განაჩენთა ერთობლიობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე ითხოვს, რომ გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ სასჯელის ნაწილში და მას, განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს უფრო მკაცი სასჯელი.
აპელანტი - მსჯავრდებული ბ--- ს---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის უდანაშაულოდ ცნობას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. განაჩენი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის ერთმანეთან შეთანხმებული და უტყუარად არ ადასტურებენ მის მიერ დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორს ა-----------, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ ბ--- ს---–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ი-----–- შ-----–--ს, რომელმაც დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მსჯავრდებულ ბ--- ს---–--ის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ--- ს---–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ზ---------------------------–-----------------------------------–--–-–---–----–-----–--–---–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შპს "ავიატორიდან" გამოთხოვილი ინფორმაციით, სს "ი-------------------“ გამოთხოვილი ინფორმაციით, სს „თიბისი ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, სს "ლიბერთი ბანკიდან" გამოთხოვილი ინფორმაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ბ--- ს---–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.
პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენი ბ--- ს---–--ის მიმართ უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის საუარესოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბ--- ს---–--ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. მიუხედავად ამისა, პირობითმა მსჯავრმა ვერ იქონია მასზე პრევენციული ზეგავლენა და სასამართლოს მიერ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ჩაიდინა ახალი რამდენიმე დანაშაული. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების დროს ბ--- ს---–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 26 ივნისს მიღებულ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ბ--- ს---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 67- 59-ე მუხლების საფუძველზე სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენზე და განაჩენთა ეთობლიობით არ დანიშნა სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ბ--- ს---–--ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის წესი და მას საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნა :
აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ბ--- ს---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ--- ს---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 07(შვიდი) წლის ვადით შთანთქოს წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ--- ს---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
ბ--- ს---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან 2020 წლის 05 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 02 მაისიდან - 2020 წლის 05 მარტამდე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე