განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002770116
საქმე N1ბ 1936-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ლ-–----------–---–--
ადვოკატის: ლ-–--–--–--------
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ-------–-------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-–--–--–-------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ლ-------–-------–---–-- მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------–---------–----------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, ლ-------–-------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700(შვიდასი)ლარის ოდენობით.
ლ-------–-------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანანო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 5 მაისს, ქ-------–--–-------------------–---------–-------------ის მიმდებარედ ლ-------–-------–---–-- უკანონოდ გაჩეხა ერთი ძირი ჭერამი და თორმეტი ძირი სამეკალა გლედიჩია, რამაც ქ-------–---- მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის გამოიწვია 15 404 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-------–-------–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ასევე ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, რადგან სასამართლოში არ დამტკიცებულა მასში აღწერილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ქ-------–---- მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების შ--–-----------–---–----------------------------- ჩვენებებით, მათ სატელეფონო ზარის საფუძველზე სახლში მიაკითხეს ლ-------–-------–---–-, ხოლო იმ დროს მოჭრილ ხეებთან არავინ იმყოფებოდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საველე აქტის შედგენის ფორმა და წესი. აღნიშნული საველე აქტს ხელს აწერს შ--–-----------–---–-- შესაბამისად მცენარეების ცნობაც დამოკიდებული იყო მის ცოდნაზე და განათლებაზე. ეს უკანასკნელი კი სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს აღნიშნავს, რომ მას აქვს პედაგოგიური განათლება. ეს ის საველე აქტია, რომელში აღწერილ მცენარეებსა და მის ფოტო სურათებსაც დაეყრდნო ლ----------------–-- ექსპერტი ნ----–-------------ე და შეაფასა ზიანის ოდენობა. ამდენად როგორც საველე აქტი, ასევე ექსპერტიზის დასკვნა ვერ იქნება რელევანტური ლ-------–-------–---–-- მიერ ჩადენილი ქმედების შეფასებისათვის. რაც შეეხება ახსნა-განმარტებას, იგი არ არის შედგენილი ობიექტური გამოკვლევის შედეგად. კ-------------------------–--–-----------–---–- მივიდნენ ლ-------–-------–---–---- და მოთხოვეს ხელის მოწერა იმიტომ, რომ ზარის ინიციატორმა მ------------–------- სწორედ იგი დაადანაშაულა ხე-ტყის მოჭრაში. ახსნა-განმარტების ოქმში არსებობს მოწმის, პასუხისგებაში მიცემული პირის და დაინტერესებული პირის გრაფები, ამ შემთხვევაში ზედამხედველობის თანამშრომლებს შეეძლოთ გამოეკითხათ მეზობლები და მოწმის სახით მიცემული ინფორმაცია აესახათ შესაბამის ოქმში, რაც არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება მოწმე მ------------–------- მისი პირველივე სიტყვიდან ნათელია მისი დამოკიდებულება და ინტერესი ამ საქმეში, კერძოდ მას სურს, რომ ქალბატონმა ლ------- პასუხი აგოს რაიმე სახით, მხოლოდ და მხოლოდ პირადი შუღლის მოტივით. ამასთან, მ------------–------ გახლავთ ერთადერთი მოწმე, რომელიც ამტკიცებს ლ-------–-------–---–-- მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენას და თუნდაც გამოვრიცხოთ მისი დაინტერესება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თუ რაში გამოიხატა ლ-------–-------–---–-- ზედამხედველობა, ორგანიზება ან წაქეზება ხე-ბუჩქნარის გაჩეხვაში. მოწმე მა--------------- მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ლ-------–-------–---–-- სურვილით ხორციელდებოდა აღნიშნული ხე-ტყის მოჭრა, უთითებდა თუ - არა იგი თ-------–-------–---–- რაიმეს, მსგავსი არაფერი გაუგონია. ხოლო მ------------–--------- დაკავშირებით განმარტა, რომ იგი ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილოა, ყველაფერი აწუხებს და ყველაფერზე ეჩხუბება ლ-------–-------–---–-- ოჯახის წევრებს, მათ შორის ბავშვებსაც. ამდენად, ბრალდებულ ლ-------–-------–---–-- საქმეზე ობიექტურად არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და ასევე, არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----------–------- განაცხადა, რომ არის ლ-------–-------–---–-- მეზობელი. შემთხვევის დღეს იგი გახდა მათი კორპუსის მიმდებარედ არსებული ხე-ბუჩქნარის გაჩეხვის უშუალო შემსწრე. კერძოდ, ლ-------–-------–---–-- ქმარი, შვილი და სიძე ელექტრო ხერხით და ნაჯახით ჭრიდნენ ხეხილს. თავად ლ-------–-------–---–- იდგა იქვე, ხელში ეკავა ბარი ან თოხი და ხელმძღვანელობდა გაჩეხვის პროცესს, მითითებებს აძლევდა მის შვილს, ქმარს და სიძეს თუ რომელი ხეები უშლიდათ ხელს და რომლები უნდა მოეჭრათ. მან აღნიშნული ფაქტის დანახვისას მყისიერად დარეკა ქ-------–---- მერიის შესაბამის სამსახურში და აცნობა კანონდარღვევის ფაქტი. მოწმემ დაადასტურა, რომ მას აღნიშნული მიწის ნაკვეთის ინტერესი არ ჰქონია. მას ლ-------–-------–---–-- ოჯახთან, ყოფითი მეზობლური პრობლემების გამო, აქვს ცუდი ურთიერთობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----------------- განაცხადა, რომ ცხოვრობს, ქ-------–--–------------–---------–------------------------ში. მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ხე-ბუჩქნარის გაჩეხვას ედავება ბრალდების მხარე ლ-------–-------–---–-, არის სახელმწიფოს საკუთრება. აღნიშნულ ადგილზე იყო ეკალნარი, რასაც ლ-------–-------–---–-- სურვილით და თანდასწრებით ასუფთავებდნენ მისი ქმარი და შვილი. მოწმე ხედავდა ხეების გაჩეხვის პროცესს, თუმცა ახლოს არ მისულა. მას ესმოდა ტექნიკის ხმა, მაგრამ არ დაუნახავს რა საშუალებით ხდებოდა ხეების მოჭრა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ--------------------- განაცხადა, რომ 2016 წლის 5 მაისის მდგომარეობით მუშაობდა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში. მისი სამსახურის ერთ-ერთ ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენდა მწვანე ნარგავების უნებართვო ჭრის გამოვლენა. აღნიშნულ დღეს, ქ.თბილისის მერიის საზედამხედველო სამსახურის ცხელ ხაზზე სავარაუდო დამრღვევის მეზობლის მიერ შესული შეტყობინების საფუძველზე, მოწმე და მისი მეწყვილე - შ--–-----------–---–- გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათ მოიკითხეს ლ-------–-------–---–-, რომელზეც მითითება იყო შეტყობინებაში, შეხვდნენ მას და გაესაუბრნენ. ლ-------–-------–---–-- საუბარში აღნიშნა, რომ ხეები ნამდვილად მისი გაჩეხილი იყო, რის თაობაზეც წერილობითი ახსნა-განმარტებაც დაწერა. ამის შემდეგ, მოწმემ და მისმა მეწყვილემ აღწერეს, დანომრეს და დაასურათეს ნარგავები, აგრეთვე შეადგინეს საველე აქტი. აღნიშნულ პროცედურებს ესწრებოდა ლ-------–-------–---–-ც. მათი სამსახურებრივი მოვალეობების დასრულების შემდეგ, ადგილზე მივიდა ლ-------–-------–---–-- შვილი - ო------–-------–---–-- რომელმაც იკითხა საქმის ვითარება. მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შეიტყო რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჰქონდა ადგილი, მოითხოვა ჩანაწერის გაკეთება, რაზეც მოწმეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ო------–-------–---–-- ჩანაწერში მიუთითა, რომ ხე-ბუჩქნარი მან გაჩეხა. მოწმემ აღნიშნული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას, რომელმაც მათ მიერ შეგროვებული დოკუმენტაცია გადასცა გამწვანების საქალაქო სამსახურს. იქიდან გამომდინარე, რომ ხე-ბუჩქნარის გაჩეხვის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატებოდა 1000 ლარს, საქმე გადაეგზავნა პოლიციას. მისი განყოფილების თანამშრომლები არიან კომპეტენტურები იმ საკითხების შეფასებაში, რაც მათ უფლება-მოვალეობებში შედის, ასევე არის შემთხვევები როდესაც ადგილზე გადიან სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირებთან ერთად.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–-----------–---–---
მწვანე ნარგავების ადგილზე დათვალიერების აქტის (საველე აქტის) თანახმად, ქ------–--–-------------------–-------------------------ში გადაჭრილი იყო მწვანე ნარგავები, კერძოდ, ერთი ძირი ჭერამი და თორმეტი ძირი სამეკალა გლედიჩია.
სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ქ---------------–-------------------------ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხემცენარეების თვითნებურად მოჭრით გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 15 404 ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა - ნ----–-------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ზიანის ოდენობის დაანგარიშებისას იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის დადგენილების - გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესის მიხედვით.
ლ-------–-------–---–-- ახსნა-განმარტების თანახმად, 2016 წლის 5 მაისს, გასუფთავების მიზნით მოჭრა თავისი საცხოვრებელი სახლის (მდებარე: ქ. თბილისი, ქ---------------–------------------------) მიმდებარედ არსებული ხეები, რა დროსაც მისთვის ცნობილი არ იყო, რომ სჭირდებოდა სპეციალური ნებართვა. აღნიშნულ ახსნა-განმარტებას თან ახლავს ოთარ შარიფაშვილის მოკლე განმარტება, რომ ხეები მოჭრა თავად.
ლ-------–-------–---–-- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 5 მაისს, მაღაზიიდან დაბრუნებულმა დაინახა, თუ როგორ ჭრიდა მისი მეუღლე ხეებს მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ. ადგილზე იმყოფებოდნენ მეზობლებიც. მას არაფერი მოუმოქმედებია, რადგან მეუღლეს დასრულებული ჰქონდა ხეების მოჭრა. მალევე მათთან მივიდნენ ქ-------–---- მერიის თანამშრომლები, რომლებსაც ლ-------–-------–---–-- განუმარტა, რომ ხეები მისი მოჭრილი არ იყო. რაც შეეხება მის მიერ დაწერილ აღიარებით ხელწერილის, ის დაწერა იძულებით, ვინაიდან ქ-------–---- მერიის თანამშრომლები პოლიციის გამოძახებით დაემუქრნენ. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ მოწმე მურად გელოვანს მის მიმართ აქვს პირადი ინტერესი. მისი მეუღლე გარდაიცვალა 2018 წლის 30 აპრილს.
აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებისას პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, ლ-------–-------–---–-- მიერ ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის ფაქტს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ-------–-------–---–-- ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - მ-----------–------- ჩვენება, რომელიც აპელანტის შეფასებით არის მიკერძოებული მოწმე. მ-----------–------- სასამართლოს წინაშე არ დამალა მისი დამოკიდებულება ლ-------–-------–---–--ადმი და დაადასტურა, რომ ლ-------–-------–---–-- ოჯახთან, ყოფითი მეზობლური პრობლემების გამო, აქვს ცუდი ურთიერთობა, რაც უპირობოდ ვერ გახდება მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების - კ--------------------- და შ--–-----------–---–-ს ჩვენებებით, ასევე მწვანე ნარგავების ადგილზე დათვალიერების აქტის (საველე აქტის) თანახმად, უტყუარად დადასტურდა მ-----------–------- მიერ მერიის შესაბამის სამსახურში გაკეთებული შეტყობინების და მისი ჩვენების სისწორე. კერძოდ, ადგილზე მისულ თანამშრომლებს ნამდვილად დახვდათ მოჭრილი მწვანე ნარგავები. მოწმემ არც ის უარყო, რომ ხეხილს ჭრიდნენ ლ-------–-------–---–-- ქმარი, შვილი და სიძე, თუმცა მან ხაზი გაუსვა თავად ლ-------–-------–---–-- როლს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და მიუთითა, რომ ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობდა გაჩეხვის პროცესს, მითითებებს აძლევდა მის შვილს, ქმარს და სიძეს თუ რომელი ხეები უშლიდათ ხელს და რომლები უნდა მოეჭრათ. იმ პირობებში, როდესაც მურად გელოვანს უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნია ზოგადად ლ-------–-------–---–-- ოჯახის მიმართ, პალატისათვის გაურკეველია რატომ უნდა დაესახელებინა მას კონკრეტულად ლ-------–-------–---–- (და არა მისი შვილი ან მეუღლე) დანაშაულის ჩამდენ პირად, თუ მისი მხრიდან მსგავს ფაქტს რეალურად ადგილი არ ექნებოდა.
გარდა ამისა მოწმე მ-----------–------- ჩვენება შესაბამისობაშია მ----------------- ჩვენებასთან, რომელსაც დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს. როგორც მ----------------- მოახსენა სასამართლოს, იგი ეზოდან ხედავდა ხეების გაჩეხვის პროცესს, ასევე ესმოდა შესაბამისი ტექნიკის ხმა, თუმცა ახლოს არ მისულა. მოწმე არ არის შემსწრე ლ-------–-------–---–- და მისი ოჯახის წევრებს შორის გამართული საუბრის, ამდენად, არ მოუსმენია ლ-------–-------–---–-- უშალო მითითებები, თუმცა ხედავდა შემთხვევის ადგილას განვითარებულ მოვლენებს და ცალსახად დაადასტურა, რომ სწორედ ლ-------–-------–---–-- სურვილით და თანდასწრებით ასუფთავებდნენ მისი ქმარი და შვილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიას.
ლ-------–-------–---–-- მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დამადასტურებელ კიდევ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას წარმოადგენს მის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება, სადაც იგი ადასტურებს, რომ გასუფთავების მიზნით მოჭრა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული ხეები. პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აპელირებას აღნიშნული ახსნა-განმარტების იძულებით ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ვინაიდან დაცვის მხარემ სათანადო არგუმენტაციის საფუძველზე ვერ შეძლო დაესაბუთებინა ქ.თბილისის მერიის თანამშრომლების კ--------------------- და შ--–-----------–---–-ს ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ახსნა-განმარტება მიეღოთ არა უშალოდ დამრღვევის, არამედ სხვა პირისგან. მით უფრო მაშინ, როდესაც მათ წინაშე ხეების გაჩეხვის ფაქტი აღიარა ო------–-------–---–--ც. აღნიშნულთან დაკავშირებით კ--------------------- და შალვა მირზიაშვილმა განმარტეს, რომ შეტყობინებაში დარღვევის ჩამდენ პირად მითითებული იყო ლ-------–-------–---–-, როდესაც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და მოიძიეს ეს უკანასკნელი, მან დაუდასტურათ, რომ ხეების გაჩეხვა მოხდა მის მიერ, რაც გახდა მისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის საფუძველი. ამდენად, მოწმეების კ--------------------- და შ--–----------–---–-- ჩვენებები და საქმეზე წარმოდგენილი ახსნა-განმარტება სააპელაციო პალატის შეფასებით განამტკიცებს მოწმეების მ-----------–------- და მ----------------- ჩვენებებს და ადასტურებს, რომ 2016 წლის 5 მაისს, ქ-------–--–-------------------–---------–-------------ის მიმდებარედ ლ-------–-------–---–-- უკანონოდ გაჩეხა ერთი ძირი ჭერამი და თორმეტი ძირი სამეკალა გლედიჩია. მართალია კ--------------------------–--–-----------–---–- შემთხვევის ადგილას დახვდათ მოჭრილი ხეები და უშაულოდ გაჩეხვის პროცესს არ შესწრებიან, ამდენად მათი ჩვენებები დანაშაულებრივი მქედების ლ-------–-------–---–-- მიერ ჩადენასთან დაკავშირებით არის ირიბი ხასიათის, თუმცა სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას და აღნიშნული მოწმეების ჩვენებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც აკმაყოფილებენ კონსტიტუციით დადგენილ უტყუარობის სტანდარტს.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, კ---------------------ა და შ--–-----------–---–-ს კომპეტენტურობასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი ეჭვის ქვეშ ვერ დადგება მხოლოდ შ--–-----------–---–-ს პროფესიიდან გამომდინარე. ხსენებული პირები არიან დასაქმებულები ქ.თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში და დაცვის მხარეს არ წამორუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ისინი არ ფლობენ დაკავებული თანამდებობისათვის სავალდებულო ცოდნასა და გამოცდილებას. მოწმეთა განმარტებით მათ შემთხვევის ადგილზე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მათ შორის საველე აქტის შედგენისას რაიმე დაბრკოლება კომპეტენციის კუთხით არ შექმნიათ. კ--------------------- დაადასტურა, რომ განყოფილების თითოეული თანამშრომელი კომპეტენტურია იმ საკითხების შეფასებაში, რაც მათ უფლება-მოვალეობებში შედის, ხოლო არის შემთხვევები როდესაც ადგილზე გადიან სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირებთან ერთად, რისი საჭიროებაც განსახილველ საქმეზე არ დამდგარა. ამასთან სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ხეების მოჭრის და გარემოსათვის იმ ოდენობის ზიანის მიყენების ფაქტს, რაც ასახულია შესაბამის ექსპერტიზის დასკვნაში.
პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მისცა ამსრულებლის კვალიფიკაცია ლ-------–-------–---–-- ქმედებას, ვინაიდან მოწმეების მ-----------–------- და მა---------------ს ჩვენებებით ნათლად გამოიკვეთა ლ-------–-------–---–-- არა მხოლოდ აქტიური, არამდე მთავარი როლიც ხეების გაჩეხვის პროცესში, რაც გამყარებულია საქმის არსებითი განხილვისას წარმოდეგნილი წერილობითი და სხვა ზეპირი მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-------–-------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ლ-------–-------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ლ--------–-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700(შვიდასი)ლარის ოდენობით.
4. მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ნივთიერი მტკიცებულებები: - DVD დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
6. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი