განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117002196466
საქმე N1b/2038-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2020წ ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ა---–--–--------
ადვოკატის: ნ-----------–-–---–--
მსჯავრდებულის: ო------------–---–--
მონაწილეობით,ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ა---–--–-------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო---------------------------–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პ/N------------ საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ქ-----------------–--------------------------------–-------------------–-------–-------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, ო------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი) წელი.
ო------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ-------–--–------------------------ში მდებარე ბარ „---–----------- ო------------–---–- ფარულად, მართლსაწნააღმდეგო მისკუთრების მიზნით, დაეუფლა მარიამ ხომიზურის კუთვნილ ფულად თანხას 700(შვიდასი)ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიადგა 700(შვიდასი)ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ა---–--–--------- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და პირობითი მსჯავრის გაუქმება.
სააპელაციო პალატამ, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ო------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მის აღიარებისა უტყუარად დასტურდება მოწმეების: მ------------------------–-----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ო------------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ო------------–---–- განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ა---–--–-------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3.----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ო-------------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6.ნივთმტკიცებები:
-დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შნახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი