განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
010100119002975103
ინსტანცია
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-66-2020 წელი

№010100119002975103

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

4 მარტი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – თ-------- გ----–---–ის, თ----- ჩ-----–--ის,ადვოკატის – მ-------- ზ----ის,თარჯიმნის – თ----- შ-----–--ს,მსჯავრდებულის – ი---- ო--------–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ი---- ო--------–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ი---- ო--------–ი, დაბადებული 1----–-–--------------ს, თურქეთის რესპუბლიკის მოქა-ლაქე, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, მცხოვრები ბ------–----------------------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით.

aRwerilobiTi nawili:

ი---- ო--------–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

– სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 07 მარტს დაახლოებით 07:00 საათზე ქ. ბ------–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-18 სართულზე, ბინა №----ში ყოფნისას, ურ-თიერთშელაპარაკების ნიადაგზე ი---- ო--------–მა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების და ფეხების დარტყმებით, ასევე ყელში ხელების მოჭერით ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა გ---––--- ს----------ს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკუ-რი ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი.

2019 წლის 07 მარტს დაახლოებით 07:00 საათზე ქ. ბ------–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-18 სართულზე, ბინა №----ში ყოფნისას, ურ-თიერთშელაპარაკების ნიადაგზე ი---- ო--------–მა იატაკზე დააგდო და დააზიანა გ---––--- ს----------ს კუთვნილი მობილური ტელეფონი SAMSUN GALAXI S7 EDGE, რამაც გამოიწვია 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი---- ო--------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------- ზ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ი---- ო--------–ის მიმართ გა-მამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ დაზარა-ლებულ გ---––--- ს----------ს და მისი მეგობრის მონათხრობი არის კანონდარღვევით მოაპოვებული ინფორმაცია, მათი გამოკითხვა არ მიმდინარეობდა განცალკევებულად. დაზარალებულს სამჯერ მეტი ღირებულების ახალი მობილური ტელეფონი უყიდეს, მიუხედავად ამისა ჩვენების მიცემისას მას სასამართლოსთვის არ მიუწოდებია აღნიშ-ნული ინფორმაცია და არ უთქვია, რომ ზარალთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნ-და. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ დაზიანებული ტელეფონის სასაქონ-ლო შეფასება მას შემდეგ განხორციელდა, რაც შემთხვევის შემდეგ იგი წაღებული ჰქონდა გ---––--- ს----------ს თავისთან და ის ფლობდა და განკარგავდა მას. ეს ტელეფო-ნი შემთხვევის ადგილიდან არ ყოფილა ამოღებული. აქედან გამოდინარე ზუსტად ვერ ირკვევა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ადგილამდე რა მდგომარეობაში იყო ტელეფო-ნი და გაურკვეველია რა დოზით დაზიანდა იგი დანაშაულის ჩადენის ადგილზე. გულ-შატ ს----------ს მას შედეგ, რაც მის მფლობელობაში იმყოფებოდა ტელეფონი, შეეძლო უფრო დაეზიანებინა ისედაც დაზიანებული ტელეფონი, რითაც გაზარდა ზარალის ოდენობა. ი---- ო--------–ისა და ს---- გ---------ის ჩვენებების ანალიზით უტყუარად დგინდება, რომ ი---- ო--------–ს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, არავისთვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას და არც არავის ტე-ლეფონი დაუზიანებია. პირიქით, დაზიანებული ტელეფონი და შახლა გულიაევას და-ზიანებები მათ შენიშნული ჰქონდათ ამ ბინაში მათ შეხვედრამდეც.

ბრალდების მხარემ საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით წარმართა მოწმე-თა გამოკითხვა, მტკიცებულებათა გაცვლა და სხვა. მიუხედავად ამისა ვერ მოიძია ი----- ო--------–ის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ი---- ო--------–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს მ-------- ზ----ეს, რომლებიც ითხოვენ ი---- ო--------–ის მიმართ გამამართლე-ბელი განაჩენის გამოტანას.

– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორებს თ-------- გ----–---–ს და თ----- ჩ------–--ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულ გ---––--- ს----------ს ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ 2019 წლის 07 მარტს დაახლოებით 07:00 საათზე ქ. ბ------–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-18 სართულზე, ბინა №----ში ყოფნისას, ურთიერთშელაპა-რაკების ნიადაგზე ი---- ო--------–მა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების და ფეხების დარტყმებით, ასევე ყელში ხელების მოჭერით ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა გ---––--- ს----------ს, რამაც გამოიწვია მის ფიზიკური ტკივილი, ასევე გამოართვა და იატაკზე დააგდო და დააზიანა გ---––--- ს----------ს კუთვნილი მობილური ტელეფონი SAMSUN GALAXI S7 EDGE, რამაც გამოიწვია 500 ლარის ზიანი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ს---–- გ---–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 07 მარტს ქ. ბ------–--------------ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ყოფნისას ი---- ო---------–მა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების და ფეხების დარტყმებით, ასევე ყელში ხელების მოჭერით ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა გ---––--- ს----------ს, გამოარ-თვა და იატაკზე დააგდო და დააზიანა გ---––--- ს----------ს კუთვნილი მობილური ტე-ლეფონი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ჟ--- გ--------ის ჩენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 7 მარტს დილის საათებში, და-ახლოებით 9 საათზე მაღაზიიდან ბრუნდებოდა სახლში, როდესაც სადარბაზოში შევი-და მას დახვდა ორი გოგონა. ერთი მათგანი ტიროდა და ამბობდა, რომ ცემა ვიღაც თურ-ქმა მამაკაცმა, წაართვა ტელეფონი და ქალბატონს სთხოვდა დახმარებას და პოლიციაში დარეკვას. გოგონას რომელიც, ტიროდა და დახმარებას ითხოვდა აღენიშნებოდა სიწით-ლეები სახეზე და ხელებზე. მოწმე აღნიშნა, რომ შეეცოდა და გოგონას დახმარების მიზ-ნით დარეკა პოლიციაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2019 წლის 7 მარტს ჩატარებული ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღება ჩატარდა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყო-ფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ გ--- გ--------ის მიერ გ---––--- ს-----------ს მონაწილეობით. გ---––--- ს----------სგან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი სამ-სუნგის ფირმის დაზიანებულ მდგომარეობაში, რომელიც შეიფუთა და დაილუქა.

საქმეში არსებული, მობილურ ტელეფონზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ტელეფონის კოდია 3-------------- და დაზიანებამდე მის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ღირებულება შეად-გენს 550 ლარს.

ექსპერტმა რ----- ზ----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხ-ვისას დაადასტურა ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, მობილურ ტელეფონზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ტელეფონის კოდია 3-------------- და დაზიანებით მასზე მიყენებული ზარალი შეადგენს 500 ლარს.

ექსპერტმა რ----- ზ----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხ-ვისას დაადასტურა ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, გ---––--- ს----------ს სხეულზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგები დადგენილია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომლის თანახმად 2019 წლის 7 მარტს გ---––--- ს----------ს აღენიშნებოდა ნასკდომი ქვედა ტუ-ჩის შიგნითა ზედაპირზე, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯამრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

საქმეში არსებული, 2019 წლის 22 მარტს შედგენილი ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ი---- ო--------–ი დაკავებულ იქნა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართვე-ლოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ გ--- გ--------ის მიერ 20 საათსა და 54 წუთზე პოლიციის შენობაში.

მოწმეებმა, პოლიციის გამომძიებლებმა ი-----–- წ--–----ემ, დ--- შ-----ემ და გ--- გ---------ემ სასამართლოში დაკითხვისას განმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღეს წინამდე-ბარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, გამოძიებისას მათ მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტები ზუსტად ასახავენ საგამოძიებო მოქ-მედებების მიმდინარეობას შინაარს და შედეგებს. ოქმში აღნიშნული ხელმოწერები ეკუთვნის სწორედ იმ პირებს ვინც მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში.

მსჯავრდებულმა ი---- ო--------–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცე-მული ჩვენებით ირკვევა, რომ ფულთან დაკავშირებით მოუვიდა კამათი დაზარალე-ბულთან, რადგან იმ საღამოს დაზარალებულს 1000 ლარზე მეტიც კი გადაუხადა კაზინოში. არანაირ ძალადობას და ქონების დაზიანებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქო-ნია და დაზარალებული იმდენად ნასვამი იყო, რომ გაუჭირდა მისი სახლიდან გაყვანა. ციხეში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულს სხვა მსგავსი 2-3 შემ-თხვევა ჰქონია და ამიტომ დაზარალებულის ჩვენება არ არის გასაზიარებელი. დაზარა-ლებულის სხეულზე არსებულ დაზიანებების შესახებ ბრალდებულმა განმარტა, რომ დაზიანებანი დაზარალებულს ჰქონდა მასთან ჯერ კიდევ სახლში მისვლამდე და ამის შესახებ სახლში მისვლის შემდეგ შენიშნა მაშინ, როდესაც დაზარალებული ტანზე იცვ-ლიდა. დაინახა, რომ დაზარალებულს ორივე მკლავზე დაზიანებანი აღენიშნებოდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ი---- ო--------–ის უდანა-შაულოდ ცნობის თაობაზე. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებუ-ლებების საპირისპირო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა დაზარალებულის მხრი-დან დანაშაულის პროვოცორებას დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ი---- ო--------–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მის მიმართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ი---- ო--------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საა-პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ი---- ო--------–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ი---- ო--------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრ-მა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი---- ო--------–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფ-ლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ი---- ო--------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2019 წლის 22 მარტიდან.

ი---- ო--------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.

ნივთმტკიცება – სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili