განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
330100119002990108
ინსტანცია
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002990108

საქმე №1ბ/190-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-------------ის

ადვოკატ: ა-–--------------------–---–ის

მსჯავრდებულ: ნ-----–----------------–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის, ასევე, მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–--------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–------------------------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #------------ საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქ-------–-----------------–---–-----------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ნ-----–----------------–-–---–მა ჩაიდინა:

 

ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2002 წლიდან ნ-----–----------------–-–---–ი და ი-----------ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში და ჰყავთ ორი შვილი. დაოჯახების შემდეგ, ნ-----–----------------–-–---–ი სისტემატურად ახდენდა ი-----------ის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2016 წლიდან 2018 წლის მაისამდე დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მათ საცხოვრებელ მისამართზე, თ---–-----------------–---–----------------------------------- ასევე მ--------------------ე არსებულ საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ-----–----------------–-–---–ი განსაკუთრებით აგრესიულად ექცეოდა ი-----------ეს და მის მიმართ ახორციელებდა სისტემურ ფიზიკურ ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გამოიხატებოდა ი-----------ის ცემაში, კერძოდ, ხელებს და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. აღნიშნული ქმედების შედეგად ი-----------ემ მიიღო ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

2016 წლიდან 2018 წლის მაისამდე, ნ-----–----------------–-–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მის მეუღლეს, ი-----------ეს, ამცირებდა, აგინებდა მას. საქმეზე ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----------ემ ნ-----–----------------–-–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური (მორალური) დამცირება და ტანჯვა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:

 

2002 წლიდან ნ-----–----------------–-–---–ი და ი-----------ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში და ჰყავთ ორი შვილი. 2018 წლის აპრილის თვეში, ნ-----–----------------–-–---–მა ფიზიკურ ძალადობა განახორციელა ი-----------ის მიმართ, რაც გამოიხატებოდა ი-----------ის ცემაში, კერძოდ, ხელებს და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. აღნიშნული ქმედების შედეგად ი-----------ემ მიიღო ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

2016 წლიდან 2018 წლის მაისამდე, ნ-----–----------------–-–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მის მეუღლეს, ი-----------ეს, ამცირებდა, აგინებდა მას. საქმეზე ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----------ემ ნ-----–----------------–-–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური (მორალური) დამცირება და ტანჯვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:

 

ნ-----–----------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ნ-----–----------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 4 თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის, დამცირების ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 4 თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმით, ნ-----–----------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 4 თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 აპრილიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ, ასევე, მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-–--------------------–---–მა.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ-------------ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24

 

დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ნ-----–----------------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-–--------------------–---–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაცვის მხარემ ალტერნატიული მოთხოვნის სახით მოითხოვა მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ საფუძვლით, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაენიშნა უკანონო სასჯელი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ა-–--------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენში ნ-----–----------------–-–---–ის მიმართ ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ნ-----–----------------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამავე დროს პალატა მიიჩნევს, რომ ნ-----–----------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი არის უკანონო, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით;

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ი-----------ის ჩვენებით, დაახლოებით 16 წლის განმავლობაში იყო ნ-----–----------------–-–---–ის მეუღლე და ჰყავთ ორი შვილი. პირველად ნ------------–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაქორწინებიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ და გაუტეხა ცხვირი. ვინაიდან მისი ყოფილი მეუღლე არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და ალკოჰოლზე დამოკიდებული, აღნიშნულზე მუდმივად ჰქონდათ უთანხმოება, რის გამოც ნ------------–-–---–ი მუდმივად ამცირებდა და აყენებდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულის განმარტებით, მეუღლე საშუალებას არ აძლევდა თავისი აზრი გამოეხატა. გარკვეული პერიოდი მშვიდდებოდა და შემდეგ ისევ აგრძელებდა ძალადობას. დაახლოებით სამი წლის წინ, გაზაფხულზე, ტაფა ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც გაუსკდა წარბი. სახლში იმკურნალა ექიმთან არ მისულა. ასევე, 2018 წლის აპრილის თვეში, ჯერ მ--------------------ე მდებარე საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ძალის გამოყენებით წაიყვანა სახლში, სადაც კვლავ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, მე-5 სართულიდან მე-6 სართულზე აიყვანა თმის თრევით, კედელზე არტყმევინა თავი და ურტყამდა ხელებს. აღნიშნულ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე, მათ საცხოვრებელ სახლში ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელებისა და ფეხების გამოყენებით სცემა. ნ-------------–-–---–- ყოველთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა, არ ერიდებოდა ხალხს და მათი თანდასწრებითაც ამცირებდა. ამასთან, ემუქრებოდა შვილების წართვევით, რის გამოც აქამდე ვერაფერს ამბობდა. ვინაიდან ნ------------–-–---–ის ქმედებების გამო, იმყოფებოდა მუდმივად სტრესში, მის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის განხორციელების თარიღები არ ახსოვს, თუმცა ბოლო პერიოდში ფიზიკურ შეურაცხყოფას კვირაში ორ-სამჯერ მაინც ჰქონდა ადგილი. მისი ყოფილი მეუღლის ქმედებების შედეგად, ყველა შემთხვევაში განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

არასრულწლოვან ნ-----------------–-–---–ის განმარტებით, ი-----------ე არის მისი დედა, ხოლო ნ-----–----------------–-–---–ი - მამა. მისი მშობლების დაკავებამდე, ძმასთან ერთად, ცხოვრობდა მათთან ერთად, რა დროსაც დედა და მამა სულ ჩხუბობდნენ, კერძოდ, მამა დედას სცემდა, რაც გამოიხატებოდა ხელების და ფეხების ჩარტყმაში. ამასთან, დედას მონასავით ექცეოდა და აძლევდა დავალებებს. ნ------------–-–---–ი მეგობრებთან ერთად ხშირად სვამდა და დედასაც აძალებდა სმას, შემდეგ კი მაინც ეჩხუბებოდა რატომ დალია. ერთხელ დედას ისე ეჩხუბა, რომ გული წაუვიდა, ერთხელ შეესწრო ფაქტს, რომ მამამ დედას რკინის ხელსაწყო ჩარტყა თავში და გაუტეხა, ხოლო აპრილში, სახლის კიბეებზე თმით ათრია. გამოძიების დროს პოლიციელებს უთხრა, რომ ნ------------–-–---–ი არ ცემდა დედას, რადგან მამა და მამიდა აშინებდნენ.

 

არასრულწლოვან ნ-----–----------------–-–---–ის ჩვენებით, მშობლების, ნ-----–----------------–-–---–ის და ი-----------ის, დაკავებამდე ცხოვრობდა მათთან და დასთან, ნ-----------------–-–---–თან ერთად. თანაცხოვრების დროს მამა ცუდად ექცეოდა დედას, ეჩხუბებოდა და ურტყამდა. ამასთან, ალკოჰოლის დალევას აძალებდა დედას და დალევის შემთხვევაშიც ეჩხუბებოდა მას. ხანდახან შესწრებია როცა მამას წიხლები და მუშტები ჩაურტყამს ი-----------ისთვის. ბოლოს ნ------------–-–---–მა დედას, ი--------ეს სცემა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე. გამოძიებისას პოლიციელებს უთხრა, რომ მამა არ სცემდა დედას, რადგან მამამ და მამიდამ დააძალეს, რომ ასე ეთქვა.

 

მოწმე თ----------ის ჩვენებით, ნ------------–-–---–ი არის მისი დის, ი-----------ის, ყოფილი მეუღლე და ჰყავთ ორი შვილი. მათ შორის უთანხმოება დაიწყო დაქორწინებიდან ძალიან მალე და ამის შემდეგ, ი-----------ე სულ იყო ნაცემი და დალურჯებული. თავად ერთი ფაქტის გარდა, რომელიც დღეის მდგომარეობით ხანდაზმულია, არასოდეს შესწრებია ნ------------–-–---–ის მიერ მისი დის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, თუმცა მისი და არაერთხელ უნახავს ნაცემ მდგომარეობაში, დაზიანებებით და მისგანვე იცის, რომ აღნიშნული დაზიანებები მიაყენებული ჰქონდა ნ------------–-–---–ის მიერ. მისთვის, ი--------ისგან ცნობილია, რომ 2016-2017 წელს (ზუსტ დროს ვერ იხსენებს), მისმა ყოფილმა სიძემ, ტაფის გამოყენებით, თავი გაუტეხა მის დას. ასევე, 2018 წლის აპრილში, ნაცემი მიიყვანა მათთან, რა დროსაც ი-----------ეს სახე და თვალები ჰქონდა დალურჯებული, ხოლო მის დისშვილს, ნ-----–----------------–-–---–ს წამოსცდა, რომ მამამ სცემა დედას. ი-----------ე მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს ხშირად მალავდა, რადგან არ სურდა, რომ ჩარეულიყვნენ მისი ოჯახის საქმეში. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მისი და წამოიყვანეს სახლიდან, თუმცა მალევე შეურიგდა მეუღლეს და მასთან დაბრუნდა.

 

მოწმე გ--–---------–---–ის ჩვენებით, ი-----------ე არის მისი მეუღლის და, ხოლო ნ-----–----------------–-–---–ი იყო ი--------ის მეუღლე. მიუხედავად იმისა, რომ ნ-----–----------------–-–---–ი ოჯახზე ზრუნავდა, სახლში სულ ჩხუბი და არეულობა ჰქონდათ. იმ შემთხვევებში, რაც მისთვის ცნობილია, ჩხუბის ინიციატორი ყოველთვის ნ------------–-–---–ი იყო. ჩხუბის დროს სცემდა ი-----------ეს. ხშირად გასაშველებლად ურეკავდნენ, თუმცა როცა მიდიოდა, მათ შორის კონფლიქტი უკვე დამთავრებული იყო, ხოლო ი-----------ე ნაცემი დახვედრია. რამდენჯერმე წაიყვანა კიდეც მისი ცოლის და მშობლების ოჯახში, თუმცა ის მალევე მეუღლეს ურიგდებოდა. 2016 წლის შემდეგ, ბოლო პერიოდში, ახსოვს შემთხვევა, როდესაც ნ-----–----------------–-–---–მა ბორჯომში, მისი თანდასწრებით, სცემა ი-----------ეს და თმით ათრია. პერიოდულად პატარ-პატარა დარტყმის მომენტებსაც შესწრებია, მაგრამ ასეთ სერიოზულს, მას შემდეგ აღარ. რაც შეეხება სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს, ზოგადად ნ------------–-–---–ს უყვარს ბილწსიტყვაობა და მის ცოლსაც მუდმივად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოიხსენიებდა უცენზურო სიტყვებით.

 

მოწმე ნ-----–---------ის ჩვენებით, ნ-----–----------------–-–---–ი არის მისი შვილის, ი-----------ის ყოფილი მეუღლე. მათი ერთად ყოფნის პერიოდში, ნ------------–-–---–ი მის შვილს მუდმივად სცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ი--------ესთან სატელეფონო საუბრის დროსაც მოუსმენია. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, როდესაც მათთან სტუმრად მოდიოდნენ, ი-----------ე ხშირად იყო ნაცემი და დალურჯებული. ბოლოს ი-----------ე მეუღლესთან და შვილებთან ერთად სტუმრობდა 2018 წლის 28 აპრილს, რა დროსაც იგი ცემის შედეგად იყო დალურჯებული. დაახლოებით 17 წლის განმავლობაში ითმენდნენ ნ-----–----------------–-–---–ის ამგვარ დამოკიდებულებას, რადგან მის შვილს არ უნდოდა, რომ ჩარეულიყვნენ მის საქმეში და როდესაც თავისთან წამოიყვანდნენ, ი--------ე ქმარს მალევე ურიგდებოდა.

 

მოწმე რ----------------ის ჩვენებით, ნ-----–----------------–-–---–ი იყო მისი შვილის, ი-----------ის მეუღლე. 2018 წლის 28 აპრილს, ი-----------ე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ესტუმრა მათ, რა დროსაც ორივე თვალი ჰქონდა ჩალურჯებული. სხვა შემთხვევებშიც, როდესაც მათთან მიდიოდნენ, მისი შვილი სულ იყო ნაცემი, თუმცა მალავდა, რადგან თავად სამჯერ აქვს ინსულტი გადატანილი და უმალავდა, რომ არ ენერვიულა. მიუხედავად იმისა, რომ ნ-----–----------------–-–---–ი მუდმივად სცემდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა მის შვილს, პოლიციას არ მიმართავდნენ, რადგან ი-----------ე არ აძლევდა მათ აღნიშნულის საშუალებას.

 

მოწმე მ--------------–---–ის ჩვენებით, ი-----------ე არის მისი მეზობლების, რ-------- და ნ-----–---------ეების შვილი, რომელიც დაქორწინებული იყო ნ-----–----------------–-–---–ზე. 2018 წლის 28 აპრილს, ი-----------ე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა მშობლების სახლში, რა დროსაც ის იყო დალურჯებული. ზოგადად, როდესაც ი-----------ე სტუმრობდა მშობლებს, სულ იყო ნაცემი და დალურჯებული. ი-----------ისგან მისთვის ასევე ცნობილია, რომ 2016 წლის შემოდგომის პერიოდში მისმა მეუღლემ გადაასხხა ადუღებული წყალი, ამასთან ანახა დამწვარი ფეხიც. რაც შეეხება სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს, ნ-----–----------------–-–---–ს მისი თანდასწრებითაც ხშირად უგინებია მეუღლისთვის. ვინაიდან მასაც ჰყავდა მოძალადე ქმარი, რომელიც ხშირად ძალადობდა მასზე, იცის როგორია ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებები, რის გამოც შეუძლია თქვას, რომ დაზიანებები, რაც აღენიშნებოდა ხოლმე ი-----------ეს, მიყენებული იყო ცემის შედეგად.

 

მოწმე ლ---–----–-----–ის ჩვენებით არის ი-----------ის მშობლების მეზობელი და შესაბამისად, ნ-------------–-–---–ს იცნობს მათგან. დაახლოებით ერთი თუ ორი წლის წინ, ზუსტ დროს ვერ იხსენებს, ი-----------ე მივიდა მასთან და სახლში წასასვლელად სთხოვა ტაქსის გამოძახება. მას სახეზე ჰქონდა სილურჯეები. მეორე დღეს, როდესაც ნახა ი--------ის დედა, მან უთხრა, რომ ცოლ-ქმარმა იჩხუბეს, რა დროსაც მისმა სიძემ ბავშვები წაიყვანა და წავიდა, ხოლო მოგვიანებით ი-----------ეც ჩუმად წავიდა. ზოგადად, როდესაც ი--------ეს ხვდებოდა, მას სახე სულ ჰქონდა დასიებული და დალურჯებული.

 

მოწმე ნ--------------–ის ჩვენებით, არის ი-----------ის ბიძაშვილი. 2016 წელს ნ-----–----------------–-–---–მა ი--------ე შვილებთან ერთად ჩაიყვანა მასთან გორის რაიონში და თავად ისევ წავიდა. რამდენიმე დღეში ნ------------–-–---–ი დაბრუნდა და იმის გამო, რომ მის მამიდაშვილს მობილურზე ხმა ჰქონდა გათიშული და ვერ უპასუხა, ფიზიკურად გაუსწორდა, კერძოდ სახეში ურტყა წიხლები. ი-----------ისგან იცის, რომ მეუღლესთან მუდმივად ქონდა კონფლიქტი, რის გამოც სულ დაძაბული იყო. ზოგადად, როდესაც ი-----------ეს და ნ-----–----------------–-–---–ს ერთად ხედავდა, ნ------------–-–---–ი ყოველთვის ეჩხუბებოდა მის მამიდაშვილს.

 

მოწმე მ--------------ის ჩვენებით, ი-----------ესთან ორჯერ ჩაატარა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, პირველად 2018 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს. ორივე შემთხვევაში მივიდა დასკვნამდე, რომ მან ნ-----–----------------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მისი 14 წლიანი მუშაობის პერიოდში იშვიათად უნახავს ისეთი დანგრეული ფსიქიკა, როგორც ი-----------ეს აქვს.

 

მოწმე ბ-------------–--ის ჩვენებით, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი სახის დასკვნა: მოქალაქე ი-----------ეს 2018 წლის 15 მაისს, ობიექტური შემოწმებით, სხეულზე აღენიშნება ნაჭდევები და სისხლჩაქცევა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე, აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობების შეხორცების შემდგომი ნაწიბურები, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. მარჯვენა იდაყვის მიდამოში ნაჭდევი ზომით 1.5X1.5 სმ., დაფარული ღია მორუხო-მოყავისფრო ფუფხით კანის დონეზე მაღლა და იგივე ხასიათის ნაჭდევი მარჯვენა ძუძუს ზედა კიდესთან ზომით 4X0.2 სმ., ხანდაზმულობით დაახლოებით 6-7 დღისაა; მარცხენა იდაყვის მიდამოში ღია მოყავისფრო დეპიგმენტური უბანი ზომით 1 X 1სმ. კრიალა ზედაპირით და მარჯვენა თვალბუდის შიგნითა კიდესთან მოყვითალო-მომწვანო კონტურებ წაშლილი სისხლჩაქცევა ზომით 1.5X0.5 სმ. ხანდაზმულობით დაახლოებით 10-12 დღისაა; მარჯვენა წარბის შიგნითა კიდესთან სიგრძივი მიმართულების ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბური ზომით 0.8X0.3 სმ. უსწორმასწორო კიდეებით, მოთეთრო, ოდნავ ამობურცული კრიალა ზედაპირით, შეხებით მომკვრივო, იგივე ხასიათის ნაწიბური მარცხენა წარბის შიგნითა კიდესთან, სიგრძივი მიმართულების, გარდამავალი შუბლის მიდამოზე, ზომით 2.8X0.3 სმ. და ზედა ტუჩის მარცხენა ნახევარზე ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბური, უსწორმასწორო კიდეებით, ზომით 0.6X0.5 სმ., მოთეთრო კრიალა, ოდნავ ჩაწეული ზედაპირით, რბილი კონსისტენციის, აღნიშნული დაზიანებები კი განვითარებული უნდა იყოს ერთ წელზე მეტი დროის პერიოდში.

 

მოწმე თ-------------–--ის ჩვენებით, ნ-----–----------------–-–---–ის მიერ ი-----------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, პროკურატურიდან მიღებული განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო 2018 წლის მაისში. აღნიშნული საქმის ფარგლებში, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, გამოკითხა არასრულწლოვანი მოწმეები, ნ----ა და ნ-----–----------------–-–---–ები, ასევე გამოკითხა ნ-----–----------------–-–---–ი, ი-----------ე, გ--–---------–---–ი, ნ-----–---------------------------–-----------------------------------–---–---------------------------------–---–----–---–----–-----–--------------------–---------–---------------------------------–--–------------ მის მიერ დანიშნული იქნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. თ--------–--ის მიერ დადასტურებული იქნა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების სისწორე და ნამდვილობა.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, მოქ. ი-----------ეს 15.05.18 წელს ობიექტური შემოწმებით, სხეულზე აღენიშნება ნაჭდევები და სისხლჩაქცევა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობების შეხორცების შემდგომი ნაწიბურები, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით. მარჯვენა იდაყვის მიდამოში ნაჭდევი ზომით 1.5X1.5 სმ., დაფარული ღია მორუხო-მოყავისფრო ფუფხით კანის დონეზე მაღლა და იგივე ხასიათის ნაჭდევი მარჯვენა ძუძუს ზედა კიდესთან ზომით 4X0.2 სმ., ხანდაზმულობით დაახლოებით 6-7 დღისაა; მარცხენა იდაყვის მიდამოში ღია მოყავისფრო დეპიგმენტური უბანი ზომით 1 X 1სმ. კრიალა ზედაპირით და მარჯვენა თვალბუდის შიგნითა კიდესთან მოყვითალო-მომწვანო კონტურებ წაშლილი სისხლჩაქცევა ზომით 1.5X0.5 სმ. ხანდაზმულობით დაახლოებით 10-12 დღისაა; მარჯვენა წარბის შიგნითა კიდესთან სიგრძივი მიმართულების ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბური ზომით 0.8X0.3 სმ. უსწორმასწორო კიდეებით, მოთეთრო, ოდნავ ამობურცული კრიალა ზედაპირით, შეხებით მომკვრივო, იგივე ხასიათის ნაწიბური მარცხენა წარბის შიგნითა კიდესთან, სიგრძივი მიმართულების, გარდამავალი შუბლის მიდამოზე, ზომით 2.8X0.3 სმ. და ზედა ტუჩის მარცხენა ნახევარზე ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბური, უსწორმასწორო კიდეებით, ზომით 0.6X0.5 სმ., მოთეთრო კრიალა, ოდნავ ჩაწეული ზედაპირით, რბილი კონსისტენციის, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს ერთ წელზე მეტი დროის პერიოდში.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ი-----------ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ი-----------ემ მეუღლის, ნ-----–----------------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული

 

ქმედებებით, განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ი-----------ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ი-----------ემ მეუღლის, ნ-----–----------------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით, განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

დაცვის მხარის მოწმის ხ--------------–---–ის ჩვენებით, არის ნ-----–----------------–-–---–ის და ი-----------ის უფროსი შვილის, ნ-----------------–-–---–ის ნათლია. მისი შეფასებით ორივე მათგანი იყო კარგი მშობელი და მეუღლე და არც არასოდეს შესწრებია მათ შორის რაიმე სახის ძალადობას.

 

მოწმე რ------–--–--ის ჩვენებით, არის ნ-----–----------------–-–---–ის მეგობარი, რომელთანაც სახლში ძალიან ხშირად მიდიოდა. მისვლისას, ნ------------–-–---–ის მეუღლე, ი-----------ე ბევრჯერ უნახავს ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა მათ შორის ძალადობას არასოდეს შესწრებია. ი--------ის დაკავებამდე, გარკვეული პერიოდით ადრე, ახსოვს შემთხვევა, როდესაც დილის საათებში მივიდა მათთან და შემდეგ ნ------------–-–---–თან ერთად გავიდა საქმეზე, როდესაც დაბრუნდნენ, ი--------ე იყო ნასვამი და სახე ჰქონდა დაწითლებული. სხვა დროს, მიუხედავად იმისა, რომ კვირის განმავლობაში შეიძლება ოთხჯერაც მისულიყო მათთან, ი-----------ისთვის დაზიანებები არ შეუმჩნევია.

 

მოწმე მ------------–---–ის ჩვენებით, ნ-----–----------------–-–---–ი არის მისი მამიდაშვილი, რომელიც დაქორწინებული იყო ი-----------ეზე. როდესაც ნ------------–-–---–მა იქორწინა მასზე, დაპატიჟეს და მივიდა. აღნიშნულის შემდეგ კი მათთან აღარ ყოფილა. ვინაიდან ცხოვრობენ ერთ უბანში, ქუჩაში ხვდებიდნენ ხოლმე ერთმანეთს და მათი ურთიერთობა მისალმებით შემოიფარგლებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც ი-----------ე, სანამ მას დააკავებდნენ, შეხვდა ქუჩაში და ისე ჩაუარა, ვერ იცნო. მიხვდა, რომ იგი იყო ნასვამ მდგომარეობაში. მისთვის ნ-----–----------------–-–---–სა და ი-----------ეს შორის ძალადობის შესახებ ცნობილი არ არის.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ ნ-----–----------------–-–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ისევ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილზე, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებით იყო განსაზღვრული, პალატა არ ეთანხმება. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ძალადობა ჯამში სამჯერ მაინც უნდა განხორციელედეს, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. ამიტომ წარმოუდგენელია ძალადობა მივიჩნიოთ სისტემატურად, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ მათ შორის აღნიშნული სისტემური ჯაჭვი ქრება, რაც შეფასებითი ცნებაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას სასამართლო ადგენს. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–----------------–-–---–ს ბრალად ედება ი-----------ის მიმართ 2016 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სისტემატური ფიზიკური ძალადობის ჩადენა. თავად დაზარალებულმა ი-----------ემ დაასახელა სამი ძალადობის ფაქტი, რომელიც დროის ინტერვალით იმდენად ხანგრძლივი პერიოდით არის დაშორებული ერთმანეთისგან, რომ წარმოუდგენელია განცდილი ფიზიკური ტკივილი ამ ხნის განმავლობაში იმ ინტენსივობით შენარჩუნებულიყო, რომ მას სისტემატური ძალადობისთვის დამახასიათებელი ელფერი შეეძინა. დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გარკვევით განმარტა, რომ წლები ერევა, ზუსტად არ ახსოვს, შეიძლება გაახსენდეს შეიძლება არა, ისეთი სტრესი მიიღო. დაზარალებული ძირითად აქცენტს აკეთებს, რომ თავად ფიზიკურ ძალადობას არ ახორციელებდა შვილების მიმართ. საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია - განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ-----–----------------–-–---–ის მიერ ი-----------ის მიმართ 2018 წლის აპრილის თვეში განხორციელებული ძალადობის ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით, - როგორც თავად დაზარალებულის, ისე მოწმეთა ჩვენებებით; შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სახეზე არ გავქვს ძალადობის სისტემატურობა და ნ-----–----------------–-–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის (ერთი დამოუკიდებელი ეპიზოდის) ჩადენაში და ამ ნაწილში დაცვის მხარის მოთხოვნა ნ-----–----------------–-–---–ის გამართლების თაობაზე უსაფუძვლოა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის, დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების თაობაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ როგორც დაზარალებულ ი-----------ის ისე მოწმეების - ნ----ა და ნ-----–----------------–-–---–ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ ნ-----–----------------–-–---–ი თანაცხოვრების პერიოდში ი-----------ეს მუდმივად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ ერიდებოდა მის დამცირებას, როგორც შვილების ისე გარეშე პირთა თანდასწრებით. ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით კი ერთმნიშვნელოვნად დასტურდა, რომ ნ-----–----------------–-–---–ის ქმედებით ი-----------ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის ალტერნატიულ მოთხოვნას და ეთანხმება სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით არაკანონიერად დანიშნული სასჯელის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ ნ-----–----------------–-–---–მა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) ჩაიდინა 2018 წლის აპრილში, ხოლო სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება 2016 წლიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდში, რა დროსაც მითითებული მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. 2018 წლის 28 დეკემბრიდან საქართველოს სისსხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად, ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ის მიმართ სასჯელის ნაწილში არის უკანონო, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი. მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულის თითოეული დამოუკიდებელი ეპიზოდისათვის უნდა განესაზღვროს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა; პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ა-–--------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019

წლის 24 დეკემბრის განაჩენში ნ-----–----------------–-–---–ის მიმართ ცვლილება უნდა იქნას შეტანილი

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ა-–--------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენში ნ-----–----------------–-–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ნ-----–----------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ნ-----–----------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის, დამცირების ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმით, ნ-----–----------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ-----–----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 აპრილიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი