განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-832-2019 წელი
№010100119003068293
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
11 მარტი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-----–- დ--------–--ის,ადვოკატის – ლ-- მ---------ის,მსჯავრდებულის – თ----- მ–------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა თ----- მ–------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
თ----- მ–------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, რეგისტრირებული ხ--–----------------–----–----------------–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–---–-----–--–---–------------------ში, მსჯავრ-დებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანა-შაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვე-თა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამორთ-მეული აქვს საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესე-ბულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხო-ლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
თ----- მ–------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის;
– განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თ----- მ–------ე გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 63,4481 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლის ნაწილიც – 3,728 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰე-როინი“ ამოღებული იქნა 2019 წლის 24 მაისს, ქ. ბ------–-------------–---–---------------–-–---–ის ქუჩების კვეთაში ჩატარებული თ----- მ–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ნაწილი – 54,823 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოღებული იქნა 2019 წლის 24 მაისს, თ----- მ–------ის დროებითი საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ბ------–---–-----–--–---–-------------------ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად. 3,878 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოღებულ იქნა 2019 წლის 24 მაისს ქ. ბათუმში სხვადასხვა ადგილებიდან (მისამართებიდან) საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ხოლო 1,0191 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოღებულ იქნა 2019 წლის 30 მაისს ქ. ბათუმში სხვადასხვა ადგილებიდან (მისამართებიდან) საგამოძიებო მოქმედების – ამოღების შედეგად.
2019 წლის 24 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის და 2019 წლის 30 მაისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების – ამოღების შედეგად ამოღებული განსაკუთრე-ბით დიდი ოდენობით – 4,8971 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ თ----- მ–------ეს განთავსებული ჰქონდა ქ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილებზე (მისამართებზე) დაუდგენელ პირებზე შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით, რაც მის მიერ ვერ გან-ხორციელდა პოლიციის მუშაკების მიერ დროულად გატარებული ღონისძიების შედე-გად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ----- მ–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-- მ---------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს თ----- მ–------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ თ------ მ–------ემ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებას-თაგნ, ის არის სტუდენტი, ჰყავს ჯანმრთელობაშერყეული მამა, წარსულში არ არის ნასა-მართლევი.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ თ----- მ–------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს ლ-- მ---------ეს, რომლებიც ითხოვენ თ----- მ–------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
– პროკურორ ი-----–- დ--------–--ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანო-ნიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ თ----- მ–------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვ-სე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ----- მ–------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორცი-ელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაუ-ლის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ თ----- მ–------ე აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ნასამართლობის არ მქონეა, ამასთან გაითვალისწინა, რომ თ----- მ–------ე წინასწარ მოფიქრებული სქემით, ანგა-რებით, სარგებლის მიღების მიზნით, ასაღებდა ნარკოტიკებს და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით სასჯელად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ თ----- მ–------ის მიმართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაუ-ლის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასა-ჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასიკე-თო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქ-ტომბრის განაჩენი თ----- მ–------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
თ----- მ–------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ----- მ–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მეექვსე ნაწი-ლის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორ-მეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ერთმა თანა-ბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თ----- მ–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფ-ლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატ-რანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლე-ბა, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთია-ქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თ----- მ–------ეს ზემოაღნიშნული, კანონით გათვალისწინებული უფლებების შეზ-ღუდვის მოქმედების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
თ----- მ–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2019 წლის 24 მაისიდან.
თ----- მ–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა – გაუქმე-ბულ--.
ნივთმტკიცებები – საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული სა-შუალებები, საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სასწორები, რომლებიც ინახება გამოძიების ორგანოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ნივთმტკიცებები – თ----- მ–------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებუ-ლი მობილური ტელეფონები, თ----- მ–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ბლოკნოტი და წვევამდელის მოწმობა, საფულე, ავტომანქანა „ტოიოტა ქამრის“ ჩხრეკის დროს ამოღებული ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა და გასაღები, ავტომანქანა „ბმვ“-ს ჩხრეკის დროს ამოღებული ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა და გასაღები, რომლებიც ინახება გამოძიების ორგანოში, ავტომანქანა „ბმვ“, სახ. ნომრით D------, რომელიც განთავსებულია აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინის-ტრაციული შენობის ეზოში, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს კუთვნილების მი-ხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – თ----- მ–------ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორ-მაცია DVD-R დისკზე, რომელიც ინახება გამოძიების ორგანოში, დაერთოს საქმეს, საქ-მის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
marina siraZe