განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2020
საქმის ნომერი
190100118002465637
ინსტანცია
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002465637

საქმე №1ბ/261-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 მარტი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - მ-------------–--ის,გამართლებულ - ს-------------ას,ადვოკატ - გ----------------–---–ის,თარჯიმან - ა---------–--------ის მონაწილეობით,პროკურორ თ------------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ს-------------ას მიმართ, დაბადებული 1----–-–---------ს, პ/ნ №3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–---------------–-- - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

ს-------------ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; კერძოდ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 08 ოქტომბერს შუადღის საათებში, გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოში ს----------–----ს მიერ ჯ-----------------ს ცემის გამო, ჯ----------------ის დედამ - ს-------------ამ ქვის სროლის გზით შ----------–---ის მამას - ე-–-------------–--ვს ჩაუმსხვრია ,,მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომანქანის (სახ.ნომრით J--------) საქარე მინა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 550 ლარი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენით: ს-------------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ:

 

ს-------------ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც შექმნიდა საფუძველს ს-------------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. შესაბამისად, იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------მ და მოითხოვა ს-------------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ბრალდების მხარის მოწმეები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, თუ ავტომანქანის რა ნაწილი დააზიანა ს-------------ამ, რაც პირდაპირ თანხვედრაშია დათვალიერების ოქმთან და ექსპერტიზის დასკვნასთან. საქმეზე დაკითხულმა გამომძიებელმა თორნიკე ხარებაშვილმა კი განმარტა, რომ ე-–-------------–--ვის დაზიანებული ავტომობილი 2017 წლის 8 ოქტომბერს გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, ხოლო დათვალიერება ჩაატარა მოგვიანებით. აპელანტის განმარტებით, რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს, ისინი წარმოადგენენ გამართლებულის ოჯახის წევრებს და ნათესავებს, არიან არაობიექტურნი, საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, შესაბამისად, მათ მიერ მიცემული ჩვენებებიც იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

წარმოდგენილი შესაგებლით დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევაც მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ხოლო შემდეგ, სათანადო ანალიზის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე-–-------------–--ვმა განმარტა, რომ მის შვილს შ----------–---სა და ს-------------ას შვილს შორის მომხდარი ჩხუბის გამო, 2017 წლის 8 ოქტომბერს მივიდა ს--------ან სახლში. თავისი მანქანა გააჩერა იქვე, დეიდაშვილის სახლთან. ამ დროს მანქანით მოვიდნენ ს-------------ა და მისი მეუღლე - ნ------------------ი. მანქანიდან გადმოსვლისთანავე ს-----მ აიღო ორი ქვა, ერთი მას ესროლა, ხოლო მეორე გაისროლა მანქანის მიმართულებით. ქვა მოხვდა წინა საქარე მინას და დაიმსხვრა. ამ ფაქტს შეესწრნენ მეზობლებიც, დაახლოებით 10-15 ადამიანი. მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 550 ლარს.

 

მოწმე შ-------------–------ამ პირველი ინსტანციის სასამართო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს ს-------------ას მეზობლად. დაზარალებული ე-–-------------–--ვი არის მისი ქმრის დეიდაშვილი. 2017 წლის ოქტომბრის თვეში ს-------------ას სახლთან ხალხი იყო შეკრებილი, ვინაიდან იყო ჩხუბი. ცემეს ს-----ს შვილი ჯ-----------------. იქ მოვიდა დაზარალებული, რომლის შვილიც ჩხუბობდა, რომელმაც მანქანა გააჩერა მის ჭიშკართან. ამ დროს ს-------------ა ქალაქში იყო წასული. როდესაც ს----- მოვიდა და მანქანიდან გადმოდიოდა, ხელში ორი ქვა აიღო, ერთი ე-–-------ს ესროლა, მეორე კი - მის მანქანას, რის გამოც მინა დაუზიანა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დილავერა ბუნიადოვამ განმარტა, რომ მომხდარი ჩხუბის გამო სიძის მანქანით მივიდა შემთხვევის ადგილზე. ე-–-------------–--ვი შემთხვევის ადგილზე არ უნახავს, ნახა როგორ ესროლა ქვა ს-------------ამ მანქანას, თუმცა დაზიანდა თუ არა რამე, არ უნახავს. ე-–-------ი არის მისი ქმრის შორეული ნათესავი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხაილა სიონოვამ განმარტა, რომ ე-–-------------–--ვი მისი შორეული ნათესავია, ს-------------ა მისი მეზობელია. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა გარეთ, მეზობელთან. როდესაც ს-------------ა მოვიდა, მანქანიდან გადმოსვლისთანავე აიღო ორი ქვა, ერთი ე-–-------ს ესროლა, მეორე კი - ავტომობილს და მინა გაიბზარა. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები არ უნახავს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ნ------------------მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა გარეთ მეზობლებთან ერთად, როდესაც ს-------------ა მოვიდა, ხელში აიღო ქვა და ისროლა. იგი ს-----ს წინ გადაუდგა და უთხრა, რომ არ ესროლა. ერთი ქვა მოხვდა ავტომანქანას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–------–------მა განმარტა, რომ ს-------------ა არის მისი მეზობელი. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში, გაიგო, რომ ქუჩაში იყო ჩხუბი. იქვე იყო ე-–-------------–--ვი, დაინახა პოლიციელებიც. ე-–-------ს მანქანა ყავდა გაჩერებული მისი ძმის სახლთან. როდესაც ს-------------ა მოვიდა, აიღო ორი ქვა, ერთი ე-–-------ს ესროლა, მეორე კი მის მანქანას. ქვა მოხვდა მინას და გაიბზარა. ე-–-------ი არის მისი დაიდაშვილი.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა თე-–------–------მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ოქტაი ალიბეგაშვილმა განმარტა, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში მუშაობდა შსს ვაზიანის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორად. შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე - ს-------------ას საცხოვრებელ სახლთან, სადაც მალევე მერსედესის მარკის მანქანით მოვიდა ე-–------- აგაჯალიევი. ასევე მალე მოვიდნენ ნაზიმი და მისი ცოლი ს-----, ამ უკანასკნელმა მანქანიდან გადმოსვლისთანავე აიღო ქვა და ესროლა ე-–-------ის მანქანის წინა საქარე მინას, რომელიც დიდ ნაწილზე სრულად გაიბზარა. სროლის შემდეგ რა მოხდა, არ ახსოვს. საქმეს იძიებდა გამომძიებელი თორნიკე ხარებაშვილი, რომელსაც ეხმარებოდა მოწმეების მოძიებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი თორნიკე ხარებაშვილი, რომელმაც დაადასტურა ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების რეალობა და აღნიშნა, რომ დაათვალიერდა ე-–------- აგაჯალიევის ავტომანქანა, რომელიც შემთხვევიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, თავად მიიყვანა განყოფილებაში. დათვალიერება ჩაატარა 2017 წლის 12 ოქტომბერს, მანამდე კი ე-–------- აგაჯალიევის ა/მანქანა იდგა პოლიციის ეზოში, თუმცა რაიმე დოკუმენტი არ შეუდგენია. შემთხვევის დღესვე მანქანის დათვალიერება იმ მიზეზით ვერ მოხდა, რომ დაზარალებულმა ვერ მოახერხა მისვლა. მოწმემ აღნიშნა, რომ პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე მანქანა არ დაზიანებულა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ფ---–-----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ როგორც თარჯიმანმა, მონაწილეობა მიიღო მოწმეების დაკითხვაში და ავტომანქანის დათვალიერებაში. მანქანა განყოფილების ტერიტორიაზე ნახა, ხოლო ე-–------- აგაჯალიევი რით მივიდა პოლიციაში, არ ახსოვს. დათვალიერებისას მანქანის მინა დაზიანებული იყო.

 

2017 წლის 12 ოქტომბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობის ეზოში დათვალიერდა „MERCEDES-BENZ“-ის ავტომანქანა, რომელსაც წინა საქარე მინა შუაში ჰქონდა დაზიანებული, იყო დაბზარული, ბზარები იყო დაახლოებით 50 სმ, სიგანით 40 სმ.

 

2017 წლის 24 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა „M----------------------- სახ ნომრით: N J--------, წინა საქარე მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათალისწინებით შეადგენს 620 ლარს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა თამარ მესხმა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ვაზიანის განყოფილებაში დაათვალიერა ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და მეორადი წინა საქარე მინის ღირებულება განსაზღვრა 550 ლარით. სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 70 ლარით, მთლიანობაში ზიანი განისაზღვრა 620 ლარით.

 

დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების თანახმად:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ბ----------------–---მა განმარტა, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს ჯ----------------მა შეატყობინა, რომ იყო ნაცემი. მივიდა მის სახლთან, ნახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ასევე იყვნენ პოლიციელები. ჯონი იყო ნაცემი, უთხრეს, რომ თანასოფლელებს უცემიათ. როდესაც ს-------------ა და მისი ქმარი მოვიდნენ, ჯონი წაიყვანა საავადმყოფოში. თავადაც წავიდა საავადმყოფოში, სადაც თავისი მანქანით მოვიდა ე-–-------იც. საავადმყოფოდან ე-–-------ის მანქანით დაბრულდა სახლში, იჯდა უკანა სავარძელზე და კარგად ახსოვს, რომ შუშა დაზიანებული არ ყოფილა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც ს-------------ას სახლთან მივიდა, ს-----ს მოსვლის შემდეგ რაიმე ინციდენტი არ მომხდარა, ს-----ს ქვა არ უსვრია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ს----------------------ა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს დაურეკეს და მივიდა მისი ძმის სახლში, რადგან ნაცემი იყო მისი ძმის შვილი ჯ-----------------. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ჯონი წაიყვანეს საავადმყოფოში. ს----- ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა და ბავშვი წაიყვანეს საავადმყოფოში. ე-–-------ი და მისი მანქანა იქ არ დაუნახავს. შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ უთხრეს, რომ ე-–-------ის მანქანის მინა დაიმსხვრაო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------------------მა განმარტა, რომ დაურეკეს და აცნობეს შვილის - ჯ-----------------ს ცემის შესახებ, რის შემდეგაც სახლში მივიდა მეუღლესთან, ს-------------ასთან ერთად. მალევე წავიდნენ საავადმყოფოში, სადაც ნახა ე-–-------------–--ვი თავის ნათესავებთან ერთად. ისინი სთხოვდნენ, რომ ჯონის ცემის გამო პოლიციისთვის არ მიემართათ. ამ შემთხვევის შემდეგ ე-–-------ი სოფელში თავისი მანქანით გადაადგილდებოდა და 4-5 დღის შემდეგ გაიგო, რომ მანქანაზე მინა იყო დამსხვრეული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--------------ამ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ს-------------ა სახლში დაბრუნდა მეუღლესთან ერთად და მალევე წავიდნენ საავადმყოფოში. შემთხვევის ადგილზე არც ე-–-------------–--ვი დაუნახავს და არც მისი ავტომობილი.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს ს-----–------------ამ.

 

მოწმე ჯავანშირ კურბანოვმა განმარტა, რომ როდესაც ე-–-------------–--ვი საავადმყოფოში მივიდა ს--------ან შესახვედრად, მისი მანქანა დაუზიანებელი იყო. მანვე აღნიშნა, რომ ის ქუჩა, სადაც ს-------------ა ცხოვრობს, იმდენად ვიწროა, რომ იქ ორი მანქანა ვერ დაეტეოდა.

 

მოწმე ნიკოლოზ მალიშკომ აღნიშნა, რომ შემთხვევის შემდეგ ე-–-------------–--ვის მანქანა ნახა დაზიანების გარეშე.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა შეფასდეს საკითხი - საკმარისია თუ არა ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ს-------------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ნაწილი ადასტურებს შემთხვევის ადგილზე ე-–-------------–--ვის ყოფნისა და ს-------------ას მიერ მისი ავტომობილის მინის დაზიანების ფაქტს; თუმცა მოწმეთა ნაწილი კატეგორიულად გამორიცხავენ ს-------------ას მიერ ე-–-------------–--ვის კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას. უფრო მეტიც, მოწმე ბ---------------–---მა განმარტა, რომ შემთხვევის შემდეგ, საავადმყოფოდან სახლში გამოყვა ე-–------------–---ს, იჯდა მისი ავტომობილის უკანა სავარძელში და კარგად ახსოვს, რომ მინა დაზიანებული არ ყოფილა. სხვა მოწმეებმა კი დაადასტურეს, რომ ს-------------ას მანქანისთვის ქვა არ უსვრია და შემთხვევიდან 4-5 დღის მანძილზე ე-–-------ი თავისი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ამდენად, ფაქტია, რომ ბრალდების და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებათა შეპირისპირების პროცესში გამოიკვეთა აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს ქონდა საფუძველი გაეკეთებინა დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოწმეები, რომლებიც არიან დაზარალებულის ან ბრალდებულის ახლობლები და მხარდამჭერები, სასამართლოს აწვდიან მათთვის სასარგებლო ინფორმაციას. შესაბამისად, დამაჯერებლობისა და საკმარისობის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, შეუძლებელია დადგენილად და დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ს-------------ას მიმართ ბრალდების დადგენილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა გაანალიზების შემდეგაც სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რომელ მხარეს გადაწონის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ს-------------ას მიმართ ბრალდების დამადასტურებელ ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებად პროკურორი უთითებს ავტომანქანის დათვალიერების ოქმს, თუმცა აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებითაც არსებობს არაერთი საეჭვო გარემოება, კერძოდ: ბრალის დადგენილების თანახმად, ს-------------ასა და ე-–-------------–--ვს შორის დაპირისპირების ფაქტს ადგილი ქონდა 2017 წლის 8 ოქტომბერს. დათვალიერების ოქმის თანახმად, ავტომობილის დათვალიერება ჩატარდა 2017 წლის 12 ოქტომბერს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც მოწმეთა ნაწილი განმარტავს, რომ შემთხვევის შემდეგ ნახეს ე-–-------ის ავტომობილი დაუზიანებელ მდგომარეობაში და შემთხვევიდან 4-5 დღის განმავლობაში ე-–-------ი სარგებლობდა მისი კუთვნილი ავტომობილით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებში არ მოიძებნება არანაირი დოკუმენტი 2017 წლის 8 ნოემბრიდან, 2017 წლის 12 ნოემბრამდე ავტომობილის მდებარეობის შესახებ, პალატას არ გააჩნია საფუძველი იმისა, რომ დათვალიერების ოქმზე დაყრდნობით უპირობოდ გაიზიაროს ბრალდების მხარის არგუმენტები და ს-------------ა მიიჩნიოს აღნიშნული დანაშაულის ჩამდენ პირად. საყურადღებოა ისიც, რომ ვერ იქნა გაბათილებული დაცვის მხარის ვერსია მომხდარი შემთხვევიდან, დათვალიერებამდე ავტომობილის საქარე მინის შესაძლო დაზიანებასთან დაკავშირებით. თუკი ამ პერიოდში დაზარალებული ნამდვილად სარგებლობდა კუთვნილი ავტომობილით, არ გამოირიცხება დაზიანების ამ პერიოდში განვითარების შესაძლებლობაც.

 

რაც შეეხება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, იგი განსაზღვრავს ავტომობილზე განვითარებული ზიანის ოდენობას, თუმცა იგი ვერ პასუხობს კუთხვებს - თუ ვინ და რა ვითარებაში დააზიანა აღნიშნული ავტომანქანა.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიდან და წერილობითი მტკიცებულებებიდან უშუალოდ არ დგინდება, რომ დანაშაულებრივი ქმედება მართლაც ჩაიდინა ს-------------ამ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელსაც არ ემყარება ს-------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ აშკარა ხდება, რომ ს-------------ას მიმართ ბრალდების მარემ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლის მიერ უტყუარობის მაღალი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტის დაცვა, რაც გულისხმობს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას რამდენიმე პირდაპირი, სარწმუნო მტკიცებულების საფუძველზე. მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც საკმარისი იქნებოდა დაცვის მხარის ვერსიის გასაბათილებლად და თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დაადასტურებდა მის მიერ ე-–-------------–--ვის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტს.

 

პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესში უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგენს განაჩენის დადგენისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. სასამართლო ასევე, ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკამრისი არ არის ს-------------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში იძლევიან მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს ს-------------ას სასარგებლოდ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი ს-------------ას მიმართ, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი;

 

ს-------------ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს----- გაჯიევას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

ს-------------ას განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული ქოისარ აჯალიევას კუთვნილი მობილური ტელეფონი, ჯ-----------------ს მობილური ტელეფონი, შ----------–---ას მობილური ტელეფონი, ლ-----------------ის მობილური ტელეფონი, თ-------------–------ს მობილური ტელეფონი და დ-----------------ს მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე