განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002695602
საქმე №1ბ/1145-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: მ-------–---–----------–-------------–---–---------------------–----
ადვოკატის: დ-----------------–---–--
მსჯავრდებულის: მ---------------–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ---------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე
მ---------------–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით, მ---------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 6(თვით)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ მ---------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 სექტემბრიდან.
მ---------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ---------------–---–-- გამოძიებისთვის დაუდგენელ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–----–--–-----------–---------------------------------------------ში, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა სამკაულებსა და აქსესუარებს. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ გ----------–-–---–- მიადგა 980 ლარის ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ---------------–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით, განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, რომელთა ნაწილი ხელოვნურად იქნა მოპოვებული. სასამართლომ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გაიზიარა მოწმე დ------------–---–-- სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, რომელმაც ვერ ახსნა მასში არსებული შეუსაბამობები. ასევე სასამართლოს მიერ არასრულფასოვნად იქნა შეფასებული მოწმე თ-------–---–------ს ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმი, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულმა მ---------------–---–--, როგორც პირველი ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მომხდარ ფაქტამდე ერთი წლით ადრე მასსა და პოლიციელ დ------------–---–- შორის ყოფით ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც ის აიძულებდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით თანამშრომლობას, რაზედაც ის იძულებული გახდა დათანხმებოდა, თუმცა რეალურად მასთან არ უთანამშრომლია. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, დ------------–---–- მის მიმართ გააჩნდა პირადი ინტერესი და დააბრალა ისეთი დანაშაული, რაც მას რეალურად არ ჩაუდენია, რადგანაც 2018 წლის 12 სექტემბერს ის დანაშაულის ჩადენის ადგილზე არ ყოფილა.
პალატა აღნიშნავს, რომ ასეთი ვერსიის ალბათობა ზოგადად შეიძლება დასაშვები იყოს, მაგრამ სასამართლო გამოძიებისას დაინტერესებული მხარე, რაღაც ეტაპზე მაინც უნდა შეეცადოს მის დასაბუთებას, რათა სასამართლოს მისი ობიექტური შფასების შესაძლებლობა მიეცეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, პალატა მას ვერ გაიზიარებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე დ------------–---–-- უჩვენა, რომ ის მუშაობს ი--------------- პოლიციის სამმართელოს მ--------------–---- უბნის უფროს ინსპექტორ გამომძიებლად. 2018 წლის 12 სექტემბერს, მის განყოფილებაში, ლ--–--- დასახლებაში, უ--------–-–---–-- ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რის თაობაზეც შეატყობინა პროკურორს. მისმა თანამშრომელმა მიიღო ინფორმაცია, რომ აღნიშნული ქურდობა სხვა პირთან ერთად ჩადენილი ჰქონდა მ---------------–---–-, რომელიც იმყოფებოდა ლ--–--- დასახლებაში ი----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა მოპარული ნივთები. უშუალოდ შემთხვევის ადგილზე გავიდა სხვა გამომძიებელი, ი-----–----------- ხოლო თავად გავიდა ზემოაღნიშნულ მისამართზე, სადაც შეჩერებული იქნა მ---------------–---–-. მოწმის განმარტებით, მასთან ერთად იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ კონკრეტულად ვინ, არ ახსოვს. მ---------------–---–- იმყოფებოდა გაჩერებულ ავტომანქანაში და იჯდა საჭესთან. მან თავი წარუდგინა, აუხსნა, თუ რასთან დაკავშირებითაც იყო მისული. ადგილზე შეადგინა დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ, რომელსაც მ---------------–---–- გაეცნო და ხელი მოაწერა. პირადი ჩხრეკისას მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღია. ამის შემდეგ, ადგილზევე გამოიტანა დადგენილება ავტომანქანის ჩხრეკის შესახებ, რომელსაც ასევე გაეცნო მ---------------–---–- და ხელი მოაწერა. ავტომანქანის ჩხრეკისას წინა სავარძლების შუა ადგილიდან ამოღებული იქნა სამკაულები, რომელზედაც მ---------------–---–-- განაცხადა, რომ ეს იყო მოპარული ნივთები. ამოღებული ნივთები დაილუქა მისივე თანდასწრებით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მ---------------–---–- გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაზარალებულმა ამოიცნო მისი სახლიდან წაღებული ნივთები, ხოლო თ-------–---–------- ამოიცნო მ---------------–---–-, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მ---------------–---–-- ბრალდებულის სახით დაკავება.
აპელანტის მტკიცებით, მოწმე დ--------------–---–-- ჩვენება არის არასანდო მტკიცებულება, რადგანაც დაუჯერებელია, რომ მოწმე მიღებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფაქტობრივად პირის დასაკავებლად მარტო გასულიყო, ასევე მარტოს ჩაეტარებინა პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა, ხოლო ნაქურდალი ნივთების მანქანიდან ამოღების შემდეგ, მ---------------–---–-, მისივე ავტომანქანით პოლიციის განყოფილებაში უკან გაჰყოლოდა მას. ამასთან, არ მომხდარა აღნიშნული ავტომანქანის მესაკუთრის დადგენა და იმ ადგილის ფოტოგრაფირება, საიდანაც მოხდა ნაქურდალი ნივთების ამოღება.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მოწმეს არ უთქვამს ინფორმაციის მიღების შემდეგ, მითითებულ მისამართზე მისი მარტო გასვლასთან დაკავშირებით. მან განმარტა, რომ ახლდა პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ კონკრეტულად ვინ, არ ახსოვს. ამასთან, თუ გავიზიარებთ მსჯავრდებულის ვერსიას, რომ ნაქურდალი ნივთები მანქანიდან არ ამოუღიათ და ის დ------------–---–-- პოლიციაში მისვლისას ოთახში შემოუტანა და „დაუდო“, მაშინ გამოდის, რომ მ---------------–---–-- პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას პოლიციას მომხდარი ქურდობის ფაქტი უკვე გახსნილი ჰქონდა, ნაქურდალი ნივთები სხვა ადგილიდან ან სხვა პირისგან უკვე ამოღებული იყო და დ--------------–---–--- რომელსაც მსჯავრდებულის მიმართ ამოძრავებდა პირადი ინტერესი, აღნიშნული ნივთები გამოიყენა მის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდს, რომელიც არ არის გამყარებული არცერთი მტკიცებულებით. პალატას ამის თქმის საშუალ;ებას აძლევს ის გარემოებაც, რომ მ---------------–---–--, როგორც პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შესახებ დადგენილებებს, ასევე პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებს გაეცნო, შენიშვნები არ შეუტანია და ხელი ისე მოაწერა, ხოლო მათი ასლები ჩაიბარა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში მითითებულია მისი მარკა და სახელმწიფო ნომერი, შესაბამისად, ავტომანქანის არარსებობის შემთხვევაში გამომძიებელი მას ვერ მოიგონებდა.
პალატა განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულმა სასამართლოსთვის შეთავაზებულ ვერსიასთან დაკავშირებით პირველად განაცხადა, სასამართლო გამოძიების დასრულებისას, მისი დაკითხვის დროს. დ------------–---–-- დაკითხვისას შეკითხვაც კი არ დაუსვამს მისთვის მათ შორის არსებული დაპირისპირების შესახებ და შემოიფარგლა მხოლოდ იმ შეკითხვით: „ ადასტურებ თუ არა, რომ მე მანქანაში დაგხვდი, თუ მერე მოვედი, როდესაც ჩემს მანქანასთან პოლიციელებთან ერთად იდექი?“. მსჯავრდებულის ამ შეკითხვიდან ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ავტომანქანას ის მოიხსენიებს „ჩემად“, მაშინ, როდესაც დაცვის მხარე პრეტენზიას აყენებს, რომ გამოძიების მიერ არ იქნა დადგენილი ავტომანქანის მფლობელი, ასევე ახსენებს სხვა პოლიციელებსაც, რაც თავის მხრივ ადასტურებს, რომ დ------------–---–- ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე მარტო არ ყოფილა გასული.
მსჯავრდებულმა მ---------------–---–--, როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განაცხადა, რომ მის ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მისმა ადვოკატმა ბევრი რამე არ იცოდა, რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რეპლიკით გამოსვლისას. აღნიშნული ყოველგვარ ლოგიკას, დამაჯერებლობას არის მოკლებული და ვერ იქნება გაზიარებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე თ-------–---–------- დაადასტურა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, შუადღის საათებში დაუკავშირდა მეგობარი უ--------–-–---–-- რომელმაც უთხრა, რომ ნათესავი უნდა მისულიყო სტუმრად, თავად ვერ ახერხებდა დროულად მისვლას და სთხოვა მის მაგივრად დახვედროდა სტუმარს სახლში. ამასთან, განუმარტა, რომ სახლის გასაღები დატოვებული ჰქონდა მეზობელთან. მას შემდეგ, რაც გამოართვა მეზობელს გასაღები და მივიდა მეგობრის სახლთან, დაინახა ღია კარი, რა დროსაც უმალვე დაურეკა უ--------–-–---–- და ჰკითხა, ღია ხომ არ დარჩა კარი, რაზეც ამ უკანასკნელმა უარყოფითად უპასუხა. მას პარალელურ რეჟიმში სახლიდან ხმაური შემოესმა, რა დროსაც უეცრად სახლიდან გამოვიდა ორი პირი, რომლებიც მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად. კერძოდ, ერთმა მათგანმა შეაფერხა ის რამდენიმე წამის განმავლობაში, შემდეგ კი გაიქცა. იგი გაეკიდა, თუმცა მათი შეპყრობა ვერ შეძლო. თ-------–---–------- განმარტა, რომ ამ პერიოდში მან შეძლო ერთ-ერთი დამნაშავის ვიზუალური შეთვალიერება, რომელიც მოგვიანებით ამოიცნო. მის მიერ ამოცნობილი პირი და სასამართლო დარბაზში მყოფი არის ერთი და იგივე პირი.
- 2018 წლის 13 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად თ-------–---–------- ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან მ---------------–---–- ამოიცნო საშუალო სიმაღლით, სუსტი აღნაგობით, მოგრძო ფორმის სწორი ცხვირით, სწორი წარბებით, მელოტი თავით, თხელი ტუჩებით და ზოგადი იერით.
აპელანტის მტკიცებით, აღნიშნული ამოცნობის ოქმი არ უნდა დადებოდა გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად, ვინაიდან მსჯავრდებულის განმარტებით ამოცნობამდე თ-------–---–------ შეყვანილი ჰყავდათ იმ ოთახში, სადაც თვითონ იმყოფებოდა და წინასწარ აჩვენეს.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა რაიმე სახის მტკიცებულება და არც დაცვის მხარეს მიუთითებია, რაიმე ისეთ დამატებით გარემოებაზე, რომელიც ირიბად მაინც დაადასტურებდა მსჯავრდებულის ვერსიას და ეჭვქვეშ დააყენებდა ამოცნობის ოქმის სანდოობას.
გარდა ამისა, ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად მსჯავრდებულს თავისი პოზიციის გასამყარებლად მოწმე თ-------–---–------სათვის შეკითხვა დაუსვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ მსჯავრდებულის ჩვენებას სანდოობას უკარგავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა გ----------–-–---–-- განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ლ--–--- დ-----–----------------------------------------------ში. 2018 წლის 12 სექტემბერს, შვილიშვილს გაჰყვა საავადმყოფოში, რა დროსაც მისი ვაჟისგან - უ--------–-–---–--გან შეიტყო საკუთარი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის თაობაზე. მისი თქმით, სახლში მისულ თ-------–---–------ კარი დახვდა ღია, საიდანაც გამოვიდა ორი პირი, თუმცა მათი შეპყრობა ვერ შეძლო. თავად, სახლში მისულს დახვდა მისი შვილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მოწმემ დაადასტურა, რომ ქურდობის შედეგად დამნაშავეებმა წაიღეს ორი ოქროს ყელსაბამი თავისი ჯვრებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ ნაჩუქარი საათი და სხვადასხვა სახით ბიჟუტერია. საერთო ჯამში მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 980 ლარი. მანვე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სიწორე.
- პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიების მიერ დადგენილი არ იქნა გოჩა ყაულაშვილი ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა იმ ბინაში, სადაც ქურდობა მოხდა.
დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ აღნიშნულ ბინას ქირაობდა მ-------------–-–---–------- ამასთან, საქმეში არსებული მ-------------–-–---–-- ხელწერილის მიხედვით, სადაც მითითებულია მისი დაბადების თარიღი და მობილური ტელეფონის ნომერი, ის თანხმობას აცხადებს მისი ბინის დათვალიერებასთან დაკავშირებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას ადასტურებს ოქმზე ხელის მოწერით.
2018 წლის 13 სექტემბრის ავტომანქანის ჩრეკის ოქმის მიხედვით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ხელოვნური განათების პირობებში, რის შედეგადაც მ---------------–---–-- მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „-------------------------------- ჩხრეკის შედეგად, წინა სავარძლების შუა ნაწილიდან ნანახი და იქნა: ერთი ცალი მრგვალი მოვერცხლისფრო ბურთულებიანი მძივი, ერთი ცალი სამაჯური მოვერცხლისფრო მრგვალი ფირფიტებით გაწყობილი, ერთი ცალი მარგალიტისმაგვარი სხვადასხვა ფორმის მოთეთრო ქვებით გაწყობილი მძივი, ერთი ცალი შავი გიშრისმაგვარი წახნაგებიანი ქვებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი გამჭვირვალე და მოყავისფრო ქვებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი შავი ხის მოგრძო ფორმის და მოვერცხლისფრო სხვადასხვა ფორმის დეტალებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი ღია ფერის ხის დეტალებით და მუქი ფერის ქვის დეტალებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი ლითონის მასალისგან დამზადებული შავი ქვებისგან გაწყობილი ყელსაბამის ნაწყვეტი, ერთი ცალი გულის ფორმის დასადგამი, რომელშიც ზის ანგელოზის ფორმის დეტალი, რომელსაც ფრთები გაფორმებული აქვს გამჭვირვალე ქვებით.
- 2018 წლის 5 ოქტომბრის ნივთის ამოცნობის ცხრა ოქმით დასტურდება, რომ გ----------–-–---–- მსგავს საგნებთან ერთად ამოსაცნობად წარედგინა მ---------------–---–-- მფლობელობაში არსებული ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები რა დროსაც მან ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ყველა მათგანი.
- 2018 წლის 22 ოქტომბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ლ--–--- დ-----–----------------------------------------------დან, კერძოდ, ბინის საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ იატაკის ზედაპირიდან და მისაღებ ოთახში სარკიანი კომოდის წინ ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ მ---------------–---–--გან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - გ--------------------
ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა მ---------------–---–-- ქმედებას და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. გამოკვლეული მტკიცებულებეებით გონივრულ ეჭვსმიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ---------------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ივნისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. მ----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 6(თვით)თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ მ----------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 სექტემბრიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ---------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- მ---------------–---–--გან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- მ---------------–---–-- ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული: ერთი ცალი მრგვალი მოვერცხლისფრო ბურთულებიანი მძივი, ერთი ცალი სამაჯური მოვერცხლისფრო მრგვალი ფირფიტებით გაწყობილი, ერთი ცალი მარგალიტისმაგვარი სხვადასხვა ფორმის მოთეთრო ქვებით გაწყობილი მძივი, ერთი ცალი შავი გიშრისმაგვარი წახნაგებიანი ქვებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი გამჭვირვალე და მოყავისფრო ქვებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი ღია ფერის ხის დეტალებით და მუქი ფერის ქვის დეტალებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი ლითონის მასალისგან დამზადებული შავი ქვებისგან გაწყობილი ყელსაბამის ნაწყვეტი, ერთი ცალი გულის ფორმის დასადგამი, რომელშიც ზის ანგელოზის ფორმის დეტალი, რომელსაც ფრთები გაფორმებული აქვს გამჭვირვალე ქვებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
- მ---------------–---–--გან აღებული სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში და ხელის კვლების ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი