განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2020
საქმის ნომერი
110100119002923225
ინსტანცია
თარიღი
20.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119002923225

№1/ბ-62-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

პროკურორის - ი-–-- გ--–------ის

ადვოკატის - ა---------– ბ----------ის

გამართლებულის - შ------------–---- მონაწილეობის გარეშე

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ------ ვ-------ის ძე მ----–--ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ჭიათურა, დ.ა----–-----–ის ქ.N184.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ------ მ----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში მცხოვრები შ------ მ----–--ე, 2013 წლიდან, 2019 წლის იანვრის პერიოდის ჩათვლით, როგორც სოფელ მანდაეთში, ასევე, ქ.ჭიათურაში, შვილების საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, არასრულწლოვანი შვილის - თ----- მ----–--ის თანდასწრებით, ეჭვიანობის მიზეზით, სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას მეუღლის - ნ----- მ----–--ის მიმართ, რაც გამოიხატებოდა ამ უკანასკნელისათვის თავის და სახის არეში ხელის დარტყმებით, რამაც ნ----- მ----–--ის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.

2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 2200 საათიდან, 2300 საათამდე პერიოდში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა შ------ მ----–--ემ, ქ.ჭიათურაში, თ---–--ის ქუჩა N46-ში მდებარე შვილის - ბ---- მ----–--ის საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, არასრულწლოვან შვილს, 16.01.2002 წელს დაბადებულ თ----- მ----–--ეს, შელაპარაკებისას მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ სახის და მუცლის არეში დაარტყა ხელი, რამაც თ----- მ----–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით შ------ მ----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შ------------–---- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ წარდგენილ ბრალდებენში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი, არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ი-–-- გ--–------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ შ------------–---- ინტერესების დამცველ ადვოკატს - ა---------– ბ----------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა ნ----- მ----–--ემ, ასევე მოწმეებმა თ----- მ----–--ემ, ვ------- მ----–--ემ და ბ---- მ----–--ემ უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მოწმის სახით დაკითხული ე-–--- ხ-------იას ჩვენებით დადგენი-–--, რომ ის მხოლოდ ერთხელ შეესწრო სოფელ მანდაეთში ყოფნის დროს შ------------–---- მხრიდან ნ----- მ----–--ის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, მაგრამ დრო არ ახსოვს, სხვა დროს, ანალოგიურს არ შესწრებია. იყო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ფიზიკური არა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2019 წლის 12 თებერვალს მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც მითითებულია „2019 წლის იანვრის დასაწყისში, კონკრეტულად რიცხვი არ მახსოვს, ჩემთან იმყოფებოდნენ ჩემი დედამთილი, მამამთილი და ჩემი მული თ-----ი. ჩემი მამამთილი იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და მან ეჭვიანობის გამო დაუწყო ყვირილი ჩემს დედამთილს, ნ----- მ----–--ეს. აგინა დედის მისამართით და ერთხელ გაარტყა სახის არეში ხელი. მომხდარ ფაქტს შეესწრო ასევე ჩემი მული თ----- მ----–--ე. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ შვიდი წელია რაც მე და ჩემი მეუღლე ქორწინებაში ვიმყოფებით. სამი წელი ვცხოვრობდით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში, ჩემს დედამთილთან და მამამთილთან. ოთხი წელია რაც ჭიათურაში, თ---–--ის ქუჩაზე ვცხოვრობთ. მე ხშირად შევსწრებივარ იმ ფაქტს, როდესაც ჩემი მამამთილი აყენებს ხოლმე ჩემს დედამთილს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ძირითადად ეს ხდება როდესაც ჩემი მამამთილი არის ხოლმე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. 2011 წელს წავყევი ჩემს მეუღლეს ცოლად და 2014 წლამდე ვცხოვრობდით მანდაეთში. ჩემი მამამთილი სისტემატურად აყენებდა ხოლმე ჩემს დედამთილს სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა ხოლმე მას დედის მისამართით და რამდენჯერმე შევესწარი ფიზიკური შეურაცხყოფა რომ მიაყენა ჩემმა მამამთილმა ჩემს დედამთილს. მახსოვს, რომ 2013 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში, რიცხვი არ მახსოვს, მან ჩემს დედამთილს ერთხელ დაარტყა სახის არეში ხელი. ასევე, 2014 წლის ზაფხულზე, აგვისტოს თვის შუა რიცხვებში, რიცხვი არ მახსოვს, შ------ მ----–--ემ მიაყენა ჩემს დედამთილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მაშინაც სახის არეში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ერთხელ დაარტყა ხელი. ჩემი მამამთილი თითქმის ყოველდღე მთვრალია და ყოველდღე ხორციელდება მისი მხრიდან ჩემს დედამთილზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. 2014 წლის შემდეგ, ზაფხულობით, ყოველ წელს დავდიოდი ხოლმე სოფელ მანდაეთში და ხშირად ყოფილა ხოლმე რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ჩემი მამამთილი აყენებდა ხოლმე სიტყვიერ შეურაცხყოფას ჩემს დედამთილს. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შევსწრებივარ, მხოლოდ 2018 წლის ზაფხულზე, ივლისის თვის შუა რიცხვებში ვიმყოფებოდი სოფელ მანდაეთში და შევესწარი იმ ფაქტს, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ჩემმა მამამთილმა მიაყენა ჩემს დედამთილს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ დაარტყა სახის არეში ხელი. ასევე, 2018 წლის ოქტომბრის თვეში ვიმყოფებოდი სოფელ მანდაეთში და მაშინაც შევესწარი იმ ფაქტს, რომ ჩემმა მამამთილმა მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემს დედამთილს. იმ დროსაც სახის არეში დაარტყა ერთხელ ხელი. მეუღლეც ზოგჯერ სახლში იყო ხოლმე და შესწრებია იმ ფაქტს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას რომ აყენებდა ჩემი მამამთილი ჩემს დედამთილს. 2019 წლის იანვრის თვის დასაწყისში, კონკრეტულად რიცხვი არ მახსოვს, ჩემთან ჭიათურაში, თ---–--ის ქუჩაზე იმყოფებოდნენ ჩემი დედამთილი და მამამთილი. იმ დროსაც ჩემმა მამამთილმა უმიზეზოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მიაყენა ჩემს დედამთილს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ დაარტყა სახის არეში ხელი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემს დედამთილს, ჩემი მამამთილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. ასეთ ფაქტს მე არ შევსწრებივარ. მხოლოდ წყევლიდა ხოლმე, რომ აგინებდა ჩემი მამამთილი დედის მისამართით. მე დაჩემი მეუღლე ვაწყნარებდით ხოლმე ჩემს მამამთილს და პოლიციისათვის არ მიგვიმართავს ხოლმე“. პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები, თუმცა, შემდგომ, ადვოკატის შეკითხვაზე განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმში ბევრი რამე ისეთ წერია, რაც მას არ უთქვამს. მოწმემ განაცხადა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები იყო, ხოლო ფიზიკური არა.

 

მოწმის სახით დაკითხული ბ----- დ--------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს შსს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. გამომძიებელ დ.ჯ---–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქ.ჭიათურაში, თ---–--ის ქუჩაზე მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მონაწილე ნ----- მ----–--ემ მიუთითა ოთახზე, სადაც წარსულში მეუღლემ იძალადა მასზე.

 

მოწმის სახით დაკითხული დ----- ჯ---–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი.

მოწმის სახით დაკითხული ჭიათურის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - მ-----– ც-–--–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მოცემულ საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, სოფელ მანდაეთში, რა დროსაც დაზარალებულმა ნ----- მ----–--ემ მათ მიუთითა ადგილი, სადაც მასზე ხორციელდებოდა ძალადობა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ის, ნ----- მ----–--ე და გამომძიებელი ბ----- ჩ------ე.

 

მოწმის სახით დაკითხული ბ----- ჩ------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ საქმის გამოძიების დროს მუშაობდა ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. იყო შ------------–---- ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსერტიზები, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გააცნო შ------ მ----–--ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

 

2019 წლის 12 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ჭიათურაში, თ---–--ის ქუჩა N46-ში და წარმოადგენს მოქალაქე ბ---- მ----–--ის საცხოვრებელ სახლს. აგრეთვე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ნ----- მ----–--ემ მისაღებ ოთახში მიუთითა ადგილზე და განმარტა, რომ 2019 წლის იანვრის დასაწყისში მისმა მეუღლემ შ------ მ----–--ემ ერთელ დაარტყა ხელი სახის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2019 წლის 10 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში და წარმოადგენს ნ----- მ----–--ის საცხოვრებელ სახლს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ნ----- მ----–--ემ განმარტა, რომ აღნიშნულ ოთახში მიაყენა მას მისმა მეუღლემ შ------ მ----–--ემ 2018 წლის ივლისის და ოქტომბრის თვეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

სააპელაციო პალატას შ------------–---- მიერ ოჯახურ ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით შ------------–---- მიერ, შვილის - თ----- მ----–--ის და მეუღლის - ნ----- მ----–--ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ძალადობის შედეგად თ----- და ნ----- მიმლაძეებმა განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან მათ არ მისცეს ოჯახის წევრის - მამის და მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენებები.

მართალია საქმეში არსებობს მოწმე ე-–--- ხ-------იას ჩვენება თუმცა მხოლოდ ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალს, ვინაიდან საქმეში არ არის მტკუიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა შ------------–---- მიერ ოჯახური ძალადობის ფაქტს.

რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების: მ-----– ც-–--–---–ის, ბ----- ჩ------ის და ექსპერტ ბ----- დ--------ის ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულთა თ----- და ნ----- მ----–--ეების მონათხრობს, მამის და მეუღლის - შ------------–---- მხრიდან მის მიმართ ძალადობისა ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა - თ----- და ნ----- მ----–--ეებმა ჩვენებების მიცემაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) შ------------–---- მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გარდა ე-–--- ხ-------იას გამოკითხვის ოქმისა (რომელიც გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე და მოწმემ განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმში ბევრი რამე ისეთ წერია, რაც მას არ უთქვამს ) არ გამოვლენილა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა თ----- და ნ----- მ----–--ეების მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ძალადობის ფაქტი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ შ.მ----–--ის მიერ იქნა ჩადენილი აღნიშნული დანაშაული.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზვიად შალამბერიძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი შ------------–---- მიმართ დარჩეს უცვლელად:

შ------ მ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

შ------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გამართლებულ შ------ მ----–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თ---–--ი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე