განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100119003370146-1ბ/361-20წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
23 მარტი 2020 წ ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ი-----------------------------–---–-- დაბადებული 19---–-–-------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ქ.------–--------------------------------–----------–----–------------------–--------–-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასჯელი:თავისუფლების აღკვეთა 01 წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------–---–-- და ითხოვა მსჯავრდებულ იო-------------–---–-------- უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 13:35 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი---------------–---–-- დაარღვია მ---------–---- ბინის ხელშეუხებლობა, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ქ-------–--------------------------------–- მდებარე, მ---------–---- საცხოვრებელ ბინაში და ამ უკანასკნელის მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, ი---------------–---–-- მ---------–---- ორივე ხელი მოუჭირა ხელებზე და მარჯვენა ხელი ერთხელ გაარტყა მარცხენა ლოყის არეში, რა დროსაც, მ---------–---- განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, მ---------–---- საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის გახორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ი---------------–---–-ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადას ტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, ტელეფონის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტო ცხრილით და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებ ულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ი---------------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, აღნიშნული მუხლის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, უკანონო ჩხრეკას ან სხვა ქმედებას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.უკანონო შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. შესვლა უკანონოა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია კანონმდებლობის დარღვევით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ. აღნიშნული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა ჯგუფს მიეკუთვნება, იგი დამთავრებულად ითვლება სხვის ბინაში უკანონო შესვლის ან უკანონო ჩხრეკის თუ სხვა მოქმედების ჩატარების მომენტიდან. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ შევიდეს თუ სხვა მფლობელობაში ან უკანონოდ განახორციელოს ჩხრეკა. დანაშაულის ჩადენის მოტივი კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს. იგი შეიძლება გამოიხატოს ხულიგნურ ქვენაგრძნობაში, შურისძიებაში,არასწორად გაგებულ სახელმწიფო ინტერესში და სხვა.
კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარა ლებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. სხვაგარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში (ხელის გარტყმა სახეში) ან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან (მაგალითად თმებით თრევა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა). აუცილებელია მსხვერპლმა განიხილოს ფიზიკური ტკივილი. ამდენად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. სხვაგვარი ძალადობისათვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. სუბიექტური მხრივ ძალადობის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა,იგი სასჯელის დანიშვნისას მიიღება მხედველობაში. ბრალის ფორმის მიხედვით განზრახი დანაშაულია და შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი----------------–---–-- მიერ ჩადენილია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი, ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა.
მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 13:35 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი---------------–---–-- დაარღვია მ---------–---- ბინის ხელშეუხებლობა, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ქ-------–--------------------------------–- მდებარე, მ---------–---- საცხოვრებელ ბინაში და ამ უკანასკნელის მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, ი---------------–---–-- მ---------–---- ორივე ხელი მოუჭირა ხელებზე და მარჯვენა ხელი ერთხელ გაარტყა მარცხენა ლოყის არეში, რა დროსაც, მ---------–---- განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, მ---------–---- საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის გახორციელების საფუძვლიანი შიში, რაც დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტო ცხრილით, ტელეფონის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტო ცხრილით და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, აღნიშნული მტკიცებულებები თანხვედრილია და ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.ამდენად ი---------------–---–-- ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებ ულებათა ერთობლიობა ი---------------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი---------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იო-------------–---–-------- სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ექვსი თიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ი---------------–---–- საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის მკაცრი ზომა, ვერ იქნება სამართლიანი და ადეკვატური.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) და დამამძიმებელი გარემოებები(არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განაჩენი, ი---------------–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------–---–-- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. ი---------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ი---------------–---–- საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ი---------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
5. ი---------------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 14 ნოემბრიდან 2020 წლის 06 იანვრის ჩათვლით.
6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ი---------------–---–- დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო სუნის ნიმუში - განადგურდეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი